ავტორი:

ჯვრის მონასტერი მეექვსე საუკუნის შემდეგ არავის დაუკეტავს... - რას ჰყვება მცხეთის მერი

ჯვრის მონასტერი მეექვსე საუკუნის შემდეგ არავის დაუკეტავს... - რას ჰყვება მცხეთის მერი

მცხეთის ჯვრის მონასტრის წინამძღვრის სურვილია, რომ აქ არავინ ივაჭროს. თუმცა, ადამიანური ფაქტორიდან გამომდინარე, მე ვერავის ავუკრძალავ ვაჭრობას, - ამის შესახებ მცხეთის მერმა გიორგი კაპანაძემ მონასტრის ტერიტორიაზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც კაპანაძემ განმარტა, გარემოვაჭრეები არ იმყოფებიან ავტომობილების სადგომზე და არავის უშლიან ხელს. ამასთან, მისი თქმით, მათთვის მერიამ სპეციალური დახლები დაამზადებინა, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ სასულიერო პირებს არ სურთ მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეები, მერია დღემდე ვერ ახერხებს ტერიტორიაზე ახალი სავაჭრო დახლების დადგმას. გიორგი კაპანაძის ინფორმაციით, მას დღესაც ჰქონდა კომუნიკაცია საპატრიარქოსთან და იმედოვნებს, რომ მონასტერი მალე გაიხსნება.

„გუშინ სატელეფონო საუბრისას, მონასტრის წინამძღვრის მორჩილმა მაცნობა, რომ გარევაჭრობა თუ არ აიკრძალებოდა, დაიკეტებოდა ჯვრის მონასტერი. მე ვუთხარი, რომ ეს არ იყო კარგი იდეა. მონასტერი მეექვსე საუკუნის შემდეგ არავის დაუკეტავს და ახლა გარე ვაჭრობის გამო მონასტრის დაკეტვა არ არის კარგი აზრი. მე დღეს მქონდა კომუნიკაცია საპატრიარქოსთან და ალბათ მალე გაიხსნება მონასტერი. რაც შეეხება ტერიტორიას, ეს სახელმწიფოს საკუთრებაა. მოწყობილია პარკინგი და გამოყოფილია გარემოვაჭრეებისთვის ადგილი, თუმცა წინამძღვარს არ აქვს სურვილი აქ ვინმემ ივაჭროს. ჩვენ გაკეთებული გვაქვს დახლები თუმცა ვერ ამოგვაქვს, რადგან აქ არ სურთ დახლების დადგმა. მე ადამიანური ფაქტორიდან გამომდინარე ვერავის ავუკრძალავ ვაჭრობას. აქ ვიმყოფები და სავალ ნაწილზე არანაირი უსახურობა არ დგას. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე არ იყოს უსახურობა და რომ მცხეთის ჯვარი გაიღოს“, - განაცხადა მცხეთის მერმა გიორგი კაპანაძემ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ