ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში კვირის მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენების შესახებ წერს და საკუთარ რეკომენდაციებს გვთავაზობს:
"ამ კვირის ყველაზე მთავარი მოვლენა, რასაკვირველია, ჩვენი დღის მნათობის - მზის მომდევნო ზოდიაქოს ნიშანში გადასვლაა. 20 იანვარს დღის 13:00-ზე მზე დატოვებს თხისრქის ნიშანს და მერწყულის ზოდიაქოში გადაბრძანდება. გილოცავთ, მერწყულებო, მომავალ დაბადების დღეებს და წარმატებულ სოლარულ წელიწადს გისურვებთ.
მერწყულებისთვისაც და არამხოლოდ მათთვის, 20 იანვრიდან მოყოლებული 1 თვე სამყარო ცვლილებებით, სიახლეებით და ასევე მოულოდნელობებით აღსავსე იქნება. ეს პერიოდი საზოგადოებაში თანამოზრეების მოძიების, ახალი მეგობრების შეძენის, ძველებთან კი უფრო მჭიდრო ურთიერთობის დამყარების დროა. ამ დროს კოსმოსი იძლევა ახალ შესაძლებლობებს, ვიყოთ ჩართული საერთო შორსმიმავალ პროექტებში, ვიპოვოთ მიზანი, მოვიპოვოთ სულიერი თავისუფლება.
დავუბრუნდები ამ კვირის ასპექტებს და გეტყვით, რომ კვირის პირველი ნახევარი რომანტიული ნოტების აკომპანიმენტით წარიმართება, რასაც მერკურის სექსტილი ნეპტუნთან განაპირობებს. განსაკუთრებით ეს თევზებსა და მერწყულებს ეხებათ. ის ასევე შემოქმედებით ბიძგებს მისცემს იმ ადამიანებს, ვინც ხელოვნებასთან კავშირში არიან. ეს ფრიად კარგი დროა, მათთვისაც, ვინც ეზოთერიკას სწავლობს, - რადგან სწორედ ახლა ჩაერთვებათ დაფარულში ჩაწვდომის უნარი. ასევე შესაძლოა ამ დღეებში სულიერი მოსწავლე გამოგიგჩნდეთ, ან პირიქით - თქვენ გაიცნოთ ისეთი ადამიანი, რომელთან სიახლოვეც აგამაღლებთ თქვენს სულიერებაში. მეორეს მხრივ, ცოტა არ იყოს, გაფანტულობა და დაბნეულობაც შეუძლია რომ შემოიტანოს ჩვენში. ასეთ დროს გვავიწყდება ხოლმე სად რა დავდეთ, კალამი, გასაღები, საბუთები. შესაძლოა გზებზე მცირე ორიენტაციის დაკარგვაც და ერთი შესახვევის მაგივრად მეორეში გადახვევა. თუმცა ყველაფერი მალევე დგება ხოლმე თავის კალაპოტში - გზასაც ვპოულობთ და ნივთებსაც მალევე აღმოვაჩენთ ხოლმე.
ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ მერკურისა და ნეპტუნის ასპექტის "წყალობით", შესაძლოა ჩვენი სიტყვები ვინმესთვის ცოტა ბუნდოვნად, გაურკვევლად ან ორაზროვნად ჟღერდეს. განსაკუთრებით საგრძნობი ეს პიკის დროს - 14 რიცხვში იქნება.
რაც შეეხება მერკურისა და პლუტონის შეერთებას, რომელიც პიკს კვირის მეორე ნახევარში 17-18 რიცხვებში მიაღწევს, ამ ასპექტის გავლენით შესაძლოა მოგიწიოთ კამათი, აღგზნებული საუბრისას კი ემოციებმა გონება დაბლოკოს. ასეთი ეცადეთ, არ მისცეთ ამ შეხლა-შემოხლას ფიზიკური ხასიათი, ვინაიდან ამ დღეს ტრამვების მიღების ალბათობა იზრდება, განსაკუთრებით შესაძლოა კიდურების, უფრო კი ხელის დაზიანება. იზრდება ასევე კრიმინალთან შეხების გაზრდილი ალბათობაც. უნდა აუცილებლად ითქვას, რომ ეს მაჩვენებელი, კატეგორულად აუცილებელი გადაუდებელი შემთხვევების გარდა, არასასურველს ხდის ქირურგიულ ჩარევებს.
მთელი ეს კვირა ასევე არასასურველია საავიაციო გადაფრენებისათვის, რადგან ჩართული იქნება მზისა და ურანის კვადრატი. ამ ასპექტის დროს ხშირად ელექტროხელსაწყოების გაუმართაობასაც აქვს ხოლმე ადგილი. იფრთხილეთ დენთან მიმართებაში, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ პატარა ბავშვებს, რომ არ შეეხონ საშიშ ნივთებს.
განსაკუთრებით გაუჭირდებათ სასწორებსა და მერწყულებს, ანუ იმ ნიშნებს, სადაც ახლა ეს პლანეტები მოძრაობენ. მაგრამ მედალს მუდამ აქვს მეორე მხარე, რაც იმას ნიშნავს, რომ იგივე ასპექტი მოგცემთ საშუალებას მოულოდნელი ცვლილებები შეიტანოთ არსებულ წესებში და სიტუაცია თქვენს სასარგებლოდ შემოაბრუნოთ.
ასპექტი შეყრადია 19 იანვრამდე, მერე დაშლაზე მიდის და თანდათან ძალას კარგავს. თუმცა საბოლოოდ მხოლოდ 29 რიცხვში ამოწურავს თავს.
ამ კვირაში ასევე ჰარმონიულ ასპექტს ქმნიან 2 ლიბიდო პლანეტა - ვენერა და მარსი. რა შეიძლება გამოიწვიოს ამან? ცხადია, უპირველეს ყოვლისა, სასიყვარულო განცდებისა და ვნებების ესკალაცია. აგრეთვე შესაძლოა გაგიჩნდეთ სურვილი ახალი შენაძენები გააკეთოთ. თუმცა ეს ის პერიოდია, როდესაც სჯობს, მხოლოდ გეგმიური შენაძენები გავაკეთოთ და სპონტანურ "მინდა!"-ს არ ავყვეთ, მით უფრო, რომ ამ დღეებში ვენერას ნეპტუნთან დაძაბული ასპექტიც ერთვის და უაზრო დანახარჯებზე მიანიშნებს. ვენერა მარსის ტრინი კვირის ბოლომდე შინარჩუნებს ზეგავლენას და ზემოთნახსენები ფაქტორების გარდა, ხელს შეუწყობს ჩასახვის საკითხებსაც. ამიტომ კარგი იქნება ეს დრო სწორად გამოიყენონ იმ წყვილებმა ვისთვისაც ეს საკითხი პრობლემატურია. განსაკუთრებით თუ ვერძი ან მშვილდოსანი ბრძანდებით, ან ამ ნიშნებში გყავთ მარსი და ვენერა განლაგებული.
და ბოლოს, არ დაგავიწყდეთ აგრეთვე რომ 21-ში მთვარის დაბნელებაა, მასთან მზადება მინიმუმ სამი დღით ადრე სჯობს რომ დაიწყოთ. ეცადეთ გაიკაჟოთ ჯანმრთელობა, აღიდგინოთ ძალები. მიხედეთ დაქვეითებულ იმუნიტეტს".