პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქვეყანაში წითელას ეპიდაფეთქებაა - ამირან გამყრელიძე
ქვეყანაში წითელას ეპიდაფეთქებაა - ამირან გამყრელიძე

1-ელი იან­ვრი­დან 16 იან­ვრის ჩათ­ვლით, სა­ქარ­თვე­ლო­ში წი­თე­ლას 312 შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და. ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტორ­მა ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ გა­ნუ­ცხა­და.

მისი თქმით, ქვე­ყა­ნა­ში წი­თე­ლას ეპი­და­ფეთ­ქე­ბაა, გავ­რცე­ლე­ბის არე­ა­ლე­ბი კი კა­ხე­თი, იმე­რე­თი და სა­მეგ­რე­ლოა. ამას­თან, რო­გორც ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ აღ­ნიშ­ნა, და­ა­ვა­დე­ბის შემ­თხვე­ვა­თა 56% ძი­რი­თა­დად, 20-დან 40 წლამ­დე ასა­კის პი­რებ­ზე მო­დის.

რო­გორც ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ გან­მარ­ტა, გა­მო­რი­ცხუ­ლი არ არის, რომ და­ა­ვა­დე­ბა კი­დევ უფრო გავ­რცელ­დეს, ამი­ტომ წი­თე­ლას სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ მთავ­რო­ბის სპე­ცი­ა­ლუ­რი გან­კარ­გუ­ლე­ბა მომ­ზად­და, სა­დაც წი­თე­ლას სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბია გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი.

„ვა­პი­რებთ, პრე­ვენ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბას. წი­თე­ლას გავ­რცე­ლე­ბის 8%-9% და­ახ­ლო­ე­ბით, 0-დან 1 წლამ­დე ბავ­შვებ­ზე მო­დის, რაც იმას მი­ა­ნიშ­ნებს, რომ და­ა­ვა­დე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა დე­დებს არ ჰქონ­დათ გა­კე­თე­ბუ­ლი, არც წი­თე­ლა ჰქონ­დათ გა­და­ტა­ნი­ლი და ამი­ტომ მოხ­და მისი ბავ­შვებ­ში გან­ვი­თა­რე­ბა. წი­თე­ლას თა­ვი­დან აცი­ლე­ბის ერ­თა­დერ­თი სა­შუ­ა­ლე­ბა არის ვაქ­ცი­ნა­ცია. ყვე­ლა დე­დამ უნდა გა­და­ა­მოწ­მოს აც­რე­ბის ის­ტო­რია, თუ ბავ­შვს წი­თე­ლას სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი არ აქვს, უნდა მი­იყ­ვა­ნოს და აც­რას. აღ­ნიშ­ნულ აც­რას აფი­ნან­სებს სა­ხელ­მწი­ფო და ყვე­ლას­თვის უფა­სოა. წი­თე­ლას გავ­რცე­ლე­ბის არე­ა­ლე­ბი არის კა­ხე­თი, იმე­რე­თი და სა­მეგ­რე­ლო, აჭა­რა­ში და­ა­ვა­დე­ბას­თან საბ­რძოლ­ვე­ლად სე­რი­ო­ზუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი გა­ვა­ტა­რეთ“, - აღ­ნიშ­ნა ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

ქვეყანაში წითელას ეპიდაფეთქებაა - ამირან გამყრელიძე

ქვეყანაში წითელას ეპიდაფეთქებაა - ამირან გამყრელიძე

1-ელი იანვრიდან 16 იანვრის ჩათვლით, საქართველოში წითელას 312 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში წითელას ეპიდაფეთქებაა, გავრცელების არეალები კი კახეთი, იმერეთი და სამეგრელოა. ამასთან, როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, დაავადების შემთხვევათა 56% ძირითადად, 20-დან 40 წლამდე ასაკის პირებზე მოდის.

როგორც ამირან გამყრელიძემ განმარტა, გამორიცხული არ არის, რომ დაავადება კიდევ უფრო გავრცელდეს, ამიტომ წითელას საწინააღმდეგოდ მთავრობის სპეციალური განკარგულება მომზადდა, სადაც წითელას საწინააღმდეგო ღონისძიებებია გათვალისწინებული.

„ვაპირებთ, პრევენციული ღონისძიებების გატარებას. წითელას გავრცელების 8%-9% დაახლოებით, 0-დან 1 წლამდე ბავშვებზე მოდის, რაც იმას მიანიშნებს, რომ დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინა დედებს არ ჰქონდათ გაკეთებული, არც წითელა ჰქონდათ გადატანილი და ამიტომ მოხდა მისი ბავშვებში განვითარება. წითელას თავიდან აცილების ერთადერთი საშუალება არის ვაქცინაცია. ყველა დედამ უნდა გადაამოწმოს აცრების ისტორია, თუ ბავშვს წითელას საწინააღმდეგო ვაქცინა ჩატარებული არ აქვს, უნდა მიიყვანოს და აცრას. აღნიშნულ აცრას აფინანსებს სახელმწიფო და ყველასთვის უფასოა. წითელას გავრცელების არეალები არის კახეთი, იმერეთი და სამეგრელო, აჭარაში დაავადებასთან საბრძოლველად სერიოზული ღონისძიებები გავატარეთ“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ