Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

20

აგვისტო

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 01:29-ზე – რეკომენდებულია რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. კარგი დღეა ოფიციალური ქორწინებისთვის, რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის. მოერიდეთ ხორცის კერძებს. არ დალიოთ ალკოჰოლი.
საზოგადოება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვერაზე მომხდარი სროლის ფაქტი გახსნილია - რა განცხადებას ავრცელებს შსს
ვერაზე მომხდარი სროლის ფაქტი გახსნილია - რა განცხადებას ავრცელებს შსს

თბი­ლის­ში, ვე­რა­ზე მომ­ხდა­რი დაჭ­რის ფაქ­ტზე ორი პი­რია და­კა­ვე­ბუ­ლი. რო­გორც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო იუ­წყე­ბა, ძვე­ლი თბი­ლი­სის სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ცხელ კვალ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, 1989 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.ა. (გი­ორ­გი ადუ­აშ­ვი­ლი) გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის, ხოლო 1986 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი კ.ჯ. და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს.

შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ მიმ­დი­ნა­რე წლის 15 იან­ვარს თბი­ლის­ში, გი­ორ­გი ადუ­აშ­ვილ­მა, რო­მე­ლიც ავ­ტო­მან­ქა­ნით გა­და­ად­გილ­დე­ბო­და, 1988 წელს და­ბა­დე­ბულ ზუ­რაბ კუ­ჭა­ვას ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გას­რო­ლით ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა. დაჭ­რი­ლი კუ­ჭა­ვა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც მას შე­სა­ბა­მი­სი მკურ­ნა­ლო­ბა ჩა­უ­ტარ­და.

ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, მომ­ხდა­რი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში პო­ლი­ცი­ამ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით ადუ­აშ­ვი­ლი და­ა­კა­ვა. ამას­თან, და­კა­ვე­ბუ­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი, რად­გან ისიც დაჭ­რი­ლია. მას ქი­რურ­გი­ი­სა და ტრავ­მა­ტო­ლო­გი­ის ცენ­ტრში გა­და­უ­დე­ბე­ლი ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და. დაჭ­რილს იღ­ლი­ის არე­ში ორი და ფე­ხის არე­ში ოთხი ჭრი­ლო­ბა აღე­ნიშ­ნე­ბო­და. მისი მდგო­მა­რე­ო­ბა ამ დრო­ის­თვის სტა­ბი­ლუ­რია. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ადუ­აშ­ვი­ლი ჯერ ბას­რი საგ­ნით დაჭ­რეს, შემ­დეგ კი მან გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა გას­რო­ლა.

შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ადუ­აშ­ვი­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­თან მისი დაჭ­რის ფაქ­ტზე არ თა­ნამ­შრომ­ლობს. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო მის დაჭ­რას­თან და­კავ­ში­რე­ბით, დამ­ნა­შა­ვის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბის და და­კა­ვე­ბის მიზ­ნით, სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბებს ახორ­ცი­ე­ლებს.

პო­ლი­ცი­ამ და­კა­ვე­ბუ­ლი ადუ­აშ­ვი­ლის მე­გო­ბა­რი კ.ჯ. და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვა.

გა­მო­ძი­ე­ბა გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­დე­გო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის ფაქ­ტზე, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 19-108-ე და 236-ე მუხ­ლის მე-3 და მე-4 ნა­წი­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

შს სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბით, და­ნა­შა­უ­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში 7-დან 15 წლამ­დე ვა­დით, ხოლო და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბა 3-დან 7 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დაღუპულია 73 ადამიანი, მათ შორის 17 ბავშვი - უმძიმეს ავარიას ავღანეთში ირანიდან დეპორტირებული ათობით ადამიანი ემსხვერპლა
ავტორი:

ვერაზე მომხდარი სროლის ფაქტი გახსნილია - რა განცხადებას ავრცელებს შსს

ვერაზე მომხდარი სროლის ფაქტი გახსნილია - რა განცხადებას ავრცელებს შსს

თბილისში, ვერაზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ორი პირია დაკავებული. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება, ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული გ.ა. (გიორგი ადუაშვილი) განზრახ მკვლელობის მცდელობის, ხოლო 1986 წელს დაბადებული კ.ჯ. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 15 იანვარს თბილისში, გიორგი ადუაშვილმა, რომელიც ავტომანქანით გადაადგილდებოდა, 1988 წელს დაბადებულ ზურაბ კუჭავას ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი კუჭავა საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდა.

ჩატარებული ოპერატიული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მომხდარიდან რამდენიმე საათში პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ადუაშვილი დააკავა. ამასთან, დაკავებული საავადმყოფოშია მოთავსებული, რადგან ისიც დაჭრილია. მას ქირურგიისა და ტრავმატოლოგიის ცენტრში გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. დაჭრილს იღლიის არეში ორი და ფეხის არეში ოთხი ჭრილობა აღენიშნებოდა. მისი მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. არსებული ინფორმაციით, ადუაშვილი ჯერ ბასრი საგნით დაჭრეს, შემდეგ კი მან განახორციელა გასროლა.

შსს-ს ინფორმაციით, ადუაშვილი სამართალდამცველებთან მისი დაჭრის ფაქტზე არ თანამშრომლობს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მის დაჭრასთან დაკავშირებით, დამნაშავის იდენტიფიცირების და დაკავების მიზნით, საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებს.

პოლიციამ დაკავებული ადუაშვილის მეგობარი კ.ჯ. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავა.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

შს სამინისტროს განცხადებით, დანაშაული განზრახ მკვლელობის მცდელობის შემთხვევაში 7-დან 15 წლამდე ვადით, ხოლო დანაშაულის შეუტყობინებლობა 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს