საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრების წევრი დაინიშნა. 26 წლის მერაბ ბოქოლიშვილის რჩეული 24 წლის ნინი გელაშვილია. კალათბურთელმა შეყვარებულს ხელი პარიზში, "პომპიდუს ცენტრში" სთხოვა. ხელის თხოვნის ამსახველ ფოტოებს წყვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.