პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რამ გამოიწვია პანიკა და დაბნეულობა ღორის გრიპთან დაკავშირებით - მიზეზებზე ექიმი თამარ მამაცაშვილი საუბრობს
რამ გამოიწვია პანიკა და დაბნეულობა ღორის გრიპთან დაკავშირებით - მიზეზებზე ექიმი თამარ მამაცაშვილი საუბრობს

გრი­პის სხვა­დას­ხვა სა­ხის ვირუ­სი ყო­ველ­წლი­უ­რად ვრცელ­დე­ბა და ყო­ველ­თვის ახ­ლავს თან­გარ­თუ­ლე­ბე­ბიც და სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბაც, მაგ­რამ წელს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მღელ­ვა­რე­ბა და შიში გა­მო­იწ­ვია ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში H1N1-ით გა­მოწ­ვე­ულ­მა ინ­ფექ­ცი­ამ. რას უკავ­შირ­დე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი პა­ნი­კა?

Mkurnali.ge-ს რე­დაქ­ტო­რი, ექი­მი თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი მი­ზე­ზებ­ზე სა­უბ­რობს:

- მარ­თლაც დი­დია მღელ­ვა­რე­ბა გრი­პთან და­კავ­ში­რე­ბით. ადა­მი­ა­ნე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან კონ­ტაქტს ერი­დე­ბი­ან, მრავ­ლად იმა­რა­გე­ბენ ან­ტი­ვირუ­სულ პრე­პა­რა­ტებს, და­დი­ან ნიღ­ბე­ბით და რაც მთა­ვა­რია, ძა­ლი­ან შე­ში­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან. ამის მი­ზე­ზი კი არის შემ­დე­გი ფაქ­ტო­რე­ბი:

1. გარ­თუ­ლე­ბა­თა მაღ­ლი პრო­ცენ­ტი გრი­პით და­ა­ვა­დე­ბუ­ლებ­ში.

2. გარ­დაც­ვლილ­თა შო­რის არი­ან ახალ­გაზ­რდა პა­ცი­ენ­ტე­ბი.

ამას­თან ერ­თად გა­ურ­კვე­ვე­ლი წყა­რო­ე­ბი­დან გავ­რცელ­და უსა­ფუძ­ვლო ჭორი იმის შე­სა­ხებ, რომ თით­ქოს­და ვირუ­სი არის ხე­ლოვ­ნუ­რად შექ­მნი­ლი და გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ჩვენს და­სა­ხო­ცად. ეს გახ­ლავთ სრუ­ლი სი­სუ­ლე­ლე, რად­გან არა­ერ­თი ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვით და­დას­ტურ­და, რომ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვირუ­სი არის H1N1 და ეს ვირუ­სი სა­ქარ­თვე­ლოს გარ­და მსოფ­ლი­ოს ძა­ლი­ან ბევრ ქვე­ყა­ნა­შია ამ­ჟა­მად გავ­რცე­ლე­ბუ­ლი და იქაც ზუს­ტად ასეთ გარ­თუ­ლე­ბებს იწ­ვევს.

გრიპს ყო­ველ­თვის ახა­სი­თა­ებ­და გარ­თუ­ლე­ბე­ბი პა­ცი­ენ­ტთა გარ­კვე­ულ ნა­წილ­ში, მაგ­რამ H1N1 ვირუსს, რო­მე­ლიც წელს არის გავ­რცე­ლე­ბუ­ლი, აღ­მო­აჩ­ნდა პულ­მოტ­რო­პუ­ლი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბა და ზედა სა­სუნ­თქ გზებ­თან ერ­თად პა­ცი­ენ­ტთა უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში და­ა­ზი­ა­ნა ქვე­და სა­სუნ­თქი გზე­ბიც, გა­ნა­ვი­თა­რა ვირუ­სუ­ლი პნევ­მო­ნია, რომლთან საბ­რძოლ­ვე­ლად ექი­მებს არც თუ ისე დიდი რა­ო­დე­ნო­ბით არ­სე­ნა­ლი გა­აჩ­ნი­ათ და ბევ­რი რამ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის იმუ­ნი­ტეტ­ზე.

ჩვენ არ ვი­ცით რა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჰქონ­დათ იმუ­ნუ­რი სის­ტე­მა თი­თო­ე­ულ გარ­დაც­ვლილს, ვგე­ბუ­ლობთ მხო­ლოდ ფაქ­ტებს, რომ ახალ­გაზ­რდა ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა, რაც, რა თქმა უნდა, შემ­ზა­რა­ვი ინ­ფორ­მა­ცი­აა.

ვირუ­სუ­ლი პნევ­მო­ნია ხა­სი­ათ­დე­ბა ბრონ­ქებ­სა და ბრონ­ქი­ო­ლებ­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი სპაზ­მუ­რი მოვლნე­ბით, ად­გი­ლობ­რი­ვი ალერ­გი­უ­ლი რე­აქ­ცი­ით და მე­ტად მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი სეკ­რე­ტით, რომ­ლის ამო­ღე­ბაც ძა­ლი­ან რთუ­ლია პა­ცი­ენ­ტე­ბი­სათ­ვის. მის მკურ­ნა­ლო­ბა­ში ექი­მე­ბი იყე­ნე­ბენ ან­ტი­ვირუ­სულ სა­შუ­ა­ლე­ბებს, მუ­კო­ლი­ზურ სა­შუ­ა­ლე­ბებს (ნახ­ვე­ლის გა­მა­თხე­ლებ­ლებს), სპაზ­მე­ბის მომხსნე­ლებს და ალერ­გი­უ­ლი რე­აქ­ცი­ის მო­სახ­სნე­ლად ძა­ლი­ან კარგ შე­დეგს იძ­ლე­ვა ლე­ი­კოტ­რე­ი­ნე­ბის ან­ტა­გო­ნის­ტე­ბი (მონ­ტე­ზი­ნი, ვან­სე­ა­რი)...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად mkurnali.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში
ავტორი:

რამ გამოიწვია პანიკა და დაბნეულობა ღორის გრიპთან დაკავშირებით - მიზეზებზე ექიმი თამარ მამაცაშვილი საუბრობს

რამ გამოიწვია პანიკა და დაბნეულობა ღორის გრიპთან დაკავშირებით - მიზეზებზე ექიმი თამარ მამაცაშვილი საუბრობს

გრიპის სხვადასხვა სახის ვირუსი ყოველწლიურად ვრცელდება და ყოველთვის ახლავს თანგართულებებიც და სიკვდილიანობაც, მაგრამ წელს განსაკუთრებული მღელვარება და შიში გამოიწვია ჩვენს საზოგადოებაში H1N1-ით გამოწვეულმა ინფექციამ. რას უკავშირდება საზოგადოებაში არსებული პანიკა?

Mkurnali.ge-ს რედაქტორი, ექიმი თამარ მამაცაშვილი მიზეზებზე საუბრობს:

- მართლაც დიდია მღელვარება გრიპთან დაკავშირებით. ადამიანები საზოგადოებასთან კონტაქტს ერიდებიან, მრავლად იმარაგებენ ანტივირუსულ პრეპარატებს, დადიან ნიღბებით და რაც მთავარია, ძალიან შეშინებულები არიან. ამის მიზეზი კი არის შემდეგი ფაქტორები:

1. გართულებათა მაღლი პროცენტი გრიპით დაავადებულებში.

2. გარდაცვლილთა შორის არიან ახალგაზრდა პაციენტები.

ამასთან ერთად გაურკვეველი წყაროებიდან გავრცელდა უსაფუძვლო ჭორი იმის შესახებ, რომ თითქოსდა ვირუსი არის ხელოვნურად შექმნილი და გავრცელებული ჩვენს დასახოცად. ეს გახლავთ სრული სისულელე, რადგან არაერთი ლაბორატორიული კვლევით დადასტურდა, რომ გავრცელებული ვირუსი არის H1N1 და ეს ვირუსი საქართველოს გარდა მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაშია ამჟამად გავრცელებული და იქაც ზუსტად ასეთ გართულებებს იწვევს.

გრიპს ყოველთვის ახასითაებდა გართულებები პაციენტთა გარკვეულ ნაწილში, მაგრამ H1N1 ვირუსს, რომელიც წელს არის გავრცელებული, აღმოაჩნდა პულმოტროპული თავისებურება და ზედა სასუნთქ გზებთან ერთად პაციენტთა უმრავლესობაში დააზიანა ქვედა სასუნთქი გზებიც, განავითარა ვირუსული პნევმონია, რომლთან საბრძოლველად ექიმებს არც თუ ისე დიდი რაოდენობით არსენალი გააჩნიათ და ბევრი რამ არის დამოკიდებული ადამიანის იმუნიტეტზე.

ჩვენ არ ვიცით რა მდგომარეობაში ჰქონდათ იმუნური სისტემა თითოეულ გარდაცვლილს, ვგებულობთ მხოლოდ ფაქტებს, რომ ახალგაზრდა ადამიანი გარდაიცვალა, რაც, რა თქმა უნდა, შემზარავი ინფორმაციაა.

ვირუსული პნევმონია ხასიათდება ბრონქებსა და ბრონქიოლებში განვითარებული სპაზმური მოვლნებით, ადგილობრივი ალერგიული რეაქციით და მეტად მახასიათებელი სეკრეტით, რომლის ამოღებაც ძალიან რთულია პაციენტებისათვის. მის მკურნალობაში ექიმები იყენებენ ანტივირუსულ საშუალებებს, მუკოლიზურ საშუალებებს (ნახველის გამათხელებლებს), სპაზმების მომხსნელებს და ალერგიული რეაქციის მოსახსნელად ძალიან კარგ შედეგს იძლევა ლეიკოტრეინების ანტაგონისტები (მონტეზინი, ვანსეარი)...წაიკითხეთ სრულად mkurnali.ge-ზე

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ