მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ასეთი შანსი ყოველთვის არ გეძლევა..." - როგორ გახდა ბალეტის პედაგოგი ჟურნალისტი
"ასეთი შანსი ყოველთვის არ გეძლევა..." - როგორ გახდა ბალეტის პედაგოგი ჟურნალისტი

ალ­ბათ იშ­ვი­ა­თია და ცოტა უც­ნა­უ­რიც, როცა პრო­ფე­სი­ა­ში შემ­დგა­რი, წარ­მა­ტე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი მო­უ­ლოდ­ნე­ლად და პა­რა­ლე­ლუ­რად სხვა პრო­ფე­სი­ის და­უფ­ლე­ბას იწყებს. ერთ მშვე­ნი­ერ დღეს ბა­ლე­ტის პე­და­გოგ­მა, ნინო მა­ხა­თა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტი­კის სწავ­ლა გა­და­წყვი­ტა, რის­თვი­საც "პა­ლიტ­რა მე­დი­ის" პრაქ­ტი­კულ აკა­დე­მი­ას მი­ა­კი­თხა და დღეს ჟურ­ნა­ლის­ტი­კა­ში პირ­ველ ნა­ბი­ჯებს დგამს.

"ვსწავ­ლობ­დი სა­ბა­ლე­ტო სკო­ლა­ში, მა­შინ ბა­ლე­ტი მო­და­ში არ იყო და ოჯა­ხის წევ­რე­ბი სკეპ­ტი­კუ­რად უყუ­რებ­დნენ ჩემს ამ ინ­ტე­რესს. ბა­ლე­რი­ნო­ბა მინ­დო­და, მაგ­რამ ეს ოც­ნე­ბა ჩა­მე­ფუ­შა მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ კულ­ტუ­რის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ვა­ბა­რე, ქო­რე­ოგ­რა­ფი­უ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბა იქ იმ წელს გა­იხ­სნა. სტუ­დენ­ტო­ბას­თან ერ­თად, მუ­შა­ო­ბა შე­მომ­თა­ვა­ზეს. 17 წლის ვი­ყა­ვი, ლექ­ცი­ე­ბის კი­თხვა რომ და­ვი­წყე, რად­გა­ნაც ქო­რე­ოგ­რა­ფი­უ­ლის დიპ­ლო­მი მქონ­და. ლექ­ტო­რო­ბამ ცო­ტა­თი და­მა­ვი­წყა ოდეს­მე თუ მო­ცეკ­ვა­ვე­ო­ბა მინ­დო­და.

მერე ისე გა­მო­ვი­და, რომ 15 წელი თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­სა და კულ­ტუ­რის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ვმუ­შა­ობ­დი. პა­რა­ლე­ლუ­რად სხვა­დას­ხვა ქო­რე­ოგ­რა­ფი­უ­ლი ან­სამ­ბლი, წრე მო­ვი­ა­რე, რაც ჩემ­თვის დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა იყო. თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სას­ცე­ნო მოძ­რა­ო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ას­პი­რან­ტუ­რაც და­ვამ­თავ­რე. 12 წლის წინ კი მო­მინ­და, რა­ღაც და­მო­უ­კი­დებ­ლად მე­კე­თე­ბი­ნა და სა­კუ­თა­რი სა­ბა­ლე­ტო სტუ­დია გავ­ხსე­ნი. ეს იყო ყვე­ლა­ზე დიდი ნა­ბი­ჯი.

ჩემი საქ­მე ძა­ლი­ან მომ­წონს, ბევ­რი რა­მის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა, მათ შო­რის, ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბის ჩა­ტა­რე­ბი­სა­საც. მიყ­ვარს ქო­რე­ოგ­რა­ფო­ბა და მას თავს ვერ და­ვა­ნე­ბებ," - გვე­უბ­ნე­ბა ნინო, რო­მე­ლიც სა­ინ­ტე­რე­სო და საყ­ვა­რე­ლი საქ­მის პა­რა­ლე­ლუ­რად, კი­დევ ერთ სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ფე­სი­ას და­ე­უფ­ლა.

რო­გორც ამ­ბობს, 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში და­მა­ტე­ბით სამ­სა­ხურს ეძებ­და, რად­გა­ნაც გან­სხვა­ვე­ბულ სფე­რო­ში უნ­დო­და პა­რა­ლე­ლუ­რად მუ­შა­ო­ბა, რაც მის­გან ყვე­ლას უკ­ვირ­და. მი­აჩ­ნდა, რომ ყვე­ლა ადა­მი­ანს აქვს რე­სურ­სი, რომ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბაც შე­უძ­ლია, თუმ­ცა ჟურ­ნა­ლი­ტი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით არას­დროს უფიქ­რია. ბო­ლოს "პა­ლიტ­რა მე­დი­ის" მიერ გა­მო­ცხა­დე­ბულ კონ­კურსს გა­მო­ეხ­მა­უ­რა და ბედი სცა­და...

"სკეპ­ტი­კუ­რად კი მი­ვუ­დე­ქი, ამ­დე­ნი ჟურ­ნა­ლის­ტია და მე ვის დავ­ჭირ­დე­ბი, მაგ­რამ მოდი, ვცდი-მეთ­ქი. გა­მიკ­ვირ­და, რომ გა­მი­მარ­თლა. სწავ­ლა რომ და­ვი­წყე, კი მე­ში­ნო­და, მაგ­რამ თურ­მე ყვე­ლა­ფე­რი შე­საძ­ლე­ბე­ლია! ახლა დრო კი­დევ მჭირ­დე­ბა, რომ უფრო ახალ პრო­ფე­სი­ა­ში თა­მა­მად ვიგ­რძნო თავი.

- თქვენ­მა მოს­წავ­ლე­ებ­მა გა­ი­გეს, რომ მათი პე­და­გო­გი ჟურ­ნა­ლის­ტი გახ­და?

- თა­ვი­დან არ ვამ­ბობ­დი, არ ვი­ცო­დი, რა გა­მო­მი­ვი­დო­და, ახლა ბავ­შვე­ბიც მჭირ­დე­ბო­და გა­და­ცე­მის­თვის და დახ­მა­რე­ბის­თვის მათ მივ­მარ­თე.

- რო­გო­რია მუ­შა­ო­ბის პრო­ცე­სი "პა­ლიტ­რა­ნი­უს­ზე"?

- აქამ­დე გა­და­ცე­მის აწყო­ბის­თვის მე­გო­ნა, 15 ადა­მი­ა­ნი იყო სა­ჭი­რო, ახლა მარ­ტოც ვუმკლავ­დე­ბი ყვე­ლა­ფერს. დღეს უკვე ჟურ­ნა­ლის­ტი­კა ჩემ­თვის არის პროგ­რე­სი, ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცია, ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა და რა­ღაც ახ­ლის შექ­მნის სურ­ვი­ლი.

მონ­ტა­ჟი და­სა­წყის­ში ჩემ­თვის ჩი­ნუ­რი­ვით იყო, მაგ­რამ ეს სირ­თუ­ლეც დავძლიე, დავ­რწმუნ­დი, რომ ნე­ბის­მი­ე­რი რა­მის სწავ­ლა შე­საძ­ლე­ბე­ლია. ამის შემ­დეგ თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბამ მო­ი­მა­ტა. ერთი თვეც არ იყო გა­სუ­ლი, როცა "პა­ლიტ­რა­ნი­უს­ზე" სა­ბავ­შვო გა­და­ცე­მა "პა­ტა­რა ექ­სპერ­ტე­ბი" და­ვი­წყეთ. ბავ­შვე­ბი ალ­ბათ იმი­ტომ, რომ მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა მაქვს, არ მი­ჭირს. პა­ტა­რე­ბის­თვის ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბა ერ­თია, მაგ­რამ მათ­გან ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა - მე­ო­რე.

ასე რომ, "პა­ლიტ­რა­მე­დი­ის" პრაქ­ტი­კუ­ლი აკა­დე­მია, ეს არის აკა­დე­მია ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის­თვის და სა­კუ­თარ თავ­ში ახა­ლი რე­სურ­სის აღ­მო­სა­ჩე­ნად. ასე­თი შან­სი ყო­ველ­თვის არ გეძ­ლე­ვა.

პრაქ­ტი­კულ აკა­დე­მი­ა­ში მე­ო­რე ნა­კა­დის რე­გის­ტრა­ცია უკვე და­ი­წყო! გა­ი­გე მეტი პრო­ექ­ტის შე­სა­ხებ და შე­ავ­სე გა­ნა­ცხა­დი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ნიკა მელია სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას და გირაოს გადახდას არ აპირებს
ავტორი:

"ასეთი შანსი ყოველთვის არ გეძლევა..." - როგორ გახდა ბალეტის პედაგოგი ჟურნალისტი

"ასეთი შანსი ყოველთვის არ გეძლევა..." - როგორ გახდა ბალეტის პედაგოგი ჟურნალისტი

ალბათ იშვიათია და ცოტა უცნაურიც, როცა პროფესიაში შემდგარი, წარმატებული ადამიანი მოულოდნელად და პარალელურად სხვა პროფესიის დაუფლებას იწყებს. ერთ მშვენიერ დღეს ბალეტის პედაგოგმა, ნინო მახათაძემ ჟურნალისტიკის სწავლა გადაწყვიტა, რისთვისაც "პალიტრა მედიის" პრაქტიკულ აკადემიას მიაკითხა და დღეს ჟურნალისტიკაში პირველ ნაბიჯებს დგამს.

"ვსწავლობდი საბალეტო სკოლაში, მაშინ ბალეტი მოდაში არ იყო და ოჯახის წევრები სკეპტიკურად უყურებდნენ ჩემს ამ ინტერესს. ბალერინობა მინდოდა, მაგრამ ეს ოცნება ჩამეფუშა მხოლოდ იმიტომ, რომ კულტურის უნივერსიტეტში ჩავაბარე, ქორეოგრაფიული განყოფილება იქ იმ წელს გაიხსნა. სტუდენტობასთან ერთად, მუშაობა შემომთავაზეს. 17 წლის ვიყავი, ლექციების კითხვა რომ დავიწყე, რადგანაც ქორეოგრაფიულის დიპლომი მქონდა. ლექტორობამ ცოტათი დამავიწყა ოდესმე თუ მოცეკვავეობა მინდოდა.

მერე ისე გამოვიდა, რომ 15 წელი თეატრალურ უნივერსიტეტსა და კულტურის უნივერსიტეტში ვმუშაობდი. პარალელურად სხვადასხვა ქორეოგრაფიული ანსამბლი, წრე მოვიარე, რაც ჩემთვის დიდი გამოცდილება იყო. თეატრალურ უნივერსიტეტში სასცენო მოძრაობის მიმართულებით ასპირანტურაც დავამთავრე. 12 წლის წინ კი მომინდა, რაღაც დამოუკიდებლად მეკეთებინა და საკუთარი საბალეტო სტუდია გავხსენი. ეს იყო ყველაზე დიდი ნაბიჯი.

ჩემი საქმე ძალიან მომწონს, ბევრი რამის საშუალებას იძლევა, მათ შორის, ექსპერიმენტების ჩატარებისასაც. მიყვარს ქორეოგრაფობა და მას თავს ვერ დავანებებ," - გვეუბნება ნინო, რომელიც საინტერესო და საყვარელი საქმის პარალელურად, კიდევ ერთ საინტერესო პროფესიას დაეუფლა.

როგორც ამბობს, 2 წლის განმავლობაში დამატებით სამსახურს ეძებდა, რადგანაც განსხვავებულ სფეროში უნდოდა პარალელურად მუშაობა, რაც მისგან ყველას უკვირდა. მიაჩნდა, რომ ყველა ადამიანს აქვს რესურსი, რომლის გამოყენებაც შეუძლია, თუმცა ჟურნალიტიკის მიმართულებით არასდროს უფიქრია. ბოლოს "პალიტრა მედიის" მიერ გამოცხადებულ კონკურსს გამოეხმაურა და ბედი სცადა...

"სკეპტიკურად კი მივუდექი, ამდენი ჟურნალისტია და მე ვის დავჭირდები, მაგრამ მოდი, ვცდი-მეთქი. გამიკვირდა, რომ გამიმართლა. სწავლა რომ დავიწყე, კი მეშინოდა, მაგრამ თურმე ყველაფერი შესაძლებელია! ახლა დრო კიდევ მჭირდება, რომ უფრო ახალ პროფესიაში თამამად ვიგრძნო თავი.

- თქვენმა მოსწავლეებმა გაიგეს, რომ მათი პედაგოგი ჟურნალისტი გახდა?

- თავიდან არ ვამბობდი, არ ვიცოდი, რა გამომივიდოდა, ახლა ბავშვებიც მჭირდებოდა გადაცემისთვის და დახმარებისთვის მათ მივმართე.

- როგორია მუშაობის პროცესი "პალიტრანიუსზე"?

- აქამდე გადაცემის აწყობისთვის მეგონა, 15 ადამიანი იყო საჭირო, ახლა მარტოც ვუმკლავდები ყველაფერს. დღეს უკვე ჟურნალისტიკა ჩემთვის არის პროგრესი, ბევრი საინტერესო ინფორმაცია, ადამიანებთან ურთიერთობის საშუალება და რაღაც ახლის შექმნის სურვილი.

მონტაჟი დასაწყისში ჩემთვის ჩინურივით იყო, მაგრამ ეს სირთულეც დავძლიე, დავრწმუნდი, რომ ნებისმიერი რამის სწავლა შესაძლებელია. ამის შემდეგ თავდაჯერებულობამ მოიმატა. ერთი თვეც არ იყო გასული, როცა "პალიტრანიუსზე" საბავშვო გადაცემა "პატარა ექსპერტები" დავიწყეთ. ბავშვები ალბათ იმიტომ, რომ მათთან ურთიერთობის გამოცდილება მაქვს, არ მიჭირს. პატარებისთვის ინფორმაციის მიწოდება ერთია, მაგრამ მათგან ინფორმაციის მიღება - მეორე.

ასე რომ, "პალიტრამედიის" პრაქტიკული აკადემია, ეს არის აკადემია ახალი გამოწვევებისთვის და საკუთარ თავში ახალი რესურსის აღმოსაჩენად. ასეთი შანსი ყოველთვის არ გეძლევა.

პრაქტიკულ აკადემიაში მეორე ნაკადის რეგისტრაცია უკვე დაიწყო! გაიგე მეტი პროექტის შესახებ და შეავსე განაცხადი

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი