პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სამართალი
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბინაში დაგროვილი გაზის აფეთქება, შეიძლება ტელეფონის ზარმაც გამოიწვიოს" - უსაფრთხოების ზომები, რომლებიც ყველამ უნდა იცოდეს
"ბინაში დაგროვილი გაზის აფეთქება, შეიძლება ტელეფონის ზარმაც გამოიწვიოს" - უსაფრთხოების ზომები, რომლებიც ყველამ უნდა იცოდეს

ენერ­გე­ტი­კოს­მა გია არა­ბი­ძემ ბუ­ნებ­რივ აირ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბის და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა "ნი­უს­რუ­მის" ეთერ­ში ისა­უბ­რა.

კი­თხვა­ზე, რამ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს აფეთ­ქე­ბა, თუ ბი­ნა­ში არა­ვინ არ არის მთე­ლი დღის მან­ძილ­ზე (ერთ-ერთი ვერ­სი­ით, დიდ დი­ღომ­ში მომ­ხდა­რი აფეთ­ქე­ბის ად­გი­ლას, გა­ზის დაგ­რო­ვე­ბა და­კე­ტილ ბი­ნა­ში მოხ­და, სა­დაც არა­ვინ ცხოვ­რობს), ენერ­გე­ტი­კო­სი პა­სუ­ხობს:

"და­ვუშ­ვათ, გაზ­მა მი­აღ­წია მაქ­სი­მა­ლურ კონ­ცენ­ტრა­ცი­ას 9%-ის ფარ­გლებ­ში, ამ დროს გა­ი­ღო ლიფ­ტის კარი და გა­ის­მა ხმა­უ­რი - ამა­საც კი შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ეწ­ვია აფეთ­ქე­ბა. ან და­რე­კა სახ­ლის ტე­ლე­ფონ­მა - ესეც საკ­მა­რი­სია, რომ აფეთ­ქე­ბა მოხ­დეს. ხშირ შემ­თხვე­ვა­ში ხდე­ბა თვი­თა­ფეთ­ქე­ბაც, ანუ ისე­თი კონ­ცენ­ტრა­ცი­აა უკვე, რომ თვი­თონ შე­უძ­ლია მო­ლე­კუ­ლებს აფეთ­ქდეს. ეს ძა­ლი­ან რთუ­ლი პრო­ცე­სია... როცა სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუს­ში ლიფ­ტია, სა­დარ­ბა­ზო­ში ვი­ღაც მოძ­რა­ობს, ან ის­მის ტე­ლე­ფო­ნის ხმა, დაგ­რო­ვი­ლი გა­ზის აფეთ­ქე­ბის უამ­რა­ვი მი­ზე­ზი არ­სე­ბობს.

მივ­მარ­თავ მო­სახ­ლე­ო­ბას, საკ­მა­რი­სია ოდო­რან­ტის სუნი იგ­რძნოთ და იმ წუთ­ში­ვე უნდა გა­მო­ი­ძა­ხოთ სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი! თუ გა­მო­ძა­ხე­ბა ვერ ხერ­ხდე­ბა, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ უნდა გა­და­ი­კე­ტოს გა­ზის მთა­ვა­რი სარ­ქვე­ლი. თუ ოდო­რან­ტის სუნი არის შე­ნო­ბა­ში, იქ არ შე­იძ­ლე­ბა გა­ზის ექ­სპლუ­ა­ტა­ცია და აუ­ცი­ლებ­ლად უნდა და­ი­კე­ტოს" - აღ­ნიშ­ნა გია არა­ბი­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა იმას, თუ რამ­დე­ნად უსაფრ­თხოა სა­დარ­ბა­ზო­ში გაყ­ვა­ნი­ლი მი­ლე­ბი, ენერ­გე­ტი­კო­სის თქმით, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში სა­დარ­ბა­ზოს ფან­ჯრე­ბი არ არის ჰერ­მე­ტუ­ლი და იქ შე­უძ­ლე­ბე­ლია გა­ზის დაგ­რო­ვე­ბა მოხ­დეს. ასე რომ, სა­დარ­ბა­ზო­ში აფეთ­ქე­ბის შემ­თხვე­ვა იშ­ვი­ა­თად არის, უფრო სახ­ლი­დან ხდე­ბა აფეთ­ქე­ბა. მი­სი­ვე თქმით, სა­უ­კე­თე­სო ვა­რი­ან­ტია, გა­ზის მილი და­მონ­ტა­ჟე­ბი­სას გაყ­ვეს კე­დელს გა­რე­დან. ამ შემ­თხვე­ვა­ში აბ­სო­ლუ­ტუ­რად და­ცუ­ლია, თუ რა­ი­მე პრობ­ლე­მა მოხ­დე­ბა მილ­ში.

"თუმ­ცა, არის კორ­პუ­სე­ბი, რო­მელ­საც არ უხერ­ხდე­ბა გა­რე­დან მი­ლის გაყ­ვა­ნა. ამ შემ­თხვე­ვა­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია სა­დარ­ბა­ზო­ებ­ში გაყ­ვა­ნა, თუმ­ცა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რო­გორ მი­დის სა­დარ­ბა­ზო­დან სახ­ლში გა­ზის მო­წყო­ბი­ლო­ბამ­დე. გა­ზის მი­ლი­დან, ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში უნდა მო­ხერ­ხდეს გა­ზის მიყ­ვა­ნა გა­ზის ხელ­სა­წყოს­თან, სხვა სა­თავ­სო­ე­ბის გავ­ლის გა­რე­შე" - ამ­ბობს ენერ­გე­ტი­კო­სი და სახ­ლში და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი ცენ­ტრა­ლუ­რი გათ­ბო­ბის ქვა­ბე­ბი­სა თუ გა­ზის გა­მა­ცხე­ლებ­ლე­ბის შე­სა­ხებ დას­ძენს:

"თუ წვის­თვის სა­ჭი­რო ჰა­ე­რის შე­წო­ვა ხდე­ბა გა­რე­დან და ნამ­წვის გა­ტყორ­ცნაც ხდე­ბა გა­რე­დან, ეს შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს უსაფრ­თხოს­თან მი­ახ­ლო­ე­ბულ­თან. თუმ­ცა, ის წყალ­გა­მა­ცხე­ლე­ბე­ლი, რო­მე­ლიც ღია სის­ტე­მით მუ­შა­ობს - ანუ ჰა­ერს მო­იხ­მარს ოთა­ხი­დან და ნამ­წვსაც იქვე უშ­ვებს, არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში მისი და­ყე­ნე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა!

წყალ­გა­მა­ცხე­ლებ­ლე­ბის ერთი სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მაა ის რომ, გა­ზის და წყლის წნე­ვის მი­ხედ­ვით, შე­საძ­ლოა წვა შე­წყდეს. ანუ თუ, წყა­ლი ცხე­ლი მო­დი­ო­და და გა­ცივ­და, ეს ნიშ­ნავს რომ გა­ზის მი­წო­დე­ბა შე­წყდა და გაზი წვის გა­რე­შე გროვ­დე­ბა. იმ წუთ­ში­ვე უნდა გა­მორ­თოთ მო­წყო­ბი­ლო­ბა და გა­ა­ნი­ა­ვოთ ოთა­ხი!

თუ ერთი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში მა­ინც, სახ­ლში გა­ზის მო­წყო­ბი­ლო­ბა მუ­შა­ობს (არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა გა­ზ­ქუ­რაა თუ წყლის გა­მა­ცხე­ლე­ბე­ლი), გა­ა­ღეთ ფან­ჯა­რა 5 წუ­თით და გა­ა­ნი­ა­ვეთ, აბ­სო­ლუ­ტუ­რად და­ცუ­ლი იქ­ნე­ბით ამ შემ­თხვე­ვა­ში! აა­დუ­ღეთ ჩა­ი­და­ნი, გა­ა­კე­თეთ სა­დი­ლი და ვთქვათ 40 წუთი გქონ­დათ ჩარ­თუ­ლი გა­ზ­ქუ­რა, გა­ა­ღეთ და გა­ა­ნი­ა­ვეთ. აქ რომ ყვე­ლა­ფე­რი ღია ყო­ფი­ლი­ყო, ეს აფეთ­ქე­ბა ვერ მოხ­დე­ბო­და" - ამ­ბობს გია არა­ბი­ძე.

ენერ­გე­ტი­კო­სის რჩე­ვით, მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა სახ­ლში აუ­ცი­ლებ­ლად უნდა და­ა­მონ­ტა­ჟონ ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის დე­ტექ­ტო­რი, რო­მე­ლიც გა­ზის მცი­რე კონ­ცენ­ტრა­ცი­ა­ზეც კი იძ­ლე­ვა ხმო­ვან სიგ­ნალს.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"ბინაში დაგროვილი გაზის აფეთქება, შეიძლება ტელეფონის ზარმაც გამოიწვიოს" - უსაფრთხოების ზომები, რომლებიც ყველამ უნდა იცოდეს

"ბინაში დაგროვილი გაზის აფეთქება, შეიძლება ტელეფონის ზარმაც გამოიწვიოს" - უსაფრთხოების ზომები, რომლებიც ყველამ უნდა იცოდეს

ენერგეტიკოსმა გია არაბიძემ ბუნებრივ აირთან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომების და რეკომენდაციების შესახებ "პალიტრანიუსის" გადაცემა "ნიუსრუმის" ეთერში ისაუბრა.

კითხვაზე, რამ შეიძლება გამოიწვიოს აფეთქება, თუ ბინაში არავინ არ არის მთელი დღის მანძილზე (ერთ-ერთი ვერსიით, დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების ადგილას, გაზის დაგროვება დაკეტილ ბინაში მოხდა, სადაც არავინ ცხოვრობს), ენერგეტიკოსი პასუხობს:

"დავუშვათ, გაზმა მიაღწია მაქსიმალურ კონცენტრაციას 9%-ის ფარგლებში, ამ დროს გაიღო ლიფტის კარი და გაისმა ხმაური - ამასაც კი შეიძლება გამოეწვია აფეთქება. ან დარეკა სახლის ტელეფონმა - ესეც საკმარისია, რომ აფეთქება მოხდეს. ხშირ შემთხვევაში ხდება თვითაფეთქებაც, ანუ ისეთი კონცენტრაციაა უკვე, რომ თვითონ შეუძლია მოლეკულებს აფეთქდეს. ეს ძალიან რთული პროცესია... როცა საცხოვრებელ კორპუსში ლიფტია, სადარბაზოში ვიღაც მოძრაობს, ან ისმის ტელეფონის ხმა, დაგროვილი გაზის აფეთქების უამრავი მიზეზი არსებობს.

მივმართავ მოსახლეობას, საკმარისია ოდორანტის სუნი იგრძნოთ და იმ წუთშივე უნდა გამოიძახოთ სპეციალისტები! თუ გამოძახება ვერ ხერხდება, დაუყოვნებლივ უნდა გადაიკეტოს გაზის მთავარი სარქველი. თუ ოდორანტის სუნი არის შენობაში, იქ არ შეიძლება გაზის ექსპლუატაცია და აუცილებლად უნდა დაიკეტოს" - აღნიშნა გია არაბიძემ.

რაც შეეხება იმას, თუ რამდენად უსაფრთხოა სადარბაზოში გაყვანილი მილები, ენერგეტიკოსის თქმით, ხშირ შემთხვევაში სადარბაზოს ფანჯრები არ არის ჰერმეტული და იქ შეუძლებელია გაზის დაგროვება მოხდეს. ასე რომ, სადარბაზოში აფეთქების შემთხვევა იშვიათად არის, უფრო სახლიდან ხდება აფეთქება. მისივე თქმით, საუკეთესო ვარიანტია, გაზის მილი დამონტაჟებისას გაყვეს კედელს გარედან. ამ შემთხვევაში აბსოლუტურად დაცულია, თუ რაიმე პრობლემა მოხდება მილში.

"თუმცა, არის კორპუსები, რომელსაც არ უხერხდება გარედან მილის გაყვანა. ამ შემთხვევაში შესაძლებელია სადარბაზოებში გაყვანა, თუმცა მნიშვნელოვანია, როგორ მიდის სადარბაზოდან სახლში გაზის მოწყობილობამდე. გაზის მილიდან, ყველა შემთხვევაში უნდა მოხერხდეს გაზის მიყვანა გაზის ხელსაწყოსთან, სხვა სათავსოების გავლის გარეშე" - ამბობს ენერგეტიკოსი და სახლში დამონტაჟებული ცენტრალური გათბობის ქვაბებისა თუ გაზის გამაცხელებლების შესახებ დასძენს:

"თუ წვისთვის საჭირო ჰაერის შეწოვა ხდება გარედან და ნამწვის გატყორცნაც ხდება გარედან, ეს შეიძლება ჩაითვალოს უსაფრთხოსთან მიახლოებულთან. თუმცა, ის წყალგამაცხელებელი, რომელიც ღია სისტემით მუშაობს - ანუ ჰაერს მოიხმარს ოთახიდან და ნამწვსაც იქვე უშვებს, არავითარ შემთხვევაში მისი დაყენება არ შეიძლება!

წყალგამაცხელებლების ერთი სერიოზული პრობლემაა ის რომ, გაზის და წყლის წნევის მიხედვით, შესაძლოა წვა შეწყდეს. ანუ თუ, წყალი ცხელი მოდიოდა და გაცივდა, ეს ნიშნავს რომ გაზის მიწოდება შეწყდა და გაზი წვის გარეშე გროვდება. იმ წუთშივე უნდა გამორთოთ მოწყობილობა და გაანიავოთ ოთახი!

თუ ერთი საათის განმავლობაში მაინც, სახლში გაზის მოწყობილობა მუშაობს (არ აქვს მნიშვნელობა გაზქურაა თუ წყლის გამაცხელებელი), გააღეთ ფანჯარა 5 წუთით და გაანიავეთ, აბსოლუტურად დაცული იქნებით ამ შემთხვევაში! აადუღეთ ჩაიდანი, გააკეთეთ სადილი და ვთქვათ 40 წუთი გქონდათ ჩართული გაზქურა, გააღეთ და გაანიავეთ. აქ რომ ყველაფერი ღია ყოფილიყო, ეს აფეთქება ვერ მოხდებოდა" - ამბობს გია არაბიძე.

ენერგეტიკოსის რჩევით, მოქალაქეებმა სახლში აუცილებლად უნდა დაამონტაჟონ ბუნებრივი აირის დეტექტორი, რომელიც გაზის მცირე კონცენტრაციაზეც კი იძლევა ხმოვან სიგნალს.

ვინ არიან გორთან მომხდარი ავარიისას გარდაცვლილები

დეველოპერული კომპანია აქსისი პალასების მშენებლობის ფინალურ ეტაპზე გადავიდა

"ტრაილერი უკნიდან დასჯახებია და, დაახლოებით, 150 მეტრზე წაუღია მიკროავტობუსი" - რას ყვებიან გორის ავარიისას დაღუპული ილია გაწერელიას ახლობლები