სამართალი
Faceამბები
პოლიტიკა

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაიცანით ქართველი წყვილი, რომელმაც 1 წლით სამსახური მიატოვა და ამერიკის კონტინენტზე მოგზაურობს
გაიცანით ქართველი წყვილი, რომელმაც 1 წლით სამსახური მიატოვა და ამერიკის კონტინენტზე მოგზაურობს

30 წლი­სე­ბი ჯერ არ არი­ან, თუმ­ცა 25 ქვეყ­ნის კი­დევ უფრო ბევრ ქა­ლაქ­ში ერ­თად უსე­ირ­ნი­ათ. რო­გორც თა­ვად ამ­ბო­ბენ, ევ­რო­პა­ში ეგ­ზო­ტი­კა­სა და მძაფრ შეგ­რძნე­ბებს ვე­ღარ იღე­ბენ, ამი­ტომ უფრო შორი დის­ტან­ცია და დრო­ის უფრო ხან­გრძლი­ვი პე­რი­ო­დი აი­ღეს და ოქ­ტომ­ბერ­ში ბუ­ე­ნოს აი­რეს­ში ჩაფ­რინ­დნენ.

ელე­ნე ღე­ლა­ღუ­ტაშ­ვი­ლი და გი­ორ­გი თევ­ზა­ძე 8 წე­ლია ერ­თად არი­ან. სა­ქარ­თვე­ლო­ში აუ­დი­ტო­რულ კომ­პა­ნი­ა­ში მუ­შა­ობ­დნენ, შემ­დეგ კი იმა­ვე აუ­დი­ტო­რულ კომ­პა­ნი­ა­ში, თუმ­ცა ამ­ჯე­რად ლონ­დონ­ში გა­ნაგ­რძეს საქ­მი­ა­ნო­ბა. კა­რი­ე­რულ გზა­ზე 8-წლი­ა­ნი შე­უ­ჩე­რე­ბე­ლი სვლის შემ­დეგ, ცხოვ­რე­ბის რუ­ტი­ნას ერთი წელი მო­პა­რეს, მუ­შა­ო­ბა დრო­ე­ბით შე­წყვი­ტეს და სა­მოგ­ზა­უ­როდ სამ­ხრეთ, ცენ­ტრა­ლურ და ჩრდი­ლო­ეთ ამე­რი­კა­ში წა­ვიდ­ნენ.

AMBEBI.GE-ის კი­თხვა­ზე, რაში მდგო­მა­რე­ობს წყვი­ლის სა­ი­დუმ­ლო, რო­მე­ლიც მათ ბევ­რი ადა­მი­ა­ნის ოც­ნე­ბის ას­რუ­ლე­ბა­ში და­ეხ­მა­რა, ელე­ნე გვპა­სუ­ხობს, რომ ამ მოგ­ზა­უ­რო­ბის­თვის და­ნა­ზოგს წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში აკე­თებ­დნენ.

"დიდ­ხანს ვფიქ­რობ­დით მსოფ­ლი­ოს რო­მე­ლი ნა­წი­ლი აგ­ვერ­ჩია. რა­ტომ­ღაც სამ­ხრეთ ამე­რი­კა რა­ღაც­ნა­ი­რი შო­რე­უ­ლი, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო და კულ­ტუ­რუ­ლად ძა­ლი­ან მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი გვეჩ­ვე­ნე­ბო­და ყო­ველ­თვის და თან ძა­ლი­ან ლა­მა­ზი ბუ­ნე­ბაა. ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტეთ აქეთ წა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვით" - გვე­უბ­ნე­ბა ელე­ნე.

კუს­კო, პერუ

გი­ორ­გის თქმით, რე­გი­ო­ნის შერ­ჩე­ვის პრო­ცეს­ში ელე­ნეს მიერ ჩა­მოთ­ვლილ ყვე­ლა არ­გუ­მენტს ისიც და­ე­მა­ტა, რომ აზი­ა­სა და აფ­რი­კას­თან შე­და­რე­ბით ამე­რი­კის კონ­ტი­ნენ­ტი მათ უფრო მე­ტად უსაფრ­თხოდ მო­ეჩ­ვე­ნათ და თა­ნაც ჩათ­ვა­ლეს, რომ ერთ წელ­ში ლა­თი­ნუ­რი ამე­რი­კის სულს უფრო კარ­გად შე­იგ­რძნობ­დნენ, აზი­ის­თვის კი 365 დღე წყვილს ეცო­ტა­ვა.

ვალ­პა­რა­ი­სო, ჩილე

"ოქ­ტომ­ბრის ბო­ლოს ჩა­მო­ვე­დით ბუ­ე­ნოს აი­რეს­ში, არ­გენ­ტი­ნა­ში, იქი­დან და­ვი­წყეთ მოგ­ზა­უ­რო­ბა. შემ­დეგ წა­ვე­დით პა­ტა­გო­ნი­ა­ში, გა­და­ვე­დით ჩი­ლე­ში და უკვე ჩრდი­ლო­ე­თით გა­მო­ვი­წი­ეთ. მო­ვი­ა­რეთ სან­ტი­ა­გო, ატა­კა­მას უდაბ­ნო, შემ­დეგ ვი­ყა­ვით ბო­ლი­ვი­ა­ში და ახლა ვართ პე­რუ­ში. ყვე­ლა­ზე შთამ­ბეჭ­და­ვი ად­გი­ლი - ალ­ბათ, მაჩუ პიქჩუ იყო, სა­დაც რამ­დე­ნი­მე დღის წინ ვი­ყა­ვით და ეს ნამ­დვი­ლად ყვე­ლა­ზე შთამ­ბეჭ­და­ვი ად­გი­ლი იყო რაც ვნა­ხეთ!

რაც შე­ე­ხე­ბა გა­მოც­დი­ლე­ბას, ყვე­ლა­ზე მე­ტად და­მა­მახ­სოვ­რდა ის რამ­დე­ნი­მე დღე, რო­მე­ლიც სან­ტი­ა­გო­ში გა­ვა­ტა­რეთ იმი­ტომ რომ, Couchsurfing-ით ვი­სარ­გებ­ლეთ. ასე­თი სა­ი­ტია, სა­დაც ად­გი­ლობ­რივ ადა­მი­ა­ნებს წერ და მათ­თან რჩე­ბი. იქ ვი­პო­ვეთ მას­პინ­ძე­ლი, იქა­უ­რი, რო­მელ­მაც გაგ­ვი­ღო თა­ვი­სი სახ­ლის კარი და რამ­დე­ნი­მე დღე მას­თან ვცხოვ­რობ­დით, დაგ­ვათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნა ქა­ლა­ქი, შემ­დეგ შა­ბათ-კვი­რას ვალ­პა­რა­ი­ზო­ში წაგ­ვიყ­ვა­ნა, ტური ჩაგ­ვი­ტა­რა. სა­ოც­რად სა­ინ­ტე­რე­სო იყო ად­გი­ლობ­რი­ვის თვა­ლით და­ნა­ხუ­ლი ცხოვ­რე­ბა ჩი­ლე­ში, რო­გორ ცხოვ­რობ­და, რა აწუ­ხებ­და და ა.შ“ - ყვე­ბა ელე­ნე თა­ვის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებ­ზე.

კუს­კო, პერუ

წყვი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ სა­მოგ­ზა­უ­რო ბი­უ­ჯე­ტი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია და და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმ კომ­ფორტზე, რომ­ლის მი­ღე­ბაც ადა­მი­ანს სურს.

"არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც დღე­ში მოგ­ზა­უ­რო­ბენ 20-25 დო­ლა­რად, მაგ შემ­თხვე­ვა­ში უფრო ხში­რად უნდა ისარ­გებ­ლო იმა­ვე Couchsurfing-ით, რომ უფა­სოდ დარ­ჩე ვი­ღა­ცას­თან, ხში­რად შე­იძ­ლე­ბა ქუ­ჩა­ში გა­ა­თე­ნო ღამე ან კარ­ვით იარო ან ყვე­ლა­ზე და­ბალ­ფა­სი­ა­ნი ჰოს­ტე­ლი შე­არ­ჩიო, რო­მე­ლიც 4-5 დო­ლა­რი ღირს.

თუ უფრო მეტი კომ­ფორ­ტი გინ­და, ალ­ბათ დღე­ში ჰოს­ტელ­ში დაგ­ჭირ­დე­ბა 20 დო­ლა­რი. ახლა ჩვენ ვცდი­ლობთ რა­ღაც ბა­ლან­სი და­ვი­ჭი­როთ, თუნ­დაც იმა­ვე კვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ ად­გი­ლობ­რივ სამ­ზა­რე­უ­ლო­საც გა­ვეც­ნოთ. არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მა­ღა­ზი­ა­ში ყი­დუ­ლო­ბენ პრო­დუქ­ტებს და საჭ­მელს თვი­თონ აკე­თე­ბენ. თუ ვინ­მე მკი­თხავს რამ­დე­ნია ის მი­ნი­მუ­მი, რი­თაც შე­უძ­ლია იმოგ­ზა­უ­როს, ვი­ტყვი რომ ეს მი­ნი­მუ­მიც მათ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. მას შემ­დეგ რაც დათ­ვლის ფრე­ნი­სა და ტრან­სპორ­ტი­რე­ბის ხარჯს, შემ­დეგ უკვე სას­ტუმ­რო და კვე­ბა აბ­სო­ლუ­ტუ­რად ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია" - გვი­ზი­ა­რებს გი­ორ­გი სა­კუ­თარ გა­მოც­დი­ლე­ბას.

გარ­და ახა­ლი, ეგ­ზო­ტი­კუ­რი, ღირ­შე­სა­ნიშ­ნა­ო­ბე­ბით სავ­სე ლა­მა­ზი ად­გი­ლე­ბის ნახ­ვი­სა, ელე­ნეს და გი­ორ­გის ამ მოგ­ზა­უ­რო­ბის­გან უფრო მეტი სურთ, ეს მეტი კი პი­როვ­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა, ახა­ლი მიზ­ნე­ბი­სა და ამ მიზ­ნე­ბის­კენ სა­ვა­ლი ახა­ლი გზე­ბის აღ­მო­ჩე­ნაა.

„რაც არ უნდა სხვა­დას­ხვა რა­ღა­ცებს აკე­თებ­დე, სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში მუ­შა­ობ­დე (რა­საც მე ვა­კე­თებ­დი, ძა­ლი­ან მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი იყო ჩემი სა­მუ­შაო), მა­ინც რა­ღაც­ნა­ი­რად ერ­თნა­ირ აზ­როვ­ნე­ბის სტილ­სა და რუ­ტი­ნას ეჩ­ვე­ვი და მინ­დო­და ამ ყვე­ლაფ­რი­დან გა­მოს­ვლა, რათა მი­მე­ღო ეს ახა­ლი შთა­გო­ნე­ბე­ბი, მე­მუ­შა­ვა სა­კუ­თარ კრე­ა­ტი­ულ შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ზე. ასე­ვე მინ­დო­და დრო მქო­ნო­და თვით­გან­ვი­თა­რე­ბის­თვის. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ჩემ­თვის არის ეს იმის­თვის გა­მო­ყო­ფი­ლი დრო, რომ სა­კუ­თა­რი თავი გან­ვა­ვი­თა­რო, უკე­თე­სად შე­ვიც­ნო სა­კუ­თა­რი თავი.

სა­ლარ-დე-უი­უ­ნი, ბო­ლი­ვია

ამი­ტო­მაც გა­ვა­კე­თე ბლო­გი და და­ვარ­ქვი Our Journey Inwards - იმი­ტომ რომ გა­რეთ მოგ­ზა­უ­რო­ბა კი არის, მაგ­რამ ამა­ვე დროს შენს თავ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბაა და ამ მოგ­ზა­უ­რო­ბის შემ­დეგ მინ­და უკეთ ვი­ცო­დე, რა მინ­და ცხოვ­რე­ბის­გან და საით მინ­და წა­ვიყ­ვა­ნო ეს ყვე­ლა­ფე­რი", - ამ­ბობს ელე­ნე.

"ერ­თსა და იმა­ვე ად­გი­ლას რომ მუ­შა­ობ ფი­ზი­კუ­რად დრო არ გრჩე­ბა იმის­თვის, რომ შენს ცხოვ­რე­ბა­ში რამე შეც­ვა­ლო, შე­იძ­ლე­ბა ვერც აც­ნო­ბი­ე­რებ­დე იმას თუ რამ­დე­ნად მოგ­წონს ის რა­საც აკე­თებ, რამ­დე­ნად სხვა რა­ღაც არ­სე­ბობს სამ­ყა­რო­ში რისი გა­კე­თე­ბაც გინ­და, რამ­დე­ნად გინ­და რა­ღა­ცის შეც­ვლა, იმი­ტომ რომ ყო­ველ­დღი­ურ რუ­ტი­ნა­ში ხარ და თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო რომ გა­მო­გიჩ­ნდე­ბა, ცდი­ლობ რა­მე­ნა­ი­რად და­ის­ვე­ნო, გა­ნიტ­ვირ­თო და დიდი სტრა­ტე­გი­უ­ლი და მკვეთ­რი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმა გი­ჭირს.

ეს მოგ­ზა­უ­რო­ბაც მა­გი­ტომ მო­ვა­წყეთ, რომ ეს ერთი წელი დავ­ფიქ­რე­ბუ­ლი­ყა­ვით რა გვინ­და, საით მივ­დი­ვართ, სად გვინ­და ვი­ყოთ მო­მა­ვალ­ში" - გვი­თხრა გი­ორ­გიმ.

წყვი­ლის მთა­ვა­რი რჩე­ვა მათ­თვის ვინც მოგ­ზა­უ­რობს, ისაა, რომ გა­ვიდ­ნენ კომ­ფორ­ტის ზო­ნი­დან და სტან­დარ­ტუ­ლი ად­გი­ლე­ბი­დან გა­და­უხ­ვი­ონ, რათა მხო­ლოდ "ტოპ ად­გი­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც უნდა ნახო“ არ მო­ი­ა­რონ.

"ძა­ლი­ან ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლე­ბი ვართ ადა­მი­ა­ნე­ბი მო­მა­ვალ­ში ცხოვ­რე­ბა­ზე და მო­მავ­ლის და­გეგ­მვა­ზე და სი­ნამ­დვი­ლე­ში არც არა­ვინ არ ვი­ცით, სად ვიქ­ნე­ბით ამ მო­მა­ვალ­ში, ვიქ­ნე­ბით თუ არა, რო­დემ­დე ვიქ­ნე­ბით და შე­სა­ბა­მი­სად, ერთ-ერთი ჩვე­ნი მი­ზა­ნი დღე­ვან­დე­ლი დღით ცხოვ­რე­ბაა და დღე­ვან­დელ დღეს ყოფ­ნა იქ, სა­დაც გვინ­და რომ ვი­ყოთ" - ამ­ბო­ბენ გი­ორ­გი და ელე­ნე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კიტ კელოგი - მჯერა, რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სანქციები მზადაა
ავტორი:

გაიცანით ქართველი წყვილი, რომელმაც 1 წლით სამსახური მიატოვა და ამერიკის კონტინენტზე მოგზაურობს

გაიცანით ქართველი წყვილი, რომელმაც 1 წლით სამსახური მიატოვა და ამერიკის კონტინენტზე მოგზაურობს

30 წლისები ჯერ არ არიან, თუმცა 25 ქვეყნის კიდევ უფრო ბევრ ქალაქში ერთად უსეირნიათ. როგორც თავად ამბობენ, ევროპაში ეგზოტიკასა და მძაფრ შეგრძნებებს ვეღარ იღებენ, ამიტომ უფრო შორი დისტანცია და დროის უფრო ხანგრძლივი პერიოდი აიღეს და ოქტომბერში ბუენოს აირესში ჩაფრინდნენ.

ელენე ღელაღუტაშვილი და გიორგი თევზაძე 8 წელია ერთად არიან. საქართველოში აუდიტორულ კომპანიაში მუშაობდნენ, შემდეგ კი იმავე აუდიტორულ კომპანიაში, თუმცა ამჯერად ლონდონში განაგრძეს საქმიანობა. კარიერულ გზაზე 8-წლიანი შეუჩერებელი სვლის შემდეგ, ცხოვრების რუტინას ერთი წელი მოპარეს, მუშაობა დროებით შეწყვიტეს და სამოგზაუროდ სამხრეთ, ცენტრალურ და ჩრდილოეთ ამერიკაში წავიდნენ.

AMBEBI.GE-ის კითხვაზე, რაში მდგომარეობს წყვილის საიდუმლო, რომელიც მათ ბევრი ადამიანის ოცნების ასრულებაში დაეხმარა, ელენე გვპასუხობს, რომ ამ მოგზაურობისთვის დანაზოგს წლების განმავლობაში აკეთებდნენ.

"დიდხანს ვფიქრობდით მსოფლიოს რომელი ნაწილი აგვერჩია. რატომღაც სამხრეთ ამერიკა რაღაცნაირი შორეული, ძალიან საინტერესო და კულტურულად ძალიან მრავალფეროვანი გვეჩვენებოდა ყოველთვის და თან ძალიან ლამაზი ბუნებაა. ამიტომ გადავწყვიტეთ აქეთ წამოვსულიყავით" - გვეუბნება ელენე.

კუსკო, პერუ

გიორგის თქმით, რეგიონის შერჩევის პროცესში ელენეს მიერ ჩამოთვლილ ყველა არგუმენტს ისიც დაემატა, რომ აზიასა და აფრიკასთან შედარებით ამერიკის კონტინენტი მათ უფრო მეტად უსაფრთხოდ მოეჩვენათ და თანაც ჩათვალეს, რომ ერთ წელში ლათინური ამერიკის სულს უფრო კარგად შეიგრძნობდნენ, აზიისთვის კი 365 დღე წყვილს ეცოტავა.

ვალპარაისო, ჩილე

"ოქტომბრის ბოლოს ჩამოვედით ბუენოს აირესში, არგენტინაში, იქიდან დავიწყეთ მოგზაურობა. შემდეგ წავედით პატაგონიაში, გადავედით ჩილეში და უკვე ჩრდილოეთით გამოვიწიეთ. მოვიარეთ სანტიაგო, ატაკამას უდაბნო, შემდეგ ვიყავით ბოლივიაში და ახლა ვართ პერუში. ყველაზე შთამბეჭდავი ადგილი - ალბათ, მაჩუ პიქჩუ იყო, სადაც რამდენიმე დღის წინ ვიყავით და ეს ნამდვილად ყველაზე შთამბეჭდავი ადგილი იყო რაც ვნახეთ!

რაც შეეხება გამოცდილებას, ყველაზე მეტად დამამახსოვრდა ის რამდენიმე დღე, რომელიც სანტიაგოში გავატარეთ იმიტომ რომ, Couchsurfing-ით ვისარგებლეთ. ასეთი საიტია, სადაც ადგილობრივ ადამიანებს წერ და მათთან რჩები. იქ ვიპოვეთ მასპინძელი, იქაური, რომელმაც გაგვიღო თავისი სახლის კარი და რამდენიმე დღე მასთან ვცხოვრობდით, დაგვათვალიერებინა ქალაქი, შემდეგ შაბათ-კვირას ვალპარაიზოში წაგვიყვანა, ტური ჩაგვიტარა. საოცრად საინტერესო იყო ადგილობრივის თვალით დანახული ცხოვრება ჩილეში, როგორ ცხოვრობდა, რა აწუხებდა და ა.შ“ - ყვება ელენე თავის შთაბეჭდილებებზე.

კუსკო, პერუ

წყვილი მიიჩნევს, რომ სამოგზაურო ბიუჯეტი ინდივიდუალურია და დამოკიდებულია იმ კომფორტზე, რომლის მიღებაც ადამიანს სურს.

"არიან ადამიანები, რომლებიც დღეში მოგზაურობენ 20-25 დოლარად, მაგ შემთხვევაში უფრო ხშირად უნდა ისარგებლო იმავე Couchsurfing-ით, რომ უფასოდ დარჩე ვიღაცასთან, ხშირად შეიძლება ქუჩაში გაათენო ღამე ან კარვით იარო ან ყველაზე დაბალფასიანი ჰოსტელი შეარჩიო, რომელიც 4-5 დოლარი ღირს.

თუ უფრო მეტი კომფორტი გინდა, ალბათ დღეში ჰოსტელში დაგჭირდება 20 დოლარი. ახლა ჩვენ ვცდილობთ რაღაც ბალანსი დავიჭიროთ, თუნდაც იმავე კვებასთან დაკავშირებით, რომ ადგილობრივ სამზარეულოსაც გავეცნოთ. არიან ადამიანები, რომლებიც მაღაზიაში ყიდულობენ პროდუქტებს და საჭმელს თვითონ აკეთებენ. თუ ვინმე მკითხავს რამდენია ის მინიმუმი, რითაც შეუძლია იმოგზაუროს, ვიტყვი რომ ეს მინიმუმიც მათზეა დამოკიდებული. მას შემდეგ რაც დათვლის ფრენისა და ტრანსპორტირების ხარჯს, შემდეგ უკვე სასტუმრო და კვება აბსოლუტურად ინდივიდუალურია" - გვიზიარებს გიორგი საკუთარ გამოცდილებას.

გარდა ახალი, ეგზოტიკური, ღირშესანიშნაობებით სავსე ლამაზი ადგილების ნახვისა, ელენეს და გიორგის ამ მოგზაურობისგან უფრო მეტი სურთ, ეს მეტი კი პიროვნული განვითარება, ახალი მიზნებისა და ამ მიზნებისკენ სავალი ახალი გზების აღმოჩენაა.

„რაც არ უნდა სხვადასხვა რაღაცებს აკეთებდე, სხვადასხვა ქვეყანაში მუშაობდე (რასაც მე ვაკეთებდი, ძალიან მრავალფეროვანი იყო ჩემი სამუშაო), მაინც რაღაცნაირად ერთნაირ აზროვნების სტილსა და რუტინას ეჩვევი და მინდოდა ამ ყველაფრიდან გამოსვლა, რათა მიმეღო ეს ახალი შთაგონებები, მემუშავა საკუთარ კრეატიულ შესაძლებლობებზე. ასევე მინდოდა დრო მქონოდა თვითგანვითარებისთვის. საბოლოო ჯამში, ჩემთვის არის ეს იმისთვის გამოყოფილი დრო, რომ საკუთარი თავი განვავითარო, უკეთესად შევიცნო საკუთარი თავი.

სალარ-დე-უიუნი, ბოლივია

ამიტომაც გავაკეთე ბლოგი და დავარქვი Our Journey Inwards - იმიტომ რომ გარეთ მოგზაურობა კი არის, მაგრამ ამავე დროს შენს თავში მოგზაურობაა და ამ მოგზაურობის შემდეგ მინდა უკეთ ვიცოდე, რა მინდა ცხოვრებისგან და საით მინდა წავიყვანო ეს ყველაფერი", - ამბობს ელენე.

"ერთსა და იმავე ადგილას რომ მუშაობ ფიზიკურად დრო არ გრჩება იმისთვის, რომ შენს ცხოვრებაში რამე შეცვალო, შეიძლება ვერც აცნობიერებდე იმას თუ რამდენად მოგწონს ის რასაც აკეთებ, რამდენად სხვა რაღაც არსებობს სამყაროში რისი გაკეთებაც გინდა, რამდენად გინდა რაღაცის შეცვლა, იმიტომ რომ ყოველდღიურ რუტინაში ხარ და თავისუფალი დრო რომ გამოგიჩნდება, ცდილობ რამენაირად დაისვენო, განიტვირთო და დიდი სტრატეგიული და მკვეთრი ნაბიჯების გადადგმა გიჭირს.

ეს მოგზაურობაც მაგიტომ მოვაწყეთ, რომ ეს ერთი წელი დავფიქრებულიყავით რა გვინდა, საით მივდივართ, სად გვინდა ვიყოთ მომავალში" - გვითხრა გიორგიმ.

წყვილის მთავარი რჩევა მათთვის ვინც მოგზაურობს, ისაა, რომ გავიდნენ კომფორტის ზონიდან და სტანდარტული ადგილებიდან გადაუხვიონ, რათა მხოლოდ "ტოპ ადგილები, რომლებიც უნდა ნახო“ არ მოიარონ.

"ძალიან ორიენტირებულები ვართ ადამიანები მომავალში ცხოვრებაზე და მომავლის დაგეგმვაზე და სინამდვილეში არც არავინ არ ვიცით, სად ვიქნებით ამ მომავალში, ვიქნებით თუ არა, როდემდე ვიქნებით და შესაბამისად, ერთ-ერთი ჩვენი მიზანი დღევანდელი დღით ცხოვრებაა და დღევანდელ დღეს ყოფნა იქ, სადაც გვინდა რომ ვიყოთ" - ამბობენ გიორგი და ელენე.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ