პოლიტიკა
კონფლიქტები

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ატყუებენ საზღვარგარეთ დასაქმების მსურველებს და რა უნდა იცოდეთ თუ სამუშაოდ წასვლას აპირებთ
როგორ ატყუებენ საზღვარგარეთ დასაქმების მსურველებს და რა უნდა იცოდეთ თუ სამუშაოდ წასვლას აპირებთ

ემიგ­რა­ცი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოს ასი­ა­თა­სო­ბით მო­ქა­ლა­ქე ცხოვ­რობს, სა­ზღვარ­გა­რეთ და­საქ­მე­ბის მსურ­ვე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის რი­ცხვი კი ბოლო წლებ­ში სულ უფრო იზ­რდე­ბა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია რომ, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა და სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ლე­გა­ლუ­რი და­საქ­მე­ბის კუ­თხით შე­თან­ხმე­ბის მი­საღ­წე­ვად პარტნი­ორ ქვეყ­ნებ­თან აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობენ და უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში ლე­გა­ლუ­რად და­საქ­მე­ბას შეძ­ლე­ბენ.

თუმ­ცა, სამ­წუ­ხა­როდ არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ე.წ. "დამ­საქ­მებ­ლე­ბის" თაღ­ლი­თუ­რი სქე­მის მსხვერ­პლნი ხდე­ბი­ან. AMBEBI.GE რამ­დე­ნი­მე ასეთ ადა­მი­ანს ესა­უბ­რა - ერთ შემ­თხვე­ვა­ში სა­ზღვარ­გა­რეთ და­საქ­მე­ბის მსურ­ვე­ლი ფი­ზი­კურ­მა პირ­მა მო­ა­ტყუა, ხოლო მე­ო­რე შემ­თხვე­ვა­ში ფუ­ლის გა­მომ­ძალ­ვე­ლი იუ­რი­დი­უ­ლი პირი, სა­შუ­ა­მავ­ლო კომ­პა­ნია აღ­მოჩ­ნდა.

ერთ-ერთი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ნა­თია ომა­ნა­ძე გვიყ­ვე­ბა, რომ მის­მა მე­უღ­ლემ პო­ლო­ნეთ­ში სა­მუ­შა­ოდ წას­ვლა გა­და­წყვი­ტა, ამი­ტომ ოჯახ­მა და­ი­წყო შუ­ა­მა­ვა­ლი პი­რე­ბის მო­ძი­ე­ბა, ვინც ამა­ში და­ეხ­მა­რე­ბო­დათ.

"ახ­ლობ­ლებ­მა ხა­შუ­რელ ქალ­ბა­ტონ­თან და­კავ­ში­რე­ბა გვირ­ჩი­ეს, რო­მე­ლიც მათი თქმით, ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში სა­მუ­შოდ უშ­ვებ­და ადა­მი­ა­ნებს, მათ­თვის დამ­საქ­მე­ბელ კომ­პა­ნი­ებს იძი­ებ­და და და­საქ­მე­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფ­და. ამ ქალ­ბა­ტონს შევ­ხვდით, ვე­სა­უბ­რეთ, საკ­მა­ოდ კარ­გი პი­რო­ბე­ბი შე­მოგ­ვთა­ვა­ზა. რომ ჩა­ვი­დო­და ჩემი მე­უღ­ლე პო­ლო­ნეთ­ში, იქ უნდა დახ­ვედ­რო­და დამ­საქ­მე­ბე­ლი, და­ეკ­ვა­ლი­ა­ნე­ბი­ნა, წა­ეყ­ვა­ნა კომ­პა­ნი­ა­ში და და­პი­რე­ბი­სა­მებრ და­ე­საქ­მე­ბი­ნა. ეს პი­რო­ბე­ბი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­შიც ჩადო, რო­მელ­საც ჩვენ მო­ვა­წე­რეთ ხელი და გა­და­ვუ­ხა­დეთ 500 ლარი.

რო­დე­საც ჩა­ვი­და ჩემი მე­უღ­ლე პო­ლო­ნეთ­ში, მას მარ­თლაც დახ­ვდა იქ ერთი პირი, რო­მელ­მაც სას­ტუმ­რო­ში მი­იყ­ვა­ნა, თუმ­ცა და­საქ­მე­ბის ნაც­ვლად იქ და­ტო­ვა და გა­უ­ჩი­ნარ­და. არც ენა იცო­და ჩემ­მა მე­უღ­ლემ, არც იმ­დე­ნი თან­ხა ჰქონ­და, რომ გზა უპ­რობ­ლე­მოდ გა­ეკვლია. დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­უ­წია ღა­მე­ე­ბის ქუ­ჩა­ში გა­თე­ვა, შემ­დეგ ქა­ლა­ქი­დან ქა­ლაქ­ში გა­დას­ვლა.

ჩვენ ვუ­კავ­შირ­დე­ბო­დით შუ­ა­მა­ვალ ქალს და ვთხოვ­დით პა­სუხს იმის გამო, რაც მოხ­და, მაგ­რამ ის არც რე­ა­გი­რებ­და. რომ არ გავ­ჩერ­დით, ამ ქალ­მა და­რე­კა პო­ლო­ნეთ­ში, რის შემ­დე­გაც უცხო პირ­მა მი­ა­კი­თხა ჩემს მე­უღ­ლეს და სა­მუ­შა­ო­ზე მო­წყო­ბის მიზ­ნით პო­ლო­ნეთ­ში, მი­უ­ვალ პე­რი­ფე­რი­ა­ში წა­იყ­ვა­ნა, და­ა­საქ­მა "ცეხ­ში" სა­დაც გა­უ­საძ­ლის, მო­ნურ პი­რო­ბებ­ში მო­უ­წია ცხოვ­რე­ბა, სა­დაც არ იყო არც კვე­ბის და არც ჰი­გი­ე­ნის არა­ნა­ი­რი პი­რო­ბე­ბი, ზოგ­ჯერ არ უხ­დიდ­ნენ კუთ­ვნილ ხელ­ფას­საც" - ამ­ბობს და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ნა­თია ომა­ნა­ძე.

თით­ქმის მსგავს ის­ტო­რი­ას ყვე­ბა ქუ­თა­ის­ში მცხოვ­რე­ბი ლუ­სი­ა­ნე თო­რი­ას ოჯა­ხიც. სა­ზღვარ­გა­რეთ და­საქ­მე­ბის ერთ-ერ­თმა ფირ­მამ მა­მა­კაცს პო­ლო­ნე­თის ქა­ლაქ პოზ­ნან­ში რეს­ტო­რან­ში მზა­რე­უ­ლის მო­ად­გი­ლედ და­საქ­მე­ბა და მა­ღა­ლი ხელ­ფა­სი შეს­თა­ვა­ზა. და­საქ­მე­ბის მსურ­ველ­სა და დამ­საქ­მე­ბელ კომ­პა­ნი­ას შო­რის შე­სა­ბა­მი­სი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბაც გა­ფორმ­და, თუმ­ცა სა­ზღვარ­გა­რეთ ჩა­სულ თო­რი­ას რეს­ტორ­ნის ნაც­ვლად მუ­შა­ო­ბა ხორ­ცის გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბელ კომ­ბი­ნატ­ში მო­ნურ პი­რო­ბებ­ში და თვე­ში 250 დო­ლა­რის ანა­ზღა­უ­რე­ბის სა­ნაც­ვლოდ მო­უხ­და. მა­მა­კა­ცის მე­უღ­ლე ლა­მა­რა კვერ­ნა­ძე ამ­ბობს, რომ და­საქ­მე­ბის კომ­პა­ნი­ამ მისი მე­უღ­ლე მო­ა­ტყუა. მი­სი­ვე თქმით, მა­მა­კაცს საკ­ვე­ბად მხო­ლოდ ერთ ნა­ჭერ პურს და პა­ტა­რა თეფ­შით ბრინჯს აძ­ლევ­დნენ. იმის გამო, რომ მას სამ­შობ­ლო­ში გა­მო­სამ­გზავ­რე­ბე­ლი თან­ხა არ ჰქონ­და, იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და კა­ბა­ლურ პი­რო­ბებ­ში გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნა მუ­შა­ო­ბა.

რო­გორ არე­გუ­ლი­რებს სა­ქარ­თვე­ლო­ში კა­ნონ­მდებ­ლო­ბა შრო­მი­თი მიგ­რა­ცი­ის სა­კი­თხებს?

შრო­მი­თი მიგ­რა­ცი­ის სა­კი­თხებს სქარ­თვე­ლო­ში ძი­რი­თა­დად 2015 წელს მი­ღე­ბუ­ლი „შრო­მი­თი მიგ­რა­ცი­ის შე­სა­ხებ“ კა­ნო­ნი არე­გუ­ლი­რებს, არ­სე­ბობს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებ­თან და­დე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი თუ კონ­ვენ­ცი­ე­ბიც.

წე­სით „შრო­მი­თი მიგ­რა­ცი­ის შე­სა­ხებ კა­ნო­ნი“ უნდა უზ­რუნ­ველ­ყოფ­დეს სფე­როს სრულ­ყო­ფილ სა­მარ­თლებ­რივ რე­გუ­ლი­რე­ბა­სა და სან­ქცი­რე­ბის ეფექ­ტუ­რი მე­ქა­ნიზ­მე­ბის არ­სე­ბო­ბას, რაც და­ი­ცავ­და მო­ქა­ლა­ქე­ებს თაღ­ლი­თურ სქე­მებ­ში ჩაბ­მის­გან. თუმ­ცა, რე­ა­ლუ­რად ეს კა­ნო­ნი ფუნ­ქცი­ას ვერ ას­რუ­ლებს. კა­ნო­ნი ავალ­დე­ბუ­ლებს დამ­საქ­მებ­ლებს და­რე­გის­ტრირ­დეს სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით დად­გე­ნი­ლი წე­სით და და­იც­ვას საქ­მი­ა­ნო­ბის პი­რო­ბე­ბი. თუ დამ­საქ­მე­ბე­ლი არ და­რე­გის­ტრირ­და ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში, მისი დას­ჯის ერ­თა­დერ­თი მე­ქა­ნიზ­მი არის ჯა­რი­მა 500 ლა­რის ოდე­ნო­ბით პირ­ველ ჯერ­ზე, ხოლო 1 000 ლა­რი­ა­ნი ჯა­რი­მა მე­ო­რე ჯერ­ზე. რა ხდე­ბა მე­სა­მე, მე­ო­თხე ან თუნ­დაც მე­ო­ცე ჯერ­ზე, ეს კა­ნო­ნით არ არის გან­სა­ზღვრუ­ლი. არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ისიც, რომ არ არ­სე­ბობს მო­ნი­ტო­რინ­გი­სა და და­ნა­შა­უ­ლის გა­მოვ­ლე­ნის მე­ქა­ნიზ­მე­ბიც.

სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან დევ­ნილ­თა, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში არ უარ­ყო­ფენ, რომ კა­ნონ­მდებ­ლო­ბა სრულ­ყო­ფას სა­ჭი­რო­ებს და აცხა­დე­ბენ, რომ სა­ხელ­მწი­ფო იწყებს სის­ტე­მუ­რი და ეფექ­ტუ­რი პო­ლი­ტი­კის შე­მუ­შა­ვე­ბას ამ კუ­თხით.

ერთი თვის წინ შრო­მი­სა და და­საქ­მე­ბის პო­ლი­ტი­კის დე­პარ­ტა­მენ­ტში მიგ­რა­ცი­ის სა­კი­თხთა სამ­მარ­თვე­ლო შე­იქ­მნა. რო­გორც დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნელ­მა ელზა ჯგე­რე­ნა­ი­ამ AMBEBI.GE-ს გა­ნუ­ცხა­და, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში იგეგ­მე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის წევრ ქვეყ­ნებ­თან ინ­ტენ­სი­უ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა, რათა სა­ზღვარ­გა­რეთ და­საქ­მე­ბის მსურ­ველ­მა პი­რებ­მა ლე­გა­ლუ­რად შეძ­ლონ ღირ­სე­ულ სა­მუ­შაო პი­რო­ბებ­ში და­საქ­მე­ბა.

"ყვე­ლას, ვინც უცხო­ეთ­ში სა­მუ­შოდ წას­ვლას და­ა­პი­რებს, შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვს და­რე­გის­ტრირ­დეს ჩვენს დე­პარ­ტა­მენ­ტში და მი­ი­ღოს ამომ­წუ­რა­ვი და უტყუ­ა­რი ინ­ფორ­მა­ცია ვა­კან­სი­ე­ბი­სა თუ ყვე­ლა იმ სა­კი­თხის შე­სა­ხებ, რაც მას და­ა­ინ­ტე­რე­სებს. ჩვენ უზ­რუნ­ველ­ვყოფთ მათ ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბას, რათა თა­ვი­დან აი­ცი­ლონ გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი შემ­თხვე­ვე­ბი და უსი­ა­მოვ­ნე­ბე­ბი. რაც შე­ე­ხე­ბათ დამ­საქ­მებ­ლებს, კა­ნო­ნით ისი­ნი უნდა იყ­ვნენ და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლე­ბი და ისე აწარ­მო­ონ საქ­მი­ა­ნო­ბა, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში მათ მი­მართ ჯა­რი­მე­ბი მოქ­მე­დებს. ეს არ არის საკ­მა­რი­სი სან­ქცია, შე­სა­მუ­შა­ვე­ბე­ლია მო­ნი­ტო­რინ­გის და ანა­ლი­ზის მე­ქა­ნიზ­მე­ბიც, ჩვენ ამა­ზე ვი­წყებთ მუ­შა­ო­ბას" - აღ­ნიშ­ნავს ჯგე­რე­ნა­ია.

ელზა ჯგე­რე­ნა­ი­ას თქმით, ბოლო ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ზღვარ­გა­რეთ სა­მუ­შოდ ოფი­ცი­ა­ლუ­რად 500-მდე პი­რია წა­სუ­ლი. კა­ნო­ნის სრუ­ლი დაც­ვით სა­ქარ­თვე­ლო­დან გა­სუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სრულ­ყო­ფი­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, ცხა­დია, ეს არ არის. რაც შე­ე­ხე­ბა დამ­საქ­მე­ბელ კომ­პა­ნი­ებს, ასე­თი სულ 50-მდე კომ­პა­ნი­აა და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ არც ერთი ფი­ზი­კუ­რი პირი.

„სა­ქარ­თვე­ლოს დამ­საქ­მე­ბელ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის“ აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი ლაშა ლა­ბა­ძე პრობ­ლე­მას მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სიფრ­თხი­ლის ნაკ­ლე­ბო­ბა­სა და არა­ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბა­შიც ხე­დავს.

„მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი რის­კა­ვენ და ხშირ შემ­თხვე­ვა­ში იძუ­ლე­ბუ­ლე­ბი არი­ან წა­ვიდ­ნენ არა­ლე­გა­ლუ­რად, რაც გა­მოწ­ვე­უ­ლია ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი მძი­მე სო­ცი­ა­ლუ­რი ფო­ნით. ძი­რი­თა­დად ხდე­ბა ისე, რომ ისი­ნი სხვა მო­ლო­დი­ნე­ბით მი­დი­ან და იქ სულ სხვა სი­ტუ­ა­ცია ხვდე­ბათ, გა­ცი­ლე­ბით მძი­მე. მაგ­რამ უკან ვერ ბრუნ­დე­ბი­ან და უწევთ და­თან­ხმე­ბა უმ­ძი­მეს პი­რო­ბებ­ზეც. ამი­ტომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ თა­ვი­დან­ვე მაქ­სი­მა­ლუ­რად გან­სა­ზღვრონ, ვისი მეშ­ვე­ო­ბით საქმდე­ბი­ან, რას სთა­ვა­ზო­ბენ დამ­საქ­მებ­ლე­ბი რე­ა­ლუ­რად. გამ­გზავ­რე­ბამ­დე ყვე­ლა მაქ­სი­მა­ლუ­რად უნდ აე­ცა­დოს, რომ თა­ვი­დან­ვე გა­და­ა­მოწ­მოს ინ­ტერ­ნე­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით რე­ა­ლუ­რად არ­სე­ბობს თუ არა ის კომ­პა­ნია, რო­მელ­შიც და­საქ­მე­ბას სთა­ვა­ზო­ბენ, მი­წე­რონ ამ კომ­პა­ნი­ას და გა­არ­კვი­ონ მარ­თლაც ჭირ­დე­ბათ თუ არა ის ვა­კან­სია, რა­ზეც მას უშ­ვე­ბენ" - გა­ნა­ცხა­და ლაშა ლა­ბა­ძემ.

რა უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ თუ სა­ზღვარ­გა­რეთ სა­მუ­შა­ოდ წას­ვლას აპი­რებთ - შრო­მი­სა და და­საქ­მე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი

  • იყა­ვით ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი

ზუს­ტად გა­ი­გეთ რას­თან გაქვთ საქ­მე. ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის ამოქ­მე­დე­ბის შემ­დეგ, სამ­წუ­ხა­როდ ბევ­რი ფიქ­რობს, რომ შეძ­ლებს უცხო ქვე­ყა­ნა­ში ჩა­ვი­დეს, სამ­სა­ხუ­რი იშო­ვოს და დარ­ჩეს. ეს უდი­დე­სი შეც­დო­მაა, რაც შემ­დგომ­ში ბევრ პრობ­ლე­მებს შე­გიქ­მნით.

  • იცო­დეთ რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ

მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა აუ­ცი­ლებ­ლად წი­ნას­წარ უნდა გა­ი­გონ, რა რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი მოქ­მე­დებს იმ ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც სა­მუ­შა­ოდ წას­ვლას აპი­რე­ბენ, რა არის სა­ჭი­რო მუ­შა­ო­ბის და­სა­წყე­ბად. აქვე უნდა ით­ქვას, ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში და გან­სა­კუთ­რე­ბით ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნებ­ში, მუ­შა­ო­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია სპე­ცი­ა­ლუ­რი ნე­ბარ­თვა, რის გა­რე­შეც მუ­შა­ო­ბის უფ­ლე­ბა არ გექ­ნე­ბათ.

თუ, სა­ზღვარ­გა­რეთ და­საქ­მე­ბა­ში შუ­ა­მა­ვა­ლი კომ­პა­ნია გეხ­მა­რე­ბათ, დარ­წმუნ­დით, რომ მან ნამ­დვი­ლად მო­ი­პო­ვა თქვენ­თვის სა­მუ­შაო ნე­ბარ­თვა.

  • და­დეთ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა!

აუ­ცი­ლებ­ლად და­დეთ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა შუ­ა­მა­ვალ კომ­პა­ნი­ას­თან, სა­დაც გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა: ის მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი, რაც სა­მუ­შა­ო­ზე უნდა შე­ას­რუ­ლოთ; დას­ვე­ნე­ბის დღე­ე­ბი, ანა­ზღა­უ­რე­ბის წესი. თუ დამ­საქ­მე­ბე­ლი არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რად მო­იქ­ცე­ვა, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა იქ­ნე­ბა დო­კუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც და­გეხ­მა­რე­ბათ უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა­ში.

ავტორი:

როგორ ატყუებენ საზღვარგარეთ დასაქმების მსურველებს და რა უნდა იცოდეთ თუ სამუშაოდ წასვლას აპირებთ

როგორ ატყუებენ საზღვარგარეთ დასაქმების მსურველებს და რა უნდა იცოდეთ თუ სამუშაოდ წასვლას აპირებთ

ემიგრაციაში საქართველოს ასიათასობით მოქალაქე ცხოვრობს, საზღვარგარეთ დასაქმების მსურველი ადამიანების რიცხვი კი ბოლო წლებში სულ უფრო იზრდება. აღსანიშნავია რომ, საქართველოს მთავრობა და საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მოქალაქეების ლეგალური დასაქმების კუთხით შეთანხმების მისაღწევად პარტნიორ ქვეყნებთან აქტიურად მუშაობენ და უახლოეს მომავალში საქართველოს მოქალაქეები ევროპის ქვეყნებში ლეგალურად დასაქმებას შეძლებენ.

თუმცა, სამწუხაროდ არიან ადამიანები, რომლებიც ე.წ. "დამსაქმებლების" თაღლითური სქემის მსხვერპლნი ხდებიან. AMBEBI.GE რამდენიმე ასეთ ადამიანს ესაუბრა - ერთ შემთხვევაში საზღვარგარეთ დასაქმების მსურველი ფიზიკურმა პირმა მოატყუა, ხოლო მეორე შემთხვევაში ფულის გამომძალველი იურიდიული პირი, საშუამავლო კომპანია აღმოჩნდა.

ერთ-ერთი დაზარალებული ნათია ომანაძე გვიყვება, რომ მისმა მეუღლემ პოლონეთში სამუშაოდ წასვლა გადაწყვიტა, ამიტომ ოჯახმა დაიწყო შუამავალი პირების მოძიება, ვინც ამაში დაეხმარებოდათ.

"ახლობლებმა ხაშურელ ქალბატონთან დაკავშირება გვირჩიეს, რომელიც მათი თქმით, ევროპის ქვეყნებში სამუშოდ უშვებდა ადამიანებს, მათთვის დამსაქმებელ კომპანიებს იძიებდა და დასაქმებას უზრუნველყოფდა. ამ ქალბატონს შევხვდით, ვესაუბრეთ, საკმაოდ კარგი პირობები შემოგვთავაზა. რომ ჩავიდოდა ჩემი მეუღლე პოლონეთში, იქ უნდა დახვედროდა დამსაქმებელი, დაეკვალიანებინა, წაეყვანა კომპანიაში და დაპირებისამებრ დაესაქმებინა. ეს პირობები ხელშეკრულებაშიც ჩადო, რომელსაც ჩვენ მოვაწერეთ ხელი და გადავუხადეთ 500 ლარი.

როდესაც ჩავიდა ჩემი მეუღლე პოლონეთში, მას მართლაც დახვდა იქ ერთი პირი, რომელმაც სასტუმროში მიიყვანა, თუმცა დასაქმების ნაცვლად იქ დატოვა და გაუჩინარდა. არც ენა იცოდა ჩემმა მეუღლემ, არც იმდენი თანხა ჰქონდა, რომ გზა უპრობლემოდ გაეკვლია. დღეების განმავლობაში მოუწია ღამეების ქუჩაში გათევა, შემდეგ ქალაქიდან ქალაქში გადასვლა.

ჩვენ ვუკავშირდებოდით შუამავალ ქალს და ვთხოვდით პასუხს იმის გამო, რაც მოხდა, მაგრამ ის არც რეაგირებდა. რომ არ გავჩერდით, ამ ქალმა დარეკა პოლონეთში, რის შემდეგაც უცხო პირმა მიაკითხა ჩემს მეუღლეს და სამუშაოზე მოწყობის მიზნით პოლონეთში, მიუვალ პერიფერიაში წაიყვანა, დაასაქმა "ცეხში" სადაც გაუსაძლის, მონურ პირობებში მოუწია ცხოვრება, სადაც არ იყო არც კვების და არც ჰიგიენის არანაირი პირობები, ზოგჯერ არ უხდიდნენ კუთვნილ ხელფასსაც" - ამბობს დაზარალებული ნათია ომანაძე.

თითქმის მსგავს ისტორიას ყვება ქუთაისში მცხოვრები ლუსიანე თორიას ოჯახიც. საზღვარგარეთ დასაქმების ერთ-ერთმა ფირმამ მამაკაცს პოლონეთის ქალაქ პოზნანში რესტორანში მზარეულის მოადგილედ დასაქმება და მაღალი ხელფასი შესთავაზა. დასაქმების მსურველსა და დამსაქმებელ კომპანიას შორის შესაბამისი ხელშეკრულებაც გაფორმდა, თუმცა საზღვარგარეთ ჩასულ თორიას რესტორნის ნაცვლად მუშაობა ხორცის გადამამუშავებელ კომბინატში მონურ პირობებში და თვეში 250 დოლარის ანაზღაურების სანაცვლოდ მოუხდა. მამაკაცის მეუღლე ლამარა კვერნაძე ამბობს, რომ დასაქმების კომპანიამ მისი მეუღლე მოატყუა. მისივე თქმით, მამაკაცს საკვებად მხოლოდ ერთ ნაჭერ პურს და პატარა თეფშით ბრინჯს აძლევდნენ. იმის გამო, რომ მას სამშობლოში გამოსამგზავრებელი თანხა არ ჰქონდა, იძულებული გახდა კაბალურ პირობებში გაეგრძელებინა მუშაობა.

როგორ არეგულირებს საქართველოში კანონმდებლობა შრომითი მიგრაციის საკითხებს?

შრომითი მიგრაციის საკითხებს სქართველოში ძირითადად 2015 წელს მიღებული „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონი არეგულირებს, არსებობს სხვადასხვა ქვეყნებთან დადებული ხელშეკრულებები თუ კონვენციებიც.

წესით „შრომითი მიგრაციის შესახებ კანონი“ უნდა უზრუნველყოფდეს სფეროს სრულყოფილ სამართლებრივ რეგულირებასა და სანქცირების ეფექტური მექანიზმების არსებობას, რაც დაიცავდა მოქალაქეებს თაღლითურ სქემებში ჩაბმისგან. თუმცა, რეალურად ეს კანონი ფუნქციას ვერ ასრულებს. კანონი ავალდებულებს დამსაქმებლებს დარეგისტრირდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და დაიცვას საქმიანობის პირობები. თუ დამსაქმებელი არ დარეგისტრირდა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, მისი დასჯის ერთადერთი მექანიზმი არის ჯარიმა 500 ლარის ოდენობით პირველ ჯერზე, ხოლო 1 000 ლარიანი ჯარიმა მეორე ჯერზე. რა ხდება მესამე, მეოთხე ან თუნდაც მეოცე ჯერზე, ეს კანონით არ არის განსაზღვრული. არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, რომ არ არსებობს მონიტორინგისა და დანაშაულის გამოვლენის მექანიზმებიც.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში არ უარყოფენ, რომ კანონმდებლობა სრულყოფას საჭიროებს და აცხადებენ, რომ სახელმწიფო იწყებს სისტემური და ეფექტური პოლიტიკის შემუშავებას ამ კუთხით.

ერთი თვის წინ შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტში მიგრაციის საკითხთა სამმართველო შეიქმნა. როგორც დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ელზა ჯგერენაიამ AMBEBI.GE-ს განუცხადა, უახლოეს მომავალში იგეგმება ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ინტენსიური თანამშრომლობა, რათა საზღვარგარეთ დასაქმების მსურველმა პირებმა ლეგალურად შეძლონ ღირსეულ სამუშაო პირობებში დასაქმება.

"ყველას, ვინც უცხოეთში სამუშოდ წასვლას დააპირებს, შესაძლებლობა აქვს დარეგისტრირდეს ჩვენს დეპარტამენტში და მიიღოს ამომწურავი და უტყუარი ინფორმაცია ვაკანსიებისა თუ ყველა იმ საკითხის შესახებ, რაც მას დააინტერესებს. ჩვენ უზრუნველვყოფთ მათ ინფორმირებულობას, რათა თავიდან აიცილონ გაუთვალისწინებელი შემთხვევები და უსიამოვნებები. რაც შეეხებათ დამსაქმებლებს, კანონით ისინი უნდა იყვნენ დარეგისტრირებულები და ისე აწარმოონ საქმიანობა, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მიმართ ჯარიმები მოქმედებს. ეს არ არის საკმარისი სანქცია, შესამუშავებელია მონიტორინგის და ანალიზის მექანიზმებიც, ჩვენ ამაზე ვიწყებთ მუშაობას" - აღნიშნავს ჯგერენაია.

ელზა ჯგერენაიას თქმით, ბოლო ორი წლის განმავლობაში საზღვარგარეთ სამუშოდ ოფიციალურად 500-მდე პირია წასული. კანონის სრული დაცვით საქართველოდან გასული მოქალაქეების სრულყოფილი მაჩვენებელი, ცხადია, ეს არ არის. რაც შეეხება დამსაქმებელ კომპანიებს, ასეთი სულ 50-მდე კომპანიაა დარეგისტრირებული, მაგრამ არც ერთი ფიზიკური პირი.

„საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი ლაშა ლაბაძე პრობლემას მოქალაქეების სიფრთხილის ნაკლებობასა და არაინფორმირებულობაშიც ხედავს.

„მოქალაქეები რისკავენ და ხშირ შემთხვევაში იძულებულები არიან წავიდნენ არალეგალურად, რაც გამოწვეულია ჩვენს ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური ფონით. ძირითადად ხდება ისე, რომ ისინი სხვა მოლოდინებით მიდიან და იქ სულ სხვა სიტუაცია ხვდებათ, გაცილებით მძიმე. მაგრამ უკან ვერ ბრუნდებიან და უწევთ დათანხმება უმძიმეს პირობებზეც. ამიტომ აუცილებელია, რომ თავიდანვე მაქსიმალურად განსაზღვრონ, ვისი მეშვეობით საქმდებიან, რას სთავაზობენ დამსაქმებლები რეალურად. გამგზავრებამდე ყველა მაქსიმალურად უნდ აეცადოს, რომ თავიდანვე გადაამოწმოს ინტერნეტის საშუალებით რეალურად არსებობს თუ არა ის კომპანია, რომელშიც დასაქმებას სთავაზობენ, მიწერონ ამ კომპანიას და გაარკვიონ მართლაც ჭირდებათ თუ არა ის ვაკანსია, რაზეც მას უშვებენ" - განაცხადა ლაშა ლაბაძემ.

რა უნდა გაითვალისწინოთ თუ საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლას აპირებთ - შრომისა და დასაქმების დეპარტამენტის რეკომენდაციები

  • იყავით ინფორმირებული

ზუსტად გაიგეთ რასთან გაქვთ საქმე. ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების შემდეგ, სამწუხაროდ ბევრი ფიქრობს, რომ შეძლებს უცხო ქვეყანაში ჩავიდეს, სამსახური იშოვოს და დარჩეს. ეს უდიდესი შეცდომაა, რაც შემდგომში ბევრ პრობლემებს შეგიქმნით.

  • იცოდეთ რეგულაციების შესახებ

მოქალაქეებმა აუცილებლად წინასწარ უნდა გაიგონ, რა რეგულაციები მოქმედებს იმ ქვეყანაში, სადაც სამუშაოდ წასვლას აპირებენ, რა არის საჭირო მუშაობის დასაწყებად. აქვე უნდა ითქვას, ყველა ქვეყანაში და განსაკუთრებით ევროკავშირის ქვეყნებში, მუშაობისთვის აუცილებელია სპეციალური ნებართვა, რის გარეშეც მუშაობის უფლება არ გექნებათ.

თუ, საზღვარგარეთ დასაქმებაში შუამავალი კომპანია გეხმარებათ, დარწმუნდით, რომ მან ნამდვილად მოიპოვა თქვენთვის სამუშაო ნებართვა.

  • დადეთ ხელშეკრულება!

აუცილებლად დადეთ ხელშეკრულება შუამავალ კომპანიასთან, სადაც გათვალისწინებული იქნება: ის მოვალეობები, რაც სამუშაოზე უნდა შეასრულოთ; დასვენების დღეები, ანაზღაურების წესი. თუ დამსაქმებელი არაკეთილსინდისიერად მოიქცევა, ხელშეკრულება იქნება დოკუმენტი, რომელიც დაგეხმარებათ უფლებების დაცვაში.

LIVE: "საღამოს ნიუსრუმი" - დღის მნიშვნელოვანი ამბები, ინტერპრეტაციის გარეშე

თბილისის რომელ ქუჩებზე ივლის საზოგადოებრივი ტრანსპორტი მანქანების საპირისპირო მიმართულებით

სახალხო დამცველი: "ფსიქიატრიულის პაციენტს ორსულობა ვერ დაუდგინეს და ქალმა 37 კვირაზე საპირფარეშოში იმშობიარა"