პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ღალატი ცუდი რამაა, მაგრამ ამ სიტუაციაში ზედმეტი ჩარევა ხდება" - როგორ განვითარდება მოვლენები მანგაძეების ოჯახში და რას ფიქრობს მსახიობი "ნაირაზე"
"ღალატი ცუდი რამაა, მაგრამ ამ სიტუაციაში ზედმეტი ჩარევა ხდება" - როგორ განვითარდება მოვლენები მანგაძეების ოჯახში და რას ფიქრობს მსახიობი "ნაირაზე"

"ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­ში" მე­თო­თხმე­ტე სე­ზო­ნი სა­და­ცაა დას­რულ­დე­ბა, ბოლო სე­რი­ებ­ში მდგო­მა­რე­ო­ბა ძა­ლი­ან და­ი­ძა­ბა. ამის გამო, მა­ყუ­რე­ბე­ლი გა­აქ­ტი­ურ­და და სე­რი­ებს დიდი ინ­ტე­რე­სით ადევ­ნებს თვალ-ყურს. მათ, ვი­საც შე­წყვე­ტი­ლი ჰქონ­დათ სე­რი­ა­ლის ყუ­რე­ბა, გა­ნა­ახ­ლეს და "და­ქა­ლებს" სრუ­ლი­ად ახა­ლი მა­ყუ­რე­ბე­ლიც შე­მო­უ­ერ­თდა - ადა­მი­ა­ნე­ბი ერთი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი წყვი­ლის ოჯა­ხუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბით და­ინ­ტე­რეს­დნენ. დიახ, დღეს რა­ტომ­ღაც ყვე­ლას უნდა გა­ი­გოს, რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა მოვ­ლე­ნე­ბი მან­გა­ძე­ე­ბის ოჯახ­ში ზა­ზას ცო­ლის, ქე­თის ღა­ლა­ტის შემ­დგომ. სე­რი­ალ­ში კი სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლად, ამ ამ­ბავს ერთი ეპი­ზო­დუ­რი პერ­სო­ნა­ჟი და­უ­კავ­შირ­და და ეს ქე­თის დე­დამ­თი­ლი ნა­ი­რაა. ის შემ­თხვე­ვით საყ­ვა­რელ­თან რძლის სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბარს შე­ეს­წრო და სწო­რედ მან აიღო სა­კუ­თარ თავ­ზე მთე­ლი ტკი­ვი­ლიც. AMBEBI.GE ამ რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბელს, მსა­ხობ ეკა მჟა­ვა­ნა­ძეს ესა­უბ­რა, რო­მე­ლიც ამა­ვე დროს სე­რი­ა­ლის კას­ტინ­გმე­ნე­ჯე­რი­ცაა.

- სულ მინ­დო­და, მეგ­რე­ლი ქა­ლის როლი მე­თა­მა­შა, მაგ­რამ ეს არ მოხ­და. ამის სურ­ვი­ლი ჯერ კი­დევ მა­შინ მქონ­და და მა­შინ შე­ვე­დი სე­რი­ალ­ში, როცა მეგ­რე­ლე­ბის ხაზი ჯერ არც იყო და­წყე­ბუ­ლი და ნა­ი­რას როლს სხვა მსა­ხი­ო­ბი თა­მა­შობ­და. მისი შეც­ვლა მო­მიხ­და. იმ პე­რი­ოდ­ში ვინ იფიქ­რებ­და, რომ ეს სე­რი­ა­ლი 14-15 სე­ზონს "გა­ქა­ჩავ­და". ჩემი როლი სე­რი­ალ­ში ეპი­ზო­დუ­რი, მე­ო­რე-მე­სა­მე­ხა­რის­ხო­ვა­ნი იყო, ასეთ რო­ლებს გა­მა­ვალს ვე­ძა­ხით, როცა პერ­სო­ნა­ჟი მთა­ვარ გმი­რებს სი­უ­ჟეტ­ში რა­ღაც ამ­ბავ­ში ეხ­მა­რე­ბა. ასე ვი­ყა­ვით მე და ჩემი პარტნი­ო­რი, მსა­ხი­ო­ბი ალე­კო მა­ხა­რობ­ლიშ­ვი­ლი, სე­ზონ­ში სულ ერთი-ორ სე­რი­ა­ში რამ­დე­ნი­მე გა­მა­ვა­ლი რეპ­ლი­კით შე­მო­ვი­ფარ­გლე­ბო­დით, იმი­ტომ, რომ ამ­ბა­ვი ცოლ-ქმარს შო­რის, ქე­თი­სა და ზა­ზას შო­რის ვი­თარ­დე­ბო­და და არა ჩვენ შო­რის. რად­გან ერ­თად ვცხოვ­რობ­დით, ეს კონ­ტაქ­ტი აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო. მერე, რო­დე­საც ამ­ბა­ვი და­ი­ძა­ბა, ვი­ფიქ­რე, ალ­ბათ ჩვენც გა­მოვ­ჩნდე­ბო­დით-მეთ­ქი. თუმ­ცა ამას ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დი, თუ სცე­ნა­რის­ტი ამ ღა­ლა­ტის ამ­ბის გახ­სნას მა­ინ­ცდა­მა­ინც ჩემს პერ­სო­ნაჟს და­ა­კის­რებ­და. კონ­კრე­ტულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ყვე­ლა­ფე­რი მისი გა­და­სა­წყვე­ტი და "მო­საგ­ვა­რე­ბე­ლი" აღ­მოჩ­ნდა.

- რო­დე­საც უკვე გა­ი­გეთ, რა იფიქ­რეთ?

- ორი კვი­რის წინ ჩემი ასის­ტენ­ტი მე­უბ­ნე­ბო­და, - ახა­ლი სე­რი­ის სცე­ნებს თუ გა­ე­ცა­ნი, სცე­ნა­რი შენ­თვის არის და­წე­რი­ლიო. არ წა­მი­კი­თხავს-მეთ­ქი, - ვუ­თხა­რი. ახა­ლი წლის წინა დღე­ე­ბი იყო და ამის­თვის ვერ მო­ვი­ცა­ლე, მერე მე­ო­რე ასის­ტენ­ტმაც მი­თხრა. სა­ბო­ლო­ოდ როცა წა­ვი­კი­თხე, თუ რა და რო­გორ უნდა მე­თა­მა­შა, იმა­ზე რამ­დე­ნი­მე დღე ვფიქ­რობ­დი, ანუ რო­გორ მო­მეს­მი­ნა ცუდი ამ­ბა­ვი...

- ემო­ცი­უ­რი სცე­ნის ემო­ცი­უ­რად თა­მა­ში მო­გიხ­დათ...

- 2 დუბ­ლი ჩავ­წე­რე, იყო იმპრო­ვი­ზა­ცი­აც... ვე­ლო­დი, რომ ამ სე­რი­ას გა­მოხ­მა­უ­რე­ბა ექ­ნე­ბო­და, რად­გა­ნაც მა­ნამ­დე ქუ­ჩა­ში ხალ­ხი მხვდე­ბო­და და მე­კი­თხე­ბოდ­ნენ - "თქვენ ოჯახ­ში მოვ­ლე­ნე­ბი რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა, ვინ­მე ხომ არ კვდე­ბაო?" მოკ­ლედ, ვე­ლო­დი ხალ­ხის გა­მოხ­მა­უ­რე­ბას, მაგ­რამ ასეთ არა­ფერს, რაც ახლა მოხ­და და ხდე­ბა... მსა­ხი­ო­ბის­თვის ეს ყვე­ლა­ფე­რია... რო­ლე­ბი თე­ატ­რში, სე­რი­ალ­შიც მი­თა­მა­შია, ვი­ღა­ცას მოს­წო­ნე­ბია, ვი­ღა­ცას - არა. მქონ­და წარ­მა­ტე­ბაც და წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბაც. ის, რაც ახლა ხდე­ბა, ვი­მე­ო­რებ, სა­ოც­რე­ბაა, - ასე ხალ­ხის სიყ­ვა­რუ­ლით გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლი არ ვყო­ფილ­ვარ. ამ ყვე­ლა­ფერ­ში კი სო­ცი­ა­ლურ­მა ქსელ­მაც და­მარ­წმუ­ნა, რო­დე­საც გუ­შინ გა­ვიღ­ვი­ძე, "ფე­ის­ბუ­ქი" გავ­ხსე­ნი და სით­ბოს, სიყ­ვა­რუ­ლის ტალ­ღა და­იძ­რა...

- ალ­ბათ ესაა უკვე აღი­ა­რე­ბა...

- კი, მარ­ტო ნიჭი არა­ფერს ნიშ­ნავს, ხალ­ხს უნდა უყ­ვარ­დე. თუკი ჩემ მი­მართ ვი­ღა­ცას სიმ­პა­თია აქვს, ამის­თვის ყვე­ლას დიდი მად­ლო­ბა. მად­ლო­ბა ყვე­ლას, ვინც გა­მო­მეხ­მა­უ­რა, შე­მა­ქო, ვინც ერთი-ორი სი­ტყვა შე­მა­წია... ჩვე­ნი სე­რი­ა­ლის "ოჯა­ხუ­რი ამ­ბით" და­ინ­ტე­რეს­და.

- ზო­გა­დად ოჯახ­ში ცო­ლის მიერ ღა­ლატ­ზე რას იტყვით?

- ორი ბი­ჭის დედა ვარ, მარ­თა­ლია, ჯერ დე­დამ­თი­ლი არ ვარ, მაგ­რამ წყვი­ლის ცხოვ­რე­ბა­ში და მით უფრო, რძლის ცხოვ­რე­ბა­ში დე­დამ­თი­ლის ჩა­რე­ვა ჩემ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია. ყო­ველ­თვის ნე­იტ­რა­ლუ­რი უნდა იყო. როცა ოჯა­ხი იქ­ნე­ბა, იქ არა მარ­ტო დე­დამ­თი­ლის, სი­დედ­რის, მა­მამ­თი­ლის, მშობ­ლის და ყვე­ლა ზედ­მე­ტი ადა­მი­ა­ნის ჩა­რე­ვა და­უშ­ვე­ბე­ლია. ამ კონ­კრე­ტულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ზედ­მე­ტი ჩა­რე­ვა ხდე­ბა... გა­სა­გე­ბია, რომ ღა­ლა­ტი ცუდი რა­მაა, მაგ­რამ ტყუ­ი­ლი კი­დევ უა­რე­სი. რაც გინ­და, ქენი, ოღონდ, არ მო­ი­ტყუო და არც სხვა აცხოვ­რო სიც­რუ­ე­ში. ეს არის მთა­ვა­რი, თო­რემ ყვე­ლას თა­ვის ცხოვ­რე­ბა აქვს. შე­იძ­ლე­ბა 3-ჯერ და მეტ­ჯერ გა­თხოვ­დე, გყავ­დეს მე­გო­ბა­რი, ამა­ზე არ არის, ამის სრუ­ლი უფ­ლე­ბა გაქვს, მაგ­რამ ტყუ­ილ­ში ნუ აცხოვ­რებ ნუ­რა­ვის.

- რას ამარ­თლებთ დე­დამ­თილ ნა­ი­რას ქცე­ვა­ში?

- ეუბ­ნე­ბა - წა­დიო და ამით სი­მარ­თლეს ამ­ბობს, რად­გან ვერ აი­ტა­ნა, რომ მის შვილს ცოლ­მა მო­ა­ტყუა, სი­ყალ­ბე­ში ამ­ყო­ფა. ხომ ვამ­ბობ, ტყუ­ი­ლის კა­ტე­გო­რი­უ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გი ვარ, რაც გინ­და, მი­თხა­რი, - სი­მარ­თლეს ავი­ტან გა­ვი­გებ, მი­ვი­ღებ, ოღოდ, ნუ მო­მა­ტყუ­ებ!

- გი­ორ­გი ბო­ჭო­რიშ­ვილ­თან და სა­ლო­მე შარ­ვა­ძეს­თან პარტნი­ო­რო­ბა რო­გო­რია?

- არაჩ­ვე­უ­ლებ­რი ახალ­გაზ­რდე­ბი არი­ან, კარ­გად აკე­თე­ბენ თა­ვის საქ­მეს და წარ­მა­ტე­ბუ­ლე­ბი არი­ან, მეტ წარ­მა­ტე­ბას და წინსვლას ვუ­სურ­ვებ, ყვე­ლა­ფე­რი წინ აქვთ...

- გარ­და იმი­სა, რომ სე­რი­ალ­ში ახლა მოვ­ლე­ნე­ბი თქვენს პერ­სო­ნაჟს და­უ­კავ­შირ­და, სა­ერ­თოდ ამ პრო­ექ­ტში უდი­დე­სი როლი გაქვთ, კას­ტინ­გმე­ნე­ჯე­რი ხართ, მსა­ხი­ო­ბე­ბის შერ­ჩე­ვა და მო­ძებ­ნა თქვე­ნი პრე­რო­გა­ტი­ვაა. სად და რო­გორ ახერ­ხებთ ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნის შეკ­რე­ბას, თავ­მოყ­რას?

- ბევ­რი კარ­გი მსა­ხი­ო­ბი გვყავს. თა­ვი­დან, რო­დე­საც სე­რი­ალს ვი­წყებ­დით, არ იყო რთუ­ლი მათი არ­ჩე­ვა და რო­ლი­სა და პერ­სო­ნა­ჟის მი­ხედ­ვით შერ­ჩე­ვა, მაგ­რამ ვა­ხერ­ხებ­დი. ახლა ცოტა სი­ხალ­ვა­თეა, თუმ­ცა პა­ტა­რა ეპი­ზოდ­შიც კი, მა­ინც არ ვი­მე­ო­რებთ ერ­თსა და იმა­ვე მსა­ხი­ობს, რად­გა­ნაც თუ ვთქვათ, დღეს თუ პუ­რის გამ­ყიდ­ველს თა­მა­შობს, ხვალ ექი­მის შე­სა­რუ­ლე­ბა რომ მო­უხ­დეს, უხერ­ხუ­ლია. ამ სე­ზონ­ში ახა­ლი პრინ­ცი­პი შე­ვი­მუ­შა­ვეთ, სა­ყო­ველ­თაო ქას­თინ­გი გვქონ­და, სა­ი­და­ნაც ვარ­ჩევ ადა­მი­ა­ნებს, ტექ­სტებ­ზე, პა­ტარ-პა­ტა­რა ეპი­ზო­დებ­ზე ვა­მე­ცა­დი­ნებ, ელე­მენ­ტა­რულ მსა­ხი­ო­ბის ოს­ტა­ტო­ბას ვას­წავ­ლი, ვუ­მოწ­მებ მე­ტყვე­ლე­ბას და მერე უკვე რე­ჟი­სო­რე­ბი წყვე­ტენ, რო­მე­ლი მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ბას. ახ­ლაც კი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მსა­ხი­ო­ბე­ბი ჭირს, ვი­ღა­ცე­ბი შე­მო­ნა­ხუ­ლი მა­ინც მყავს "მუ­თა­ქა­ში", რო­მელ­ზეც გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფი სულ მე­უბ­ნე­ბა - გა­მო­აძ­ვრი­ნე და გა­მო­ა­ჩი­ნეო... მოკ­ლედ, მი­ხა­რია, რომ სე­რი­ალს, რო­მელ­საც ენერ­გი­ას არ ვაკ­ლებთ, მე­თო­თხმე­ტე სე­ზონ­ზეც კი ამ­დე­ნი მა­ყუ­რე­ბე­ლი ჰყავს და ისე­ვე აქ­ტუ­ა­ლუ­რი და ცო­ცხა­ლია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"ღალატი ცუდი რამაა, მაგრამ ამ სიტუაციაში ზედმეტი ჩარევა ხდება" - როგორ განვითარდება მოვლენები მანგაძეების ოჯახში და რას ფიქრობს მსახიობი "ნაირაზე"

"ღალატი ცუდი რამაა, მაგრამ ამ სიტუაციაში ზედმეტი ჩარევა ხდება" - როგორ განვითარდება მოვლენები მანგაძეების ოჯახში და რას ფიქრობს მსახიობი "ნაირაზე"

"ჩემი ცოლის დაქალებში" მეთოთხმეტე სეზონი სადაცაა დასრულდება, ბოლო სერიებში მდგომარეობა ძალიან დაიძაბა. ამის გამო, მაყურებელი გააქტიურდა და სერიებს დიდი ინტერესით ადევნებს თვალ-ყურს. მათ, ვისაც შეწყვეტილი ჰქონდათ სერიალის ყურება, განაახლეს და "დაქალებს" სრულიად ახალი მაყურებელიც შემოუერთდა - ადამიანები ერთი ჩვეულებრივი წყვილის ოჯახური მდგომარეობით დაინტერესდნენ. დიახ, დღეს რატომღაც ყველას უნდა გაიგოს, როგორ განვითარდება მოვლენები მანგაძეების ოჯახში ზაზას ცოლის, ქეთის ღალატის შემდგომ. სერიალში კი სრულიად მოულოდნელად, ამ ამბავს ერთი ეპიზოდური პერსონაჟი დაუკავშირდა და ეს ქეთის დედამთილი ნაირაა. ის შემთხვევით საყვარელთან რძლის სატელეფონო საუბარს შეესწრო და სწორედ მან აიღო საკუთარ თავზე მთელი ტკივილიც. AMBEBI.GE ამ როლის შემსრულებელს, მსახობ ეკა მჟავანაძეს ესაუბრა, რომელიც ამავე დროს სერიალის კასტინგმენეჯერიცაა.

- სულ მინდოდა, მეგრელი ქალის როლი მეთამაშა, მაგრამ ეს არ მოხდა. ამის სურვილი ჯერ კიდევ მაშინ მქონდა და მაშინ შევედი სერიალში, როცა მეგრელების ხაზი ჯერ არც იყო დაწყებული და ნაირას როლს სხვა მსახიობი თამაშობდა. მისი შეცვლა მომიხდა. იმ პერიოდში ვინ იფიქრებდა, რომ ეს სერიალი 14-15 სეზონს "გაქაჩავდა". ჩემი როლი სერიალში ეპიზოდური, მეორე-მესამეხარისხოვანი იყო, ასეთ როლებს გამავალს ვეძახით, როცა პერსონაჟი მთავარ გმირებს სიუჟეტში რაღაც ამბავში ეხმარება. ასე ვიყავით მე და ჩემი პარტნიორი, მსახიობი ალეკო მახარობლიშვილი, სეზონში სულ ერთი-ორ სერიაში რამდენიმე გამავალი რეპლიკით შემოვიფარგლებოდით, იმიტომ, რომ ამბავი ცოლ-ქმარს შორის, ქეთისა და ზაზას შორის ვითარდებოდა და არა ჩვენ შორის. რადგან ერთად ვცხოვრობდით, ეს კონტაქტი აუცილებელი იყო. მერე, როდესაც ამბავი დაიძაბა, ვიფიქრე, ალბათ ჩვენც გამოვჩნდებოდით-მეთქი. თუმცა ამას ვერ წარმოვიდგენდი, თუ სცენარისტი ამ ღალატის ამბის გახსნას მაინცდამაინც ჩემს პერსონაჟს დააკისრებდა. კონკრეტულ სიტუაციაში ყველაფერი მისი გადასაწყვეტი და "მოსაგვარებელი" აღმოჩნდა.

- როდესაც უკვე გაიგეთ, რა იფიქრეთ?

- ორი კვირის წინ ჩემი ასისტენტი მეუბნებოდა, - ახალი სერიის სცენებს თუ გაეცანი, სცენარი შენთვის არის დაწერილიო. არ წამიკითხავს-მეთქი, - ვუთხარი. ახალი წლის წინა დღეები იყო და ამისთვის ვერ მოვიცალე, მერე მეორე ასისტენტმაც მითხრა. საბოლოოდ როცა წავიკითხე, თუ რა და როგორ უნდა მეთამაშა, იმაზე რამდენიმე დღე ვფიქრობდი, ანუ როგორ მომესმინა ცუდი ამბავი...

- ემოციური სცენის ემოციურად თამაში მოგიხდათ...

- 2 დუბლი ჩავწერე, იყო იმპროვიზაციაც... ველოდი, რომ ამ სერიას გამოხმაურება ექნებოდა, რადგანაც მანამდე ქუჩაში ხალხი მხვდებოდა და მეკითხებოდნენ - "თქვენ ოჯახში მოვლენები როგორ განვითარდება, ვინმე ხომ არ კვდებაო?" მოკლედ, ველოდი ხალხის გამოხმაურებას, მაგრამ ასეთ არაფერს, რაც ახლა მოხდა და ხდება... მსახიობისთვის ეს ყველაფერია... როლები თეატრში, სერიალშიც მითამაშია, ვიღაცას მოსწონებია, ვიღაცას - არა. მქონდა წარმატებაც და წარუმატებლობაც. ის, რაც ახლა ხდება, ვიმეორებ, საოცრებაა, - ასე ხალხის სიყვარულით განებივრებული არ ვყოფილვარ. ამ ყველაფერში კი სოციალურმა ქსელმაც დამარწმუნა, როდესაც გუშინ გავიღვიძე, "ფეისბუქი" გავხსენი და სითბოს, სიყვარულის ტალღა დაიძრა...

- ალბათ ესაა უკვე აღიარება...

- კი, მარტო ნიჭი არაფერს ნიშნავს, ხალხს უნდა უყვარდე. თუკი ჩემ მიმართ ვიღაცას სიმპათია აქვს, ამისთვის ყველას დიდი მადლობა. მადლობა ყველას, ვინც გამომეხმაურა, შემაქო, ვინც ერთი-ორი სიტყვა შემაწია... ჩვენი სერიალის "ოჯახური ამბით" დაინტერესდა.

- ზოგადად ოჯახში ცოლის მიერ ღალატზე რას იტყვით?

- ორი ბიჭის დედა ვარ, მართალია, ჯერ დედამთილი არ ვარ, მაგრამ წყვილის ცხოვრებაში და მით უფრო, რძლის ცხოვრებაში დედამთილის ჩარევა ჩემთვის მიუღებელია. ყოველთვის ნეიტრალური უნდა იყო. როცა ოჯახი იქნება, იქ არა მარტო დედამთილის, სიდედრის, მამამთილის, მშობლის და ყველა ზედმეტი ადამიანის ჩარევა დაუშვებელია. ამ კონკრეტულ სიტუაციაში ზედმეტი ჩარევა ხდება... გასაგებია, რომ ღალატი ცუდი რამაა, მაგრამ ტყუილი კიდევ უარესი. რაც გინდა, ქენი, ოღონდ, არ მოიტყუო და არც სხვა აცხოვრო სიცრუეში. ეს არის მთავარი, თორემ ყველას თავის ცხოვრება აქვს. შეიძლება 3-ჯერ და მეტჯერ გათხოვდე, გყავდეს მეგობარი, ამაზე არ არის, ამის სრული უფლება გაქვს, მაგრამ ტყუილში ნუ აცხოვრებ ნურავის.

- რას ამართლებთ დედამთილ ნაირას ქცევაში?

- ეუბნება - წადიო და ამით სიმართლეს ამბობს, რადგან ვერ აიტანა, რომ მის შვილს ცოლმა მოატყუა, სიყალბეში ამყოფა. ხომ ვამბობ, ტყუილის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, რაც გინდა, მითხარი, - სიმართლეს ავიტან გავიგებ, მივიღებ, ოღოდ, ნუ მომატყუებ!

- გიორგი ბოჭორიშვილთან და სალომე შარვაძესთან პარტნიორობა როგორია?

- არაჩვეულებრი ახალგაზრდები არიან, კარგად აკეთებენ თავის საქმეს და წარმატებულები არიან, მეტ წარმატებას და წინსვლას ვუსურვებ, ყველაფერი წინ აქვთ...

- გარდა იმისა, რომ სერიალში ახლა მოვლენები თქვენს პერსონაჟს დაუკავშირდა, საერთოდ ამ პროექტში უდიდესი როლი გაქვთ, კასტინგმენეჯერი ხართ, მსახიობების შერჩევა და მოძებნა თქვენი პრეროგატივაა. სად და როგორ ახერხებთ ამდენი ადამიანის შეკრებას, თავმოყრას?

- ბევრი კარგი მსახიობი გვყავს. თავიდან, როდესაც სერიალს ვიწყებდით, არ იყო რთული მათი არჩევა და როლისა და პერსონაჟის მიხედვით შერჩევა, მაგრამ ვახერხებდი. ახლა ცოტა სიხალვათეა, თუმცა პატარა ეპიზოდშიც კი, მაინც არ ვიმეორებთ ერთსა და იმავე მსახიობს, რადგანაც თუ ვთქვათ, დღეს თუ პურის გამყიდველს თამაშობს, ხვალ ექიმის შესარულება რომ მოუხდეს, უხერხულია. ამ სეზონში ახალი პრინციპი შევიმუშავეთ, საყოველთაო ქასთინგი გვქონდა, საიდანაც ვარჩევ ადამიანებს, ტექსტებზე, პატარ-პატარა ეპიზოდებზე ვამეცადინებ, ელემენტარულ მსახიობის ოსტატობას ვასწავლი, ვუმოწმებ მეტყველებას და მერე უკვე რეჟისორები წყვეტენ, რომელი მიიღებს მონაწილებას. ახლაც კი, მიუხედავად იმისა, რომ მსახიობები ჭირს, ვიღაცები შემონახული მაინც მყავს "მუთაქაში", რომელზეც გადამღები ჯგუფი სულ მეუბნება - გამოაძვრინე და გამოაჩინეო... მოკლედ, მიხარია, რომ სერიალს, რომელსაც ენერგიას არ ვაკლებთ, მეთოთხმეტე სეზონზეც კი ამდენი მაყურებელი ჰყავს და ისევე აქტუალური და ცოცხალია.

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს