საზოგადოება
Faceამბები

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერთნაირი სტუმართმოყვარეები არიან, უყვართ ხანგრძლივი სუფრები" - რას წერს რუსი ჟურნალისტი ქართველებისა და ოსების თანაცხოვრებაზე
"ერთნაირი სტუმართმოყვარეები არიან, უყვართ ხანგრძლივი სუფრები" - რას წერს რუსი ჟურნალისტი ქართველებისა და ოსების თანაცხოვრებაზე

90-იანი წლებ­ში, სა­ქარ­თვე­ლომ ორი რე­გი­ო­ნი და­კარ­გა, იქა­უ­რი მო­სახ­ლე­ო­ბა დევ­ნი­ლად იქცა, შე­რე­უ­ლი ოჯა­ხე­ბი კი და­ი­შა­ლა, თუმ­ცა არის გა­მო­ნაკ­ლი­სი ად­გი­ლე­ბი, სა­დაც ქარ­თვე­ლე­ბი აფხა­ზებ­თან ან ოსებ­თან ერ­თად დღემ­დე მშვი­დო­ბი­ა­ნად ცხოვ­რო­ბენ.

ჟურ­ნა­ლიტსმა ვლა­დი­მირ სევ­რი­ნოვ­სკიმ kavkazr.com-ის­თვის მომ­ზა­დე­ბულ რე­პორ­ტაჟ­ში ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ე.წ. სამ­ხრეთ ოსეთ­ში მცხოვ­რებ ქარ­თვე­ლებ­ზე ისა­უბ­რა, რომ­ლე­ბიც დღემ­დე ოსე­ბის გვერ­დით ცხოვ­რო­ბენ.

"ორი მსგავ­სი კულ­ტუ­რის მქო­ნე ხალ­ხი, თით­ქმის ერ­თნა­ი­რი სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე­ე­ბი არი­ან, უყ­ვართ ხან­გრძლი­ვი სუფ­რე­ბი. იქ ახლა მშვი­დო­ბაა, თუმ­ცა შე­საძ­ლოა, მა­გი­და­ზე ბავ­შვე­ბის სა­თა­მა­შო­ებ­თან ერ­თად, ჟი­ლე­ტის ჯი­ბე­ებ­ში ჩა­ლა­გე­ბუ­ლი ყუმ­ბა­რე­ბი შე­ნიშ­ნოთ - რუსი ჯა­რის­კა­ცე­ბის სა­ჩუ­ქა­რი" – წერს ჟურ­ნა­ლის­ტი.

მი­სი­ვე თქმით, 2008 წლის ომის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლომ ცხინ­ვალ­თან ახ­ლომ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ის ნა­წი­ლი და­კარ­გა, რომ­ლის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა რუ­სეთ­მა სა­კუ­თარ თავ­ზე აიღო.

"ის იქა­ურ მო­სახ­ლე­ო­ბას ფი­ნან­სურ და პო­ლი­ტი­კურ მხარ­და­ჭე­რას სთა­ვა­ზობ­და, თუმ­ცა "სამ­ხრეთ ოსე­თის" მცხოვ­რებ­ლე­ბი მა­ღა­ლი დო­ნის კო­რუფ­ცი­ა­სა და წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­უგ­ვა­რე­ბელ სო­ცი­ა­ლურ პრობ­ლე­მებ­ზე სა­უბ­რო­ბენ. გარ­და ამი­სა, ისი­ნი სა­ქარ­თვე­ლოს­გან მო­წყვე­ტი­ლე­ბი აღ­მოჩ­ნდნენ. ღამე, ახალ­გო­რის მთე­ბი­დან მშვე­ნივ­რად მო­ჩანს მცხე­თას­თან მდე­ბა­რე ავ­ტო­ბა­ნი, რო­მე­ლიც მათ­თან ლა­მის ერთი ხე­ლის გაწ­ვდე­ნა­ზეა, მაგ­რამ და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი გზე­ბი დიდი ხა­ნია ჩა­კე­ტი­ლია", – წერს ჟურ­ნა­ლის­ტი.

მისი თქმით, სა­ზღვარ­მა მხო­ლოდ ხმე­ლე­თი კი არა, ოჯა­ხე­ბიც გაყო. სევ­რი­ნოვ­სკის­თან სა­უ­ბარ­ში ერთ-ერთი ოჯა­ხი ამ­ბობს, რომ მისი შვი­ლე­ბი და და-ძმა "სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რო­ბენ", სულ რა­ღაც 17 კი­ლო­მეტრში, თუმ­ცა ერ­თმა­ნეთს ვე­ღარ ნა­ხუ­ლო­ბენ.

"ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი მა­ინც გა­და­დის სა­ქარ­თვე­ლო­ში, ამ დროს არ­სე­ბობს რის­კი, რომ ისი­ნი მე­სა­ზღვრე­ებს ჩა­უ­ვარ­დე­ბი­ან ხელთ, თუმ­ცა მა­ინც რის­კა­ვენ... 2008 წლის ომზე აქ ხში­რად ლა­პა­რა­კო­ბენ და მათ­თან სა­უბ­რი­სას ხვდე­ბი, რომ მათ ბევ­რი რამ გა­და­ი­ტა­ნეს, მაგ­რამ ოსებს ქარ­თვე­ლე­ბი არ სძულთ, მე­ტიც, ხში­რად ლა­პა­რა­კო­ბენ მათ­ზე სიმ­პა­თი­ით, რო­გორც მოძ­მე ხალ­ხზე" - წერს სევ­რი­ნოვ­სკი.

"დი­დი­ხანს ვოც­ნე­ბობ­დი, ქარ­თვე­ლე­ბის სახ­ლე­ბი დამ­წვა­რი­ყო, მაგ­რამ რო­დე­საც მათ მარ­თლა წა­უ­კი­დეს, სუ­ლაც არ გამ­ხა­რე­ბია... ეს სა­ში­ნე­ლე­ბა იყო. ჩვენ მათ სახ­ლებ­ში არ ვცხოვ­რობთ, ოსე­ბის სახ­ლე­ბიც ცა­რი­ე­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში..." - ამ­ბობს ად­გი­ლობ­რი­ვი ოსი ჟურ­ნა­ლის­ტთან სა­უ­ბარ­ში.

ჟურ­ნა­ლის­ტის თქმით, "სამ­ხრეთ ოსეთ­ში" ჯერ კი­დევ ცხოვ­რო­ბენ ქარ­თვე­ლე­ბი და მათ ად­გი­ლობ­რი­ვი კგბ-ს მი­მართ შიში აქვთ.

"აქ მე­ზო­ბელ ოსებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში პრობ­ლე­მე­ბი არ აქვთ, ორი­ვე ხალ­ხი სტუ­მარ­თმოყ­ვა­რეა. შე­უძ­ლე­ბე­ლია ერთი წუ­თით შეხ­ვი­დე ვინ­მეს­თან სახ­ლში, და არ მო­გინ­დეს უფრო მეტ­ხანს დარ­ჩე იქ და ორი­ო­დე ლიტ­რი ღვი­ნოც არ და­ლიო... მთებ­ში, ქარ­თვე­ლე­ბიც და ოსე­ბიც, ყუ­რძნის წვე­ნის­გან ჩურ­ჩხე­ლას ავ­ლე­ბენ, თი­თე­ბი კი კაკ­ლი­სა­გან აქვთ გა­შა­ვე­ბუ­ლი" - ამ­ბობს ჟურ­ნა­ლის­ტი, რო­მელ­მაც ოკუ­პი­რე­ბულ ოსეთ­ში იმოგ­ზა­უ­რა. მას­პინ­ძლო­ბას ად­გი­ლობ­რი­ვი ქარ­თვე­ლი გივი დვა­ლიშ­ვი­ლი უწევ­და.

"გივი დვა­ლიშ­ვი­ლი, სო­ფელ არ­დის­ში ოს მე­უღ­ლეს­თან, ლე­ი­ლას­თან და შვილ­თან ერ­თად ცხოვ­რობს. მათ სახ­ლს ეკ­ლე­სია გად­მოჰ­ყუ­რებს. ლე­გენ­დის თა­ნახ­მად, იქ ადრე საგ­ვა­რე­უ­ლო კოშ­კი იყო, რო­მელ­შიც ვერ­ცხლის ჯვა­რი ინა­ხე­ბო­და. ერთ ზამ­თარს კოშ­კი მთიდნ მო­ვარ­დნილ­მა ზვავ­მა მთლი­ა­ნად და­ან­გრია, თუმ­ცა რო­დე­საც თოვ­ლი დად­ნა, ად­გი­ლობ­რი­ვებ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ სა­ლო­ცავ­ში რე­ლიკ­ვია და­უ­ზი­ა­ნე­ბე­ლი გა­დარ­ჩე­ნი­ლი­ყო და ასე­თი სას­წა­უ­ლის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად, მათ ეკ­ლე­სი­ის აშე­ნე­ბა გა­და­წყვი­ტეს. ვიდ­რე გივი შიგ­ნით შევა, ჯერ ეკ­ლე­სი­ას გარს უვ­ლის და ყვე­ლა კუ­თხეს მოკ­რძა­ლე­ბით ემ­თხვე­ვა... შე­სას­ვლელ­ში ქარ­თუ­ლი წარ­წე­რე­ბი ჩანს. იქ­ვეა უამ­რა­ვი პა­ტა­რა და ერთი დიდი ზარი. გივი ზარს რე­კავს და შემ­დეგ წელ­ში მოხ­რი­ლი შე­დის ტა­ძარ­ში... შიგ­ნით ორი ადა­მი­ა­ნი ლო­ცუ­ლობს, - ქარ­თვე­ლი გივი და ჩვე­ნი ოსი მეგ­ზუ­რი, რომ­ლე­ბიც სან­თელს ან­თე­ბენ და ერ­თად ლო­ცუ­ლო­ბენ..." - წერს ჟურ­ნა­ლის­ტი.

ფოტო: kavkazr.com

sponsored by ContentRoom
ავტორი:

"ერთნაირი სტუმართმოყვარეები არიან, უყვართ ხანგრძლივი სუფრები" - რას წერს რუსი ჟურნალისტი ქართველებისა და ოსების თანაცხოვრებაზე

"ერთნაირი სტუმართმოყვარეები არიან, უყვართ ხანგრძლივი სუფრები" - რას წერს რუსი ჟურნალისტი ქართველებისა და ოსების თანაცხოვრებაზე

90-იანი წლებში, საქართველომ ორი რეგიონი დაკარგა, იქაური მოსახლეობა დევნილად იქცა, შერეული ოჯახები კი დაიშალა, თუმცა არის გამონაკლისი ადგილები, სადაც ქართველები აფხაზებთან ან ოსებთან ერთად დღემდე მშვიდობიანად ცხოვრობენ.

ჟურნალიტსმა ვლადიმირ სევრინოვსკიმ kavkazr.com-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ ქართველებზე ისაუბრა, რომლებიც დღემდე ოსების გვერდით ცხოვრობენ.

"ორი მსგავსი კულტურის მქონე ხალხი, თითქმის ერთნაირი სტუმართმოყვარეები არიან, უყვართ ხანგრძლივი სუფრები. იქ ახლა მშვიდობაა, თუმცა შესაძლოა, მაგიდაზე ბავშვების სათამაშოებთან ერთად, ჟილეტის ჯიბეებში ჩალაგებული ყუმბარები შენიშნოთ - რუსი ჯარისკაცების საჩუქარი" – წერს ჟურნალისტი.

მისივე თქმით, 2008 წლის ომის შემდეგ საქართველომ ცხინვალთან ახლომდებარე ტერიტორიის ნაწილი დაკარგა, რომლის განვითარებაზე პასუხისმგებლობა რუსეთმა საკუთარ თავზე აიღო.

"ის იქაურ მოსახლეობას ფინანსურ და პოლიტიკურ მხარდაჭერას სთავაზობდა, თუმცა "სამხრეთ ოსეთის" მცხოვრებლები მაღალი დონის კორუფციასა და წლების განმავლობაში მოუგვარებელ სოციალურ პრობლემებზე საუბრობენ. გარდა ამისა, ისინი საქართველოსგან მოწყვეტილები აღმოჩნდნენ. ღამე, ახალგორის მთებიდან მშვენივრად მოჩანს მცხეთასთან მდებარე ავტობანი, რომელიც მათთან ლამის ერთი ხელის გაწვდენაზეა, მაგრამ დამაკავშირებელი გზები დიდი ხანია ჩაკეტილია", – წერს ჟურნალისტი.

მისი თქმით, საზღვარმა მხოლოდ ხმელეთი კი არა, ოჯახებიც გაყო. სევრინოვსკისთან საუბარში ერთ-ერთი ოჯახი ამბობს, რომ მისი შვილები და და-ძმა "საქართველოში ცხოვრობენ", სულ რაღაც 17 კილომეტრში, თუმცა ერთმანეთს ვეღარ ნახულობენ.

"ზოგიერთი მათგანი მაინც გადადის საქართველოში, ამ დროს არსებობს რისკი, რომ ისინი მესაზღვრეებს ჩაუვარდებიან ხელთ, თუმცა მაინც რისკავენ... 2008 წლის ომზე აქ ხშირად ლაპარაკობენ და მათთან საუბრისას ხვდები, რომ მათ ბევრი რამ გადაიტანეს, მაგრამ ოსებს ქართველები არ სძულთ, მეტიც, ხშირად ლაპარაკობენ მათზე სიმპათიით, როგორც მოძმე ხალხზე" - წერს სევრინოვსკი.

"დიდიხანს ვოცნებობდი, ქართველების სახლები დამწვარიყო, მაგრამ როდესაც მათ მართლა წაუკიდეს, სულაც არ გამხარებია... ეს საშინელება იყო. ჩვენ მათ სახლებში არ ვცხოვრობთ, ოსების სახლებიც ცარიელია საქართველოში..." - ამბობს ადგილობრივი ოსი ჟურნალისტთან საუბარში.

ჟურნალისტის თქმით, "სამხრეთ ოსეთში" ჯერ კიდევ ცხოვრობენ ქართველები და მათ ადგილობრივი კგბ-ს მიმართ შიში აქვთ.

"აქ მეზობელ ოსებთან ურთიერთობაში პრობლემები არ აქვთ, ორივე ხალხი სტუმართმოყვარეა. შეუძლებელია ერთი წუთით შეხვიდე ვინმესთან სახლში, და არ მოგინდეს უფრო მეტხანს დარჩე იქ და ორიოდე ლიტრი ღვინოც არ დალიო... მთებში, ქართველებიც და ოსებიც, ყურძნის წვენისგან ჩურჩხელას ავლებენ, თითები კი კაკლისაგან აქვთ გაშავებული" - ამბობს ჟურნალისტი, რომელმაც ოკუპირებულ ოსეთში იმოგზაურა. მასპინძლობას ადგილობრივი ქართველი გივი დვალიშვილი უწევდა.

"გივი დვალიშვილი, სოფელ არდისში ოს მეუღლესთან, ლეილასთან და შვილთან ერთად ცხოვრობს. მათ სახლს ეკლესია გადმოჰყურებს. ლეგენდის თანახმად, იქ ადრე საგვარეულო კოშკი იყო, რომელშიც ვერცხლის ჯვარი ინახებოდა. ერთ ზამთარს კოშკი მთიდნ მოვარდნილმა ზვავმა მთლიანად დაანგრია, თუმცა როდესაც თოვლი დადნა, ადგილობრივებმა აღმოაჩინეს, რომ სალოცავში რელიკვია დაუზიანებელი გადარჩენილიყო და ასეთი სასწაულის აღსანიშნავად, მათ ეკლესიის აშენება გადაწყვიტეს. ვიდრე გივი შიგნით შევა, ჯერ ეკლესიას გარს უვლის და ყველა კუთხეს მოკრძალებით ემთხვევა... შესასვლელში ქართული წარწერები ჩანს. იქვეა უამრავი პატარა და ერთი დიდი ზარი. გივი ზარს რეკავს და შემდეგ წელში მოხრილი შედის ტაძარში... შიგნით ორი ადამიანი ლოცულობს, - ქართველი გივი და ჩვენი ოსი მეგზური, რომლებიც სანთელს ანთებენ და ერთად ლოცულობენ..." - წერს ჟურნალისტი.

ფოტო: kavkazr.com

"თავისიანებად" და "უცხოებად" დაყოფილი გალელების გაურკვეველი ბედი - რას უპირებს აფხაზეთის ე.წ. ხელმძღვანელობა გალში, ოჩამჩირესა და ტყვარჩელში მცხოვრებ ქართველებს?

"აფხაზეთში კოვიდის სამკურნალოდ "განსაკუთრებულ წამალს" მიაგნეს, მაოცებს ჩემი ხალხის გულუბრყვილობა" - რა ხდება რეგიონში მწვავე ეპიდვითარების ფონზე?

"დახმარების სანაცვლოდ რუს ექიმებს "სახელმწიფო აგარაკებს" აძლევენ" - უმძიმესი ეპიდვითარება აფხაზეთში, ჩავარდნილი ტურისტული სეზონი და პუტინის იმედად მყოფი ბჟანია