სამხედრო
პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ჰყვება ბავშვის მამა, რომლის ფოტომ "ფეისბუქი" შეძრა - გოგონას ძმა და დედა გარდაეცვალა
რას ჰყვება ბავშვის მამა, რომლის ფოტომ "ფეისბუქი" შეძრა - გოგონას ძმა და დედა გარდაეცვალა

დიდ დი­ღომ­ში აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად და­შა­ვე­ბუ­ლი მცი­რე­წლო­ვა­ნი გო­გო­ნა, რომ­ლის ფო­ტომ სრუ­ლი­ად "ფე­ის­ბუ­ქი" შეძ­რა, ცო­ცხა­ლია, თუმ­ცა მისი მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა, ასე­ვე მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია მისი დაც. ამის შე­სა­ხებ Ambebi.ge-ს იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კის პრეს­სამ­სა­ხურ­ში გა­ნუ­ცხა­დეს, სა­დაც და­შა­ვე­ბუ­ლი დები, ფი­რა­ლიშ­ვი­ლე­ბი არი­ან მო­თავ­სე­ბუ­ლი. ხოლო ბავ­შვე­ბის ძმა ცოტა ხნის წინ "იმე­დის" კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

რო­გორც Ambebi.ge-მ გა­არ­კვია, აფეთ­ქე­ბა სწო­რედ ფი­რა­ლიშ­ვი­ლე­ბის ოჯახ­ში მოხ­და. გარ­დაც­ვლი­ლებს შო­რის ბავ­შვე­ბის დე­დაც არის.

"სახ­ლში ახა­ლი მი­სუ­ლი ვი­ყა­ვი, აფეთ­ქე­ბის ხმა გა­ვი­გე, ბავ­შვე­ბის ხრო­ტი­ნის ხმა მეს­მო­და, ჩემი ხე­ლით გა­მო­ვიყ­ვა­ნე ჩემი შვი­ლე­ბი" - აცხა­დებს ბავ­შვე­ბის მამა მინ­დია ფი­რა­ლიშ­ვი­ლი Ambebi.ge-სთან სა­უბ­რი­სას.

მისი თქმით, აფეთ­ქე­ბის დროს მათ­თან ოჯახ­ში სტუმ­რად მისი მე­უღ­ლის დაც იმ­ყო­ფე­ბო­და, რომ­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა ამ დრო­ის­თვის მძი­მეა.

ნა­ხეთ ვი­დეო: ბავ­შვს პოვ­ნის მო­მენ­ტში გული არ უმუ­შა­ვებ­და, თუმ­ცა მე­დი­კო­სებ­მა მისი გა­დარ­ჩე­ნა მო­ა­ხერ­ხეს

ფი­რა­ლიშ­ვი­ლე­ბის მე­ზობ­ლის ირი­ნა ბაძ­გა­რა­ძის თქმით, გა­ზის მძაფ­რი სუნი კორ­პუს­ში მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში იგ­რძნო­ბო­და.

"დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­სუ­ლი იყ­ვნენ "ყა­ზტრანსგა­ზის" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, და­ათ­ვა­ლი­ე­რეს და წა­ვიდ­ნენ. სხვა არა­ნა­ი­რი ზო­მე­ბი მი­უ­ღი­ათ. იმ­დე­ნად ძლი­ე­რი აფეთ­ქე­ბის ხმა იყო, ვერ აღ­გი­წერთ" - გა­ნა­ცხა­და ბაძ­გა­რა­ძემ.

დიდ დი­ღომ­ში, ავ­თან­დი­ლის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუს­ში სა­ვა­რა­უ­დოდ, ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის გა­ჟონ­ვის შე­დე­გად აფეთ­ქე­ბა მოხ­და. აფეთ­ქე­ბა ახა­ლა­შე­ნე­ბუ­ლი კორ­პუ­სის მე­ექ­ვსე სარ­თულ­ზე მოხ­და. და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია კი­დევ რამ­დე­ნი­მე სარ­თუ­ლი, მათ შო­რის პირ­ვე­ლი სარ­თუ­ლი. ჩან­გრე­უ­ლია ლიფ­ტი.

თი­ნა­თინ ზვი­ა­და­ძე

თეა ხურ­ცი­ლა­ვა

მთა­ვა­რი ფოტო: გი­ორ­გი ჟა­მე­რაშ­ვი­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

რას ჰყვება ბავშვის მამა, რომლის ფოტომ "ფეისბუქი" შეძრა - გოგონას ძმა და დედა გარდაეცვალა

რას ჰყვება ბავშვის მამა, რომლის ფოტომ "ფეისბუქი" შეძრა - გოგონას ძმა და დედა გარდაეცვალა

დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაშავებული მცირეწლოვანი გოგონა, რომლის ფოტომ სრულიად "ფეისბუქი" შეძრა, ცოცხალია, თუმცა მისი მდგომარეობა მძიმეა, ასევე მძიმე მდგომარეობაშია მისი დაც. ამის შესახებ Ambebi.ge-ს იაშვილის კლინიკის პრესსამსახურში განუცხადეს, სადაც დაშავებული დები, ფირალიშვილები არიან მოთავსებული. ხოლო ბავშვების ძმა ცოტა ხნის წინ "იმედის" კლინიკაში გარდაიცვალა.

როგორც Ambebi.ge-მ გაარკვია, აფეთქება სწორედ ფირალიშვილების ოჯახში მოხდა. გარდაცვლილებს შორის ბავშვების დედაც არის.

"სახლში ახალი მისული ვიყავი, აფეთქების ხმა გავიგე, ბავშვების ხროტინის ხმა მესმოდა, ჩემი ხელით გამოვიყვანე ჩემი შვილები" - აცხადებს ბავშვების მამა მინდია ფირალიშვილი Ambebi.ge-სთან საუბრისას.

მისი თქმით, აფეთქების დროს მათთან ოჯახში სტუმრად მისი მეუღლის დაც იმყოფებოდა, რომლის მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმეა.

ნახეთ ვიდეო: ბავშვს პოვნის მომენტში გული არ უმუშავებდა, თუმცა მედიკოსებმა მისი გადარჩენა მოახერხეს

ფირალიშვილების მეზობლის ირინა ბაძგარაძის თქმით, გაზის მძაფრი სუნი კორპუსში მთელი დღის განმავლობაში იგრძნობოდა.

"დღის განმავლობაში მოსული იყვნენ "ყაზტრანსგაზის" წარმომადგენლები, დაათვალიერეს და წავიდნენ. სხვა არანაირი ზომები მიუღიათ. იმდენად ძლიერი აფეთქების ხმა იყო, ვერ აღგიწერთ" - განაცხადა ბაძგარაძემ.

დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა. აფეთქება ახალაშენებული კორპუსის მეექვსე სართულზე მოხდა. დაზიანებულია კიდევ რამდენიმე სართული, მათ შორის პირველი სართული. ჩანგრეულია ლიფტი.

თინათინ ზვიადაძე

თეა ხურცილავა

მთავარი ფოტო: გიორგი ჟამერაშვილი

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ