მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქვეყანაში "ტამიფლუს" 13 ათასი სამკურნალო დოზა ჩამოვიდა
ქვეყანაში "ტამიფლუს" 13 ათასი სამკურნალო დოზა ჩამოვიდა

ქვე­ყა­ნა­ში "ტა­მიფ­ლუს" 13 000 სამ­კურ­ნა­ლო დოზა ჩა­მო­ვი­და, რაც სრუ­ლი­ად საკ­მა­რი­სი იქ­ნე­ბა იმ შემ­თხვე­ვა­შიც კი, თუ მო­თხოვ­ნა გა­იზ­რდე­ბა, - ამის შე­სა­ხებ ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრმა და­ვით სერ­გე­ენ­კომ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნულ ცენ­ტრში გა­ნა­ცხა­და, სა­დაც ის ან­ტი­ვირუ­სუ­ლი პრე­პა­რა­ტის "ტა­მიფ­ლუს" ახა­ლი მა­რა­გის სა­აფ­თი­ა­ქო ქსე­ლე­ბის­თვის გა­ნა­წი­ლე­ბის პრო­ცესს და­ეს­წრო.

„ჩა­მო­ვი­და "ტა­მიფ­ლუს" და­მა­ტე­ბი­თი რა­ო­დე­ნო­ბა. ეს არის 13 000 კო­ლო­ფი, 13000 სამ­კურ­ნა­ლო დოზა. უკვე და­ი­წყო მისი გა­და­ნა­წი­ლე­ბის პრო­ცე­სი. გა­და­ნა­წი­ლე­ბა ხდე­ბა სამი მი­მარ­თუ­ლე­ბით. პირ­ვე­ლია - სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის ცენ­ტრე­ბი რა­ი­ო­ნებ­ში, რომ­ლე­ბიც აქამ­დე გას­ცემ­დნენ მხო­ლოდ რისკ-ჯგუ­ფებ­ზე. ისი­ნი ხვალ, 12:00 სა­ა­თამ­დე იმუ­შა­ვე­ბენ ზე­გან­სა­კუთ­რე­ბულ რე­ჟიმ­ში, იმი­სათ­ვის რომ აფ­თი­ა­ქებს მი­ე­ცეს სა­შუ­ა­ლე­ბა ხვალ 12:00 სა­ა­თამ­დე რა­ი­ო­ნებ­ში სრულ­ყო­ფი­ლად აა­მუ­შა­ვონ დის­ტრი­ბუ­ცია. მე­ო­რე მი­მარ­თუ­ლე­ბაა- აფ­თი­ა­ქე­ბი, რო­მელ­თა ჩა­მო­ნათ­ვალს და ლო­კა­ცი­ას გა­მო­ვაქ­ვეყ­ნებთ ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ვებ გვერ­დზე. ცხელ ხაზ­ზე - 1505, ნე­ბის­მი­ერ დროს შე­საძ­ლე­ბე­ლია ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა. აფ­თი­ა­ქე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით გა­ცე­მა და­ი­წყე­ბა დღეს 8-9 სა­ა­თი­დან თბი­ლი­სის მას­შტა­ბით და ხვალ 12 სა­ა­თი­დან - რა­ი­ო­ნებ­ში. მე­სა­მე მი­მარ­თუ­ლე­ბა არის - სა­ო­ჯა­ხო მე­დი­ცი­ნის ცენ­ტრე­ბი თბი­ლის­ში, რომ­ლე­ბიც 24-სა­ა­თი­ან რე­ჟიმ­ში მუ­შა­ო­ბენ. ამ 5 ცენ­ტრს უკვე ახლა გა­აქვთ საკ­მაო მა­რა­გი და 6 სა­ა­თის­თვის "ტა­მიფ­ლუს" უკვე პა­ცი­ენ­ტებ­ზე გას­ცე­მენ. ეს მა­რა­გი საკ­მა­რი­სი იქ­ნე­ბა იმ შემ­თხვე­ვა­შიც კი, თუ მო­თხოვ­ნა გა­იზ­რდე­ბა. თუმ­ცა ჩვენ თავს ვი­ზღვევთ და უკვე ვუკ­ვე­თავთ, რომ ერთ კვი­რა­ში და­მა­ტე­ბი­თი მა­რა­გი მი­ვი­ღოთ", - გა­ნა­ცხა­და სერ­გე­ენ­კომ.

სტა­ტის­ტი­კა­ზე სა­უბ­რი­სას მი­ნის­ტრმა გა­ნა­ცხა­და, რომ შე­ჯა­მე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი ორ­შა­ბათს დი­ლით ექ­ნე­ბა.

"თუმ­ცა წი­ნას­წა­რი მო­ნა­ცე­მე­ბი, რაც კლი­ნი­კე­ბი­დან მოგ­ვდის, კვლავ კლე­ბის ტენ­დენ­ცი­ა­ზე მი­ა­ნიშ­ნებს. პი­კუ­რი იყო 277, მერე 256 და მე ვფიქ­რობ, რომ ახლა უფრო ნაკ­ლე­ბი იქ­ნე­ბა. ამ­ჟა­მად სტა­ცი­ო­ნა­რებ­ში 640 პა­ცი­ენ­ტი მკურ­ნა­ლობს, მათ შო­რის 42 რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში", - აღ­ნიშ­ნა მი­ნის­ტრმა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

ქვეყანაში "ტამიფლუს" 13 ათასი სამკურნალო დოზა ჩამოვიდა

ქვეყანაში "ტამიფლუს" 13 ათასი სამკურნალო დოზა ჩამოვიდა

ქვეყანაში "ტამიფლუს" 13 000 სამკურნალო დოზა ჩამოვიდა, რაც სრულიად საკმარისი იქნება იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოთხოვნა გაიზრდება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში განაცხადა, სადაც ის ანტივირუსული პრეპარატის "ტამიფლუს" ახალი მარაგის სააფთიაქო ქსელებისთვის განაწილების პროცესს დაესწრო.

„ჩამოვიდა "ტამიფლუს" დამატებითი რაოდენობა. ეს არის 13 000 კოლოფი, 13000 სამკურნალო დოზა. უკვე დაიწყო მისი გადანაწილების პროცესი. გადანაწილება ხდება სამი მიმართულებით. პირველია - საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრები რაიონებში, რომლებიც აქამდე გასცემდნენ მხოლოდ რისკ-ჯგუფებზე. ისინი ხვალ, 12:00 საათამდე იმუშავებენ ზეგანსაკუთრებულ რეჟიმში, იმისათვის რომ აფთიაქებს მიეცეს საშუალება ხვალ 12:00 საათამდე რაიონებში სრულყოფილად აამუშავონ დისტრიბუცია. მეორე მიმართულებაა- აფთიაქები, რომელთა ჩამონათვალს და ლოკაციას გამოვაქვეყნებთ ჯანდაცვის სამინისტროს ვებ გვერდზე. ცხელ ხაზზე - 1505, ნებისმიერ დროს შესაძლებელია ამ ინფორმაციის მიღება. აფთიაქების საშუალებით გაცემა დაიწყება დღეს 8-9 საათიდან თბილისის მასშტაბით და ხვალ 12 საათიდან - რაიონებში. მესამე მიმართულება არის - საოჯახო მედიცინის ცენტრები თბილისში, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ. ამ 5 ცენტრს უკვე ახლა გააქვთ საკმაო მარაგი და 6 საათისთვის "ტამიფლუს" უკვე პაციენტებზე გასცემენ. ეს მარაგი საკმარისი იქნება იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოთხოვნა გაიზრდება. თუმცა ჩვენ თავს ვიზღვევთ და უკვე ვუკვეთავთ, რომ ერთ კვირაში დამატებითი მარაგი მივიღოთ", - განაცხადა სერგეენკომ.

სტატისტიკაზე საუბრისას მინისტრმა განაცხადა, რომ შეჯამებული მონაცემები ორშაბათს დილით ექნება.

"თუმცა წინასწარი მონაცემები, რაც კლინიკებიდან მოგვდის, კვლავ კლების ტენდენციაზე მიანიშნებს. პიკური იყო 277, მერე 256 და მე ვფიქრობ, რომ ახლა უფრო ნაკლები იქნება. ამჟამად სტაციონარებში 640 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის 42 რეანიმაციულ განყოფილებაში", - აღნიშნა მინისტრმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი