მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შენობა ექსპლუატაციაში არ იყო, მაშინ რატომ მიეწოდებოდა გაზი?!" - ვის პასუხისმგებლობას ხედავენ სპეციალისტები დიდი დიღმის აფეთქებაზე
"შენობა ექსპლუატაციაში არ იყო, მაშინ რატომ მიეწოდებოდა გაზი?!" - ვის პასუხისმგებლობას ხედავენ სპეციალისტები დიდი დიღმის აფეთქებაზე

„პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ბევ­რს აკის­რია…“- ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა დიდ დი­ღომ­ში სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუს­ში გუ­შინ მომ­ხდარ აფეთ­ქე­ბას „ყას­ტრანსგაზ-თბი­ლი­სის“ დი­რექ­ტო­რის ყო­ფი­ლი პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე სოსო სი­მო­ნიშ­ვი­ლი რა­დიო „პა­ლიტ­რას“ გა­და­ცე­მა­ში „საქ­მე“.

„უამ­რა­ვი შე­კი­თხვაა. შე­ნო­ბა ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ა­ში არ იყო მი­ღე­ბუ­ლი და რა­ტომ მი­ე­წო­დე­ბო­და გაზი. რა­ტომ გა­ჟო­ნა ბუ­ნებ­რივ­მა აირ­მა ან ვინ და­ა­მონ­ტა­ჟა? შე­იძ­ლე­ბა მონ­ტა­ჟი სწო­რად გა­კეთ­და, მაგ­რამ რად­გან სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, ვინ­მემ მილი და­ა­ზი­ა­ნა. ამას­თან, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ზოგ­ჯერ გაზს ზედ­მე­ტად მძაფ­რი სუნი აქვს, ხოლო ზოგ­ჯერ არა, რად­გან იგი­ვე ქსე­ლი კვე­ბავს იმ სად­გუ­რებ­საც, სა­დაც გაზ­ზე მო­მუ­შა­ვე ავ­ტო­მო­ბი­ლებს ტუმ­ბა­ვენ და ისი­ნი ითხო­ვენ, რომ სუნი არ ჰქონ­დეს. ის ინ­ფორ­მა­ცი­აც ვრცელ­დე­ბა ხოლ­მე, რომ ნავ­თო­ბი­სა და გა­ზის კორ­პო­რა­ცი­ას აქვს აპა­რა­ტი გა­ფუ­ჭე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც გა­ზის ოდო­რი­ზა­ცი­ას ახ­დენს (სწო­რედ ოდო­რი­ზა­ცია აძ­ლევს სუნს გაზს) და ხან მეტი სუნი აქვს ბუ­ნებ­რივ აირს, ხან ნაკ­ლე­ბი. შე­სა­ბა­მი­სად, გა­ზის კომ­პა­ნი­ე­ბიც მი­ეჩ­ვივ­ნენ, რომ გა­ზის გა­ჟონ­ვა შე­იძ­ლე­ბა მცი­რე იყოს, მაგ­რამ თუ ოდო­რან­ტი ნორ­მა­ზე მე­ტია, სუნს მა­ინც ძლი­ე­რად აყე­ნებს. ამი­ტომ ად­გილ­ზე მის­ვლი­სას რა­ღა­ცას შე­ა­მოწ­მე­ბენ და ფიქ­რო­ბენ, რომ ოდო­რან­ტის ბრა­ლი იქ­ნე­ბა. მო­ქა­ლა­ქე­თა გა­მო­ძა­ხე­ბის შემ­დეგ შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე სპე­ცი­ა­ლუ­რი აპა­რა­ტუ­რით რომ მი­სუ­ლიყ­ვნენ, რო­მე­ლიც პრო­ცენ­ტუ­ლო­ბას აჩ­ვე­ნებს თუ რამ­დე­ნია მე­თა­ნის კონ­ცენ­ტრა­ცია, 100%-ით იპო­ვიდ­ნენ პრობ­ლე­მას,“-აღ­ნიშ­ნა სი­მო­ნიშ­ვილ­მა „საქ­მე­ში“. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

"შენობა ექსპლუატაციაში არ იყო, მაშინ რატომ მიეწოდებოდა გაზი?!" - ვის პასუხისმგებლობას ხედავენ სპეციალისტები დიდი დიღმის აფეთქებაზე

"შენობა ექსპლუატაციაში არ იყო, მაშინ რატომ მიეწოდებოდა გაზი?!" - ვის პასუხისმგებლობას ხედავენ სპეციალისტები დიდი დიღმის აფეთქებაზე

„პასუხისმგებლობა ბევრს აკისრია…“- ასე გამოეხმაურა დიდ დიღომში საცხოვრებელ კორპუსში გუშინ მომხდარ აფეთქებას „ყასტრანსგაზ-თბილისის“ დირექტორის ყოფილი პირველი მოადგილე სოსო სიმონიშვილი რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“.

„უამრავი შეკითხვაა. შენობა ექსპლუატაციაში არ იყო მიღებული და რატომ მიეწოდებოდა გაზი. რატომ გაჟონა ბუნებრივმა აირმა ან ვინ დაამონტაჟა? შეიძლება მონტაჟი სწორად გაკეთდა, მაგრამ რადგან სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, ვინმემ მილი დააზიანა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ზოგჯერ გაზს ზედმეტად მძაფრი სუნი აქვს, ხოლო ზოგჯერ არა, რადგან იგივე ქსელი კვებავს იმ სადგურებსაც, სადაც გაზზე მომუშავე ავტომობილებს ტუმბავენ და ისინი ითხოვენ, რომ სუნი არ ჰქონდეს. ის ინფორმაციაც ვრცელდება ხოლმე, რომ ნავთობისა და გაზის კორპორაციას აქვს აპარატი გაფუჭებული, რომელიც გაზის ოდორიზაციას ახდენს (სწორედ ოდორიზაცია აძლევს სუნს გაზს) და ხან მეტი სუნი აქვს ბუნებრივ აირს, ხან ნაკლები. შესაბამისად, გაზის კომპანიებიც მიეჩვივნენ, რომ გაზის გაჟონვა შეიძლება მცირე იყოს, მაგრამ თუ ოდორანტი ნორმაზე მეტია, სუნს მაინც ძლიერად აყენებს. ამიტომ ადგილზე მისვლისას რაღაცას შეამოწმებენ და ფიქრობენ, რომ ოდორანტის ბრალი იქნება. მოქალაქეთა გამოძახების შემდეგ შემთხვევის ადგილზე სპეციალური აპარატურით რომ მისულიყვნენ, რომელიც პროცენტულობას აჩვენებს თუ რამდენია მეთანის კონცენტრაცია, 100%-ით იპოვიდნენ პრობლემას,“-აღნიშნა სიმონიშვილმა „საქმეში“. წაიკითხეთ სრულად

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ