პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ იყო ახალგაზრდა ქალი, რომელიც დიდ დიღომში აფეთქების შედეგად გარდაიცვალა
ვინ იყო ახალგაზრდა ქალი, რომელიც დიდ დიღომში აფეთქების შედეგად გარდაიცვალა

დიდ დი­ღომ­ში, სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუს­ში მომ­ხდა­რი აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად 4 ადა­მი­ა­ნია გარ­დაც­ვლი­ლი, მათ შო­რის არის 4 წლის ბავ­შვი და მისი დედა, ნა­თია ციც­ვი­ძე.

ციც­ვი­ძე სამი შვი­ლის დედა იყო. ერთ-ერთი ბავ­შვი აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად მი­ყე­ნე­ბუ­ლი სხე­უ­ლის და­ზი­ა­ნე­ბე­ბით გუ­შინ "იმე­დის" კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა, მისი გა­დარ­ჩე­ნა ექი­მებ­მა ვერ შეძ­ლეს. ორი გო­გო­ნა კი იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში მო­ა­თავ­სეს, ერთ-ერთს თა­ვის არე­ში ოპე­რა­ცია დას­ჭირ­და და რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში რჩე­ბა. კლი­ნი­კის ხელ­მძღვა­ნე­ლი, ივა­ნე ჩხა­ი­ძე ამ­ბობს, გა­მოვ­ლე­ნი­ლია სის­ხლის და­ნა­კარ­გი, რის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო­დაც ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს, თუმ­ცა პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია და ბავ­შვი კონ­ტაქ­ტუ­რია.

მე­ო­რე გო­გო­ნა კი სა­ა­ვად­მყო­ფო­დან უკვე გა­წე­რეს.

ფერ­მერ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი, ნინო ზამ­ბა­ხი­ძე "ფე­ის­ბუქ­ზე" წერს, რომ ნა­თია ციც­ვი­ძე ერთ-ერთ სა­შუ­ა­ლო სკო­ლა­ში ის­ტო­რი­ას ას­წავ­ლი­და.

"მარ­თლა აღარ შე­მიძ­ლია, ნა­თია, რო­მე­ლიც გუ­შინ იმ სა­ში­ნე­ლი ტრა­გე­დი­ის მსხვერ­პლი გახ­და ჩემი შვი­ლე­ბის ის­ტო­რი­ის მას­წავ­ლე­ბე­ლი იყო, ადა­მი­ა­ნი რო­მელ­მაც ჩემ შვილს სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რია შე­აყ­ვა­რა, მის შვი­ლებ­ზეც ვი­ცო­დი, რად­გა­ნაც მიყ­ვე­ბო­და, რომ სამი ძა­ლი­ან საყ­ვა­რე­ლი შვი­ლი ჰყავ­და, მათ შო­რის ტყუ­პე­ბი. ნა­თელ­ში იყოს მისი სული, ალ­ბათ ღმერ­თსაც მხო­ლოდ კარ­გი უნდა თა­ვის­თან! ამ ქვე­ყა­ნას კიდე უსაშ­ვე­ლო ჭირს რა­საც ვუ­ყუ­რებ," - წერს ზამ­ბა­ხი­ძე.

დიდ დი­ღომ­ში ერთ-ერთ სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუს­ში ბუ­ნებ­რი­ვი აირი გუ­შინ სა­ღა­მოს აფეთ­ქდა, რის შე­დე­გა­დაც გარ­და­იც­ვა­ლა ოთხი და და­შავ­და რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის ბავ­შვე­ბი. და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

ვინ იყო ახალგაზრდა ქალი, რომელიც დიდ დიღომში აფეთქების შედეგად გარდაიცვალა

ვინ იყო ახალგაზრდა ქალი, რომელიც დიდ დიღომში აფეთქების შედეგად გარდაიცვალა

დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანია გარდაცვლილი, მათ შორის არის 4 წლის ბავშვი და მისი დედა, ნათია ციცვიძე.

ციცვიძე სამი შვილის დედა იყო. ერთ-ერთი ბავშვი აფეთქების შედეგად მიყენებული სხეულის დაზიანებებით გუშინ "იმედის" კლინიკაში გარდაიცვალა, მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. ორი გოგონა კი იაშვილის კლინიკაში მოათავსეს, ერთ-ერთს თავის არეში ოპერაცია დასჭირდა და რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. კლინიკის ხელმძღვანელი, ივანე ჩხაიძე ამბობს, გამოვლენილია სისხლის დანაკარგი, რის საწინააღმდეგოდაც ღონისძიებები მიმდინარეობს, თუმცა პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და ბავშვი კონტაქტურია.

მეორე გოგონა კი საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.

ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ნინო ზამბახიძე "ფეისბუქზე" წერს, რომ ნათია ციცვიძე ერთ-ერთ საშუალო სკოლაში ისტორიას ასწავლიდა.

"მართლა აღარ შემიძლია, ნათია, რომელიც გუშინ იმ საშინელი ტრაგედიის მსხვერპლი გახდა ჩემი შვილების ისტორიის მასწავლებელი იყო, ადამიანი რომელმაც ჩემ შვილს საქართველოს ისტორია შეაყვარა, მის შვილებზეც ვიცოდი, რადგანაც მიყვებოდა, რომ სამი ძალიან საყვარელი შვილი ჰყავდა, მათ შორის ტყუპები. ნათელში იყოს მისი სული, ალბათ ღმერთსაც მხოლოდ კარგი უნდა თავისთან! ამ ქვეყანას კიდე უსაშველო ჭირს რასაც ვუყურებ," - წერს ზამბახიძე.

დიდ დიღომში ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირი გუშინ საღამოს აფეთქდა, რის შედეგადაც გარდაიცვალა ოთხი და დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ბავშვები. დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსი.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ