სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გამოქვეყნდა სტალინის ქალიშვილის აქამდე უცნობი წერილები - რას წერდა სვეტლანა ცნობილ რუს პოეტს თბილისიდან
გამოქვეყნდა სტალინის ქალიშვილის აქამდე უცნობი წერილები - რას წერდა სვეტლანა ცნობილ რუს პოეტს თბილისიდან

სვეტ­ლა­ნა ალი­ლუ­ე­ვა: "სა­ქარ­თვე­ლო ში­ნა­გა­ნი სუ­ლის ძა­ლაა - შე­კა­ვე­ბუ­ლი, მაგ­რამ ძლი­ე­რი, უძ­ვე­ლე­სი ძალა, რომ­ლის წყა­ლო­ბით ქარ­თვე­ლი ხალ­ხი თა­ვის­თა­ვა­დო­ბას ინარ­ჩუ­ნებს" რუ­სულ ყო­ველკ­ვი­რე­ულ გა­მო­ცე­მა­ში - «Новая газета»-ში გა­მოქ­ვეყ­ნდა სვეტ­ლა­ნა იო­სე­ბის ასულ ალი­ლუ­ე­ვას (ანუ სვეტ­ლა­ნა სტა­ლი­ნას) დღემ­დე უც­ნო­ბი წე­რი­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც მან სა­ქარ­თვე­ლო­ში (სა­ქარ­თვე­ლოს სსრ-ში) ცხოვ­რე­ბის დროს თბი­ლი­სი­დან გა­უგ­ზავ­ნა ცნო­ბილ რუს პო­ეტს და­ვით სა­მო­ი­ლოვს, ეს­ტო­ნე­თის სსრ-ის ქა­ლაქ პი­არ­ნუ­ში. ეს წე­რი­ლე­ბი ინა­ხე­ბო­და პო­ე­ტის არ­ქივ­ში და მისი გა­ზეთ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა და­ვით სა­მო­ი­ლო­ვის ქვრი­ვის გა­ლი­ნა მედ­ვე­დე­ვას თან­ხმო­ბით მოხ­და.

რე­დაქ­ცი­ის კო­მენ­ტარ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ამ რამ­დე­ნი­მე თვის წი­ნათ რუ­სე­თის ერთ-ერ­თმა ცენ­ტრა­ლურ­მა ტე­ლე­კომ­პა­ნი­ამ - "პირ­ველ­მა არ­ხმა" ეკ­რან­ზე აჩ­ვე­ნა მრა­ვალ­სე­რი­ა­ნი მხატ­ვრუ­ლი ფილ­მი "სვეტ­ლა­ნა", "რო­მელ­შიც საკ­მა­ოდ და­მა­ხინ­ჯე­ბით არის გად­მო­ცე­მუ­ლი მთა­ვა­რი გმი­რის - სვეტ­ლა­ნა ალი­ლუ­ე­ვას ცხოვ­რე­ბის მო­მენ­ტე­ბი, მისი პი­რა­დი გრძნო­ბე­ბი და გან­ცდე­ბი, ხა­სი­ა­თი და ში­ნა­გა­ნი ბუ­ნე­ბა. გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი წე­რი­ლე­ბის ში­ნა­არ­სი ადას­ტუ­რებს, რომ სვეტ­ლა­ნა იო­სე­ბის ასუ­ლი, ფილ­მის გმი­რი­სა­გან გან­სხვა­ვე­ბით, რე­ა­ლუ­რად სულ სხვა ადა­მი­ა­ნი იყო".

სვეტ­ლა­ნა ალი­ლუ­ე­ვა თა­ვი­სი მე­გობ­რის - პოეტ და­ვით სა­მო­ი­ლო­ვი­სათ­ვის გაგ­ზავ­ნილ წე­რი­ლებ­ში მა­მა­მი­სის - იო­სებ სტა­ლი­ნის - სამ­შობ­ლო­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რე­ბის დროს მი­ღე­ბულ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებ­ზეც სა­უბ­რობს. გა­ზეთ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლია წე­რი­ლის კონ­ვერ­ტი, რო­მელ­საც თბი­ლი­სის ფოს­ტის შტემ­პე­ლი აქვს დას­მუ­ლი, იქვე ნაჩ­ვე­ნე­ბია სვეტ­ლა­ნა ალი­ლუ­ე­ვას მი­სა­მარ­თიც: ინ­დექ­სი 380062, სა­ქარ­თვე­ლოს სსრ, ქა­ლა­ქი თბი­ლი­სი, ი.ჭავ­ჭა­ვა­ძის პროს­პექ­ტი, სახ­ლი 75, ბინა 5. თა­რი­ღე­ბი - 1985 წლის 10 დე­კემ­ბე­რი და 1986 წლის 21 თე­ბერ­ვა­ლი.

გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რი­დებს წე­რი­ლე­ბი­დან: "მე სა­ქარ­თვე­ლო­ში ყოფ­ნით ბედ­ნი­ე­რი ვარ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ აქ აზი­უ­რი ზნე-ჩვე­უ­ლე­ბე­ბია და ბევრ რა­მეს ვე­რაფ­რით ვეჩ­ვე­ვი. მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლო პო­ე­ტუ­რი ქვე­ყა­ნაა, მშვე­ნი­ე­რი ქვე­ყა­ნა და ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ბევ­რად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი.

ძალ­ზე სა­ინ­ტე­რე­სოა შენი ლექ­სე­ბი. რამ­დენ­ჯერ­მე ხე­ლახ­ლა გა­და­ვი­კი­თხე. რა კარ­გია, რომ გან­მარ­ტოვ­დი და ისე წერ. მოს­კოვ­ში ფიქ­რი და წერა შე­უძ­ლე­ბე­ლია. მე თვი­თო­ნაც, როცა აქ, თბი­ლის­ში დავ­ბრუნ­დე­ბი ხოლ­მე, ენით აუ­წე­რელ გან­ცხრო­მა­სა და სიმ­შვი­დეს გან­ვიც­დი. თბი­ლის­ში რომ ვარ, ეს ნიშ­ნავს, რომ სა­კუ­თარ სახ­ლში ვარ. ეს საკ­მა­ოდ უც­ნა­უ­რიც კი არის, მაგ­რამ ასეა. ჩემი გო­გო­ნა ოლია უკვე ქარ­თუ­ლად ლა­პა­რა­კობს, წერს, კი­თხუ­ლობს, მღე­რის და ცეკ­ვავს!!! ამ "კა­პი­ტა­ლის­ტუ­რად გაზ­რდილ" ბავ­შვში უცებ იჩი­ნა თავი რა­ღაც ძველ­მა, ში­ნა­გან­მა, "აზი­ურ­მა" - იგი სრუ­ლი­ად შე­იც­ვა­ლა თბი­ლის­ში. მარ­თა­ლია, მალე ინ­გლის­ში წავა (მგო­ნი ნე­ბარ­თვა უკვე მის­ცეს გამ­გზავ­რე­ბის­თვის) და იქ და­ამ­თავ­რებს სკო­ლას, მაგ­რამ არ­და­დე­გებ­ზე აქ ჩა­მო­ვა ხოლ­მე". წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

გამოქვეყნდა სტალინის ქალიშვილის აქამდე უცნობი წერილები - რას წერდა სვეტლანა ცნობილ რუს პოეტს თბილისიდან

გამოქვეყნდა სტალინის ქალიშვილის აქამდე უცნობი წერილები - რას წერდა სვეტლანა ცნობილ რუს პოეტს თბილისიდან

სვეტლანა ალილუევა: "საქართველო შინაგანი სულის ძალაა - შეკავებული, მაგრამ ძლიერი, უძველესი ძალა, რომლის წყალობით ქართველი ხალხი თავისთავადობას ინარჩუნებს" რუსულ ყოველკვირეულ გამოცემაში - «Новая газета»-ში გამოქვეყნდა სვეტლანა იოსების ასულ ალილუევას (ანუ სვეტლანა სტალინას) დღემდე უცნობი წერილები, რომლებიც მან საქართველოში (საქართველოს სსრ-ში) ცხოვრების დროს თბილისიდან გაუგზავნა ცნობილ რუს პოეტს დავით სამოილოვს, ესტონეთის სსრ-ის ქალაქ პიარნუში. ეს წერილები ინახებოდა პოეტის არქივში და მისი გაზეთში გამოქვეყნება დავით სამოილოვის ქვრივის გალინა მედვედევას თანხმობით მოხდა.

რედაქციის კომენტარში აღნიშნულია, რომ ამ რამდენიმე თვის წინათ რუსეთის ერთ-ერთმა ცენტრალურმა ტელეკომპანიამ - "პირველმა არხმა" ეკრანზე აჩვენა მრავალსერიანი მხატვრული ფილმი "სვეტლანა", "რომელშიც საკმაოდ დამახინჯებით არის გადმოცემული მთავარი გმირის - სვეტლანა ალილუევას ცხოვრების მომენტები, მისი პირადი გრძნობები და განცდები, ხასიათი და შინაგანი ბუნება. გამოქვეყნებული წერილების შინაარსი ადასტურებს, რომ სვეტლანა იოსების ასული, ფილმის გმირისაგან განსხვავებით, რეალურად სულ სხვა ადამიანი იყო".

სვეტლანა ალილუევა თავისი მეგობრის - პოეტ დავით სამოილოვისათვის გაგზავნილ წერილებში მამამისის - იოსებ სტალინის - სამშობლოში, საქართველოში ცხოვრების დროს მიღებულ შთაბეჭდილებებზეც საუბრობს. გაზეთში გამოქვეყნებულია წერილის კონვერტი, რომელსაც თბილისის ფოსტის შტემპელი აქვს დასმული, იქვე ნაჩვენებია სვეტლანა ალილუევას მისამართიც: ინდექსი 380062, საქართველოს სსრ, ქალაქი თბილისი, ი.ჭავჭავაძის პროსპექტი, სახლი 75, ბინა 5. თარიღები - 1985 წლის 10 დეკემბერი და 1986 წლის 21 თებერვალი.

გთავაზობთ ამონარიდებს წერილებიდან: "მე საქართველოში ყოფნით ბედნიერი ვარ. მიუხედავად იმისა, რომ აქ აზიური ზნე-ჩვეულებებია და ბევრ რამეს ვერაფრით ვეჩვევი. მაგრამ საქართველო პოეტური ქვეყანაა, მშვენიერი ქვეყანა და ეს მნიშვნელოვანია, ბევრად მნიშვნელოვანი.

ძალზე საინტერესოა შენი ლექსები. რამდენჯერმე ხელახლა გადავიკითხე. რა კარგია, რომ განმარტოვდი და ისე წერ. მოსკოვში ფიქრი და წერა შეუძლებელია. მე თვითონაც, როცა აქ, თბილისში დავბრუნდები ხოლმე, ენით აუწერელ განცხრომასა და სიმშვიდეს განვიცდი. თბილისში რომ ვარ, ეს ნიშნავს, რომ საკუთარ სახლში ვარ. ეს საკმაოდ უცნაურიც კი არის, მაგრამ ასეა. ჩემი გოგონა ოლია უკვე ქართულად ლაპარაკობს, წერს, კითხულობს, მღერის და ცეკვავს!!! ამ "კაპიტალისტურად გაზრდილ" ბავშვში უცებ იჩინა თავი რაღაც ძველმა, შინაგანმა, "აზიურმა" - იგი სრულიად შეიცვალა თბილისში. მართალია, მალე ინგლისში წავა (მგონი ნებართვა უკვე მისცეს გამგზავრებისთვის) და იქ დაამთავრებს სკოლას, მაგრამ არდადეგებზე აქ ჩამოვა ხოლმე". წაიკითხეთ სრულად

კორონავირუსით გარდაცვლილ ორივე პაციენტს მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა - რა ვითარებაა ბათუმის კლინიკებში

თბილისის რომელ უბნებს და დღის რა მონაკვეთში შეეზღუდებათ ელექტროენერგიის მიწოდება 23 სექტემბერს -  რა განაცხადეს "თელასში"

გიორგი გობრონიძე - "მნიშვნელოვანია იმ საინფორმაციო „რკინის ფარდის“ გარღვევა, რითაც აფხაზური და ოსური საზოგადოება დაშორებულია ქართულ საინფორმაციო სივრცეს"