10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იყო გულისტკენა თანამემამულეების "წყალობით" - გაიცანით აშშ-ში მცხოვრები ქართველი მხატვარი, რომელიც რენესანსის პერიოდის ნახატებს ქმნის
"იყო გულისტკენა თანამემამულეების "წყალობით" - გაიცანით აშშ-ში მცხოვრები ქართველი მხატვარი, რომელიც რენესანსის პერიოდის ნახატებს ქმნის

ქარ­თვე­ლი მხატ­ვა­რი თიკო სა­ნი­კი­ძე უკვე წლე­ბია ნიუ-იორკში ცხოვ­რობს და მოღ­ვა­წე­ობს. ის ამე­რი­კა­ში ყვე­ლა­ზე ექ­სტრა­ორ­დი­ნა­ლუ­რი ნი­ჭის მქო­ნე მხატ­ვრად აღი­ა­რეს. მისი ნა­ხა­ტე­ბის გა­მო­ფე­ნა­ზე დამ­თვა­ლი­ე­რე­ბე­ლი ლუ­პი­თაც კი მი­სუ­ლა, რად­გან მათ­თვის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა უბ­რა­ლო ფან­ქრით ამ­ხე­ლა მსგავ­სე­ბის მიღ­წე­ვა... იტა­ლი­ა­ში თქვეს, რომ თიკო სა­ნი­კი­ძის ნა­მუ­შევ­რე­ბი ახ­ლოა რე­ნე­სან­სის პე­რი­ო­დის მხატ­ვრო­ბას­თან. მი­უ­ხე­და­ვად გა­დატ­ვირ­თუ­ლი გრა­ფი­კი­სა, თიკო სა­ნი­კი­ძე ნიუ-იორ­კი­დან გვე­სა­უბ­რა:

- ვინ აღ­მო­ა­ჩი­ნა თქვენ­ში ხატ­ვის ნიჭი?

- ხატ­ვა სულ პა­ტა­რა ასა­კი­დან და­ვი­წყე, რაც თავი მახ­სოვს ვხა­ტავ. ნიჭი დე­დამ შე­ნიშ­ნა და 5 წლის ასაკ­ში მი­მიყ­ვა­ნა ბავ­შვთა ხე­ლოვ­ნე­ბის გა­ლე­რე­ას­თან არ­სე­ბულ საკ­ვი­რაო სკო­ლა­ში, სა­დაც შე­სა­ნიშ­ნა­ვი პე­და­გო­გი - უშან­გი ლონ­და­რი­ძე დამ­ხვდა. მას ჩემს ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში დიდი წვლი­ლი მი­უ­ძღვის... შემ­დგომ სწავ­ლა გა­ვაგ­რძე­ლე ვირ­სა­ლა­ძის სა­ხე­ლო­ბის ხე­ლოვ­ნე­ბის გიმ­ნა­ზი­ა­ში და ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­თან არ­სე­ბულ ნა­ტი­ფი ხე­ლოვ­ნე­ბის კო­ლე­ჯში. და­ვამ­თავ­რე ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის არ­ქი­ტექ­ტუ­რის ფა­კულ­ტე­ტი. სპე­ცი­ა­ლო­ბით ინ­ტე­რი­ე­რის დი­ზა­ი­ნე­რი ვარ.

სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მარ­თუ­ლი გა­მო­ფე­ნე­ბი­დან გა­მოვ­ყოფ­დი 2010 წლის პერ­სო­ნა­ლურ გა­მო­ფე­ნას, რო­მე­ლიც "გა­ლე­რეა შარ­დენ­ში" ჩა­ტარ­და... წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო რო­გორც ფერ­წე­რუ­ლი ტი­ლო­ე­ბი (ზეთი, აკ­ვა­რე­ლი, პას­ტე­ლი), ასე­ვე გრა­ფი­კუ­ლი ნა­ხა­ტე­ბი. 2013 წელს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ვი­ღე თურ­ქი და ქარ­თვე­ლი მხატ­ვრე­ბის ერ­თობ­ლივ გა­მო­ფე­ნა­ში. გა­მო­ფე­ნა გა­ი­მარ­თა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­გა­მო­ფე­ნო დარ­ბაზ­ში. 2013 წელს მი­ვი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ქარ­თვე­ლი მხატ­ვრე­ბის ჯგუ­ფურ გა­მო­ფე­ნა­ში. თუმ­ცა გა­დამ­წყვე­ტი როლი ჩემს ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში უდა­ოდ სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მო­ფე­ნებ­ზე მი­ღე­ბულ წარ­მა­ტე­ბებს ეკუთ­ვნის.

2013 წელს მი­მიწ­ვი­ეს გა­ბა­ლას მე-3 სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მო­ფე­ნა­ზე სა­ხელ­წო­დე­ბით "პორ­ტრე­ტის მე­ლო­დია". ეს ჩემ­თვის ჭეშ­მა­რი­ტად სა­ე­ტა­პო გა­მო­ფე­ნაა. ამ პე­რი­ოდ­ში უკვე და­ვინ­ტე­რეს­დი ჰი­პე­რრე­ა­ლიზ­მით და გა­მო­ფე­ნა­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი პორ­ტრე­ტე­ბიც ამ ჟანრ­ში იყო შეს­რუ­ლე­ბუ­ლი. მიწ­ვე­ულ მხატ­ვრებს (23 ქვეყ­ნი­დან ) უფ­ლე­ბა ქონ­დათ წარ­მო­ედ­გი­ნათ 2-2 ნა­ხა­ტი, მხო­ლოდ მე მო­მე­ცა 4 ნა­ხა­ტის გა­მო­ფე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა. ოთხი­ვე ნა­ხა­ტი იქვე ერთ-ერ­თმა კო­ლექ­ცი­ო­ნერ­მა შე­ი­ძი­ნა. ნა­ხა­ტი "თითა" კი ამ გა­მო­ფე­ნის სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თად იქცა და გა­ი­მარ­ჯვა ნო­მი­ნა­ცი­ა­ში "ბე­დის სა­ჩუ­ქა­რი". ჩემი ჰი­პე­რრე­ა­ლის­ტუ­რი ნა­ხა­ტე­ბი უბ­რა­ლო ფან­ქრი­თაა შექ­მნი­ლი. ნა­ხა­ტის ფო­ტო­დან გარ­ჩე­ვა პრაქ­ტი­კუ­ლად შე­უძ­ლე­ბე­ლია. ამის გამო ადა­მი­ა­ნე­ბი გა­ო­ცე­ბას ვერ მა­ლა­ვენ. მათ­თვის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, რომ უბ­რა­ლო ფან­ქრით ასე­თი მსგავ­სე­ბის მიღ­წე­ვა შე­საძ­ლე­ბე­ლია. ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც გა­მო­ფე­ნა­ზე მო­სუ­ლი დამ­თვა­ლი­ე­რე­ბე­ლი ჩემს ნა­ხა­ტებს ლუ­პით შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ათ­ვა­ლი­ე­რებ­და.

2014 წელს მი­ვი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ნიუ-იორკში გა­მარ­თულ არტ-ექ­სპო­ში. ხე­ლოვ­ნე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო "არტ-ექ­სპო ნიუ-იორ­კის" გა­მო­ფე­ნა­ზე ჩემი ნა­ხა­ტე­ბი წარ­ვუდ­გი­ნე ამე­რი­კელ დამ­თვა­ლი­ე­რე­ბელს. იმ აღ­ტა­ცე­ბამ, რო­მე­ლიც მათ გა­მო­ხა­ტეს, დი­დად შე­უ­წყო ხელი ჩემს შემ­დგომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, გა­მე­მარ­თა უკვე ჩემი პერ­სო­ნა­ლუ­რი გა­მო­ფე­ნა ნიუ-იორკში. უამ­რა­ვი დამ­თვა­ლი­ე­რე­ბე­ლი ყავ­და ამ გა­მო­ფე­ნას და ჩემი ნა­მუ­შევ­რე­ბის ხილ­ვი­სას არ­ცერ­თი მათ­გა­ნი არ დარ­ჩე­ნი­ლა გულ­გრი­ლი. ბედ­ნი­ე­რი და ამა­ყი ვი­ყა­ვი მთე­ლი გა­მო­ფე­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში. კი­დევ ერთხელ დავ­რწმუნ­დი იმა­ში, რომ ჩემი შე­მოქ­მე­დე­ბა ყვე­ლა ქვეყ­ნის დამ­თვა­ლი­ე­რე­ბელს ერ­თნა­ი­რად აო­ცებს.

და­ათ­ვა­ლი­ე­რეთ თიკო სა­ნი­კი­ძის უფრო მეტი ფოტო

ძალ­ზედ დიდი ად­გი­ლი ჩემს შე­მოქ­მე­დე­ბა­ში უჭი­რავს რო­მის (იტა­ლია) გა­მო­ფე­ნას (2015 წლის ივ­ლი­სი). ეს გა­მო­ფე­ნა სა­ხელ­წო­დე­ბით "შავი და თეთ­რი" შედ­გა გა­ლე­რეა Vacarella-ში. წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო 50-მდე გრა­ფი­კუ­ლი ნა­მუ­შე­ვა­რი. შერ­ჩე­უ­ლი იყო მხო­ლოდ გრა­ფი­კუ­ლი ანუ შავ-თეთ­რი ნა­მუ­შევ­რე­ბი და ამავდრო­უ­ლად ჩემი სამ­ყა­როს აღ­ქმა ამ პე­რი­ოდ­ში მხო­ლოდ შავ-თეთ­რი იყო. ნა­ხა­ტებ­ზე მუ­შა­ო­ბის პე­რი­ო­დი და­ემ­თხვა ჩემს ქა­ლაქ­ში მომ­ხდარ დიდ ტრა­გე­დი­ას-წყალ­დი­დო­ბას, რო­მელ­მაც ადა­მი­ა­ნე­ბი­სა და ცხო­ვე­ლე­ბის სი­ცო­ცხლე იმ­სხვერ­პლა. ამი­ტომ შევ­ქმე­ნი მხო­ლოდ შავ-თეთ­რი ნა­ხა­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც გად­მო­ცემ­დნენ ჩემს გან­ცდას, თა­ნაგ­რძნო­ბას და ამავდრო­უ­ლად მო­მავ­ლის იმედს. გა­მო­ფე­ნა­ზე ცნო­ბილ­მა პრო­ფე­სორ­მა და ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნემ აღ­ნიშ­ნა, რომ ჩემი ნა­ხა­ტე­ბი გა­მო­ირ­ჩე­ვა ძალ­ზედ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ხელ­წე­რით, რო­მე­ლიც ახ­ლოა რე­ნე­სან­სის პე­რი­ო­დის მხატ­ვრო­ბას­თან. ამ გა­მო­ფე­ნა­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი სა­უ­კე­თე­სო 13 ნა­მუ­შე­ვა­რი ერ­თმა ჩემ­მა თა­ნა­მე­მა­მუ­ლემ, კერ­ძო კო­ლექ­ცი­ო­ნერ­მა შე­ი­ძი­ნა.

- რა­ტომ და­ტო­ვეთ სა­ქარ­თვე­ლო?

- სა­ქარ­თვე­ლო­ში რთუ­ლი ვი­თა­რე­ბაა. ადა­მი­ა­ნე­ბის დიდ უმ­რავ­ლე­სო­ბას ნაკ­ლე­ბად აინ­ტე­რე­სებთ გა­მო­ფე­ნე­ბი და მით უმე­ტეს ნა­ხა­ტე­ბის შე­ძე­ნა. ეს მხო­ლოდ ერ­თე­უ­ლებს შე­უძ­ლია. მარ­თა­ლია მე ამ მხრივ არ მქო­ნია პრობ­ლე­მა, ჩემი ნა­მუ­შევ­რე­ბი სამ­შობ­ლო­ში ად­რეც იყი­დე­ბო­და, თუმ­ცა ვთვლი, რომ სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღე. გან­ვი­თა­რე­ბი­სა და წინსვლი­სათ­ვის აქ უფრო მეტი შე­საძ­ლებ­ლო­ბაა. იმე­დი მაქვს მალე შევ­ძლებ სა­ქარ­თვე­ლო­ში პერ­სო­ნა­ლუ­რი გა­მო­ფე­ნა გავ­მარ­თო... თუმ­ცა ჯერ კონ­კრე­ტულ თა­რიღს ვერ გე­უბ­ნე­ბით. ამ საქ­მეს დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვე­კი­დე­ბი. მინ­და სამ­შობ­ლო­ში წარ­მო­ვად­გი­ნო რო­გორც აშშ-ში შექ­მნი­ლი, ასე­ვე წინა წლე­ბის სა­უ­კე­თე­სო ნა­ხა­ტე­ბი.

- ნიუ-იორკში თა­ვის დამ­კვიდ­რე­ბა რამ­დე­ნად რთუ­ლი იყო?

- რა თქმა უნდა, უცხო ქვე­ყა­ნა­ში თა­ვის დამ­კვიდ­რე­ბა ძალ­ზედ რთუ­ლია. თუმ­ცა თუ ნი­ჭი­ე­რი ხარ, გან­სხვა­ვე­ბულ ნა­მუ­შევ­რებს ქმნი, სა­კუ­თა­რი სტი­ლი გაქვს და თავ­და­უ­ზო­გა­ვად შრო­მობ, ეს შე­საძ­ლე­ბე­ლია. ნამ­დვი­ლად რთუ­ლი და წი­ნა­ღო­ბე­ბით სავ­სე გზა გა­ვი­ა­რე. ბევ­რჯერ იყო უმ­ძი­მე­სი გუ­ლის­ტკე­ნაც გან­სა­კუთ­რე­ბით თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბის "წყა­ლო­ბით", თუმ­ცა ამ ეტაპ­ზე ვთვლი, რომ წარ­მა­ტე­ბუ­ლი ვარ და ჩემს საყ­ვა­რელ საქ­მეს ვა­კე­თებ. დიდი მად­ლო­ბა მინ­და გა­მოვ­ხა­ტო იმ ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ, ვინც უმ­ძი­მეს პე­რი­ოდ­ში მხარ­ში და­მიდ­გა. მათი მხარ­და­ჭე­რა მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მე­მახ­სოვ­რე­ბა!

- რო­გო­რია თქვე­ნი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა, გარ­და პრო­ფე­სი­ი­სა სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი

- ჩემი დღე უცხო ქვე­ყა­ნა­ში ძალ­ზე დატ­ვირ­თუ­ლია. დილა ადრე იწყე­ბა, 9 სა­ათ­ზე უკვე სამ­სა­ხურ­ში ვარ. ვმუ­შა­ობ არ­ქი­ტექ­ტო­რად და ჩემი მო­ვა­ლე­ო­ბაა სხვა­დას­ხვა შე­ნო­ბე­ბის პრო­ექ­ტი­რე­ბაა, რათა შემ­დგომ ეს პრო­ექ­ტე­ბი შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რის მიერ დამ­ტკიც­დეს. ამი­სათ­ვის სა­ჭი­როა მუდ­მი­ვად სა­მუ­შა­ო­ზე კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლი იყო, ვი­ნა­ი­დან მცი­რე შეც­დო­მის უფ­ლე­ბაც არ გაქვს. ვმუ­შა­ობ ძა­ლი­ან კარგ კო­ლე­გებ­თან ერ­თად. მათ­გან ბევ­რი ახა­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო რამ ვის­წავ­ლე. ეს ერთი ოჯა­ხია. ჩვენ ხში­რად დას­ვე­ნე­ბის დღე­ებ­საც ერ­თად ვა­ტა­რებთ. ვცდი­ლობ, მათ სა­ქარ­თვე­ლო გა­ვაც­ნო და შე­ვაყ­ვა­რო. იმე­დი მაქვს, რომ ასეც იქ­ნე­ბა. სამ­სა­ხუ­რის შემ­დეგ არ ვი­ვი­წყებ ჩემს საყ­ვა­რელ საქ­მეს. ვხა­ტავ უპი­რა­ტე­სად ჰი­პე­რრე­ა­ლის­ტურ ჟანრ­ში, თუმ­ცა ფერ­წე­რულ ნა­მუ­შევ­რებ­საც ვქმნი. დას­ვე­ნე­ბის დღე­ებ­ში ვცდი­ლობ, სა­ინ­ტე­რე­სო გა­მო­ფე­ნე­ბი არ გა­მოვ­ტო­ვო. მაგ მხრივ ახლა მეტი შე­საძ­ლებ­ლო­ბა მაქვს. რამ­დე­ნი­მე თვის წინ გავ­ხდი ცნო­ბი­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლოვ­ნე­ბის მუ­ზე­უ­მის MoMa-ს წევ­რი. ასე, რომ ვცდი­ლობ არ­ცერთ სა­ინ­ტე­რე­სო გა­მო­ფე­ნას არ და­ვაკ­ლდე. სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი და­კავ­ში­რე­ბუ­ლია მრა­ვა­ლი გა­მო­ფე­ნის გა­მარ­თვას­თან. ვა­პი­რებ, რო­გორც პერ­სო­ნა­ლუ­რი გა­მო­ფე­ნე­ბის გა­მარ­თვას, ასე­ვე რამ­დე­ნი­მე სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბას რო­გორც აშშ-ში, ასე­ვე ინ­გლის­ში, იტა­ლი­ა­ში, არა­ბე­თის გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ ემი­რა­ტებ­ში და იმე­დი მაქვს, სა­ქარ­თვე­ლო­შიც.

ლინა
0

გაიხარე, დიდი ნიჭის პატრონი ყოფილხარ და დიდ შემოქმედებასაც შექმნი .უფალი გფარავდეთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"იყო გულისტკენა თანამემამულეების "წყალობით" - გაიცანით აშშ-ში მცხოვრები ქართველი მხატვარი, რომელიც რენესანსის პერიოდის ნახატებს ქმნის

"იყო გულისტკენა თანამემამულეების "წყალობით" - გაიცანით აშშ-ში მცხოვრები ქართველი მხატვარი, რომელიც რენესანსის პერიოდის ნახატებს ქმნის

ქართველი მხატვარი თიკო სანიკიძე უკვე წლებია ნიუ-იორკში ცხოვრობს და მოღვაწეობს. ის ამერიკაში ყველაზე ექსტრაორდინალური ნიჭის მქონე მხატვრად აღიარეს. მისი ნახატების გამოფენაზე დამთვალიერებელი ლუპითაც კი მისულა, რადგან მათთვის წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება უბრალო ფანქრით ამხელა მსგავსების მიღწევა... იტალიაში თქვეს, რომ თიკო სანიკიძის ნამუშევრები ახლოა რენესანსის პერიოდის მხატვრობასთან. მიუხედავად გადატვირთული გრაფიკისა, თიკო სანიკიძე ნიუ-იორკიდან გვესაუბრა:

- ვინ აღმოაჩინა თქვენში ხატვის ნიჭი?

- ხატვა სულ პატარა ასაკიდან დავიწყე, რაც თავი მახსოვს ვხატავ. ნიჭი დედამ შენიშნა და 5 წლის ასაკში მიმიყვანა ბავშვთა ხელოვნების გალერეასთან არსებულ საკვირაო სკოლაში, სადაც შესანიშნავი პედაგოგი - უშანგი ლონდარიძე დამხვდა. მას ჩემს ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი მიუძღვის... შემდგომ სწავლა გავაგრძელე ვირსალაძის სახელობის ხელოვნების გიმნაზიაში და ტექნიკურ უნივერსიტეტთან არსებულ ნატიფი ხელოვნების კოლეჯში. დავამთავრე ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტი. სპეციალობით ინტერიერის დიზაინერი ვარ.

საქართველოში გამართული გამოფენებიდან გამოვყოფდი 2010 წლის პერსონალურ გამოფენას, რომელიც "გალერეა შარდენში" ჩატარდა... წარმოდგენილი იყო როგორც ფერწერული ტილოები (ზეთი, აკვარელი, პასტელი), ასევე გრაფიკული ნახატები. 2013 წელს მონაწილეობა მივიღე თურქი და ქართველი მხატვრების ერთობლივ გამოფენაში. გამოფენა გაიმართა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგამოფენო დარბაზში. 2013 წელს მივიღე მონაწილეობა ქართველი მხატვრების ჯგუფურ გამოფენაში. თუმცა გადამწყვეტი როლი ჩემს ჩამოყალიბებაში უდაოდ საერთაშორისო გამოფენებზე მიღებულ წარმატებებს ეკუთვნის.

2013 წელს მიმიწვიეს გაბალას მე-3 საერთაშორისო გამოფენაზე სახელწოდებით "პორტრეტის მელოდია". ეს ჩემთვის ჭეშმარიტად საეტაპო გამოფენაა. ამ პერიოდში უკვე დავინტერესდი ჰიპერრეალიზმით და გამოფენაზე წარმოდგენილი პორტრეტებიც ამ ჟანრში იყო შესრულებული. მიწვეულ მხატვრებს (23 ქვეყნიდან ) უფლება ქონდათ წარმოედგინათ 2-2 ნახატი, მხოლოდ მე მომეცა 4 ნახატის გამოფენის საშუალება. ოთხივე ნახატი იქვე ერთ-ერთმა კოლექციონერმა შეიძინა. ნახატი "თითა" კი ამ გამოფენის სავიზიტო ბარათად იქცა და გაიმარჯვა ნომინაციაში "ბედის საჩუქარი". ჩემი ჰიპერრეალისტური ნახატები უბრალო ფანქრითაა შექმნილი. ნახატის ფოტოდან გარჩევა პრაქტიკულად შეუძლებელია. ამის გამო ადამიანები გაოცებას ვერ მალავენ. მათთვის წარმოუდგენელია, რომ უბრალო ფანქრით ასეთი მსგავსების მიღწევა შესაძლებელია. ყოფილა შემთხვევა, როდესაც გამოფენაზე მოსული დამთვალიერებელი ჩემს ნახატებს ლუპით შეიარაღებული ათვალიერებდა.

2014 წელს მივიღე მონაწილეობა ნიუ-იორკში გამართულ არტ-ექსპოში. ხელოვნების საერთაშორისო "არტ-ექსპო ნიუ-იორკის" გამოფენაზე ჩემი ნახატები წარვუდგინე ამერიკელ დამთვალიერებელს. იმ აღტაცებამ, რომელიც მათ გამოხატეს, დიდად შეუწყო ხელი ჩემს შემდგომ გადაწყვეტილებას, გამემართა უკვე ჩემი პერსონალური გამოფენა ნიუ-იორკში. უამრავი დამთვალიერებელი ყავდა ამ გამოფენას და ჩემი ნამუშევრების ხილვისას არცერთი მათგანი არ დარჩენილა გულგრილი. ბედნიერი და ამაყი ვიყავი მთელი გამოფენის განმავლობაში. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი იმაში, რომ ჩემი შემოქმედება ყველა ქვეყნის დამთვალიერებელს ერთნაირად აოცებს.

დაათვალიერეთ თიკო სანიკიძის უფრო მეტი ფოტო

ძალზედ დიდი ადგილი ჩემს შემოქმედებაში უჭირავს რომის (იტალია) გამოფენას (2015 წლის ივლისი). ეს გამოფენა სახელწოდებით "შავი და თეთრი" შედგა გალერეა Vacarella-ში. წარმოდგენილი იყო 50-მდე გრაფიკული ნამუშევარი. შერჩეული იყო მხოლოდ გრაფიკული ანუ შავ-თეთრი ნამუშევრები და ამავდროულად ჩემი სამყაროს აღქმა ამ პერიოდში მხოლოდ შავ-თეთრი იყო. ნახატებზე მუშაობის პერიოდი დაემთხვა ჩემს ქალაქში მომხდარ დიდ ტრაგედიას-წყალდიდობას, რომელმაც ადამიანებისა და ცხოველების სიცოცხლე იმსხვერპლა. ამიტომ შევქმენი მხოლოდ შავ-თეთრი ნახატები, რომლებიც გადმოცემდნენ ჩემს განცდას, თანაგრძნობას და ამავდროულად მომავლის იმედს. გამოფენაზე ცნობილმა პროფესორმა და ხელოვნებათმცოდნემ აღნიშნა, რომ ჩემი ნახატები გამოირჩევა ძალზედ ინდივიდუალური ხელწერით, რომელიც ახლოა რენესანსის პერიოდის მხატვრობასთან. ამ გამოფენაზე წარმოდგენილი საუკეთესო 13 ნამუშევარი ერთმა ჩემმა თანამემამულემ, კერძო კოლექციონერმა შეიძინა.

- რატომ დატოვეთ საქართველო?

- საქართველოში რთული ვითარებაა. ადამიანების დიდ უმრავლესობას ნაკლებად აინტერესებთ გამოფენები და მით უმეტეს ნახატების შეძენა. ეს მხოლოდ ერთეულებს შეუძლია. მართალია მე ამ მხრივ არ მქონია პრობლემა, ჩემი ნამუშევრები სამშობლოში ადრეც იყიდებოდა, თუმცა ვთვლი, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. განვითარებისა და წინსვლისათვის აქ უფრო მეტი შესაძლებლობაა. იმედი მაქვს მალე შევძლებ საქართველოში პერსონალური გამოფენა გავმართო... თუმცა ჯერ კონკრეტულ თარიღს ვერ გეუბნებით. ამ საქმეს დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდები. მინდა სამშობლოში წარმოვადგინო როგორც აშშ-ში შექმნილი, ასევე წინა წლების საუკეთესო ნახატები.

- ნიუ-იორკში თავის დამკვიდრება რამდენად რთული იყო?

- რა თქმა უნდა, უცხო ქვეყანაში თავის დამკვიდრება ძალზედ რთულია. თუმცა თუ ნიჭიერი ხარ, განსხვავებულ ნამუშევრებს ქმნი, საკუთარი სტილი გაქვს და თავდაუზოგავად შრომობ, ეს შესაძლებელია. ნამდვილად რთული და წინაღობებით სავსე გზა გავიარე. ბევრჯერ იყო უმძიმესი გულისტკენაც განსაკუთრებით თანამემამულეების "წყალობით", თუმცა ამ ეტაპზე ვთვლი, რომ წარმატებული ვარ და ჩემს საყვარელ საქმეს ვაკეთებ. დიდი მადლობა მინდა გამოვხატო იმ ადამიანების მიმართ, ვინც უმძიმეს პერიოდში მხარში დამიდგა. მათი მხარდაჭერა მთელი ცხოვრება მემახსოვრება!

- როგორია თქვენი ყოველდღიურობა, გარდა პროფესიისა სამომავლო გეგმები

- ჩემი დღე უცხო ქვეყანაში ძალზე დატვირთულია. დილა ადრე იწყება, 9 საათზე უკვე სამსახურში ვარ. ვმუშაობ არქიტექტორად და ჩემი მოვალეობაა სხვადასხვა შენობების პროექტირებაა, რათა შემდგომ ეს პროექტები შესაბამისი სამსახურის მიერ დამტკიცდეს. ამისათვის საჭიროა მუდმივად სამუშაოზე კონცენტრირებული იყო, ვინაიდან მცირე შეცდომის უფლებაც არ გაქვს. ვმუშაობ ძალიან კარგ კოლეგებთან ერთად. მათგან ბევრი ახალი და საინტერესო რამ ვისწავლე. ეს ერთი ოჯახია. ჩვენ ხშირად დასვენების დღეებსაც ერთად ვატარებთ. ვცდილობ, მათ საქართველო გავაცნო და შევაყვარო. იმედი მაქვს, რომ ასეც იქნება. სამსახურის შემდეგ არ ვივიწყებ ჩემს საყვარელ საქმეს. ვხატავ უპირატესად ჰიპერრეალისტურ ჟანრში, თუმცა ფერწერულ ნამუშევრებსაც ვქმნი. დასვენების დღეებში ვცდილობ, საინტერესო გამოფენები არ გამოვტოვო. მაგ მხრივ ახლა მეტი შესაძლებლობა მაქვს. რამდენიმე თვის წინ გავხდი ცნობილი თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის MoMa-ს წევრი. ასე, რომ ვცდილობ არცერთ საინტერესო გამოფენას არ დავაკლდე. სამომავლო გეგმები დაკავშირებულია მრავალი გამოფენის გამართვასთან. ვაპირებ, როგორც პერსონალური გამოფენების გამართვას, ასევე რამდენიმე საინტერესო პროექტში მონაწილეობის მიღებას როგორც აშშ-ში, ასევე ინგლისში, იტალიაში, არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში და იმედი მაქვს, საქართველოშიც.

დიდუბის ბაზარში მოვაჭრე COVID-19-ით ინფიცირებული 63 წლის ქალის სიძეს კორონავირუსის დაუდასტურდა

დასაქმება სტუდენტობის პირველივე დღიდან, მორიგი წარმატებული პროექტი BTU-ს კარიერული ცენტრისგან

ავარიის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელება კიბერშეტევას უკავშირდება - "თბილისის მიკროავტობუსი" განცხადებას ავრცელებს