პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას შეიძლებოდა გამოეწვია აფეთქება დიდ დიღომში - ექსპერტის დეტალური განმარტება
რას შეიძლებოდა გამოეწვია აფეთქება დიდ დიღომში - ექსპერტის დეტალური განმარტება

ენერ­გე­ტი­კოს გია არა­ბი­ძის თქმით, დიდ დი­ღომ­ში მომ­ხდა­რი აფეთ­ქე­ბა რა­დი­კა­ლუ­რად არ გან­სხვავ­დე­ბა ზემო ფო­ნი­ჭა­ლა­ში, ნო­ემ­ბრის თვე­ში მომ­ხდა­რი ავა­რი­ის­გან, რო­მელ­საც დედა-შვი­ლის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა. რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბის შე­სა­ხებ ენერ­გე­ტი­კოს­მა "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა "ნი­უს­რუ­მის" ეთერ­ში ისა­უბ­რა.

"ეს ავა­რია რა­დი­კა­ლუ­რად არ გან­სხვავ­დე­ბა ფო­ნი­ჭა­ლა­ში მომ­ხდა­რი ავა­რი­ის­გან. გა­ზის აფეთ­ქე­ბა ხდე­ბა მხო­ლოდ და მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ და­ხუ­რულ სივ­რცე­ში გა­ზის კონ­ცენ­ტრა­ცია 9%-ის ფარ­გლებ­შია. ეს კონ­ცენ­ტრან­ცია სრუ­ლი­ად საკ­მა­რი­სია იმის­თვის, რომ აფეთ­ქე­ბა მოხ­დეს.

აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად, და­ახ­ლო­ე­ბით 10-15 ჯერ ხდე­ბა აფეთ­ქე­ბუ­ლი გა­ზის გა­ფარ­თო­ვე­ბა. ეს არის უზარ­მა­ზა­რი ძალა! დიდ დი­ღომ­ში გა­და­ღე­ბულ კად­რებს, რომ ვაკ­ვირ­დე­ბი, ისე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მრჩე­ბა, რომ აქ დაგ­რო­ვე­ბუ­ლი გა­ზის რა­ო­დე­ნო­ბა არ უნდა ყო­ფი­ლი­ყო იმა­ზე დიდი, ვიდ­რე ფო­ნი­ჭა­ლა­ში იყო, რად­გან ფო­ნი­ჭა­ლა­ში გა­ცი­ლე­ბით დიდი პრობ­ლე­მე­ბი შე­იქ­მნა - ორი სარ­თუ­ლი გა­ა­ერ­თი­ა­ნა აფეთ­ქე­ბის ტალ­ღამ.

აქ სა­კი­თხი დგე­ბა ასე: რა­ტომ მოხ­და გა­ზის გა­ჟონ­ვა? სა­ი­დან მოხ­და? რა­ტომ დაგ­როვ­და? თუ ვთქვათ შემ­თხვე­ვით გა­ზ­ქუ­რა იყო დარ­ჩე­ნი­ლი, და­ახ­ლო­ე­ბით 5-6 სა­ა­თი დას­ჭირ­დე­ბო­და გა­ზ­ქუ­რი­დან გა­მო­მა­ვა­ლი გა­ზის რა­ო­დე­ნო­ბას, რომ მი­ეღ­წია აფეთ­ქე­ბის კონ­ცენ­ტრა­ცი­ამ­დე. აქ აშ­კა­რად იგ­რძნო­ბა, რომ არ არის ერ­თბა­შად შე­სუ­ლი გა­ზის რა­ო­დე­ნო­ბა, არა­მედ ეს მოხ­და თან­მიმ­დევ­რუ­ლად - გროვ­დე­ბო­და, გროვ­დე­ბო­და და მი­აღ­წია აფეთ­ქე­ბის რა­ო­დე­ნო­ბამ­დე. გა­ო­ცე­ბუ­ლი ვარ რო­გორც "ყა­ზტრანსგა­ზის" თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მხრი­დან, ასე­ვე მე­ექ­ვსე სარ­თუ­ლის მცხოვ­რებ­ლე­ბის მხრი­დან. მე­ზობ­ლებ­მა სუნი იგ­რძნეს და ეს სუნი ხომ გა­ცი­ლე­ბით მეტი იქ­ნე­ბო­და სახ­ლში? რა­ტომ ვერ მო­ხერ­ხდა და რა­ტომ ვერ იგ­რძნეს სახ­ლში მცხოვ­რებ­ლებ­მა ეს სა­ა­თე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში და რა­ტომ არ მი­ი­ღეს სა­თა­ნა­დო ზო­მე­ბი, გა­უ­გე­ბა­რია.

მარ­თა­ლია, გა­მო­ი­ძა­ხეს ბი­ნად­რებ­მა "ყა­ზტრანსგა­ზის" წარ­მო­მად­გე­ნე­ლი და ახლა სა­ინ­ტე­რე­სოა, რა უნდა შე­ე­მოწ­მე­ბი­ნათ მათ: თუ ისი­ნი მი­იყ­ვა­ნეს ღია სივ­რცე­ში და­მონ­ტა­ჟე­ბულ გა­ზის მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ და­ნად­გარ­თან, რომ­ლის მო­ვა­ლე­ო­ბაც არის წნე­ვის დაგ­დე­ბა (ამ ად­გი­ლას ყო­ველ­თვის ხდე­ბა გა­ზის გა­ჟონ­ვა და ყო­ველ­თვის არის სუნი და ხმა­უ­რი), თუ ის ჩათ­ვა­ლეს გა­ზის კე­რად, მა­შინ იქ სი­ცო­ცხლის­თვის სა­ში­ში არა­ფე­რი იყო. თუ "ყა­ზტრანსგა­ზის" თა­ნამ­შრომ­ლე­ბი შე­ვიდ­ნენ კორ­პუს­ში და აყვნენ კი­ბე­ებს და ლიფ­ტის შახ­ტას, ისი­ნი აღ­ჭურ­ვი­ლი უნდა ყო­ფი­ლიყ­ვნენ სა­თა­ნა­დო ხელ­სა­წყო­ე­ბით, რო­მე­ლიც გიჩ­ვე­ნებს რა რა­ო­დე­ნო­ბის გა­ზია, რო­გორ იც­ვლე­ბა მო­ცუ­ლო­ბა და ა.შ. მათ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ენა­ხათ კერა, სა­ი­და­ნაც ხდე­ბო­და გა­ზის გა­მო­ჟონ­ვა და უნდა მი­ე­ღოთ შე­სა­ბა­მი­სი ზო­მე­ბი.

რაც შე­ე­ხე­ბა იმას, თუ რა შემ­თხვე­ვა­ში ხდე­ბა გა­ზით მო­წამ­ვლა, ენერ­გე­ტი­კო­სი ამ­ბობს, რომ ღია სივ­რცე­ში, სა­დაც ჟანგბა­დის უკ­მა­რი­სო­ბა არ არის, გა­გუდ­ვის რის­კი არ არ­სე­ბობს: "თუმ­ცა, თუ და­ხუ­რულ სივ­რცე­ში ხართ და იზ­რდე­ბა გა­ზის რა­ო­დე­ნო­ბა, ეს ნიშ­ნავს რომ იკ­ლებს ჟანგბა­დის ოდე­ნო­ბა და უკ­მა­რი­სო­ბის გამო შე­იძ­ლე­ბა და­გე­წყოთ მო­წამ­ვლის ნიშ­ნე­ბი, გუ­ლის­რე­ვა და ა.შ." - ამ­ბობს არა­ბი­ძე.

კი­თხვა­ზე, რამ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს აფეთ­ქე­ბა, თუ ბი­ნა­ში არა­ვინ არ არის მთე­ლი დღის მან­ძილ­ზე (ერთ-ერთი ვერ­სი­ით, დიდ დი­ღომ­ში გა­ზის დაგ­რო­ვე­ბა და­კე­ტილ ბი­ნა­ში მოხ­და, სა­დაც არა­ვინ ცხოვ­რობს), ენერ­გე­ტი­კო­სი პა­სუ­ხობს:

"და­ვუშ­ვათ, გაზ­მა მი­აღ­წია მაქ­სი­მა­ლურ კონ­ცენ­ტრა­ცი­ას 9%-ის ფარ­გლებ­ში, ამ დროს გა­ი­ღო ლიფ­ტის კარი და გა­მო­ვი­და ხმა­უ­რი - ამა­საც კი შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ეწ­ვია აფეთ­ქე­ბა. ან და­რე­კა სახ­ლის ტე­ლე­ფონ­მა - ესეც საკ­მა­რი­სია, რომ აფეთ­ქე­ბა მოხ­დეს. ხშირ შემ­თხვე­ვა­ში ხდე­ბა თვი­თა­ფეთ­ქე­ბაც, ანუ ისე­თი კონ­ცენ­ტრა­ცი­აა უკვე, რომ თვი­თონ შე­უძ­ლია მო­ლე­კუ­ლებს აფეთ­ქდეს. ამი­ტომ ეს ძა­ლი­ან რთუ­ლი პრო­ცე­სია... როცა სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუს­ში ლიფ­ტია, სა­დარ­ბა­ზო­ში ვი­ღაც მოძ­რა­ობს, ან ის­მის ტე­ლე­ფო­ნის ხმა, უამ­რა­ვი მი­ზე­ზი არ­სე­ბობს აფეთ­ქე­ბი­სა.

მივ­მარ­თავ მო­სახ­ლე­ო­ბას, საკ­მა­რი­სია ოდო­რან­ტის სუნი იგ­რძნოთ და იმ წუთ­ში­ვე უნდა გა­მო­ი­ძა­ხოთ სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი! თუ გა­მო­ძა­ხე­ბა ვერ ხერ­ხდე­ბა, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ უნდა გა­და­ი­კე­ტოს გა­ზის მთა­ვა­რი სარ­ქვე­ლი. თუ ოდო­რან­ტის (ნივ­თი­ე­რე­ბა, რო­მე­ლიც შეჰ­ყავთ აირ­ში სუ­ნის მი­სა­ცე­მად) სუნი არის შე­ნო­ბა­ში, იქ არ შე­იძ­ლე­ბა გა­ზის ექ­სპლუ­ა­ტა­ცია და აუ­ცი­ლებ­ლად უნდა და­ი­კე­ტოს" - აღ­ნიშ­ნა გია არა­ბი­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა, რამ­დე­ნად უსაფრ­თხოა სა­დარ­ბა­ზო­ში გაყ­ვა­ნი­ლი მი­ლე­ბი, ენერ­გე­ტი­კო­სის თქმით, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში სა­დარ­ბა­ზოს ფან­ჯრე­ბი არ არის ჰერ­მე­ტუ­ლი და იქ შე­უძ­ლე­ბე­ლია გა­ზის დაგ­რო­ვე­ბა მოხ­დეს. ასე რომ, სა­დარ­ბა­ზო­ში აფეთ­ქე­ბის შემ­თხვე­ვა იშ­ვი­ა­თად არის, უფრო სახ­ლი­დან ხდე­ბა აფეთ­ქე­ბა. მი­სი­ვე თქმით, სა­უ­კე­თე­სო ვა­რი­ან­ტია, გა­ზის მილი და­მონ­ტა­ჟე­ბი­სას გაყ­ვეს კე­დელს გა­რე­დან. ამ შემ­თხვე­ვა­ში აბ­სო­ლუ­ტუ­რად და­ცუ­ლია, თუ რა­ი­მე პრობ­ლე­მა მოხ­დე­ბა მილ­ში.

"თუმ­ცა, არის კორ­პუ­სე­ბი, რო­მელ­საც არ უხერ­ხდე­ბა გა­რე­დან მი­ლის გაყ­ვა­ნა. ამ შემ­თხვე­ვა­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია სა­დარ­ბა­ზო­ებ­ში გაყ­ვა­ნა, თუმ­ცა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რო­გორ მი­დის სა­დარ­ბა­ზო­დან სახ­ლის გა­ზის მო­წყო­ბი­ლო­ბამ­დე. გა­ზის მი­ლი­დან, ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში უნდა მო­ხერ­ხდეს გა­ზის მიყ­ვა­ნა გა­ზის ხელ­სა­წყოს­თან, სხვა სა­თავ­სო­ე­ბის გავ­ლის გა­რე­შე" - ამ­ბობს ენერ­გე­ტი­კო­სი და სახ­ლში და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი ცენ­ტრა­ლუ­რი გათ­ბო­ბის ქვა­ბე­ბი­სა თუ გა­ზის გა­მა­ცხე­ლებ­ლე­ბის შე­სა­ხებ დას­ძენს:

"თუ წვის­თვის სა­ჭი­რო ჰა­ე­რის შე­წო­ვა ხდე­ბა გა­რე­დან და ნამ­წვის გა­ტყორ­ცნაც ხდე­ბა გა­რე­დან, ეს შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს უსაფრ­თხოს­თან მი­ახ­ლო­ე­ბულ­თან. თუმ­ცა, ის წყალ­გა­მა­ცხე­ლე­ბე­ლი, რო­მე­ლიც ღია სის­ტე­მით მუ­შა­ობს - ანუ ჰა­ერს მო­იხ­მარს ოთა­ხი­დან და ნამ­წვსაც იქვე უშ­ვებს, არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში მისი და­ყე­ნე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა. წყალ­გა­მა­ცხე­ლებ­ლე­ბის ერთი სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მაა ის რომ, გა­ზის და წყლის წნე­ვის მი­ხედ­ვით, შე­საძ­ლოა წვა შე­წყდეს. ანუ თუ, წყა­ლი ცხე­ლი მო­დი­ო­და და გა­ცივ­და, ეს ნიშ­ნავს რომ გა­ზის მი­წო­დე­ბა შე­წყდა და გაზი წვის გა­რე­შე გროვ­დე­ბა. იმ წუთ­ში­ვე უნდა გა­მორ­თოთ და გა­ა­ნი­ა­ვოთ!

თუ ერთი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში მა­ინც, სახ­ლში გა­ზის მო­წყო­ბი­ლო­ბა მუ­შა­ობს (არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა გა­ზ­ქუ­რაა თუ წყლის გა­მა­ცხე­ლე­ბე­ლი), გა­ა­ღეთ ფან­ჯა­რა 5 წუ­თით და გა­ა­ნი­ა­ვეთ, აბ­სო­ლუ­ტუ­რად და­ცუ­ლი იქ­ნე­ბით ამ შემ­თხვე­ვა­ში! აა­დუ­ღეთ ჩა­ი­და­ნი, გა­ა­კე­თეთ სა­დი­ლი და ვთქვათ 40 წუთი გქონ­დათ ჩარ­თუ­ლი გა­ზ­ქუ­რა, გა­ა­ღეთ და გა­ა­ნი­ა­ვეთ. აქ რომ ყვე­ლა­ფე­რი ღია ყო­ფი­ლი­ყო, ეს აფეთ­ქე­ბა ვერ მოხ­დე­ბო­და" - ამ­ბობს გია არა­ბი­ძე.

ენერ­გე­ტი­კო­სის რჩე­ვით, მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა სახ­ლში აუ­ცი­ლებ­ლად უნდა და­ა­მონ­ტა­ჟონ ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის დე­ტექ­ტო­რი, რო­მე­ლიც გა­ზის მცი­რე კონ­ცენ­ტრა­ცი­ა­ზეც კი იძ­ლე­ვა ხმო­ვან სიგ­ნალს.

00:00 / 00:00
ავტორი:

რას შეიძლებოდა გამოეწვია აფეთქება დიდ დიღომში - ექსპერტის დეტალური განმარტება

რას შეიძლებოდა გამოეწვია აფეთქება დიდ დიღომში - ექსპერტის დეტალური განმარტება

ენერგეტიკოს გია არაბიძის თქმით, დიდ დიღომში მომხდარი აფეთქება რადიკალურად არ განსხვავდება ზემო ფონიჭალაში, ნოემბრის თვეში მომხდარი ავარიისგან, რომელსაც დედა-შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. რეკომენდაციებისა და უსაფრთხოების ზომების შესახებ ენერგეტიკოსმა "პალიტრანიუსის" გადაცემა "ნიუსრუმის" ეთერში ისაუბრა.

"ეს ავარია რადიკალურად არ განსხვავდება ფონიჭალაში მომხდარი ავარიისგან. გაზის აფეთქება ხდება მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დახურულ სივრცეში გაზის კონცენტრაცია 9%-ის ფარგლებშია. ეს კონცენტრანცია სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ აფეთქება მოხდეს.

აფეთქების შედეგად, დაახლოებით 10-15 ჯერ ხდება აფეთქებული გაზის გაფართოვება. ეს არის უზარმაზარი ძალა! დიდ დიღომში გადაღებულ კადრებს, რომ ვაკვირდები, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ აქ დაგროვებული გაზის რაოდენობა არ უნდა ყოფილიყო იმაზე დიდი, ვიდრე ფონიჭალაში იყო, რადგან ფონიჭალაში გაცილებით დიდი პრობლემები შეიქმნა - ორი სართული გააერთიანა აფეთქების ტალღამ.

აქ საკითხი დგება ასე: რატომ მოხდა გაზის გაჟონვა? საიდან მოხდა? რატომ დაგროვდა? თუ ვთქვათ შემთხვევით გაზქურა იყო დარჩენილი, დაახლოებით 5-6 საათი დასჭირდებოდა გაზქურიდან გამომავალი გაზის რაოდენობას, რომ მიეღწია აფეთქების კონცენტრაციამდე. აქ აშკარად იგრძნობა, რომ არ არის ერთბაშად შესული გაზის რაოდენობა, არამედ ეს მოხდა თანმიმდევრულად - გროვდებოდა, გროვდებოდა და მიაღწია აფეთქების რაოდენობამდე. გაოცებული ვარ როგორც "ყაზტრანსგაზის" თანამშრომლების მხრიდან, ასევე მეექვსე სართულის მცხოვრებლების მხრიდან. მეზობლებმა სუნი იგრძნეს და ეს სუნი ხომ გაცილებით მეტი იქნებოდა სახლში? რატომ ვერ მოხერხდა და რატომ ვერ იგრძნეს სახლში მცხოვრებლებმა ეს საათების განმავლობაში და რატომ არ მიიღეს სათანადო ზომები, გაუგებარია.

მართალია, გამოიძახეს ბინადრებმა "ყაზტრანსგაზის" წარმომადგენელი და ახლა საინტერესოა, რა უნდა შეემოწმებინათ მათ: თუ ისინი მიიყვანეს ღია სივრცეში დამონტაჟებულ გაზის მარეგულირებელ დანადგართან, რომლის მოვალეობაც არის წნევის დაგდება (ამ ადგილას ყოველთვის ხდება გაზის გაჟონვა და ყოველთვის არის სუნი და ხმაური), თუ ის ჩათვალეს გაზის კერად, მაშინ იქ სიცოცხლისთვის საშიში არაფერი იყო. თუ "ყაზტრანსგაზის" თანამშრომლები შევიდნენ კორპუსში და აყვნენ კიბეებს და ლიფტის შახტას, ისინი აღჭურვილი უნდა ყოფილიყვნენ სათანადო ხელსაწყოებით, რომელიც გიჩვენებს რა რაოდენობის გაზია, როგორ იცვლება მოცულობა და ა.შ. მათ აუცილებლად უნდა ენახათ კერა, საიდანაც ხდებოდა გაზის გამოჟონვა და უნდა მიეღოთ შესაბამისი ზომები.

რაც შეეხება იმას, თუ რა შემთხვევაში ხდება გაზით მოწამვლა, ენერგეტიკოსი ამბობს, რომ ღია სივრცეში, სადაც ჟანგბადის უკმარისობა არ არის, გაგუდვის რისკი არ არსებობს: "თუმცა, თუ დახურულ სივრცეში ხართ და იზრდება გაზის რაოდენობა, ეს ნიშნავს რომ იკლებს ჟანგბადის ოდენობა და უკმარისობის გამო შეიძლება დაგეწყოთ მოწამვლის ნიშნები, გულისრევა და ა.შ." - ამბობს არაბიძე.

კითხვაზე, რამ შეიძლება გამოიწვიოს აფეთქება, თუ ბინაში არავინ არ არის მთელი დღის მანძილზე (ერთ-ერთი ვერსიით, დიდ დიღომში გაზის დაგროვება დაკეტილ ბინაში მოხდა, სადაც არავინ ცხოვრობს), ენერგეტიკოსი პასუხობს:

"დავუშვათ, გაზმა მიაღწია მაქსიმალურ კონცენტრაციას 9%-ის ფარგლებში, ამ დროს გაიღო ლიფტის კარი და გამოვიდა ხმაური - ამასაც კი შეიძლება გამოეწვია აფეთქება. ან დარეკა სახლის ტელეფონმა - ესეც საკმარისია, რომ აფეთქება მოხდეს. ხშირ შემთხვევაში ხდება თვითაფეთქებაც, ანუ ისეთი კონცენტრაციაა უკვე, რომ თვითონ შეუძლია მოლეკულებს აფეთქდეს. ამიტომ ეს ძალიან რთული პროცესია... როცა საცხოვრებელ კორპუსში ლიფტია, სადარბაზოში ვიღაც მოძრაობს, ან ისმის ტელეფონის ხმა, უამრავი მიზეზი არსებობს აფეთქებისა.

მივმართავ მოსახლეობას, საკმარისია ოდორანტის სუნი იგრძნოთ და იმ წუთშივე უნდა გამოიძახოთ სპეციალისტები! თუ გამოძახება ვერ ხერხდება, დაუყოვნებლივ უნდა გადაიკეტოს გაზის მთავარი სარქველი. თუ ოდორანტის (ნივთიერება, რომელიც შეჰყავთ აირში სუნის მისაცემად) სუნი არის შენობაში, იქ არ შეიძლება გაზის ექსპლუატაცია და აუცილებლად უნდა დაიკეტოს" - აღნიშნა გია არაბიძემ.

რაც შეეხება, რამდენად უსაფრთხოა სადარბაზოში გაყვანილი მილები, ენერგეტიკოსის თქმით, ხშირ შემთხვევაში სადარბაზოს ფანჯრები არ არის ჰერმეტული და იქ შეუძლებელია გაზის დაგროვება მოხდეს. ასე რომ, სადარბაზოში აფეთქების შემთხვევა იშვიათად არის, უფრო სახლიდან ხდება აფეთქება. მისივე თქმით, საუკეთესო ვარიანტია, გაზის მილი დამონტაჟებისას გაყვეს კედელს გარედან. ამ შემთხვევაში აბსოლუტურად დაცულია, თუ რაიმე პრობლემა მოხდება მილში.

"თუმცა, არის კორპუსები, რომელსაც არ უხერხდება გარედან მილის გაყვანა. ამ შემთხვევაში შესაძლებელია სადარბაზოებში გაყვანა, თუმცა მნიშვნელოვანია, როგორ მიდის სადარბაზოდან სახლის გაზის მოწყობილობამდე. გაზის მილიდან, ყველა შემთხვევაში უნდა მოხერხდეს გაზის მიყვანა გაზის ხელსაწყოსთან, სხვა სათავსოების გავლის გარეშე" - ამბობს ენერგეტიკოსი და სახლში დამონტაჟებული ცენტრალური გათბობის ქვაბებისა თუ გაზის გამაცხელებლების შესახებ დასძენს:

"თუ წვისთვის საჭირო ჰაერის შეწოვა ხდება გარედან და ნამწვის გატყორცნაც ხდება გარედან, ეს შეიძლება ჩაითვალოს უსაფრთხოსთან მიახლოებულთან. თუმცა, ის წყალგამაცხელებელი, რომელიც ღია სისტემით მუშაობს - ანუ ჰაერს მოიხმარს ოთახიდან და ნამწვსაც იქვე უშვებს, არავითარ შემთხვევაში მისი დაყენება არ შეიძლება. წყალგამაცხელებლების ერთი სერიოზული პრობლემაა ის რომ, გაზის და წყლის წნევის მიხედვით, შესაძლოა წვა შეწყდეს. ანუ თუ, წყალი ცხელი მოდიოდა და გაცივდა, ეს ნიშნავს რომ გაზის მიწოდება შეწყდა და გაზი წვის გარეშე გროვდება. იმ წუთშივე უნდა გამორთოთ და გაანიავოთ!

თუ ერთი საათის განმავლობაში მაინც, სახლში გაზის მოწყობილობა მუშაობს (არ აქვს მნიშვნელობა გაზქურაა თუ წყლის გამაცხელებელი), გააღეთ ფანჯარა 5 წუთით და გაანიავეთ, აბსოლუტურად დაცული იქნებით ამ შემთხვევაში! აადუღეთ ჩაიდანი, გააკეთეთ სადილი და ვთქვათ 40 წუთი გქონდათ ჩართული გაზქურა, გააღეთ და გაანიავეთ. აქ რომ ყველაფერი ღია ყოფილიყო, ეს აფეთქება ვერ მოხდებოდა" - ამბობს გია არაბიძე.

ენერგეტიკოსის რჩევით, მოქალაქეებმა სახლში აუცილებლად უნდა დაამონტაჟონ ბუნებრივი აირის დეტექტორი, რომელიც გაზის მცირე კონცენტრაციაზეც კი იძლევა ხმოვან სიგნალს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ