დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად სავარაუდოდ ორი ადამიანია გარდაცვლილი, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება.
როგორც კორსპუსის მცხოვრებლები აცხადებენ, მთელი დღის განმავლობაში კორპუსში გაზის სუნი იგრძნობოდა, რის გამოც მათ „ყაზტრანსგაზის“ წარმომადგენლები გამოიძახეს, რომლებმაც სადარბაზო დაათვალიერეს და თქვეს, რომ რამე პრობლემას ან დაზიანებას ვერ მიაკვლიეს და ტერიტორია დატოვეს.
ნახეთ ვიდეო: დრამატული ფოტოკადრები საცხოვრებელი კორპუსიდან, სადაც აფეთქება მოხდა
აფეთქება ახალაშენებული კორპუსის მეექვსე სართულზე მოხდა. ასევე დაზიანებულია კიდევ რამდენიმე სართული, მათ შორის პირველი სართული. ჩანგრეულია ლიფტი. ადგილზე მაშველები მუშაობენ.
ფოტო: გიორგი ჟამერაშვილი