პოლიტიკა
სამართალი

19

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 00:21-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული აჩქარება, აქტიურობა. ხელშეკრულებების და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. დღე ხელსაყრელია მოგზაურობისა და მივლინებისთვის. დღე შესაფერისია ორგანიზმის გასაწმენდად. არ არის რეკომენდებული სოკოსა და ნესვის ჭამა.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის მამაკაცი, რომელიც ვერაზე ბასრი საგნით დაჭრეს - სროლას წინ ჩხუბი უძღოდა
ვინ არის მამაკაცი, რომელიც ვერაზე ბასრი საგნით დაჭრეს - სროლას წინ ჩხუბი უძღოდა

ვე­რა­ზე, მე­ლი­ქიშ­ვი­ლის გამ­ზირ­ზე მომ­ხდარ ინ­ცი­დენ­ტში დაჭ­რილ პირს გა­და­უ­დე­ბე­ლი ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და. რო­გორც Ambebi.ge-ს გა­და­უ­დე­ბე­ლი ქი­რურ­გი­ი­სა და ტრავ­მა­ტო­ლო­გი­ის ცენ­ტრში გა­ნუ­ცხა­დეს, დაჭ­რილს იღ­ლი­ის არე­ში ორი და ფე­ხის არე­ში ოთხი ჭრი­ლო­ბა აღე­ნიშ­ნე­ბო­და. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჭრი­ლო­ბა ბას­რი საგ­ნით არის მი­ყე­ნე­ბუ­ლი. დაჭ­რი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა ამ დრო­ის­თვის მძი­მეა.

რო­გორც Ambebi.ge-მ გა­არ­კვია, დაჭ­რი­ლი 35 წლამ­დე ასა­კის გი­ორ­გი ადუ­აშ­ვი­ლია. სა­ვა­რა­უ­დოდ, ის სრო­ლამ­დე მომ­ხდა­რი ჩხუ­ბის დროს ცივი ია­რა­ღით დაჭ­რეს. მას ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით ჭრი­ლო­ბე­ბი არ აღე­ნიშ­ნე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა უშუ­ა­ლოდ მან­ქა­ნის მი­სა­მარ­თით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ გას­რო­ლებს, ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სრო­ლის შე­დე­გად არა­ვინ დაჭ­რი­ლა.

შე­გახ­სე­ნეთ, ტა­ტიშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე მოძ­რავ ავ­ტო­მო­ბილს ცე­ცხლი ასე­ვე სხვა მოძ­რა­ვი ავ­ტო­მან­ქა­ნი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ გა­უხ­სნეს. სრო­ლის მი­უ­ხე­და­ვად და­ცხრი­ლუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლის მძღოლ­მა მოძ­რა­ო­ბა გა­ნაგ­რძო, ჩა­ვი­და მე­ლი­ქიშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე და ფი­ლარ­მო­ნი­ის სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზ­თან და­პარ­კინ­გე­ბულ ერთ-ერთ ავ­ტო­მო­ბილს შე­ე­ჯა­ხა. ამის შემ­დეგ მან სა­კუ­თა­რი ავ­ტო­მან­ქა­ნა მი­ა­ტო­ვა და გა­იქ­ცა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ვე­რა­ზე მომ­ხდარ სრო­ლას­თან და­კავ­ში­რე­ბით სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე ორი მუხ­ლით აღიძ­რა.

რო­გორც Ambebi.ge-ს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 19-108-ე და 236-ე მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბას და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვას გუ­ლის­ხმობს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

ვინ არის მამაკაცი, რომელიც ვერაზე ბასრი საგნით დაჭრეს - სროლას წინ ჩხუბი უძღოდა

ვინ არის მამაკაცი, რომელიც ვერაზე ბასრი საგნით დაჭრეს - სროლას წინ ჩხუბი უძღოდა

ვერაზე, მელიქიშვილის გამზირზე მომხდარ ინციდენტში დაჭრილ პირს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. როგორც Ambebi.ge-ს გადაუდებელი ქირურგიისა და ტრავმატოლოგიის ცენტრში განუცხადეს, დაჭრილს იღლიის არეში ორი და ფეხის არეში ოთხი ჭრილობა აღენიშნებოდა. მათივე ინფორმაციით, ჭრილობა ბასრი საგნით არის მიყენებული. დაჭრილის მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმეა.

როგორც Ambebi.ge-მ გაარკვია, დაჭრილი 35 წლამდე ასაკის გიორგი ადუაშვილია. სავარაუდოდ, ის სროლამდე მომხდარი ჩხუბის დროს ცივი იარაღით დაჭრეს. მას ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობები არ აღენიშნება.

რაც შეეხება უშუალოდ მანქანის მისამართით განხორციელებულ გასროლებს, ჩვენი ინფორმაციით, სროლის შედეგად არავინ დაჭრილა.

შეგახსენეთ, ტატიშვილის ქუჩაზე მოძრავ ავტომობილს ცეცხლი ასევე სხვა მოძრავი ავტომანქანიდან რამდენიმე საათის წინ გაუხსნეს. სროლის მიუხედავად დაცხრილული ავტომობილის მძღოლმა მოძრაობა განაგრძო, ჩავიდა მელიქიშვილის ქუჩაზე და ფილარმონიის საკონცერტო დარბაზთან დაპარკინგებულ ერთ-ერთ ავტომობილს შეეჯახა. ამის შემდეგ მან საკუთარი ავტომანქანა მიატოვა და გაიქცა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვერაზე მომხდარ სროლასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე ორი მუხლით აღიძრა.

როგორც Ambebi.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვას გულისხმობს.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს