Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ფეისბუქზე" დაბლოკვის გამო, ინტერნეტმომხმარებელი ირაკლი კობახიძეს უჩივის
"ფეისბუქზე" დაბლოკვის გამო, ინტერნეტმომხმარებელი ირაკლი კობახიძეს უჩივის

"სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვა“ (GDI) პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რეს ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძეს გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­ზღუდ­ვის გამო, სა­სა­მარ­თლო­ში უჩი­ვის. არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია მსა­ხი­ო­ბი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტის, მოძ­რა­ო­ბა „რუ­სე­თი ოკუ­პან­ტია“ დამ­ფუძ­ნებ­ლის მა­რი­ამ დო­ლი­ძის სა­ხე­ლით, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის მხრი­დან გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­ზღუდ­ვის გამო სა­სა­მარ­თლოს მი­მარ­თავს და მო­უ­წო­დებს მა­ღალ პო­ლი­ტი­კუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებს, მეტი სიფრ­თხი­ლით მო­ე­კი­დონ გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­ზღუდ­ვის ნე­ბის­მი­ერ ინი­ცი­ა­ტი­ვას.

ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გან­მარ­ტე­ბით, საქ­მე ეხე­ბა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის მიერ სა­კუ­თარ ოფი­ცი­ა­ლურ Facebook გვერ­დზე, მა­რი­ამ დო­ლი­ძის გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბით და­ცუ­ლი კრი­ტი­კუ­ლი მო­საზ­რე­ბე­ბის შე­ზღუდ­ვას.

რო­გორც GDI-ში აცხა­დე­ბენ, აღ­ნიშ­ნუ­ლი საქ­მე პრე­ცე­დენ­ტუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბი­საა, რად­გან სა­ჯა­რო უწყე­ბე­ბი­სა და პო­ლი­ტი­კუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირ­თა მხრი­დან ხში­რია გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის მსგავ­სი შე­ზღუდ­ვის შემ­თხვე­ვე­ბი. GDI აღ­ნიშ­ნუ­ლი სარ­ჩე­ლით ითხოვს ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის­გან მო­სარ­ჩე­ლი­სათ­ვის ოფი­ცი­ა­ლურ Facebook გვერ­დზე “ბლო­კის” მოხ­სნას.

ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ცნო­ბით, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის ქმე­დე­ბას წინ უს­წრებ­და მისი გან­ცხა­დე­ბა 2008 წლის 8 აგ­ვის­ტოს ომ­თან და­კავ­ში­რე­ბით. რა­საც, მა­თი­ვე გან­მარ­ტე­ბით, მო­სარ­ჩლის მხრი­დან პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის ოფი­ცი­ა­ლურ ფე­ის­ბუქ გვერ­დზე მწვა­ვე კრი­ტი­კუ­ლი კო­მენ­ტა­რე­ბი მოჰ­ყვა.

"კო­მენ­ტა­რე­ბის ში­ნა­არ­სი სრუ­ლად ჯდე­ბო­და გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის ფარ­გლებ­ში. სწო­რედ აღ­ნიშ­ნუ­ლი კრი­ტი­კა გახ­და პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის ოფი­ცი­ა­ლურ ფე­ის­ბუქ გვერ­დზე მა­რი­ამ დო­ლი­ძის “დაბ­ლოკ­ვის” მი­ზე­ზი.

მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით, პო­ლი­ტი­კო­სე­ბი და სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბა­თა წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი აქ­ტი­უ­რად იყე­ნე­ბენ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლებს, რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბას. ამი­ტომ, GDI-ს მი­აჩ­ნია, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირ­თა ოფი­ცი­ა­ლუ­რი Facebook გვერ­დი არის და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პირ­თა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბე­ბი­სა და კრი­ტი­კი­სათ­ვის გახ­სნი­ლი ღია სივ­რცე, სა­დაც ინ­დი­ვი­დებს ეძ­ლე­ვათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა პირ­და­პირ და უშუ­ა­ლოდ იქო­ნი­ონ კო­მუ­ნი­კა­ცია ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან და და­ა­ფიქ­სი­რონ სა­კუ­თა­რი მო­საზ­რე­ბა ზო­გა­დად მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­თან და კონ­კრე­ტუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით“, - აღ­ნიშ­ნა­ვენ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში.

GDI-მ თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს დღეს, 2019 წლის 14 იან­ვარს მი­მარ­თა და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის­გან მო­სარ­ჩე­ლი­სათ­ვის ოფი­ცი­ა­ლურ Facebook გვერ­დზე შე­ზღუდ­ვის მოხ­სნას ითხოვს.

ავტორი:

"ფეისბუქზე" დაბლოკვის გამო, ინტერნეტმომხმარებელი ირაკლი კობახიძეს უჩივის

"ფეისბუქზე" დაბლოკვის გამო, ინტერნეტმომხმარებელი ირაკლი კობახიძეს უჩივის

"საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ (GDI) პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის გამო, სასამართლოში უჩივის. არასამთავრობო ორგანიზაცია მსახიობისა და სამოქალაქო აქტივისტის, მოძრაობა „რუსეთი ოკუპანტია“ დამფუძნებლის მარიამ დოლიძის სახელით, ირაკლი კობახიძის მხრიდან გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის გამო სასამართლოს მიმართავს და მოუწოდებს მაღალ პოლიტიკური თანამდებობის პირებს, მეტი სიფრთხილით მოეკიდონ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ნებისმიერ ინიციატივას.

ორგანიზაციის განმარტებით, საქმე ეხება ირაკლი კობახიძის მიერ საკუთარ ოფიციალურ Facebook გვერდზე, მარიამ დოლიძის გამოხატვის თავისუფლებით დაცული კრიტიკული მოსაზრებების შეზღუდვას.

როგორც GDI-ში აცხადებენ, აღნიშნული საქმე პრეცედენტული მნიშვნელობისაა, რადგან საჯარო უწყებებისა და პოლიტიკური თანამდებობის პირთა მხრიდან ხშირია გამოხატვის თავისუფლების მსგავსი შეზღუდვის შემთხვევები. GDI აღნიშნული სარჩელით ითხოვს ირაკლი კობახიძისგან მოსარჩელისათვის ოფიციალურ Facebook გვერდზე “ბლოკის” მოხსნას.

ორგანიზაციის ცნობით, ირაკლი კობახიძის ქმედებას წინ უსწრებდა მისი განცხადება 2008 წლის 8 აგვისტოს ომთან დაკავშირებით. რასაც, მათივე განმარტებით, მოსარჩლის მხრიდან პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე მწვავე კრიტიკული კომენტარები მოჰყვა.

"კომენტარების შინაარსი სრულად ჯდებოდა გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში. სწორედ აღნიშნული კრიტიკა გახდა პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე მარიამ დოლიძის “დაბლოკვის” მიზეზი.

მსოფლიოს მასშტაბით, პოლიტიკოსები და სახელმწიფო უწყებათა წარმომადგენლები აქტიურად იყენებენ სოციალური ქსელებს, როგორც საზოგადოებასთან კომუნიკაციის საშუალებას. ამიტომ, GDI-ს მიაჩნია, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირთა ოფიციალური Facebook გვერდი არის დაინტერესებულ პირთა განსხვავებული მოსაზრებებისა და კრიტიკისათვის გახსნილი ღია სივრცე, სადაც ინდივიდებს ეძლევათ შესაძლებლობა პირდაპირ და უშუალოდ იქონიონ კომუნიკაცია ხელისუფლების წარმომადგენლებთან და დააფიქსირონ საკუთარი მოსაზრება ზოგადად მიმდინარე მოვლენებთან და კონკრეტული პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობასთან დაკავშირებით“, - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

GDI-მ თბილისის საქალაქო სასამართლოს დღეს, 2019 წლის 14 იანვარს მიმართა და ირაკლი კობახიძისგან მოსარჩელისათვის ოფიციალურ Facebook გვერდზე შეზღუდვის მოხსნას ითხოვს.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს