ფლორიდელ ქირურგს თირკმელი სიმსივნე ეგონა და პაციენტს ორგანო ამოკვეთა. Insider-ის ინფორმაციით, ექიმი 3 000 დოლარით დააჯარიმეს.
რამონ ვაზქეზი 2016 წელს მორინ პაჩეკოს ზურგზე უკეთებდა ოპერაციას, როდესაც შენიშნა „რაღაც, რაც მას არ მოეწონა“. პაჩეკოს დაბადებიდან აღენიშნებოდა ანომალია, მისი ცალი თირკმელი ჩვეულ ადგილას არ მდებარეობდა, ექიმმა მიიჩნია, რომ ეს სიმსივნური მასა იყო და პაციენტთან შეთანხმების გარეშე თირკმელი მოკვეთა.
მოგვიანებით, ვაზქეზმა განაცხადა, რომ პაჩეკოს სამედიცინო ისტორია ოპერაციამდე არ წაუკითხავს.
გამოცემის Florida Board of Medicine ინფორმაციით, ქირურგი თანახმაა ჯარიმა გადაიხადოს. ამასთან, წარუმატებელი ოპერაციის შესახებ თანამშრომლებთან 1 საათიან ლექციას ჩაატარებს.
აღსანიშნავია, რომ ვაზქეზი ოპერაციაში დამხმარე ქირურგის რანგში მონაწილეობდა, მთავარი ქირურგები კი - ჯონ ბრიტი და ჯეფრი კლუგერი ჯარიმის სახით $250,000-ს გადაიხდიან.