მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯვრის მონასტერში აღარავის უშვებენ - რატომ დაკეტა წინამძღვარმა ტაძარი ვიზიტორებისთვის
ჯვრის მონასტერში აღარავის უშვებენ - რატომ დაკეტა წინამძღვარმა ტაძარი ვიზიტორებისთვის

მცხე­თის ჯვრის მო­ნას­ტე­რი დღეს დი­ლი­დან მომ­ლოც­ვე­ლებს და ტუ­რის­ტებს და­კე­ტი­ლი დახ­ვდათ. ჩა­კე­ტი­ლია რო­გორც მო­ნას­ტე­რის ეზო­ში შე­სას­ვლე­ლი, ასე­ვე ტაძ­რის კა­რიც.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ად­გილ­ზე მყოფ­მა გა­რე­მო­ვაჭ­რე­ებ­მა გა­ნუ­ცხა­დეს, აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ბე­რებ­მა მი­ი­ღეს. მათი ნა­წი­ლი აღ­ნიშ­ნავს, რომ ბე­რებს ტაძ­რის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, იქ, სა­დაც სა­ვაჭ­რო ჯი­ხუ­რე­ბია ჩად­გმუ­ლი, სურთ კე­ლი­ის აშე­ნე­ბა, რისი სა­შუ­ა­ლე­ბაც მათ ამ დრომ­დე არ მი­ე­ცათ და პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად მი­ი­ღეს ტაძ­რის და­ხურ­ვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა.

აღ­ნიშ­ნულ­მა ფაქ­ტმა ასე­ვე უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია მომ­ლოც­ვე­ლებ­სა და ტუ­რის­ტე­ბის ნა­წილ­ში, რომ­ლე­ბიც ტა­ძარ­ში შეს­ვლას დი­ლი­დან ვერ ახერ­ხე­ბენ, თუმ­ცა ნა­წი­ლი ტაძ­რის ეზო­ში კლდო­ვა­ნი ფერ­დო­ბი­დან გა­დას­ვლას ცდი­ლობს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ფერ­დო­ბი შე­მო­სა­ზღვრუ­ლია ღო­ბით, ხოლო იქ გა­დას­ვლა აკ­რძა­ლუ­ლია.

მო­ნას­ტრის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ამ ეტაპ­ზე არ იმ­ყო­ფე­ბი­ან სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი.

სა­პატ­რი­არ­ქოს პრეს­სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლის, დე­კა­ნოზ ან­დრია ჯაღ­მა­ი­ძის გან­ცხა­დე­ბით, მცხე­თის ჯვრის მო­ნას­ტრის ჩა­კეტვი­სა და მას­ში მლოც­ვე­ლე­ბი­სა და ტუ­რის­ტე­ბის არ­შეშ­ვე­ბის მი­ზე­ზი, ტაძ­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­რე­მო­ვაჭ­რე­ე­ბის მიერ შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბა გახ­და. რო­გორც დე­კა­ნოზ­მა ან­დრია ჯაღ­მა­ი­ძემ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და, აღ­ნიშ­ნუ­ლი გად­წყვე­ტი­ლე­ბა ტაძ­რის წი­ნამ­ძღვარ­მა კონ­სტან­ტი­ნე ჯინ­ჭა­რა­ულ­მა მი­ი­ღო.

მი­სი­ვე თქმით, მცხე­თის ჯვრის მო­ნას­ტრის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­რე­მო­ვაჭ­რე­ე­ბი, სა­ვა­რა­უ­დოდ, აღარ და­იშ­ვე­ბი­ან.

„მე ვიცი, რომ მო­ნას­ტე­რი დრო­ე­ბით და­ი­კე­ტა და მი­ზე­ზი სწო­რედ გა­რე­მო­ვაჭ­რე­ე­ბის ფაქ­ტო­რია. იქ არის ძა­ლი­ან მო­უ­წეს­რი­გე­ბე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა, დახ­ლე­ბი, რო­მე­ლიც ამა­ხინ­ჯებს და ქმნის მო­ნას­ტრი­სათ­ვის შე­უ­სა­ბა­მო გა­რე­მოს. არამ­გო­ნია, გა­რე­მო­ვაჭ­რე­ებს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე დაბ­რუ­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცეთ. მე რამ­დე­ნა­დაც ვიცი, გა­რე­მო­ვაჭ­რე­ე­ბის ასე­თი სიმ­რავ­ლე სე­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მას წარ­მო­ად­გენს მო­ნას­ტრის­თვის. უნდა მო­წეს­რიგ­დეს მდგო­მა­რე­ო­ბა, ასე­თია პო­ზი­ცია. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ ეს მო­ნას­ტე­რი დიდი ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრშია და მას სხვა­დას­ხვა რან­გის სტუმ­რე­ბი სტუმ­რო­ბენ და ტუ­რის­ტთა ნა­კა­დიც დი­დია, ამი­ტომ ბუ­ნებ­რი­ვია წი­ნამ­ძღვა­რი გა­რე­მოს მო­წეს­რი­გე­ბას ითხოვ­დეს“, - აღ­ნიშ­ნა დე­კა­ნოზ­მა ან­დრია ჯაღ­მა­ი­ძემ.

დე­კა­ნო­ზი ან­დრია ჯაღ­მა­ი­ძე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

ჯვრის მონასტერში აღარავის უშვებენ - რატომ დაკეტა წინამძღვარმა ტაძარი ვიზიტორებისთვის

ჯვრის მონასტერში აღარავის უშვებენ - რატომ დაკეტა წინამძღვარმა ტაძარი ვიზიტორებისთვის

მცხეთის ჯვრის მონასტერი დღეს დილიდან მომლოცველებს და ტურისტებს დაკეტილი დახვდათ. ჩაკეტილია როგორც მონასტერის ეზოში შესასვლელი, ასევე ტაძრის კარიც.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ადგილზე მყოფმა გარემოვაჭრეებმა განუცხადეს, აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება ბერებმა მიიღეს. მათი ნაწილი აღნიშნავს, რომ ბერებს ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, იქ, სადაც სავაჭრო ჯიხურებია ჩადგმული, სურთ კელიის აშენება, რისი საშუალებაც მათ ამ დრომდე არ მიეცათ და პროტესტის ნიშნად მიიღეს ტაძრის დახურვის გადაწყვეტილება.

აღნიშნულმა ფაქტმა ასევე უკმაყოფილება გამოიწვია მომლოცველებსა და ტურისტების ნაწილში, რომლებიც ტაძარში შესვლას დილიდან ვერ ახერხებენ, თუმცა ნაწილი ტაძრის ეზოში კლდოვანი ფერდობიდან გადასვლას ცდილობს.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ფერდობი შემოსაზღვრულია ღობით, ხოლო იქ გადასვლა აკრძალულია.

მონასტრის ტერიტორიაზე ამ ეტაპზე არ იმყოფებიან სასულიერო პირები.

საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, მცხეთის ჯვრის მონასტრის ჩაკეტვისა და მასში მლოცველებისა და ტურისტების არშეშვების მიზეზი, ტაძრის ტერიტორიაზე გარემოვაჭრეების მიერ შექმნილი ვითარება გახდა. როგორც დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, აღნიშნული გადწყვეტილება ტაძრის წინამძღვარმა კონსტანტინე ჯინჭარაულმა მიიღო.

მისივე თქმით, მცხეთის ჯვრის მონასტრის ტერიტორიაზე გარემოვაჭრეები, სავარაუდოდ, აღარ დაიშვებიან.

„მე ვიცი, რომ მონასტერი დროებით დაიკეტა და მიზეზი სწორედ გარემოვაჭრეების ფაქტორია. იქ არის ძალიან მოუწესრიგებელი მდგომარეობა, დახლები, რომელიც ამახინჯებს და ქმნის მონასტრისათვის შეუსაბამო გარემოს. არამგონია, გარემოვაჭრეებს ტერიტორიაზე დაბრუნების საშუალება მიეცეთ. მე რამდენადაც ვიცი, გარემოვაჭრეების ასეთი სიმრავლე სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს მონასტრისთვის. უნდა მოწესრიგდეს მდგომარეობა, ასეთია პოზიცია. მოგეხსენებათ, რომ ეს მონასტერი დიდი ყურადღების ცენტრშია და მას სხვადასხვა რანგის სტუმრები სტუმრობენ და ტურისტთა ნაკადიც დიდია, ამიტომ ბუნებრივია წინამძღვარი გარემოს მოწესრიგებას ითხოვდეს“, - აღნიშნა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ