პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბავშვის სათამაშოები იყო მიმოფანტული, ემოციურად ძალიან იმოქმედა" - რას ჰყვება მაშველი, რომელიც აფეთქების ადგილას პირველი მივიდა
"ბავშვის სათამაშოები იყო მიმოფანტული, ემოციურად ძალიან იმოქმედა" - რას ჰყვება მაშველი, რომელიც აფეთქების ადგილას პირველი მივიდა

მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო აა­ტი­რა დიდ დი­ღომ­ში, ავ­თან­დი­ლის ქუ­ჩა­ზე მომ­ხდარ­მა ტრა­გე­დი­ამ, რო­მელ­საც 4 ადა­მი­ა­ნის - ლე­ვან დავ­ლა­ძის, დე­ბის ნა­თია და ნინო ციც­ვი­ძე­ე­ბის და ნა­თი­ას პა­ტა­რა ვა­ჟის - ნი­კუ­შას სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა. ბუ­ნებ­რი­ვია, შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე პირ­ვე­ლე­ბი მაშ­ვე­ლე­ბი მი­ვიდ­ნენ. ემო­ცი­უ­რად ძა­ლი­ან მძი­მე მო­სას­მე­ნი იყო გლ­და­ნი-ნა­ძა­ლა­დე­ვის ოც­მე­თა­უ­რის, არ­ჩილ ჯა­ფა­რი­ძის მო­ნა­თხრო­ბის მოს­მე­ნა. ის ერთ-ერთი პირ­ვე­ლი მი­ვი­და თა­ვის ჯგუფ­თან ერ­თად შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე და გამ­თე­ნი­ის 5 სა­ა­თამ­დე მუ­შა­ობ­და. მან და მის­მა კო­ლე­გებ­მა ბევ­რი ადა­მი­ა­ნი გა­მო­იყ­ვა­ნეს სამ­შვი­დო­ბოს და თა­ვი­ან­თი თვა­ლით­ნა­ხეს, ის უმ­ძი­მე­სი ვი­თა­რე­ბა, რაც იქ ტრი­ა­ლებ­და.

არ­ჩილ ჯა­ფა­რი­ძე:- შე­მო­ვი­და შე­ტყო­ბი­ნე­ბა მომ­ხდარ აფეთ­ქე­ბა­ზე და მა­შინ­ვე გა­ვე­შუ­რეთ შემ­თხვე­ვის ად­გი­ლის­კენ. პირ­ვე­ლა­დი ინ­ფორ­მა­ცი­ით, კორ­პუს­ში ხან­ძრის ნიშ­ნე­ბი არ იყო, მაგ­რამ სი­ტუ­ა­ცია იყო ძა­ლი­ან მძი­მე. როცა შევ­დი­ო­დით შე­ნო­ბა­ში, პირ­ვე­ლი რაც ვნა­ხე, სა­დარ­ბა­ზო­ში, პირ­ველ სარ­თულ­ზე დაბ­ლა დაგ­დე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი იყო. მას მა­შინ­ვე პულ­სი გა­ვუ­სინ­ჯე... გული არ უცემ­და, სამ­წუ­ხა­როდ, გარ­დაც­ვლი­ლი იყო, რო­გორც შემ­დეგ გა­ირ­კვა, იგი მე­ექ­ვსე სარ­თუ­ლი­დან გად­მო­ეგ­დო აფეთ­ქე­ბით გა­მოწ­ვე­ულ წნე­ვას. მი­ვი­წევ­დი ზე­ვით, შემ­თხვე­ვის ად­გი­ლის­კენ და ვხვდე­ბო­დი, რომ სა­ში­ნე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა იყო... კორ­პუ­სის მე­ექ­ვსე სარ­თუ­ლი მთლი­ა­ნად დან­გრე­უ­ლი იყო, თით­ქმის არც ერთი კე­დე­ლი არ ჰქონ­და შერ­ჩე­ნი­ლი ბი­ნებს...

არ­ჩილ ჯა­ფა­რი­ძე

ოთა­ხე­ბი, ფაქ­ტობ­რი­ვად, აღარ იყო. ბი­ნის შე­სას­ვლელ­თან ქალ­ბა­ტო­ნი ვნა­ხეთ, ზე­მო­დან ეყა­რა ნან­გრე­ვე­ბი, ბი­ჭებ­მა სას­წრა­ფოდ გა­დავ­წყვი­ტეთ ნან­გრე­ვე­ბი მოგ­ვე­შო­რე­ბი­ნა, იმედს არ ვკარ­გავ­დით, იქ­ნებ ცო­ცხა­ლი ყო­ფი­ლი­ყო, მაგ­რამ არა­ნა­ი­რი სი­ცო­ცხლის ნი­შა­ნი არ ჰქონ­და. ნან­გრე­ვებს თავი სა­სიკ­ვდი­ლოდ და­ე­ზი­ა­ნე­ბი­ნა...

იმ ად­გი­ლას, სა­დაც მა­ნამ­დე სა­ძი­ნე­ბე­ლი ოთა­ხი იყო, სა­წო­ლებ­თან ახ­ლოს მე­ო­რე ახალ­გაზ­რდა ქალი ვნა­ხეთ. სამ­წუ­ხა­როდ, არც მისი პულ­სი ისინ­ჯე­ბო­და. მის ცხე­დარ­თან მი­მო­ფან­ტუ­ლი იყო ბავ­შვის სა­თა­მა­შო­ე­ბი და ტან­საც­მე­ლი, ამან ემო­ცი­უ­რად ძა­ლი­ან იმოქ­მე­და. იმის შეგ­ვე­შინ­და ხომ არ იყ­ვნენ ბი­ნა­ში ბავ­შვე­ბი, ძებ­ნა და­ვი­წყეთ, თუმ­ცა მა­ლე­ვე გა­ირ­კვა, რომ პა­ტა­რე­ბი ჩვენს მის­ვლამ­დე გა­მო­ეყ­ვა­ნათ.იყო სა­ში­ნე­ლი პა­ნი­კა, ყვი­რი­ლი, ყვე­ლა მხრი­დან ხალ­ხი შვე­ლას ითხოვ­და, ძნე­ლია გად­მოს­ცე ის რე­ა­ლო­ბა სი­ტყვე­ბით, რაც იქ ხდე­ბო­და, ბი­ჭებს ვუ­თხა­რი დაგ­ვე­წყო შე­ნო­ბის ევა­კუ­ა­ცია და და­ვი­წყეთ ბი­ნე­ბი­დან ხალ­ხის გა­მოყ­ვა­ნა. არ ვი­ცო­დით თვი­თონ შე­ნო­ბა რა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო და იყო თუ არა შე­ნო­ბის ჩა­მონ­გრე­ვის სა­შიშ­რო­ე­ბა.

- ხალ­ხი ბი­ნებ­ში იყო ჩა­კე­ტი­ლი?

- მე­სა­მე სარ­თუ­ლი­დან მექ­ვსე სარ­თუ­ლამ­დე არც ერთ სახ­ლს კარი არ ჰქონ­და, მაგ­რამ მე­ექ­ვსე სარ­თუ­ლის ზე­მოთ, ძი­რი­თა­დად კა­რე­ბი იყო გა­ჭე­დი­ლი და არ იღე­ბო­და, ხალ­ხი შიგ­ნით იყო დარ­ჩე­ნი­ლი, ბი­ნე­ბი­დან ვერ გა­მო­დი­ოდ­ნენ. მე­ექ­ვსე სარ­თუ­ლი­დან ზე­ვით და­ვი­წყეთ სვლა, მეშ­ვი­დე თუ მერ­ვე სარ­თულ­ზე ვი­პო­ვეთ პა­ტა­რა გო­გო­ნა, იქ­ნე­ბო­და 4 წლის, მარ­ტო იყო და ის­ტე­რი­უ­ლად ტი­რო­და, ერთ-ერთ მაშ­ველს ვუ­თხა­რი, რომ ბავ­შვის­თვის მი­ე­ხე­და. ხელ­ში აიყ­ვა­ნა, გულ­ში ჩა­იკ­რა და ისე ჩა­იყ­ვა­ნა ქვე­ვით სა­მაშ­ვე­ლო მან­ქა­ნას­თან. ახლა მისი მშობ­ლე­ბის ძებ­ნა და­ვი­წყეთ. ბავ­შვს არ ჰქონ­და არა­ნა­ი­რი და­ზი­ა­ნე­ბა, უბ­რა­ლოდ შე­ში­ნე­ბუ­ლი იყო. მა­ლე­ვე ვი­პო­ვეთ ბავ­შვის დე­დაც... იხი­ლეთ ვრცლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"ბავშვის სათამაშოები იყო მიმოფანტული, ემოციურად ძალიან იმოქმედა" - რას ჰყვება მაშველი, რომელიც აფეთქების ადგილას პირველი მივიდა

"ბავშვის სათამაშოები იყო მიმოფანტული, ემოციურად ძალიან იმოქმედა" - რას ჰყვება მაშველი, რომელიც აფეთქების ადგილას პირველი მივიდა

მთელი საქართველო აატირა დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მომხდარმა ტრაგედიამ, რომელსაც 4 ადამიანის - ლევან დავლაძის, დების ნათია და ნინო ციცვიძეების და ნათიას პატარა ვაჟის - ნიკუშას სიცოცხლე ემსხვერპლა. ბუნებრივია, შემთხვევის ადგილზე პირველები მაშველები მივიდნენ. ემოციურად ძალიან მძიმე მოსასმენი იყო გლდანი-ნაძალადევის ოცმეთაურის, არჩილ ჯაფარიძის მონათხრობის მოსმენა. ის ერთ-ერთი პირველი მივიდა თავის ჯგუფთან ერთად შემთხვევის ადგილზე და გამთენიის 5 საათამდე მუშაობდა. მან და მისმა კოლეგებმა ბევრი ადამიანი გამოიყვანეს სამშვიდობოს და თავიანთი თვალითნახეს, ის უმძიმესი ვითარება, რაც იქ ტრიალებდა.

არჩილ ჯაფარიძე:- შემოვიდა შეტყობინება მომხდარ აფეთქებაზე და მაშინვე გავეშურეთ შემთხვევის ადგილისკენ. პირველადი ინფორმაციით, კორპუსში ხანძრის ნიშნები არ იყო, მაგრამ სიტუაცია იყო ძალიან მძიმე. როცა შევდიოდით შენობაში, პირველი რაც ვნახე, სადარბაზოში, პირველ სართულზე დაბლა დაგდებული ახალგაზრდა მამაკაცი იყო. მას მაშინვე პულსი გავუსინჯე... გული არ უცემდა, სამწუხაროდ, გარდაცვლილი იყო, როგორც შემდეგ გაირკვა, იგი მეექვსე სართულიდან გადმოეგდო აფეთქებით გამოწვეულ წნევას. მივიწევდი ზევით, შემთხვევის ადგილისკენ და ვხვდებოდი, რომ საშინელი მდგომარეობა იყო... კორპუსის მეექვსე სართული მთლიანად დანგრეული იყო, თითქმის არც ერთი კედელი არ ჰქონდა შერჩენილი ბინებს...

არჩილ ჯაფარიძე

ოთახები, ფაქტობრივად, აღარ იყო. ბინის შესასვლელთან ქალბატონი ვნახეთ, ზემოდან ეყარა ნანგრევები, ბიჭებმა სასწრაფოდ გადავწყვიტეთ ნანგრევები მოგვეშორებინა, იმედს არ ვკარგავდით, იქნებ ცოცხალი ყოფილიყო, მაგრამ არანაირი სიცოცხლის ნიშანი არ ჰქონდა. ნანგრევებს თავი სასიკვდილოდ დაეზიანებინა...

იმ ადგილას, სადაც მანამდე საძინებელი ოთახი იყო, საწოლებთან ახლოს მეორე ახალგაზრდა ქალი ვნახეთ. სამწუხაროდ, არც მისი პულსი ისინჯებოდა. მის ცხედართან მიმოფანტული იყო ბავშვის სათამაშოები და ტანსაცმელი, ამან ემოციურად ძალიან იმოქმედა. იმის შეგვეშინდა ხომ არ იყვნენ ბინაში ბავშვები, ძებნა დავიწყეთ, თუმცა მალევე გაირკვა, რომ პატარები ჩვენს მისვლამდე გამოეყვანათ.იყო საშინელი პანიკა, ყვირილი, ყველა მხრიდან ხალხი შველას ითხოვდა, ძნელია გადმოსცე ის რეალობა სიტყვებით, რაც იქ ხდებოდა, ბიჭებს ვუთხარი დაგვეწყო შენობის ევაკუაცია და დავიწყეთ ბინებიდან ხალხის გამოყვანა. არ ვიცოდით თვითონ შენობა რა მდგომარეობაში იყო და იყო თუ არა შენობის ჩამონგრევის საშიშროება.

- ხალხი ბინებში იყო ჩაკეტილი?

- მესამე სართულიდან მექვსე სართულამდე არც ერთ სახლს კარი არ ჰქონდა, მაგრამ მეექვსე სართულის ზემოთ, ძირითადად კარები იყო გაჭედილი და არ იღებოდა, ხალხი შიგნით იყო დარჩენილი, ბინებიდან ვერ გამოდიოდნენ. მეექვსე სართულიდან ზევით დავიწყეთ სვლა, მეშვიდე თუ მერვე სართულზე ვიპოვეთ პატარა გოგონა, იქნებოდა 4 წლის, მარტო იყო და ისტერიულად ტიროდა, ერთ-ერთ მაშველს ვუთხარი, რომ ბავშვისთვის მიეხედა. ხელში აიყვანა, გულში ჩაიკრა და ისე ჩაიყვანა ქვევით სამაშველო მანქანასთან. ახლა მისი მშობლების ძებნა დავიწყეთ. ბავშვს არ ჰქონდა არანაირი დაზიანება, უბრალოდ შეშინებული იყო. მალევე ვიპოვეთ ბავშვის დედაც... იხილეთ ვრცლად

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ

×
Live: ეთერშია გადაცემა "პოლიტიკური სივრცე"