პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიხეილ გიორგაძე ჯვრის მონასტრის დაკეტვას ეხმაურება - "იმედი მაქვს, დაპირისპირება კიდევ უფრო არ გაღრმავდება"
მიხეილ გიორგაძე ჯვრის მონასტრის დაკეტვას ეხმაურება - "იმედი მაქვს, დაპირისპირება კიდევ უფრო არ გაღრმავდება"

დიდი იმე­დი მაქვს, რომ ეს გა­უ­გებ­რო­ბა მალე გა­ირ­კვე­ვა და და­პი­რის­პი­რე­ბა კი­დევ უფრო არ გაღ­რმავ­დე­ბა, - ასე უპა­სუ­ხა სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის მი­ნის­ტრის პირ­ველ­მა მო­ად­გი­ლემ მი­ხე­ილ გი­ორ­გა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის დას­მულ შე­კი­თხვას, რო­მე­ლიც ჯვრის მო­ნას­ტრის და­კეტვის შე­სა­ხებ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ას შე­ე­ხე­ბო­და.

მი­ხე­ილ გი­ორ­გა­ძის თქმით, ის აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე დე­ტა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას არ ფლობს, თუმ­ცა აღ­ნიშ­ნავს, რომ სა­კი­თხის მოგ­ვა­რე­ბა­ში აქ­ტი­უ­რად უნდა ჩა­ერ­თოს ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა.

"ინ­ფორ­მა­ცია სულ რამ­დე­ნი­მე წა­მის წინ გა­ვი­გე, ამი­ტომ დე­ტა­ლებს, თუ რა მდგო­მა­რე­ო­ბაა ჯვრის მო­ნას­ტერ­თან და­კავ­ში­რე­ბით, არ ვფლობ. თუმ­ცა მი­მაჩ­ნია, რომ ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რად უნდა ჩა­ე­რი­ოს ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, იმი­ტომ, რომ ეს კომ­პე­ტენ­ცია გა­რე­ვაჭ­რო­ბის მო­წეს­რი­გე­ბის, სწო­რედ ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის კომ­პე­ტენ­ცი­აა პირ­ველ რიგ­ში, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა ეს მსოფ­ლიო მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგლია თუ არა.

დიდი იმე­დი მაქვს, რომ ეს გა­უ­გებ­რო­ბა, მალე გა­ირ­კვე­ვა და და­პი­რის­პი­რე­ბა კი­დევ უფრო არ გაღ­რმავ­დე­ბა",- გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ გი­ორ­გა­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ დღეს დი­ლი­დან მცხე­თის ჯვრის მო­ნას­ტრის კარი და­კე­ტი­ლია. ტა­ძარ­ში შეს­ვლა არ შე­უძ­ლი­ათ რო­გორც მომ­ლოც­ვე­ლებს, ასე­ვე ტუ­რის­ტებს. ად­გილ­ზე მო­მუ­შა­ვე გა­რე­მო­ვაჭ­რე­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით კი, ტაძ­რის და­კეტვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ბე­რებ­მა მი­ი­ღეს, რა­საც გა­რე­ვაჭ­რო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კი­თხებს უკავ­ში­რე­ბენ და აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ იმ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სა­დაც წლე­ბია ვაჭ­რო­ბა ხორ­ცი­ელ­დე­ბა, სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებს კე­ლი­ის დად­გმა სურთ.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სა­პატ­რი­არ­ქოს პრეს­სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნელ­მა, დე­კა­ნოზ­მა ან­დრია ჯაღ­მა­ი­ძემ გა­ნუ­ცხა­და, მცხე­თის ჯვრის მო­ნას­ტრის ჩა­კეტვი­სა და მას­ში მლოც­ვე­ლე­ბი­სა და ტუ­რის­ტე­ბის არ­შეშ­ვე­ბის მი­ზე­ზი, ტაძ­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­რე­მო­ვაჭ­რე­ე­ბის მიერ შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბა გახ­და.

ავტორი:

მიხეილ გიორგაძე ჯვრის მონასტრის დაკეტვას ეხმაურება - "იმედი მაქვს, დაპირისპირება კიდევ უფრო არ გაღრმავდება"

მიხეილ გიორგაძე ჯვრის მონასტრის დაკეტვას ეხმაურება - "იმედი მაქვს, დაპირისპირება კიდევ უფრო არ გაღრმავდება"

დიდი იმედი მაქვს, რომ ეს გაუგებრობა მალე გაირკვევა და დაპირისპირება კიდევ უფრო არ გაღრმავდება, - ასე უპასუხა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ მიხეილ გიორგაძემ ჟურნალისტების დასმულ შეკითხვას, რომელიც ჯვრის მონასტრის დაკეტვის შესახებ გავრცელებული ინფორმაციას შეეხებოდა.

მიხეილ გიორგაძის თქმით, ის აღნიშნულ საკითხზე დეტალურ ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა აღნიშნავს, რომ საკითხის მოგვარებაში აქტიურად უნდა ჩაერთოს ადგილობრივი ხელისუფლება.

"ინფორმაცია სულ რამდენიმე წამის წინ გავიგე, ამიტომ დეტალებს, თუ რა მდგომარეობაა ჯვრის მონასტერთან დაკავშირებით, არ ვფლობ. თუმცა მიმაჩნია, რომ ძალიან აქტიურად უნდა ჩაერიოს ადგილობრივი ხელისუფლება, იმიტომ, რომ ეს კომპეტენცია გარევაჭრობის მოწესრიგების, სწორედ ადგილობრივი ხელისუფლების კომპეტენციაა პირველ რიგში, მიუხედავად იმისა ეს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია თუ არა.

დიდი იმედი მაქვს, რომ ეს გაუგებრობა, მალე გაირკვევა და დაპირისპირება კიდევ უფრო არ გაღრმავდება",- განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს დილიდან მცხეთის ჯვრის მონასტრის კარი დაკეტილია. ტაძარში შესვლა არ შეუძლიათ როგორც მომლოცველებს, ასევე ტურისტებს. ადგილზე მომუშავე გარემოვაჭრეების ინფორმაციით კი, ტაძრის დაკეტვის გადაწყვეტილება ბერებმა მიიღეს, რასაც გარევაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხებს უკავშირებენ და აღნიშნავენ, რომ იმ ტერიტორიაზე, სადაც წლებია ვაჭრობა ხორციელდება, სასულიერო პირებს კელიის დადგმა სურთ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განუცხადა, მცხეთის ჯვრის მონასტრის ჩაკეტვისა და მასში მლოცველებისა და ტურისტების არშეშვების მიზეზი, ტაძრის ტერიტორიაზე გარემოვაჭრეების მიერ შექმნილი ვითარება გახდა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ