პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არის თუ არა გავრცელებული "ღორის გრიპი" საქართველოს მეზობელ ქვეყნებში და ოკუპირებულ ტერიტორიებზე
არის თუ არა გავრცელებული "ღორის გრიპი" საქართველოს მეზობელ ქვეყნებში და ოკუპირებულ ტერიტორიებზე

ე.წ ღო­რის გრი­პით სა­ქარ­თვე­ლო­ში 13 ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა. ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრი ამ­ბობს, რომ სა­ბედ­ნი­ე­როდ, ეპი­დე­მი­ის­კენ არ მივ­დი­ვართ და პი­რი­ქით, ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბა იკ­ლებს. ამას­თან, 12 იან­ვრი­დან, სა­ქარ­თვე­ლოს ნე­ბის­მი­ე­რი მო­ქა­ლა­ქე პრე­პა­რატ „ტა­მიფ­ლუს“ უფა­სოდ მი­ი­ღებს, თუ ექი­მის და­ნიშ­ნუ­ლე­ბით მივა აფ­თი­აქ­ში.

და­ვინ­ტე­რეს­დით, რა ვი­თა­რე­ბაა ამ მხრივ სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­ზობ­ლო­სა და ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე. რო­გორც ჩანს, H1N1-ს ვერც სა­ქარ­თვე­ლოს მე­ზო­ბელ­მა ქვეყ­ნებ­მა აუ­ა­რეს გვერ­დი - გუ­შინ სომ­ხეთ­ში ღო­რის ვირუ­სით ქალი გარ­და­იც­ვა­ლა, კი­დევ რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი კი რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბა. ამის შე­სა­ხებ ად­გი­ლობ­რივ ჟურ­ნა­ლის­ტებს და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრის დი­რექ­ტორ­მა არ­თა­ვა­ზად ვა­ნი­ან­მა გა­ნუ­ცხა­და.

"მიმ­დი­ნა­რე წელს, სომ­ხეთ­ში გრი­პის ერთი სა­სიკ­ვდი­ლო შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და - გარ­და­იც­ვა­ლა ქალი, რო­მე­ლიც ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის მა­ტა­რე­ბე­ლი იყო. იგი­ვე დი­აგ­ნო­ზით რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბა" - გა­ნა­ცხა­და ვა­ნი­ან­მა.

რო­გორც AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში ერევ­ნე­ლი ზა­რი­ად მკრტჩი­ა­ნი აცხა­დებს, ქა­ლაქ­ში უკვე გა­მოჩ­დნენ ნიღ­ბი­ა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი, თუმ­ცა, ნიღ­ბის ან რო­მე­ლი­მე მე­დი­კა­მენ­ტის დე­ფი­ცი­ტის შე­სა­ხებ ჯერ­ჯე­რო­ბით არ სმე­ნია.

“სამ­სა­ხურ­ში რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი გახ­და ავად. იგი­ვე სიმპტო­მე­ბით, რაც ამ ვირუსს ახა­სი­ა­თებს - მა­ღა­ლი სი­ცხე, ღე­ბი­ნე­ბა, თა­ვის, ყე­ლი­სა და სახ­სრე­ბის ტკი­ვი­ლი, ხვე­ლა... ერთ-ერთი, სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის მან­ქა­ნამ სა­ა­ვად­მყო­ფო­შიც გა­და­იყ­ვა­ნა, თუმ­ცა, გარ­თუ­ლე­ბე­ბი არ ჰქო­ნია. თა­ნამ­შრომ­ლე­ბი სა­უბ­რობ­დნენ, მათ სა­ახ­ლობ­ლო­ში ბავ­შვებ­ზე აი­სა­ხა მძი­მედ. ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბავ­შვთა სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში ძა­ლი­ან ბევ­რი პა­ტა­რა პა­ცი­ენ­ტი ჰყავთ... გუ­შინ უკვე ერთი ქა­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხე­ბაც გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია.

სომ­ხეთ­ში პა­ნი­კა ჯერ­ჯე­რო­ბით არ არის, თუმ­ცა, ხალ­ხს მა­ინც ეში­ნია. სა­ვალ­დე­ბუ­ლო აც­რე­ბის შე­სა­ხებ არა­ფე­რი მსმე­ნია, - შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბე­ბი ხე­ლე­ბის ხში­რად და­ბა­ნა­სა და ბევ­რი სი­თხის მი­ღე­ბას გვირ­ჩე­ვენ,” - ამ­ბობს ერევ­ნე­ლი მა­მა­კა­ცი.

სომ­ხუ­რი მე­დი­ის თქმით, ამ დრო­ის­თვის სტა­ცი­ო­ნა­რებ­ში 700-მდე ადა­მი­ა­ნი მკურ­ნა­ლობს, თუმ­ცა, ეს იგი­ვე მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია, რაც შარ­შან იყო. სკო­ლებ­სა და სა­ბავ­შვო ბა­ღებ­ში კა­რან­ტი­ნი ჯერ­ჯე­რო­ბით არ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლა...

რაც შე­ე­ხე­ბა აზერ­ბა­ი­ჯანს, ქვეყ­ნის მთა­ვა­რი ეპი­დე­მი­ო­ლო­გის იბა­დუ­ლა აგა­ე­ვის ცნო­ბით, აზერ­ბა­ი­ჯან­ში ღო­რის ვირუ­სი არ ფიქ­სირ­დე­ბა.

"ჩვენს მე­ზო­ბელ ქვეყ­ნებ­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბის გამო, გან­სა­კუთ­რე­ბულ ღო­ნის­ძი­ე­ბებს ვა­ტა­რებთ დე­ზინ­ფექ­ცი­ის კუ­თხით, თუმ­ცა, ამ ეტაპ­ზე ეს ვირუ­სი ქვე­ყა­ნა­ში არ ფიქ­სირ­დე­ბა. კონ­ტროლს გან­ვაგ­რძობთ და ვირუ­სის და­ფიქ­სი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მზად ვართ შე­სა­ბა­მი­სი ზო­მე­ბი მი­ვი­ღოთ,” - გა­ნა­ცხა­და აგა­ე­ვამ eadaily.com-თან სა­უ­ბარ­ში.

ჯერ­ჯე­რო­ბით H1N1-ის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია არ ვრცელ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე. თუმ­ცა, აფხა­ზეთ­სა და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნებ­ში ე.წ. ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბებ­მა “თა­და­რი­გი” და­ი­ჭი­რეს და ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­ზღვრე­ბი დრო­ე­ბით ჩა­კე­ტეს. ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა ში­შით ადევ­ნებს თვალს მათი “მეს­ვე­უ­რე­ბის” გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას - “გა­და­უ­დე­ბე­ლი შემ­თხვე­ვე­ბის დროს რა უნდა ვქნათ, საით უნდა წა­ვი­დეთ?.. და­ვი­ცა­დოთ ვიდ­რე გზის გახ­სნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღე­ბენ და სიკ­ვდილს და­ვე­ლო­დოთ?!" - წერს აფხა­ზეთ­ში მცხოვ­რე­ბი.

"ამ ვირუ­სის ჩვენ­თან გავ­რცე­ლე­ბა გარ­და­უ­ვა­ლია და ხალ­ხი უკვე ამა­ზე ნერ­ვი­უ­ლობს. რა ეშ­ვე­ლე­ბათ იმ ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც სა­ა­ვად­მყო­ფო­ებს და აფ­თი­ა­ქებს სიმ­ბო­ლუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა აქვთ“, - ამ­ბობს ცხინ­ვა­ლე­ლი ნელი გუ­სა­ე­ვი.

ახალ­გო­რე­ლი აქ­ტი­ვის­ტი თა­მარ მე­ა­რა­ყიშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ ად­გი­ლობ­რი­ვი “ჩი­ნოვ­ნი­კე­ბის” გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, კა­რან­ტი­ნი და­ახ­ლო­ე­ბით 20 დღე გაგ­რძელ­დე­ბა.

ოსი “ჩი­ნოვ­ნი­კე­ბი” აფრ­თხი­ლე­ბენ მათ, ვისი შვი­ლე­ბიც სას­კო­ლო არ­და­დე­გე­ბის დროს ქარ­თულ მხა­რეს იყ­ვნენ გა­და­სუ­ლი. მა­თი­ვე თქმით, არ­სე­ბობს საფრ­თხე, რომ ვირუ­სი გავ­რცელ­დე­ბა, თუმ­ცა, “სა­ზღვარ­ზე” ექი­მებს ვერ და­ა­ყე­ნე­ბენ, რათა ახალ­გორ­ში შე­მო­სუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი გა­სინ­ჯონ.

primechaniya.ru-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, რო­გორც ე.წ ღო­რის, ასე­ვე ფრინ­ვე­ლის გრი­პი და­ფიქ­სირ­და უკ­რა­ი­ა­ნის სე­ვას­ტო­პოლ­ში. H1N1-ით ვირუ­სის მქო­ნე პირ­ვე­ლი ადა­მი­ა­ნი გა­სუ­ლი წლის დე­კემ­ბერ­ში აღი­რი­ცხა. ად­გი­ლობ­რი­ვი ეპი­დე­მი­ო­ლო­გის სერ­გეი გრი­გის ცნო­ბით, ამ დრო­ის­თვის ორი­ვე სა­ხე­ო­ბის ვირუ­სით ჰყავთ და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბი. მი­სი­ვე თქმით, ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო აცრა 200 ათას­ზე მეტ­მა ადა­მი­ან­მა გა­ი­კე­თა.

ავტორი:

არის თუ არა გავრცელებული "ღორის გრიპი" საქართველოს მეზობელ ქვეყნებში და ოკუპირებულ ტერიტორიებზე

არის თუ არა გავრცელებული "ღორის გრიპი" საქართველოს მეზობელ ქვეყნებში და ოკუპირებულ ტერიტორიებზე

ე.წ ღორის გრიპით საქართველოში 13 ადამიანი გარდაიცვალა. ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ საბედნიეროდ, ეპიდემიისკენ არ მივდივართ და პირიქით, ვირუსის გავრცელება იკლებს. ამასთან, 12 იანვრიდან, საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე პრეპარატ „ტამიფლუს“ უფასოდ მიიღებს, თუ ექიმის დანიშნულებით მივა აფთიაქში.

დავინტერესდით, რა ვითარებაა ამ მხრივ საქართველოს სამეზობლოსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე. როგორც ჩანს, H1N1-ს ვერც საქართველოს მეზობელმა ქვეყნებმა აუარეს გვერდი - გუშინ სომხეთში ღორის ვირუსით ქალი გარდაიცვალა, კიდევ რამდენიმე ადამიანი კი რეანიმაციაში იმყოფება. ამის შესახებ ადგილობრივ ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ართავაზად ვანიანმა განუცხადა.

"მიმდინარე წელს, სომხეთში გრიპის ერთი სასიკვდილო შემთხვევა დაფიქსირდა - გარდაიცვალა ქალი, რომელიც ქრონიკული დაავადების მატარებელი იყო. იგივე დიაგნოზით რამდენიმე ადამიანი რეანიმაციაში იმყოფება" - განაცხადა ვანიანმა.

როგორც AMBEBI.GE-სთან საუბარში ერევნელი ზარიად მკრტჩიანი აცხადებს, ქალაქში უკვე გამოჩდნენ ნიღბიანი ადამიანები, თუმცა, ნიღბის ან რომელიმე მედიკამენტის დეფიციტის შესახებ ჯერჯერობით არ სმენია.

“სამსახურში რამდენიმე ადამიანი გახდა ავად. იგივე სიმპტომებით, რაც ამ ვირუსს ახასიათებს - მაღალი სიცხე, ღებინება, თავის, ყელისა და სახსრების ტკივილი, ხველა... ერთ-ერთი, სასწრაფო დახმარების მანქანამ საავადმყოფოშიც გადაიყვანა, თუმცა, გართულებები არ ჰქონია. თანამშრომლები საუბრობდნენ, მათ საახლობლოში ბავშვებზე აისახა მძიმედ. ჩემი ინფორმაციით, ბავშვთა საავადმყოფოებში ძალიან ბევრი პატარა პაციენტი ჰყავთ... გუშინ უკვე ერთი ქალის გარდაცვალების შესახებაც გავრცელდა ინფორმაცია.

სომხეთში პანიკა ჯერჯერობით არ არის, თუმცა, ხალხს მაინც ეშინია. სავალდებულო აცრების შესახებ არაფერი მსმენია, - შესაბამისი უწყებები ხელების ხშირად დაბანასა და ბევრი სითხის მიღებას გვირჩევენ,” - ამბობს ერევნელი მამაკაცი.

სომხური მედიის თქმით, ამ დროისთვის სტაციონარებში 700-მდე ადამიანი მკურნალობს, თუმცა, ეს იგივე მაჩვენებელია, რაც შარშან იყო. სკოლებსა და საბავშვო ბაღებში კარანტინი ჯერჯერობით არ გამოცხადებულა...

რაც შეეხება აზერბაიჯანს, ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგის იბადულა აგაევის ცნობით, აზერბაიჯანში ღორის ვირუსი არ ფიქსირდება.

"ჩვენს მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე პროცესების გამო, განსაკუთრებულ ღონისძიებებს ვატარებთ დეზინფექციის კუთხით, თუმცა, ამ ეტაპზე ეს ვირუსი ქვეყანაში არ ფიქსირდება. კონტროლს განვაგრძობთ და ვირუსის დაფიქსირების შემთხვევაში, მზად ვართ შესაბამისი ზომები მივიღოთ,” - განაცხადა აგაევამ eadaily.com-თან საუბარში.

ჯერჯერობით H1N1-ის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. თუმცა, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში ე.წ. ხელმძღვანელობებმა “თადარიგი” დაიჭირეს და ადმინისტრაციული საზღვრები დროებით ჩაკეტეს. ადგილობრივი მოსახლეობა შიშით ადევნებს თვალს მათი “მესვეურების” გადაწყვეტილებას - “გადაუდებელი შემთხვევების დროს რა უნდა ვქნათ, საით უნდა წავიდეთ?.. დავიცადოთ ვიდრე გზის გახსნის გადაწყვეტილებას მიიღებენ და სიკვდილს დაველოდოთ?!" - წერს აფხაზეთში მცხოვრები.

"ამ ვირუსის ჩვენთან გავრცელება გარდაუვალია და ხალხი უკვე ამაზე ნერვიულობს. რა ეშველებათ იმ ქვეყანაში, სადაც საავადმყოფოებს და აფთიაქებს სიმბოლური დანიშნულება აქვთ“, - ამბობს ცხინვალელი ნელი გუსაევი.

ახალგორელი აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი ამბობს, რომ ადგილობრივი “ჩინოვნიკების” გადაწყვეტილებით, კარანტინი დაახლოებით 20 დღე გაგრძელდება.

ოსი “ჩინოვნიკები” აფრთხილებენ მათ, ვისი შვილებიც სასკოლო არდადეგების დროს ქართულ მხარეს იყვნენ გადასული. მათივე თქმით, არსებობს საფრთხე, რომ ვირუსი გავრცელდება, თუმცა, “საზღვარზე” ექიმებს ვერ დააყენებენ, რათა ახალგორში შემოსული ადამიანები გასინჯონ.

primechaniya.ru-ს ინფორმაციით, როგორც ე.წ ღორის, ასევე ფრინველის გრიპი დაფიქსირდა უკრაიანის სევასტოპოლში. H1N1-ით ვირუსის მქონე პირველი ადამიანი გასული წლის დეკემბერში აღირიცხა. ადგილობრივი ეპიდემიოლოგის სერგეი გრიგის ცნობით, ამ დროისთვის ორივე სახეობის ვირუსით ჰყავთ დაავადებულები. მისივე თქმით, ვირუსის საწინააღმდეგო აცრა 200 ათასზე მეტმა ადამიანმა გაიკეთა.

აფხაზეთში ხანძარი 11 000 ჰექტარზე გავრცელდა

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

პირდაპირი გზა ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის -   რა იდეით გამოდის რამზან კადიროვი და  რას  ისახავს მიზნად პროექტი