Faceამბები
საზოგადოება

26

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:56-ზე, მთვარე 21:22-დან ტყუპში იქნება – საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. ამ დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. ძილის წინ მიიღეთ გამწმენდი შხაპი. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტრამპს მზარეულები აღარ ჰყავს და წვეულება ბურგერებით და პიცით გამართა
ტრამპს მზარეულები აღარ ჰყავს და წვეულება ბურგერებით და პიცით გამართა

აშშ-ს პრე­ზი­დენ­ტი თეთრ სახ­ლში გა­მარ­თულ წვე­უ­ლე­ბა­ზე სტუმ­რებს ბურ­გე­რე­ბით გა­უ­მას­პინ­ძლდა, ინ­ფორ­მა­ცი­ას BBC ავ­რცე­ლებს. მი­ზე­ზი და­ფი­ნან­სე­ბის არარ­სე­ბო­ბის გამო აშშ-ის მთავ­რო­ბის მუ­შა­ო­ბის ნა­წი­ლობ­რივ შე­წყვე­ტა გახ­და. ამა­ვე მი­ზე­ზის გამო, თეთრ სახ­ლში სამ­ზა­რე­უ­ლოს პერ­სო­ნა­ლის ნაკ­ლე­ბო­ბაა და ვახ­შა­მი ვერ მო­ამ­ზა­დეს.

ტრამპმა წვე­უ­ლე­ბა კო­ლე­ჯის ფეხ­ბურ­თის ეროვ­ნუ­ლი ჩემ­პი­ო­ნა­ტის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბის­თვის გა­მარ­თა, სუფ­რა­ზე კი, ტრა­დი­ცი­უ­ლი კერ­ძე­ბის ნაც­ვლად, ბურ­გე­რე­ბი, პიცა და ფრი იყო.

„მუ­შა­ო­ბის შე­ჩე­რე­ბის გამო საკ­ვე­ბი სწრა­ფი კვე­ბის ობი­ექ­ტებ­ში შე­ვუკ­ვე­თეთ და ხარ­ჯი თა­ვად დავ­ფა­რე,“ - გა­ნა­ცხა­და პრე­ზი­დენ­ტმა.

ფე­დე­რა­ლურ მთავ­რო­ბას მუ­შა­ო­ბა ნა­წი­ლობ­რივ უკვე 24-ე დღეა შე­ჩე­რე­ბუ­ლი აქვს, აღ­ნიშ­ნუ­ლის გამო და­ახ­ლო­ე­ბით 800 000 სა­ჯა­რო მო­ხე­ლე და­ზა­რალ­და, მათ შო­რის თეთ­რი სახ­ლის პერ­სო­ნა­ლიც, რო­მელ­თა ნა­წი­ლიც უხელ­ფა­სო შვე­ბუ­ლე­ბა­ში გა­უშ­ვეს. ტრამ­პი აცხა­დებს, რომ იგი არ და­ამ­ტკი­ცებს ქვეყ­ნის ბი­უ­ჯეტს, ვიდ­რე კონ­გრეს­ში მექ­სი­კის სა­ზღვარ­ზე მიგ­რან­ტე­ბის­გან დამ­ცა­ვი კედ­ლის მშე­ნებ­ლო­ბის და­ფი­ნან­სე­ბას არ და­თან­ხმდე­ბი­ან.

„გვაქვს პი­ცე­ბი, 300 ჰამ­ბურ­გე­რი, უამ­რა­ვი კარ­ტო­ფი­ლი ფრი, ჩვე­ნი საყ­ვა­რე­ლი საჭ­მე­ლი,“ - გა­ნა­ცხა­და ტრამპმა ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე.

ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის კი­თხვა­ზე, რო­მე­ლი საკ­ვე­ბი უყ­ვარს ყვე­ლა­ზე მე­ტად, ტრამპმა გა­ნა­ცხა­და, რომ „ყვე­ლა­ფე­რი ამე­რი­კუ­ლი ძა­ლი­ან გემ­რი­ე­ლია“.

აშშ-ს პრე­ზი­დენ­ტის სიყ­ვა­რუ­ლი ბურ­გე­რე­ბის მი­მართ დიდი ხა­ნია, ცნო­ბი­ლია. ის სწრა­ფი კვე­ბის ობი­ექ­ტე­ბის პრო­დუქტს სა­ზღვარ­გა­რეთ ყოფ­ნის დრო­საც ხში­რად მი­ირ­თმევს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
ავტორი:

ტრამპს მზარეულები აღარ ჰყავს და წვეულება ბურგერებით და პიცით გამართა

ტრამპს მზარეულები აღარ ჰყავს და წვეულება ბურგერებით და პიცით გამართა

აშშ-ს პრეზიდენტი თეთრ სახლში გამართულ წვეულებაზე სტუმრებს ბურგერებით გაუმასპინძლდა, ინფორმაციას BBC ავრცელებს. მიზეზი დაფინანსების არარსებობის გამო აშშ-ის მთავრობის მუშაობის ნაწილობრივ შეწყვეტა გახდა. ამავე მიზეზის გამო, თეთრ სახლში სამზარეულოს პერსონალის ნაკლებობაა და ვახშამი ვერ მოამზადეს.

ტრამპმა წვეულება კოლეჯის ფეხბურთის ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებულებისთვის გამართა, სუფრაზე კი, ტრადიციული კერძების ნაცვლად, ბურგერები, პიცა და ფრი იყო.

„მუშაობის შეჩერების გამო საკვები სწრაფი კვების ობიექტებში შევუკვეთეთ და ხარჯი თავად დავფარე,“ - განაცხადა პრეზიდენტმა.

ფედერალურ მთავრობას მუშაობა ნაწილობრივ უკვე 24-ე დღეა შეჩერებული აქვს, აღნიშნულის გამო დაახლოებით 800 000 საჯარო მოხელე დაზარალდა, მათ შორის თეთრი სახლის პერსონალიც, რომელთა ნაწილიც უხელფასო შვებულებაში გაუშვეს. ტრამპი აცხადებს, რომ იგი არ დაამტკიცებს ქვეყნის ბიუჯეტს, ვიდრე კონგრესში მექსიკის საზღვარზე მიგრანტებისგან დამცავი კედლის მშენებლობის დაფინანსებას არ დათანხმდებიან.

„გვაქვს პიცები, 300 ჰამბურგერი, უამრავი კარტოფილი ფრი, ჩვენი საყვარელი საჭმელი,“ - განაცხადა ტრამპმა ღონისძიებაზე.

ჟურნალისტების კითხვაზე, რომელი საკვები უყვარს ყველაზე მეტად, ტრამპმა განაცხადა, რომ „ყველაფერი ამერიკული ძალიან გემრიელია“.

აშშ-ს პრეზიდენტის სიყვარული ბურგერების მიმართ დიდი ხანია, ცნობილია. ის სწრაფი კვების ობიექტების პროდუქტს საზღვარგარეთ ყოფნის დროსაც ხშირად მიირთმევს.

ვინ არის 31 წლის ყოფილი მოდელი, რომელსაც ტრამპზე გავლენა აქვს - თეთრი სახლის ლამაზმანის პოლიტიკური და სასიყვარულო ვნებები

უხანში კორონავირუსით საავადმყოფოს დირექტორი გარდაიცვალა - რა ხდება ვირუსის აფეთქების ზონაში

კოშმარული კარანტინის მე-15 დღე და მცურავ ციხედ ქცეული გემი - "ტანსაცმლის გარეცხვა შეუძლებელია, დროდადრო გვეძლევა გემბანზე გასვლის უფლება"