ავტორი:

ყვითელი მიკროავტობუსების ნაწილისთვის სამარშრუტო ხაზი იცვლება

ყვითელი მიკროავტობუსების ნაწილისთვის სამარშრუტო ხაზი იცვლება

ყვითელი მიკროავტობუსების ნაწილისთვის მოძრაობის მიმართულება შეიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახური ავრცელებს.

„თბილისის მთავრობამ მიკროავტობუსების ერთი ახალი მარშრუტის ამოქმედების, ექვს მარშრუტში ცვლილებისა და ერთი მარშრუტის გაუქმების საკითხი განიხილა.

ახალი - N69 მიკროავტობუსი მეტროსადგურ „300 არაგველიდან“ კრწანისის ქუჩაზე, რაიონის გამგეობის შენობამდე იმოძრავებს. მარშრუტზე სამი მიკროავტობუსი გადანაწილდება. N69 მიკროავტობუსის დანიშვნა ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნითა და გამგეობამდე მოქალაქეების მგზავრობის გამარტივების მიზნით გადაწყდა.

ცვლილებები მიკროავტობუსების შემდეგ მარშრუტებსაც შეეხება:

ჭაბუკიანის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობის ახალი სქემიდან გამომდინარე, N80 და N220 მარშრუტების კორექტირება გახდა საჭირო. N80 მიკროავტობუსი ცინცაძის ქუჩიდან სადგურის მოედნისკენ პეკინის გამზირის გავლით იმოძრავებს. N220 მიკროავტობუსი კი მიცკევიჩის ქუჩიდან ჯერ პეკინის გამზირს დაუკავშირდება, ხოლო შემდეგ - იოსებიძის, იშხნელებისა და შარტავას ქუჩებს გაივლის და სააკაძის მოედნიდან მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობს. წაიკითხეთ სრულად

თბილისში "მარშრუტკები" არ გაუქმდება -  გაძვირდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა?

ბიზნესომბუდსმენი  და მისი მოადგილე  თანამდებობებს ტოვებენ

წყალტუბო 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით განვითარდება - რას გეგმავს  კურორტზე ეკონომიკის სამინისტრო