საზოგადოება
Faceამბები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვმუშაობთ გრიპზე და ბევრად საშიშ ინფექციურ დაავადებებზე..." - რას წერს "ფეისბუქზე" ლუგარის ლაბორატორიის თანამშრომელი
"ვმუშაობთ გრიპზე და ბევრად საშიშ ინფექციურ დაავადებებზე..." - რას წერს "ფეისბუქზე" ლუგარის ლაბორატორიის თანამშრომელი

ბოლო პე­რი­ოდ­ში ღო­რის გრი­პთან და­კავ­ში­რე­ბით სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში და სხვა­დას­ხვა სა­ეჭ­ვო სა­ი­ტებ­ზე უამ­რა­ვი დე­ზინ­ფორ­მა­ცია ვრცელ­დე­ბა ვირუ­სუ­ლად. მათ შო­რის ერთ-ერთი ის, რომ ღო­რის გრი­პი თბი­ლის­ში მდე­ბა­რე ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ი­დან გან­გებ გა­ავ­რცე­ლეს. ლა­ბო­რა­ტო­რი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლი ლელა ურუ­შა­ძე "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გერ­დზე პოსტს აქ­ვეყ­ნებს, რო­მელ­საც უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"მე ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში ვმუ­შა­ობ, ადრე მას შავი ჭი­რის სად­გუ­რი ერ­ქვა, პო­ლი­ო­მი­ე­ლი­ტის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში. ანი გრიპ­ზე მუ­შა­ობს, თეკო ეშე­რი­ხი­ა­ზე, გვან­ცა ტუ­ლა­რე­მი­ა­ზე, ჟღენ­ტა შავ ჭირ­ზე, ქეთო ბრუ­ცე­ლა­ზე და ხმა­ლი­კა ჯილეხ­ზე. ჩვენ, ასე­თი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სა­ხე­ლე­ბით, ვმუ­შა­ობთ გრიპ­ზე და ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლილ ბევ­რად სა­შიშ ინ­ფექ­ცი­ურ და­ა­ვა­დე­ბებ­ზე - უსაფრ­თხო გა­რე­მო­ში ვდგამთ ანა­ლიზს და მათ ვარ­ქმევთ სა­ხე­ლებს, რომ ექი­მებს გა­უ­ად­ვილ­დეთ თქვენ­თვის დი­აგ­ნო­ზის დას­მა და და­ნიშ­ნუ­ლე­ბის მო­ცე­მა, რომ თქვენ მშვი­დად იმუ­შა­ოთ ფერ­მებ­ში, წა­მოწ­ვეთ მწვა­ნე მინ­დორ­ზე, იმოგ­ზა­უ­როთ ეგ­ზო­ტი­კურ ან არა­ა­ეგ­ზო­ტი­კურ ქვეყ­ნებ­ში და არ და­გე­მარ­თოთ კი­დევ უფრო ხმა­უ­რი­ა­ნი ყი­რიმ კონ­გოს ციებ-ცხე­ლე­ბა, ებო­ლა, ზი­კას ვირუ­სი ან მა­ლა­რია.

უფრო მე­ტიც, როცა თქვენ მშვი­დად გძი­ნავთ ან ის­ვე­ნებთ, იგი­ვე და­ა­ვა­დე­ბებს ვა­კონ­ტრო­ლებთ ნახ­მარ წყლებ­ში, ნი­ა­დაგ­ში, მღრღნე­ლებ­ში, ტკი­პებ­სა და კო­ღო­ებ­ში, მე ჩემს შვილს ამა­ზე ვუყ­ვე­ბი და ამა­ყი ვარ, რომ ჩვე­ნი ქვეყ­ნის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვან რგოლ­ში - ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში ვმუ­შა­ობ, რო­მელ­საც ადრე შავი ჭი­რის სად­გუ­რი ერ­ქვა", - წერს ლა­ბო­რა­ტო­რი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლი.

შე­გახ­სე­ნებთ, რუ­სუ­ლი მე­დია პე­რი­ო­დუ­ლად ავ­რცე­ლებს ინ­ფორ­მა­ცი­ას იმა­ზე, რომ ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში აშშ-ს სამ­ხედ­რო და კერ­ძო კონ­ტრაქ­ტო­რე­ბი "სა­ი­დუმ­ლო ექ­სპე­რი­მენ­ტებს" ატა­რებ­ენ ადა­მი­ა­ნებ­ზე.

გა­და­დით ბმულ­ზედა გა­ი­გეთ მეტი

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
0

აბა რა უნდა დაწეროს, ლუგარის ტიპის ლაბორატორიის, რიგითმა ქარტველმა ლაბორანტმა. მანდ რა კეთდება, არც ბატონ ამირანმა იცის და არც პაატამ. ვფიქრობ არ ეწყინებათ. ჩვენც გვესმის ასეთი "ზავიდენიების". ციდან ჩამოფრენილები არა ვართ. რაც დღევანდელი სიტუაციის გარშემო, წარსულ წლებში, პრესაში იბეჭდებოდა და დღეს სრულდება, აქ უკვე, რამეზე საუბარი ზედმეტია.

ავტორი:

"ვმუშაობთ გრიპზე და ბევრად საშიშ ინფექციურ დაავადებებზე..." - რას წერს "ფეისბუქზე" ლუგარის ლაბორატორიის თანამშრომელი

"ვმუშაობთ გრიპზე და ბევრად საშიშ ინფექციურ დაავადებებზე..." - რას წერს "ფეისბუქზე" ლუგარის ლაბორატორიის თანამშრომელი

ბოლო პერიოდში ღორის გრიპთან დაკავშირებით სოციალურ მედიაში და სხვადასხვა საეჭვო საიტებზე უამრავი დეზინფორმაცია ვრცელდება ვირუსულად. მათ შორის ერთ-ერთი ის, რომ ღორის გრიპი თბილისში მდებარე ლუგარის ლაბორატორიიდან განგებ გაავრცელეს. ლაბორატორიის თანამშრომელი ლელა ურუშაძე "ფეისბუქის" პირად გერდზე პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"მე ლუგარის ლაბორატორიაში ვმუშაობ, ადრე მას შავი ჭირის სადგური ერქვა, პოლიომიელიტის განყოფილებაში. ანი გრიპზე მუშაობს, თეკო ეშერიხიაზე, გვანცა ტულარემიაზე, ჟღენტა შავ ჭირზე, ქეთო ბრუცელაზე და ხმალიკა ჯილეხზე. ჩვენ, ასეთი ჩვეულებრივი სახელებით, ვმუშაობთ გრიპზე და ზემოთ ჩამოთვლილ ბევრად საშიშ ინფექციურ დაავადებებზე - უსაფრთხო გარემოში ვდგამთ ანალიზს და მათ ვარქმევთ სახელებს, რომ ექიმებს გაუადვილდეთ თქვენთვის დიაგნოზის დასმა და დანიშნულების მოცემა, რომ თქვენ მშვიდად იმუშაოთ ფერმებში, წამოწვეთ მწვანე მინდორზე, იმოგზაუროთ ეგზოტიკურ ან არააეგზოტიკურ ქვეყნებში და არ დაგემართოთ კიდევ უფრო ხმაურიანი ყირიმ კონგოს ციებ-ცხელება, ებოლა, ზიკას ვირუსი ან მალარია.

უფრო მეტიც, როცა თქვენ მშვიდად გძინავთ ან ისვენებთ, იგივე დაავადებებს ვაკონტროლებთ ნახმარ წყლებში, ნიადაგში, მღრღნელებში, ტკიპებსა და კოღოებში, მე ჩემს შვილს ამაზე ვუყვები და ამაყი ვარ, რომ ჩვენი ქვეყნის ძალიან მნიშვნელოვან რგოლში - ლუგარის ლაბორატორიაში ვმუშაობ, რომელსაც ადრე შავი ჭირის სადგური ერქვა", - წერს ლაბორატორიის თანამშრომელი.

შეგახსენებთ, რუსული მედია პერიოდულად ავრცელებს ინფორმაციას იმაზე, რომ ლუგარის ლაბორატორიაში აშშ-ს სამხედრო და კერძო კონტრაქტორები "საიდუმლო ექსპერიმენტებს" ატარებენ ადამიანებზე.

გადადით ბმულზე და გაიგეთ მეტი

როგორ ცხოვრობენ მიხეილ სააკაშვილის უფროსი ვაჟი და რძალი - საინტერესო დეტალები ედუარდსა და ადინაზე, რომელიც ძალიან ჰგავს დედამთილს

"თავისით გამოისახა ჯვარიც და ზეთი წამოვიდა..." - რა მოხდა თიკა მახალდიანის სახლში დედის ორმოცამდე რამდენიმე დღით ადრე

როგორ გვილოცავენ დამოუკიდებლობის დღეს საქართველოზე შეყვარებული უცხოელი ტურისტები - "საქართველო ჩემს გულშია, ერთი სული მაქვს როდის დავბრუნდები!"