პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემს შვილს ამასთან შეხება არ ჰქონია" - გია კორკოტაშვილი ვერაზე მომხდარ სროლაში მისი შვილის მონაწილეობას უარყოფს
"ჩემს შვილს ამასთან შეხება არ ჰქონია" - გია კორკოტაშვილი ვერაზე მომხდარ სროლაში მისი შვილის მონაწილეობას უარყოფს

ვე­რა­ზე, მე­ლი­ქიშ­ვი­ლის გამ­ზირ­ზე მომ­ხდარ სრო­ლის ფაქ­ტში ვაჟა კორ­კო­ტაშ­ვი­ლის მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შე­სა­ხებ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას მისი მამა, გია კორ­კო­ტაშ­ვი­ლი არ ადას­ტუ­რებს.

რო­გორც "ქარ­თუ­ლი მარ­შის" ყო­ფილ­მა ლი­დერ­მა, გია კორ­კო­ტაშ­ვილ­მა "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და, და­პი­რის­პი­რე­ბა­ში მისი შვი­ლის მო­ნა­წი­ლე­ო­ბის თა­ო­ბა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა.

"არ ვა­დას­ტუ­რებ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას. ეს არის ტყუ­ი­ლი. ჩემს შვილს ამას­თან არა­ნა­რი შე­ხე­ბა არ ჰქო­ნია. თუ ჰქონ­და რამე შე­ხე­ბა, არ­სე­ბო­ბენ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი და ისი­ნი იკ­ვლე­ვენ ყვე­ლა­ფერს. კა­ნო­ნის მორ­ჩი­ლია მთე­ლი ჩვე­ნი ოჯა­ხი, და­ნარ­ჩე­ნი არის ტყუ­ი­ლი", - გა­ნა­ცხა­და გია კორ­კო­ტაშ­ვილ­მა.

მისი თქმით, ასე­ვე არ აქვს ინ­ფორ­მა­ცია, იც­ნობს თუ არა მისი შვი­ლი, ვაჟა კორ­კო­ტაშ­ვი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბულ გი­ორ­გი ადუ­აშ­ვილს. გია კორ­კორ­კო­ტაშ­ვი­ლის თქმით, თა­ვად ზუკა კუ­ჭა­ვას იც­ნობს.

"მე ვიც­ნობ ზუკა კუ­ჭა­ვას, რო­მე­ლიც ვა­ჟი­კოს მე­გო­ბა­რია და ჩემს ხელ­ში გა­ი­ზარ­და", - გა­ნა­ცხა­და კორ­კო­ტაშ­ვილ­მა.

თბი­ლის­ში, ვე­რა­ზე მომ­ხდა­რი დაჭ­რის ფაქ­ტზე ორი პი­რია და­კა­ვე­ბუ­ლი. შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ძვე­ლი თბი­ლი­სის სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ცხელ კვალ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, 1989 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.ა. (გი­ორ­გი ადუ­აშ­ვი­ლი) გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის, ხოლო 1986 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი კ.ჯ. და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

"ჩემს შვილს ამასთან შეხება არ ჰქონია" - გია კორკოტაშვილი ვერაზე მომხდარ სროლაში მისი შვილის მონაწილეობას უარყოფს

"ჩემს შვილს ამასთან შეხება არ ჰქონია" - გია კორკოტაშვილი ვერაზე მომხდარ სროლაში მისი შვილის მონაწილეობას უარყოფს

ვერაზე, მელიქიშვილის გამზირზე მომხდარ სროლის ფაქტში ვაჟა კორკოტაშვილის მონაწილეობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას მისი მამა, გია კორკოტაშვილი არ ადასტურებს.

როგორც "ქართული მარშის" ყოფილმა ლიდერმა, გია კორკოტაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, დაპირისპირებაში მისი შვილის მონაწილეობის თაობაზე გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

"არ ვადასტურებ გავრცელებულ ინფორმაციას. ეს არის ტყუილი. ჩემს შვილს ამასთან არანარი შეხება არ ჰქონია. თუ ჰქონდა რამე შეხება, არსებობენ სამართალდამცველები და ისინი იკვლევენ ყველაფერს. კანონის მორჩილია მთელი ჩვენი ოჯახი, დანარჩენი არის ტყუილი", - განაცხადა გია კორკოტაშვილმა.

მისი თქმით, ასევე არ აქვს ინფორმაცია, იცნობს თუ არა მისი შვილი, ვაჟა კორკოტაშვილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულ გიორგი ადუაშვილს. გია კორკორკოტაშვილის თქმით, თავად ზუკა კუჭავას იცნობს.

"მე ვიცნობ ზუკა კუჭავას, რომელიც ვაჟიკოს მეგობარია და ჩემს ხელში გაიზარდა", - განაცხადა კორკოტაშვილმა.

თბილისში, ვერაზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ორი პირია დაკავებული. შსს-ს ინფორმაციით, ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული გ.ა. (გიორგი ადუაშვილი) განზრახ მკვლელობის მცდელობის, ხოლო 1986 წელს დაბადებული კ.ჯ. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს