საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის მამაკაცი ცნობილი ფოტოდან, რომელმაც სრულიად საქართველო შეძრა
ვინ არის მამაკაცი ცნობილი ფოტოდან, რომელმაც სრულიად საქართველო შეძრა

დიდ დი­ღომ­ში აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად და­შა­ვე­ბუ­ლი მცი­რე­წლო­ვა­ნი გო­გო­ნას მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია და ის კონ­ტაქ­ტუ­რია (ექი­მის კო­მენ­ტა­რი). გო­გო­ნას და "იაშ­ვი­ლის" კლი­ნი­კი­დან უკვე გა­წე­რეს. მათი 4 წლის ძმა კი გუ­შინ "იმე­დის" კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

რო­გორც Ambebi.ge-მ გა­არ­კვია, აფეთ­ქე­ბა სწო­რედ ფი­რა­ლიშ­ვი­ლე­ბის ოჯახ­ში მოხ­და. გარ­დაც­ვლი­ლებს შო­რის ბავ­შვე­ბის დე­დაც არის.

"სახ­ლში ახა­ლი მი­სუ­ლი ვი­ყა­ვი, აფეთ­ქე­ბის ხმა გა­ვი­გე, ბავ­შვე­ბის ხრო­ტი­ნის ხმა მეს­მო­და, ჩემი ხე­ლით გა­მო­ვიყ­ვა­ნე ჩემი შვი­ლე­ბი" - აცხა­დებს ბავ­შვე­ბის მამა მინ­დია ფი­რა­ლიშ­ვი­ლი Ambebi.ge-სთან სა­უბ­რი­სას.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" ფო­ტო­რე­პორ­ტი­ო­რის, გი­ორ­გი ჟა­მე­რაშ­ვი­ლის მიერ, დიდ დი­ღომ­ში, ტრა­გე­დი­ის ად­გი­ლას გა­და­ღე­ბულ­მა ფო­ტომ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლო შეძ­რა. ფო­ტო­ზე სწო­რედ ერთ-ერთი და­შა­ვე­ბუ­ლი გო­გო­ნაა ასა­ხუ­ლი. იმა­ვე ფო­ტო­ზე მა­მას­თან ერ­თად ცნო­ბი­ლი ქი­რურ­გი ოლეგ კვი­ცი­ა­ნია. იგი ამ­ჟა­მად "ნიუ ვი­ჟენ" სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ჰოს­პი­ტა­ლის ერთ-ერთი მი­მარ­თუ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლია.

დიდ დი­ღომ­ში, სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუს­ში გუ­შინ მომ­ხდა­რი აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად 4 ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა. და­შავ­და 8 ადა­მი­ა­ნი, თუმ­ცა, ისი­ნი კლი­ნი­კე­ბი­დან დღეს გა­წე­რეს და ამ დრო­ის­თვის იაშ­ვი­ლის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მხო­ლოდ ერთი ბავ­შვი გა­ნაგ­რძობს მკურ­ნა­ლო­ბას.

იხი­ლეთ ვი­დეო: ვინ არის კაცი ცნო­ბი­ლი ფო­ტო­დან, ბავ­შვით ხელ­ში

ავტორი:

ვინ არის მამაკაცი ცნობილი ფოტოდან, რომელმაც სრულიად საქართველო შეძრა

ვინ არის მამაკაცი ცნობილი ფოტოდან, რომელმაც სრულიად საქართველო შეძრა

დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაშავებული მცირეწლოვანი გოგონას მდგომარეობა სტაბილურია და ის კონტაქტურია (ექიმის კომენტარი). გოგონას და "იაშვილის" კლინიკიდან უკვე გაწერეს. მათი 4 წლის ძმა კი გუშინ "იმედის" კლინიკაში გარდაიცვალა.

როგორც Ambebi.ge-მ გაარკვია, აფეთქება სწორედ ფირალიშვილების ოჯახში მოხდა. გარდაცვლილებს შორის ბავშვების დედაც არის.

"სახლში ახალი მისული ვიყავი, აფეთქების ხმა გავიგე, ბავშვების ხროტინის ხმა მესმოდა, ჩემი ხელით გამოვიყვანე ჩემი შვილები" - აცხადებს ბავშვების მამა მინდია ფირალიშვილი Ambebi.ge-სთან საუბრისას.

"ინტერპრესნიუსის" ფოტორეპორტიორის, გიორგი ჟამერაშვილის მიერ, დიდ დიღომში, ტრაგედიის ადგილას გადაღებულმა ფოტომ სრულიად საქართველო შეძრა. ფოტოზე სწორედ ერთ-ერთი დაშავებული გოგონაა ასახული. იმავე ფოტოზე მამასთან ერთად ცნობილი ქირურგი ოლეგ კვიციანია. იგი ამჟამად "ნიუ ვიჟენ" საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის ერთ-ერთი მიმართულების ხელმძღვანელია.

დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში გუშინ მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა. დაშავდა 8 ადამიანი, თუმცა, ისინი კლინიკებიდან დღეს გაწერეს და ამ დროისთვის იაშვილის საავადმყოფოში მხოლოდ ერთი ბავშვი განაგრძობს მკურნალობას.

იხილეთ ვიდეო: ვინ არის კაცი ცნობილი ფოტოდან, ბავშვით ხელში

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ