მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ თაღლითობენ მძღოლები ტექდათვალიერების გავლის მიზნით
როგორ თაღლითობენ მძღოლები ტექდათვალიერების გავლის მიზნით

სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ვალ­დე­ბუ­ლო ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა უკვე ერთი წე­ლია მოქ­მე­დებს. 2019 წლის პირ­ვე­ლი იან­ვრი­დან ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის მე­ო­თხე ეტა­პი და­ი­წყო, რო­მე­ლიც ყვე­ლა სა­ხის ავ­ტოტ­რან­სპორ­ტს შე­ე­ხე­ბა. თუმ­ცა, იმის ნაც­ვლად, რომ ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მფლო­ბე­ლებ­მა კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რად გა­ი­ა­რონ ტექ­ნი­კუ­რი შე­მოწ­მე­ბა, მათ იმ გზე­ბი­სა და ე.წ შავი ხვრე­ლე­ბის ძი­ე­ბა და­ი­წყეს, რაც ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის გავ­ლას გა­უ­მარ­ტი­ვებთ.

სად არის ეს ე.წ შავი ხვრე­ლე­ბი და რა ხრი­კებს მი­მარ­თა­ვენ ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის მფლო­ბე­ლე­ბი ყვე­ლა­ზე ხში­რად? - ამ კი­თხვით ტე­ქინ­სპექ­ტი­რე­ბის ორ­გა­ნო­ე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელს ვაჟა იორ­და­ნაშ­ვილს მივ­მარ­თეთ.

მისი თქმით, რო­დე­საც სა­უ­ბა­რია ე.წ შავ ხვრე­ლებ­ზე, რომ­ლებ­საც მძღო­ლებ­მა მი­აგ­ნეს, რამ­დე­ნი­მე მი­მარ­თუ­ლე­ბა უნდა გა­ი­მიჯ­ნოს: რად­გან თუ ავ­ტო­მო­ბილს და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი აქვს სა­ქა­რე მინა ან სა­მუხ­რუ­ჭე სის­ტე­მა, ამ შემ­თხვე­ვა­ში წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია რა­ი­მეს "თხო­ვე­ბა" და შეც­ვლა, თუმ­ცა ამის გა­კე­თე­ბა მარ­ტი­ვად შე­იძ­ლე­ბა სა­ბუ­რა­ვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში. ვაჟა იორ­და­ნაშ­ვი­ლის თქმით, პრაქ­ტი­კა­შიც კი არ­სე­ბობს ისე­თი შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც მძღო­ლე­ბი დრო­ე­ბით ნა­თხოვ­რო­ბენ სა­ბუ­რა­ვებს, რათა ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა გა­ი­ა­რონ და შემ­დეგ სა­ბუ­რა­ვებს უკან აბ­რუ­ნე­ბენ.

VIDEO: რო­გორ იტყუ­ე­ბი­ან მძღო­ლე­ბი ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის გა­სავ­ლე­ლად - ხრი­კე­ბი, რომ­ლებ­საც ყვე­ლა­ზე ხში­რად მი­მარ­თა­ვენ

რაც შე­ე­ხე­ბა იმას, რო­გორ ცდი­ლო­ბენ მძღო­ლე­ბი გა­მო­ნა­ბოლ­ქვის და­მალ­ვას ტე­ქინ­სპექ­ტი­რე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას, იორ­და­ნიშ­ვი­ლის თქმით, ამ დრომ­დე კა­ტა­ლი­ზა­ტო­რე­ბის თხო­ვე­ბის შემ­თხვე­ვა არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა, რად­გან კა­ტა­ლი­ზა­ტო­რი 2019 წელს ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის მო­თხოვ­ნებ­ში არ შე­დის. თუმ­ცა, მისი თქმით იმის გამო, რომ კა­ტა­ლი­ზა­ტო­რის მონ­ტა­ჟი და შემ­დეგ დე­მონ­ტა­ჟი საკ­მა­ოდ რთუ­ლია, სა­ვა­რა­უ­დოდ მძღო­ლე­ბი ამ ხრი­კის გა­მო­ყე­ნე­ბას ვერ მო­ა­ხერ­ხე­ბენ.

ტე­ქინ­სპექ­ტი­რე­ბის ორ­გა­ნო­ე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის თქმით, დი­ზე­ლის ძრა­ვი­ა­ნი ავ­ტო­მო­ბი­ლის ზო­გი­ერ­თმა მფლო­ბელ­მა ასეთ ხრიკს მი­მარ­თა: ჭვარტლი­ა­ნო­ბა­ზე ანუ შავ კვამ­ლზე შე­მოწ­მე­ბის დროს, ისი­ნი გარ­კვე­ულ ქი­მი­ურ მი­ნა­რე­ვებს ამა­ტე­ბენ, რო­მე­ლიც გარ­კვე­უ­ლი დრო­ით კვამ­ლის გა­მო­ყო­ფის დო­ნეს ამ­ცი­რებს და შე­სა­ბა­მი­სად, თუ სპე­ცი­ა­ლურ­მა მო­წყო­ბი­ლო­ბამ კვამ­ლი ვერ და­ა­ფიქ­სი­რა, მან­ქა­ნა ინ­სპექ­ტი­რე­ბას უპ­რობ­ლე­მოდ გა­ივ­ლის. რო­გორც ცნო­ბი­ლია, ამ ხერ­ხს მძღო­ლე­ბი ხში­რად მი­მარ­თა­ვენ.

კი­დევ ერთი სა­კი­თხია მარ­ჯვე­ნა­სა­ჭი­ა­ნი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის მა­შუ­ქი სის­ტე­მა. რო­გორც ცნო­ბი­ლია მარ­ჯვე­ნა­სა­ჭი­ა­ნი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის ფა­რე­ბის დახ­რა მარ­ცხნივ არის მი­მარ­თუ­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, მოძ­რა­ო­ბის დროს საფრ­თხეს უქ­მნის შემ­ხვედრ ავ­ტო­მო­ბილს. შე­სა­ბა­მი­სად, მარ­ჯვე­ნა­სა­ჭი­ა­ნი ტი­პის სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მქო­ნე მძღო­ლებს მო­უ­წევთ ფა­რე­ბის გა­მოც­ვლა ან სპე­ცი­ა­ლუ­რი სტი­კე­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით ფა­რე­ბის გა­ნა­თე­ბის კუ­თხის შეც­ვლა.

"თუ მთლი­ან მა­შუქ ხელ­სა­წყოს მოხ­სნი­ან, სხვას და­ა­მონ­ტა­ჟე­ბენ და ისე მივ­ლენ ინ­სპექ­ტი­რე­ბა­ზე, ცხა­დია ინ­სპექ­ტი­რე­ბას ავ­ტო­მო­ბი­ლი გა­ივ­ლის, თუ რა თქმა უნდა აკ­მა­ყო­ფი­ლებს ნა­თე­ბის კუ­თხით. თუმ­ცა, აქ არ მგო­ნია ხრი­კებს მი­მარ­თავ­დნენ, რად­გან ბევ­რად მარ­ტი­ვია ნა­თე­ბის კუ­თხის შე­ზღუდ­ვა სტი­კე­რის მეშ­ვე­ო­ბით, რაც დღეს და­საშ­ვე­ბია. დღეს აკ­რა­ვენ სტი­კე­რებს რომ შე­ი­ზღუ­დოს სა­პი­რის­პი­რო მი­მარ­თუ­ლე­ბით ნა­თე­ბა, რო­მე­ლიც შემ­ხვედრ ზოლ­ში მოძ­რა­ვი ავ­ტო­მო­ბი­ლის მძღო­ლის ხილ­ვა­დო­ბას ზღუ­დავს.

სტი­კე­რის დაკ­ვრა ევ­რო­პა­შიც აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლი მე­თო­დია. თუმ­ცა, სა­ქარ­თვე­ლო­ში მძღო­ლე­ბი ამ სტი­კე­რებს სამ­წუ­ხა­როდ, მხო­ლოდ ინ­სპექ­ტი­რე­ბის­თვის იყე­ნე­ბენ და შემ­დეგ რო­დე­საც გა­მო­დი­ან გზებ­ზე, აძ­რო­ბენ ამ სტი­კერს. რა თქმა უნდა, ეს სა­მო­ქა­ლა­ქო პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის მო­მენ­ტია" - გან­მარ­ტა ვაჟა იორ­და­ნიშ­ვილ­მა.

დარ­ღვე­ვე­ბი აღ­მოჩ­ნდა ტექ­ნი­კუ­რი ინ­სპექ­ტი­რე­ბის ცენ­ტრებ­შიც. უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, 2018 წელს ფი­ნან­სურ­მა პო­ლი­ცი­ამ ტე­ქინ­სპექ­ტი­რე­ბის 10 ცენ­ტრში ყალ­ბი ან­გა­რი­შე­ბის გა­ცე­მის ფაქ­ტე­ბი გა­მო­ავ­ლი­ნა. ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ­ჟა­მად ყვე­ლა ცენ­ტრი აღ­ჭურ­ვი­ლია ვი­დე­ო­კა­მე­რე­ბით, რო­მე­ლიც იწერს ინ­სპექ­ტი­რე­ბის მთელ პრო­ცესს, ჩა­ნა­წე­რი კი 14 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ინა­ხე­ბა.

შსს ინ­ფორ­მა­ცი­ით, 14 იან­ვრი­დან ავ­ტო­მა­ტურ რე­ჟიმ­ში და­ჯა­რიმ­დე­ბა ის ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი, რომ­ლებ­საც კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად არ გა­უვ­ლი­ათ პე­რი­ო­დუ­ლი ტექ­ნი­კუ­რი ინ­სპექ­ტი­რე­ბა. გარ­და ამი­სა, ვაჟა იორ­და­ნიშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით ტექ­ნი­კურ რეგ­ლა­მენ­ტში ცვლი­ლე­ბა მზად­დე­ბა, რომ­ლის შე­დე­გა­დაც, მან­ქა­ნე­ბის გა­მო­ნა­ბოლ­ქვის მო­ნი­ტო­რინ­გი გზებ­ზე­ვე მოხ­დე­ბა და შავი, თვალ­ხი­ლუ­ლი გა­მო­ნა­ბოლ­ქვის გა­მო­ყო­ფის შემ­თხვე­ვა­ში, ავ­ტო­მო­ბი­ლის მფლო­ბე­ლი და­ჯა­რიმ­დე­ბა.

2019 წლის 14 იან­ვრის ჩათ­ვლით, ტექ­ნი­კუ­რი ინ­სპექ­ტი­რე­ბა გა­ი­ა­რა 21 276 ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბამ, სა­ი­და­ნაც გა­მარ­თუ­ლად ჩა­ით­ვა­ლა 11 666 ერ­თე­უ­ლი. ტექ­ნი­კუ­რი ინ­სპექ­ტი­რე­ბი­სას და­ხარ­ვეზ­და 9 613 ავ­ტო­მან­ქა­ნა, ხოლო გან­მე­ო­რე­ბით და­ხარ­ვეზ­და - 189. გზა­ზე გა­და­ად­გი­ლე­ბა აეკ­რძა­ლა - 75 ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

როგორ თაღლითობენ მძღოლები ტექდათვალიერების გავლის მიზნით

როგორ თაღლითობენ მძღოლები ტექდათვალიერების გავლის მიზნით

საქართველოში სავალდებულო ტექდათვალიერება უკვე ერთი წელია მოქმედებს. 2019 წლის პირველი იანვრიდან ტექდათვალიერების მეოთხე ეტაპი დაიწყო, რომელიც ყველა სახის ავტოტრანსპორტს შეეხება. თუმცა, იმის ნაცვლად, რომ ავტოტრანსპორტის მფლობელებმა კეთილსინდისიერად გაიარონ ტექნიკური შემოწმება, მათ იმ გზებისა და ე.წ შავი ხვრელების ძიება დაიწყეს, რაც ტექდათვალიერების გავლას გაუმარტივებთ.

სად არის ეს ე.წ შავი ხვრელები და რა ხრიკებს მიმართავენ ავტომობილების მფლობელები ყველაზე ხშირად? - ამ კითხვით ტექინსპექტირების ორგანოების ასოციაციის ხელმძღვანელს ვაჟა იორდანაშვილს მივმართეთ.

მისი თქმით, როდესაც საუბარია ე.წ შავ ხვრელებზე, რომლებსაც მძღოლებმა მიაგნეს, რამდენიმე მიმართულება უნდა გაიმიჯნოს: რადგან თუ ავტომობილს დაზიანებული აქვს საქარე მინა ან სამუხრუჭე სისტემა, ამ შემთხვევაში წარმოუდგენელია რაიმეს "თხოვება" და შეცვლა, თუმცა ამის გაკეთება მარტივად შეიძლება საბურავების შემთხვევაში. ვაჟა იორდანაშვილის თქმით, პრაქტიკაშიც კი არსებობს ისეთი შემთხვევები, როდესაც მძღოლები დროებით ნათხოვრობენ საბურავებს, რათა ტექდათვალიერება გაიარონ და შემდეგ საბურავებს უკან აბრუნებენ.

VIDEO: როგორ იტყუებიან მძღოლები ტექდათვალიერების გასავლელად - ხრიკები, რომლებსაც ყველაზე ხშირად მიმართავენ

რაც შეეხება იმას, როგორ ცდილობენ მძღოლები გამონაბოლქვის დამალვას ტექინსპექტირების მიმდინარეობისას, იორდანიშვილის თქმით, ამ დრომდე კატალიზატორების თხოვების შემთხვევა არ დაფიქსირებულა, რადგან კატალიზატორი 2019 წელს ტექდათვალიერების მოთხოვნებში არ შედის. თუმცა, მისი თქმით იმის გამო, რომ კატალიზატორის მონტაჟი და შემდეგ დემონტაჟი საკმაოდ რთულია, სავარაუდოდ მძღოლები ამ ხრიკის გამოყენებას ვერ მოახერხებენ.

ტექინსპექტირების ორგანოების ასოციაციის ხელმძღვანელის თქმით, დიზელის ძრავიანი ავტომობილის ზოგიერთმა მფლობელმა ასეთ ხრიკს მიმართა: ჭვარტლიანობაზე ანუ შავ კვამლზე შემოწმების დროს, ისინი გარკვეულ ქიმიურ მინარევებს ამატებენ, რომელიც გარკვეული დროით კვამლის გამოყოფის დონეს ამცირებს და შესაბამისად, თუ სპეციალურმა მოწყობილობამ კვამლი ვერ დააფიქსირა, მანქანა ინსპექტირებას უპრობლემოდ გაივლის. როგორც ცნობილია, ამ ხერხს მძღოლები ხშირად მიმართავენ.

კიდევ ერთი საკითხია მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მაშუქი სისტემა. როგორც ცნობილია მარჯვენასაჭიანი ავტომობილების ფარების დახრა მარცხნივ არის მიმართული. შესაბამისად, მოძრაობის დროს საფრთხეს უქმნის შემხვედრ ავტომობილს. შესაბამისად, მარჯვენასაჭიანი ტიპის სატრანსპორტო საშუალებების მქონე მძღოლებს მოუწევთ ფარების გამოცვლა ან სპეციალური სტიკერების გამოყენებით ფარების განათების კუთხის შეცვლა.

"თუ მთლიან მაშუქ ხელსაწყოს მოხსნიან, სხვას დაამონტაჟებენ და ისე მივლენ ინსპექტირებაზე, ცხადია ინსპექტირებას ავტომობილი გაივლის, თუ რა თქმა უნდა აკმაყოფილებს ნათების კუთხით. თუმცა, აქ არ მგონია ხრიკებს მიმართავდნენ, რადგან ბევრად მარტივია ნათების კუთხის შეზღუდვა სტიკერის მეშვეობით, რაც დღეს დასაშვებია. დღეს აკრავენ სტიკერებს რომ შეიზღუდოს საპირისპირო მიმართულებით ნათება, რომელიც შემხვედრ ზოლში მოძრავი ავტომობილის მძღოლის ხილვადობას ზღუდავს.

სტიკერის დაკვრა ევროპაშიც აპრობირებული მეთოდია. თუმცა, საქართველოში მძღოლები ამ სტიკერებს სამწუხაროდ, მხოლოდ ინსპექტირებისთვის იყენებენ და შემდეგ როდესაც გამოდიან გზებზე, აძრობენ ამ სტიკერს. რა თქმა უნდა, ეს სამოქალაქო პასუხისმგებლობის მომენტია" - განმარტა ვაჟა იორდანიშვილმა.

დარღვევები აღმოჩნდა ტექნიკური ინსპექტირების ცენტრებშიც. უფრო კონკრეტულად, 2018 წელს ფინანსურმა პოლიციამ ტექინსპექტირების 10 ცენტრში ყალბი ანგარიშების გაცემის ფაქტები გამოავლინა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ამჟამად ყველა ცენტრი აღჭურვილია ვიდეოკამერებით, რომელიც იწერს ინსპექტირების მთელ პროცესს, ჩანაწერი კი 14 თვის განმავლობაში ინახება.

შსს ინფორმაციით, 14 იანვრიდან ავტომატურ რეჟიმში დაჯარიმდება ის ავტომობილები, რომლებსაც კანონის შესაბამისად არ გაუვლიათ პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება. გარდა ამისა, ვაჟა იორდანიშვილის ინფორმაციით ტექნიკურ რეგლამენტში ცვლილება მზადდება, რომლის შედეგადაც, მანქანების გამონაბოლქვის მონიტორინგი გზებზევე მოხდება და შავი, თვალხილული გამონაბოლქვის გამოყოფის შემთხვევაში, ავტომობილის მფლობელი დაჯარიმდება.

2019 წლის 14 იანვრის ჩათვლით, ტექნიკური ინსპექტირება გაიარა 21 276 ავტოსატრანსპორტო საშუალებამ, საიდანაც გამართულად ჩაითვალა 11 666 ერთეული. ტექნიკური ინსპექტირებისას დახარვეზდა 9 613 ავტომანქანა, ხოლო განმეორებით დახარვეზდა - 189. გზაზე გადაადგილება აეკრძალა - 75 ავტოსატრანსპორტო საშუალებას.

"საქართველოში უკვე შემოვიდა 25 ათასი დოზა გრიპის საწინააღმდეგო ფრანგული ვაქცინა" - ამირან გამყრელიძე განმარტავს, ვინ ისარგებლებს პირველ ეტაპზე

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ერთი, 92-ე პაციენტი გარდაიცვალა

გამყრელიძის განცხადებით, როცა კორონავირუსის ვაქცინა დამტკიცდება, საქართველო 600-700 ათას დოზას მიიღებს - როდის დაიწყება ვაქცინაცია