მსოფლიო
საზოგადოება

30

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:53-ზე, მთვარე ქალწულშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. ნუ დალევთ ლუდს, ბევრ წყალს, რძეს. მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. არ არის რეკომენდებული ფულის გასესხება ან ვალის აღება. არ გადაიღალოთ, არ დარჩეთ სამსახურში გვიანობამდე. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვერაზე დაჭრილი მამაკაცი წლების წინ მოკლული ანტონ ადუაშვილის ვაჟია
ვერაზე დაჭრილი მამაკაცი წლების წინ მოკლული ანტონ ადუაშვილის ვაჟია

ვე­რა­ზე დაჭ­რი­ლი გი­ორ­გი ადუ­აშ­ვი­ლი 2012 წელს მოკ­ლუ­ლი ან­ტონ ადუ­აშ­ვი­ლის ვა­ჟია. რო­გორც Ambebi.ge-ს დაჭ­რი­ლის მე­ზო­ბელ­მა გა­ნუ­ცხა­და, ამ­ჟა­მად ადუ­აშ­ვი­ლი "ნა­ხა­ლოვ­კა­ში" ცხოვ­რობს და მცი­რე ბიზ­ნე­სით არის და­კა­ვე­ბუ­ლი.

გი­ორ­გი ადუ­აშ­ვი­ლი დღეს ვე­რა­ზე ბას­რი საგ­ნით დაჭ­რეს. მას ქი­რურ­გი­ი­სა და ტრავ­მა­ტო­ლო­გი­ის ცენ­ტრში გა­და­უ­დე­ბე­ლი ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და. დაჭ­რილს იღ­ლი­ის არე­ში ორი და ფე­ხის არე­ში ოთხი ჭრი­ლო­ბა აღე­ნიშ­ნე­ბო­და. მისი მდგო­მა­რე­ო­ბა ამ დრო­ის­თვის სტა­ბი­ლუ­რია.

რო­გორც Ambebi.ge-მ გა­არ­კვია, დაჭ­რის ფაქ­ტი ტა­ტიშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე მომ­ხდარ სრო­ლას უძღო­და წინ, რა დრო­საც მოძ­რავ ავ­ტო­მო­ბილს ცე­ცხლი ასე­ვე სხვა მოძ­რა­ვი ავ­ტო­მან­ქა­ნი­დან გა­უხ­სნეს. სრო­ლის მი­უ­ხე­და­ვად და­ცხრი­ლუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლის მძღოლ­მა მოძ­რა­ო­ბა გა­ნაგ­რძო, ჩა­ვი­და მე­ლი­ქიშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე და ფი­ლარ­მო­ნი­ის სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზ­თან და­პარ­კინ­გე­ბულ ერთ-ერთ ავ­ტო­მო­ბილს შე­ე­ჯა­ხა. ამის შემ­დეგ მან სა­კუ­თა­რი ავ­ტო­მან­ქა­ნა მი­ა­ტო­ვა და გა­იქ­ცა. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ვე­რა­ზე მომ­ხდარ სრო­ლას­თან და­კავ­ში­რე­ბით სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე ორი მუხ­ლით აღიძ­რა. გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 19-108-ე და 236-ე მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბას და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვას გუ­ლის­ხმობს. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ვე­რა­ზე მან­ქა­ნის ჩა­ცხრილ­ვა და ორ­მხრი­ვი სრო­ლა შე­საძ­ლოა, მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის სი­ძის სა­მე­გობ­როს კონ­ფლიქტს უკავ­შირ­დე­ბო­დეს.

რაც შე­ე­ხე­ბა გი­ორ­გი ადუ­აშ­ვი­ლის მა­მის მკვლე­ლო­ბას, იგი 7 წლის წინ მოხ­და. ან­ტონ ადუ­აშ­ვი­ლი 2012 წლის 23 ნო­ემ­ბერს სა­კუ­თარ ავ­ტო­მო­ბილ­ში ჩა­ცხრი­ლეს. მას სამი ტყვია ჰქონ­და მოხ­ვედ­რი­ლი, იყო სა­კონ­ტრო­ლო გას­რო­ლაც. პო­ლი­ცი­ამ მა­შინ ცხელ კვალ­ზე მკვლე­ლო­ბა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი ერთ-ერთი პირი და­ა­კა­ვა. მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე კი­დევ რამ­დე­ნი­მე პი­რი მი­ე­ცა პა­სუ­ხის­გე­ბა­ში, მათ შო­რის სოსო პავ­ლი­აშ­ვი­ლის დის ქმა­რი, ვახ­ტანგ ჩხა­პე­ლია. მისი და­კა­ვე­ბა შო­კის მომ­გვრე­ლი აღ­მოჩ­ნდა მოკ­ლუ­ლის ოჯა­ხის­თვის, რად­გან ახ­ლობ­ლად მი­იჩ­ნევ­დნენ. მე­ტიც, დაკ­რძალ­ვის დღე­ებ­ში ის ადუ­აშ­ვი­ლე­ბის სახ­ლში ტრი­ა­ლებ­და. ყვე­ლა­ზე გა­მა­ოგ­ნე­ბე­ლი კი მისი ჩვე­ნე­ბა გახ­და, სა­დაც მკვლე­ლო­ბის შემ­კვე­თად მოკ­ლუ­ლის უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რი, თა­ვი­სი ცო­ლისძმა, სოსო პავ­ლი­აშ­ვი­ლი და­ა­სა­ხე­ლა. პავ­ლი­აშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ საქ­მე არ აღ­ძრუ­ლა. მა­შინ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში ამ­ბობ­დნენ, რომ ერთი მოწ­მის ჩვე­ნე­ბა პი­რის­თვის ბრა­ლის წა­სა­ყე­ნებ­ლად საკ­მა­რი­სი არ არის.

ნა­ხეთ წლე­ბის წინ მომ­ხდა­რი გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი მკვლე­ლო­ბის დე­ტა­ლე­ბი, რო­მე­ლიც Ambebi.ge-ს არ­ქივ­ში ინა­ხე­ბა

ავტორი:

ვერაზე დაჭრილი მამაკაცი წლების წინ მოკლული ანტონ ადუაშვილის ვაჟია

ვერაზე დაჭრილი მამაკაცი წლების წინ მოკლული ანტონ ადუაშვილის ვაჟია

ვერაზე დაჭრილი გიორგი ადუაშვილი 2012 წელს მოკლული ანტონ ადუაშვილის ვაჟია. როგორც Ambebi.ge-ს დაჭრილის მეზობელმა განუცხადა, ამჟამად ადუაშვილი "ნახალოვკაში" ცხოვრობს და მცირე ბიზნესით არის დაკავებული.

გიორგი ადუაშვილი დღეს ვერაზე ბასრი საგნით დაჭრეს. მას ქირურგიისა და ტრავმატოლოგიის ცენტრში გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. დაჭრილს იღლიის არეში ორი და ფეხის არეში ოთხი ჭრილობა აღენიშნებოდა. მისი მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

როგორც Ambebi.ge-მ გაარკვია, დაჭრის ფაქტი ტატიშვილის ქუჩაზე მომხდარ სროლას უძღოდა წინ, რა დროსაც მოძრავ ავტომობილს ცეცხლი ასევე სხვა მოძრავი ავტომანქანიდან გაუხსნეს. სროლის მიუხედავად დაცხრილული ავტომობილის მძღოლმა მოძრაობა განაგრძო, ჩავიდა მელიქიშვილის ქუჩაზე და ფილარმონიის საკონცერტო დარბაზთან დაპარკინგებულ ერთ-ერთ ავტომობილს შეეჯახა. ამის შემდეგ მან საკუთარი ავტომანქანა მიატოვა და გაიქცა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვერაზე მომხდარ სროლასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე ორი მუხლით აღიძრა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვას გულისხმობს. გავრცელებული ინფორმაციით, ვერაზე მანქანის ჩაცხრილვა და ორმხრივი სროლა შესაძლოა, მარგველაშვილის სიძის სამეგობროს კონფლიქტს უკავშირდებოდეს.

რაც შეეხება გიორგი ადუაშვილის მამის მკვლელობას, იგი 7 წლის წინ მოხდა. ანტონ ადუაშვილი 2012 წლის 23 ნოემბერს საკუთარ ავტომობილში ჩაცხრილეს. მას სამი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი, იყო საკონტროლო გასროლაც. პოლიციამ მაშინ ცხელ კვალზე მკვლელობაში ეჭვმიტანილი ერთ-ერთი პირი დააკავა. მკვლელობის საქმეზე კიდევ რამდენიმე პირი მიეცა პასუხისგებაში, მათ შორის სოსო პავლიაშვილის დის ქმარი, ვახტანგ ჩხაპელია. მისი დაკავება შოკის მომგვრელი აღმოჩნდა მოკლულის ოჯახისთვის, რადგან ახლობლად მიიჩნევდნენ. მეტიც, დაკრძალვის დღეებში ის ადუაშვილების სახლში ტრიალებდა. ყველაზე გამაოგნებელი კი მისი ჩვენება გახდა, სადაც მკვლელობის შემკვეთად მოკლულის უახლოესი მეგობარი, თავისი ცოლისძმა, სოსო პავლიაშვილი დაასახელა. პავლიაშვილის წინააღმდეგ საქმე არ აღძრულა. მაშინ პროკურატურაში ამბობდნენ, რომ ერთი მოწმის ჩვენება პირისთვის ბრალის წასაყენებლად საკმარისი არ არის.

ნახეთ წლების წინ მომხდარი გახმაურებული მკვლელობის დეტალები, რომელიც Ambebi.ge-ს არქივში ინახება

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს