მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სკანდალი ქართულ ჭიდაობაში: მოჭიდავეს ფედერაციის პრეზიდენტმა ბლაგვი საგანი ჩაარტყა
სკანდალი ქართულ ჭიდაობაში: მოჭიდავეს ფედერაციის პრეზიდენტმა ბლაგვი საგანი ჩაარტყა

ბერ­ძნულ-რო­მა­უ­ლი სტი­ლით მო­ჭი­და­ვე ზუ­რაბ და­თუ­ნაშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუქ­ზე" გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს. ის ადას­ტუ­რებს ფაქტს, რომ 11 იან­ვარს სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნატ­ზე მას თავ­ში რკი­ნის ბლაგ­ვი სა­გა­ნი ჩა­არ­ტყა სა­ქარ­თვე­ლოს ჭი­და­ო­ბის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტმა გეგა გე­გე­ში­ძემ, ხოლო მას­თან მყოფ­მა პი­რებ­მა მის ძმას მი­ა­ყე­ნეს ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა. გარ­და ამი­სა, და­თუ­ნაშ­ვი­ლი სხვა პრობ­ლე­მებ­ზეც და უსა­მარ­თლო­ბა­ზე სა­უბ­რობს, რო­მე­ლიც ხდე­ბა ჭი­და­ო­ბის ფე­დე­რა­ცი­ა­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 11 იან­ვარს თბი­ლი­სის სპორ­ტის სა­სახ­ლე­ში სა­ქარ­თვე­ლოს 2019 წლის პირ­ვე­ლო­ბა­ზე ბერ­ძნულ-რო­მა­უ­ლი სტი­ლით მო­ჭი­და­ვე­თა 87 კი­ლოგ­რა­მი წო­ნი­თი კა­ტე­გო­რი­ის ფი­ნა­ლი ზუ­რაბ და­თუ­ნაშ­ვი­ლი­სა და რო­ბერტ კობ­ლი­აშ­ვი­ლის შო­რის ჩხუ­ბი­თა და არე­უ­ლო­ბით დას­რულ­და.

შე­დე­გად, და­თუ­ნაშ­ვი­ლი შე­ჯიბ­რი­დან მოხ­სნეს, ხოლო გა­მარ­ჯვე­ბუ­ლად კობ­ლი­აშ­ვი­ლი გა­მო­ცხად­და.

VIDEO: ხელ­ჩარ­თუ­ლი ჩხუ­ბი სპორ­ტის სა­სახ­ლე­ში და ფრაგ­მენ­ტი შე­წყვე­ტი­ლი რე­პორ­ტა­ჟი­დან, რომ­ლის შემ­დე­გაც არე­უ­ლო­ბა და­ი­წყო

გთა­ვა­ზობთ და­თუ­ნაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას უც­ვლე­ლად:

"გა­მარ­ჯო­ბა, მე­გობ­რე­ბო. პირ­ველ რიგ­ში მინ­და თი­თო­ე­ულ გულ­შე­მატ­კი­ვარს მად­ლო­ბა გა­და­გი­ხა­დოთ რო­გორც ზო­გა­დად, ასე­ვე ბოლო დღე­ებ­ში გა­მო­ჩე­ნი­ლი თა­ნად­გო­მის­თვის. ჩემ­თვის თქვე­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა არის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, ყვე­ლა თქვე­ნი წე­რი­ლი და გა­მამ­ხნე­ვე­ბე­ლი სი­ტყვა მაძ­ლი­ე­რებს და ვხვდე­ბი, რომ არ მაქვს უფ­ლე­ბა იმე­დი გა­გიც­რუ­ოთ, ან სი­ტუ­ა­ცი­ა­ში არ გა­გარ­კვი­ოთ. ასე­ვე ძა­ლი­ან დიდი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო ჩვე­ნი ქვეყ­ნის სა­ხე­ლო­ვან სპორ­ტსმე­ნებს, ჩვენს ვე­ტე­რან მო­ჭი­და­ვე­ებს, რომ­ლე­ბიც ჩემ გვერ­დით არი­ან და მი­ცხა­დე­ბენ მხარ­და­ჭე­რას.

ჭი­და­ო­ბის გულ­შე­მატ­კი­ვარ­მა გა­ი­გო იმ სამ­წუ­ხა­რო ფაქ­ტის შე­სა­ხებ, რაც სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნატ­ზე 11 იან­ვარს მოხ­და და რო­მელ­საც ჰყავს უამ­რა­ვი თვითმხილ­ვე­ლი, მათ შო­რის მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ჩემ­სა და ჩემ უახ­ლო­ეს მე­გო­ბარ, რო­ბერტ კობ­ლი­აშ­ვილს შო­რის მიმ­დი­ნა­რე ფი­ნალ­ში ორი მსა­ჯის მიერ ჩემ სა­სარ­გებ­ლოდ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მე­სა­მემ დაბ­ლო­კა, რა­საც ჩემი მხრი­დან მოყ­ვა პრო­ტეს­ტი. მეს­მის, რომ გულ­შე­მატ­კივ­რის­თვის და ტე­ლე­მა­ყუ­რებ­ლის­თვის შე­საძ­ლოა, რთუ­ლი აღ­საქ­მე­ლი იყოს ჩემ­გან ეს ქმე­დე­ბა, თუმ­ცა რო­დე­საც ხდე­ბი არა­სა­მარ­თლი­ა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მსხვერ­პლი და შენს წლე­ბის ნაშ­რომს პი­რა­დი მო­ტი­ვე­ბის გამო გიყ­რი­ან წყალ­ში და­მე­თან­ხმე­ბით, რთუ­ლია თა­ვის შე­კა­ვე­ბა.

აქვე მინ­და ცალ­სა­ხად და­ვა­ფიქ­სი­რო, რომ ჩემი პრო­ტეს­ტი არ იყო მი­მარ­თუ­ლი რო­ბერტ კობ­ლი­აშ­ვი­ლის მი­მართ და მომ­ხდარს ჩვენს მე­გობ­რო­ბა­ზე არა­ნა­ი­რი გავ­ლე­ნა არ მო­უხ­დე­ნია წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

სკანდალი ქართულ ჭიდაობაში: მოჭიდავეს ფედერაციის პრეზიდენტმა ბლაგვი საგანი ჩაარტყა

სკანდალი ქართულ ჭიდაობაში: მოჭიდავეს ფედერაციის პრეზიდენტმა ბლაგვი საგანი ჩაარტყა

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი "ფეისბუქზე" განცხადებას ავრცელებს. ის ადასტურებს ფაქტს, რომ 11 იანვარს საქართველოს ჩემპიონატზე მას თავში რკინის ბლაგვი საგანი ჩაარტყა საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ, ხოლო მასთან მყოფმა პირებმა მის ძმას მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. გარდა ამისა, დათუნაშვილი სხვა პრობლემებზეც და უსამართლობაზე საუბრობს, რომელიც ხდება ჭიდაობის ფედერაციაში.

შეგახსენებთ, რომ 11 იანვარს თბილისის სპორტის სასახლეში საქართველოს 2019 წლის პირველობაზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა 87 კილოგრამი წონითი კატეგორიის ფინალი ზურაბ დათუნაშვილისა და რობერტ კობლიაშვილის შორის ჩხუბითა და არეულობით დასრულდა.

შედეგად, დათუნაშვილი შეჯიბრიდან მოხსნეს, ხოლო გამარჯვებულად კობლიაშვილი გამოცხადდა.

VIDEO: ხელჩართული ჩხუბი სპორტის სასახლეში და ფრაგმენტი შეწყვეტილი რეპორტაჟიდან, რომლის შემდეგაც არეულობა დაიწყო

გთავაზობთ დათუნაშვილის განცხადებას უცვლელად:

"გამარჯობა, მეგობრებო. პირველ რიგში მინდა თითოეულ გულშემატკივარს მადლობა გადაგიხადოთ როგორც ზოგადად, ასევე ბოლო დღეებში გამოჩენილი თანადგომისთვის. ჩემთვის თქვენი დამოკიდებულება არის ძალიან მნიშვნელოვანი, ყველა თქვენი წერილი და გამამხნევებელი სიტყვა მაძლიერებს და ვხვდები, რომ არ მაქვს უფლება იმედი გაგიცრუოთ, ან სიტუაციაში არ გაგარკვიოთ. ასევე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენი ქვეყნის სახელოვან სპორტსმენებს, ჩვენს ვეტერან მოჭიდავეებს, რომლებიც ჩემ გვერდით არიან და მიცხადებენ მხარდაჭერას.

ჭიდაობის გულშემატკივარმა გაიგო იმ სამწუხარო ფაქტის შესახებ, რაც საქართველოს ჩემპიონატზე 11 იანვარს მოხდა და რომელსაც ჰყავს უამრავი თვითმხილველი, მათ შორის მედიის წარმომადგენლები.

მოგეხსენებათ, ჩემსა და ჩემ უახლოეს მეგობარ, რობერტ კობლიაშვილს შორის მიმდინარე ფინალში ორი მსაჯის მიერ ჩემ სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება მესამემ დაბლოკა, რასაც ჩემი მხრიდან მოყვა პროტესტი. მესმის, რომ გულშემატკივრისთვის და ტელემაყურებლისთვის შესაძლოა, რთული აღსაქმელი იყოს ჩემგან ეს ქმედება, თუმცა როდესაც ხდები არასამართლიანი გადაწყვეტილების მსხვერპლი და შენს წლების ნაშრომს პირადი მოტივების გამო გიყრიან წყალში დამეთანხმებით, რთულია თავის შეკავება.

აქვე მინდა ცალსახად დავაფიქსირო, რომ ჩემი პროტესტი არ იყო მიმართული რობერტ კობლიაშვილის მიმართ და მომხდარს ჩვენს მეგობრობაზე არანაირი გავლენა არ მოუხდენია წაიკითხეთ სრულად

დასეტყვილი ვენახები, მოგლეჯილი ხეები და დატბორილი გზები - ფოტოები რეგიონებიდან, სადაც სტიქიას ებრძვიან

კორონავირუსით ინფიცირების 1 089  ახალი შემთხვევა და 18 გარდაცვლილი - რამდენი ტესტი ჩატარდა ბოლო დღე-ღამეში და როგორია შედეგები რეგიონების მიხედვით

რას საქმიანობს ლევან ვასაძის ულამაზესი ქალიშვილი, რომელიც მამის ბრენდის სახეა - თათა ვასაძის ფოტოები