საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაეცა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, 17 იანვარს დაბლობსა და ბარში მოსალოდნელია თოვლჭყაპი, მთიან და მაღალმთიან რაიონებში შენარჩუნებული იქნება რთული მეტეოროლოგიური პირობები: ძლიერი თოვა, ზოგან - ქარბუქი.
„18 იანვარს დღისით გამოიდარებს და 19 იანვარს უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დაბლობსა და ბარში დაეცემა ღამის მინიმალური ტემპერატურა: დასავლეთ საქართველოში ზოგან -5 გრადუსამდე, აღმოსავლეთ საქართველოში -9 გრადუსამდე (შიდა ქართლში)“, - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.