Faceამბები
სამართალი
მსოფლიო

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
საზოგადოება
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შეგიფარებთ, დაგაპურებთ, გაგათბობთ..." - აფეთქების შედეგად დაზარალებულებს დახმარებას ასობით ადამიანი სთავაზობს
"შეგიფარებთ, დაგაპურებთ, გაგათბობთ..." - აფეთქების შედეგად დაზარალებულებს დახმარებას ასობით ადამიანი სთავაზობს

დიდ დი­ღომ­ში, სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუს­ში მომ­ხდა­რი აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებს დახ­მა­რე­ბას „ფე­ის­ბუ­ქის“ მომ­ხმა­რებ­ლე­ბი მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში სთა­ვა­ზობ­დნენ. ჯგუფ­ში „დიდი დი­ღო­მი“ დახ­მა­რე­ბის სურ­ვი­ლი უამ­რავ­მა ადა­მი­ან­მა გა­მოთ­ქვა. და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებს სთა­ვა­ზობ­დნენ თავ­შე­სა­ფარს, ბავ­შვე­ბის­თვის - სა­თა­მა­შო­ებს და თბილ გა­რე­მოს, საკ­ვებს, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში კი - სის­ხლს.

"მე­გობ­რე­ბო, ვი­საც პა­ტა­რა გყავთ სი­ა­მოვ­ნე­ბით გი­მას­პინ­ძლებთ. 10 თვის ბავ­შვი მყავს, შე­მიძ­ლია კვე­ბა და მოვ­ლა უზ­რუნ­ველ­ყო. მეც დედა ვარ და მეს­მის რა რთულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში შე­იძ­ლე­ბა იყოთ. დღეს, დი­ლი­დან გაზი არ იყო ჩემ მი­სა­მარ­თზე და რომ აღ­დგა მი­წო­დე­ბა, მე­გო­ნა, კორ­პუ­სი აფეთ­ქდე­ბო­და და ჩემი შვი­ლი გულ­ში ჩა­ვი­კა­რი... მე მო­ვუვ­ლი თქვენ პა­ტა­რას და და­გას­ვე­ნებთ ერთი დღით. პა­ტა­რა სახ­ლი მაქვს, ამი­ტომ რო­მე­ლი­მე დედა-შვილს ვუ­მას­პინ­ძლებ. გა­და­ე­ცით, ვი­საც კონ­ტაქ­ტი აქვს და­შა­ვე­ბუ­ლებ­თან..." - მაკო დარ­სა­ლია.

"გა­და­ვა­ლა­გე გა­უხ­სნე­ლი თეთ­რე­უ­ლი, პლე­დე­ბი, უხ­მა­რი ჭურ­ჭე­ლი, რაც შევ­ძე­ლი, და სად მი­ვი­ტა­ნო. კად­რებ­ში ჩან­და გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი სახ­ლე­ბი და იქ­ნებ ვინ­მეს გა­მო­ად­გეს," - ნინო გელ­დი­აშ­ვი­ლი.

"მაქვს პირ­ვე­ლი უარ­ყო­ფი­თი სის­ხლი რო­მე­ლიც იშ­ვი­ა­თია თუ რო­მე­ლი­მე და­ზა­რა­ლე­ბულს სჭირ­დე­ბა გა­და­ვუს­ხამ იმ­დენ რა­ო­დე­ნო­ბას რომ მეც ცო­ცხა­ლი დავ­რჩე. ვი­ზი­ა­რებ გარ­დაც­ვლილ­თა ოჯა­ხებს ეს მარ­ტო თქვე­ნი კი არა არა­მედ ჩვე­ნი გუ­ლის ტკი­ვი­ლიც არის," - გი­ორ­გი მარ­გი­ა­ნი.

"კორ­პუს­თან ვარ პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბის ყუ­თით და წყლით. ვინ­მეს თუ რამე დახ­მა­რე­ბა გჭირ­დე­ბათ, შე­მეხ­მი­ა­ნეთ. არც და­სარ­ჩე­ნია პრობ­ლე­მა და არც არა­ფე­რი," - გი­ორ­გი კო­ბი­ძე.

"არაფ­რით სხვე­ბის­გან გა­მორ­ჩე­უ­ლი არ ვიქ­ნე­ბი, ვუ­ერ­თდე­ბი სხვა ადა­მი­ა­ნებს და ყო­ველ­გვა­რი მო­რი­დე­ბის გა­რე­შე, შე­მიძ­ლია ვუ­მას­პინ­ძლო და და­ვა­ბი­ნა­ვო 4 ადა­მი­ა­ნი, ჩემ­თვის დიდი პა­ტი­ვი იქ­ნე­ბა თქვე­ნი სტუმ­რო­ბა, არა­ვის მო­გე­რი­დოთ. ვცხოვ­რობ ვე­რა­ზე, ია­კობ ნი­კო­ლა­ძის ქუ­ჩა­ზე (ფიქ­რის გორა) გან­სა­კუთ­რე­ბით სი­ხა­რუ­ლით ბავ­შვი­ან ოჯა­ხებს ვუ­მას­პინ­ძლებ, რად­გან სახ­ლში მაქვს უამ­რა­ვი ბავ­შვის სა­თა­მა­შო­ე­ბი და სხვა გა­სარ­თო­ბე­ბი. მარ­თლა არა­ვის მო­გე­რი­დოთ. ერ­თად ვი­ყოთ და ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა!"

კორ­პუს­თან, სა­დაც აფეთ­ქე­ბა მოხ­და, დღეს მო­სახ­ლე­ო­ბა შეკ­რე­ბას გეგ­მავს. უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვის დროს გარ­დაც­ვლილ­თა ხსოვ­ნის­თვის პა­ტი­ვის მი­სა­გე­ბად მო­სახ­ლე­ო­ბა ავ­თან­დი­ლის ქუ­ჩა­ზე სან­თლებ­სა და ყვა­ვი­ლებს მი­ი­ტანს.

ავტორი:

"შეგიფარებთ, დაგაპურებთ, გაგათბობთ..." - აფეთქების შედეგად დაზარალებულებს დახმარებას ასობით ადამიანი სთავაზობს

"შეგიფარებთ, დაგაპურებთ, გაგათბობთ..." - აფეთქების შედეგად დაზარალებულებს დახმარებას ასობით ადამიანი სთავაზობს

დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებულებს დახმარებას „ფეისბუქის“ მომხმარებლები მთელი ღამის განმავლობაში სთავაზობდნენ. ჯგუფში „დიდი დიღომი“ დახმარების სურვილი უამრავმა ადამიანმა გამოთქვა. დაზარალებულებს სთავაზობდნენ თავშესაფარს, ბავშვებისთვის - სათამაშოებს და თბილ გარემოს, საკვებს, საჭიროების შემთხვევაში კი - სისხლს.

"მეგობრებო, ვისაც პატარა გყავთ სიამოვნებით გიმასპინძლებთ. 10 თვის ბავშვი მყავს, შემიძლია კვება და მოვლა უზრუნველყო. მეც დედა ვარ და მესმის რა რთულ მდგომარეობაში შეიძლება იყოთ. დღეს, დილიდან გაზი არ იყო ჩემ მისამართზე და რომ აღდგა მიწოდება, მეგონა, კორპუსი აფეთქდებოდა და ჩემი შვილი გულში ჩავიკარი... მე მოვუვლი თქვენ პატარას და დაგასვენებთ ერთი დღით. პატარა სახლი მაქვს, ამიტომ რომელიმე დედა-შვილს ვუმასპინძლებ. გადაეცით, ვისაც კონტაქტი აქვს დაშავებულებთან..." - მაკო დარსალია.

"გადავალაგე გაუხსნელი თეთრეული, პლედები, უხმარი ჭურჭელი, რაც შევძელი, და სად მივიტანო. კადრებში ჩანდა განადგურებული სახლები და იქნებ ვინმეს გამოადგეს," - ნინო გელდიაშვილი.

"მაქვს პირველი უარყოფითი სისხლი რომელიც იშვიათია თუ რომელიმე დაზარალებულს სჭირდება გადავუსხამ იმდენ რაოდენობას რომ მეც ცოცხალი დავრჩე. ვიზიარებ გარდაცვლილთა ოჯახებს ეს მარტო თქვენი კი არა არამედ ჩვენი გულის ტკივილიც არის," - გიორგი მარგიანი.

"კორპუსთან ვარ პირველადი დახმარების ყუთით და წყლით. ვინმეს თუ რამე დახმარება გჭირდებათ, შემეხმიანეთ. არც დასარჩენია პრობლემა და არც არაფერი," - გიორგი კობიძე.

"არაფრით სხვებისგან გამორჩეული არ ვიქნები, ვუერთდები სხვა ადამიანებს და ყოველგვარი მორიდების გარეშე, შემიძლია ვუმასპინძლო და დავაბინავო 4 ადამიანი, ჩემთვის დიდი პატივი იქნება თქვენი სტუმრობა, არავის მოგერიდოთ. ვცხოვრობ ვერაზე, იაკობ ნიკოლაძის ქუჩაზე (ფიქრის გორა) განსაკუთრებით სიხარულით ბავშვიან ოჯახებს ვუმასპინძლებ, რადგან სახლში მაქვს უამრავი ბავშვის სათამაშოები და სხვა გასართობები. მართლა არავის მოგერიდოთ. ერთად ვიყოთ და ყველაფერი კარგად იქნება!"

კორპუსთან, სადაც აფეთქება მოხდა, დღეს მოსახლეობა შეკრებას გეგმავს. უბედური შემთხვევის დროს გარდაცვლილთა ხსოვნისთვის პატივის მისაგებად მოსახლეობა ავთანდილის ქუჩაზე სანთლებსა და ყვავილებს მიიტანს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ