პოლიტიკა
სპორტი
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მსოფლიო
მოზაიკა
სამართალი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
13 პროდუქტი, რომელიც მენიუში უნდა შეიტანოთ იმუნიტეტის გასაძლიერებლად
13 პროდუქტი, რომელიც მენიუში უნდა შეიტანოთ იმუნიტეტის გასაძლიერებლად

თუ გსურთ ზამ­თრის ვირუ­სე­ბი­სა და გრი­პის­გან თა­ვის დაღ­წე­ვა, ეს 13 სა­ხე­ო­ბის საკ­ვე­ბი და­გეხ­მა­რე­ბათ გა­ცი­ე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა­სა და მე­დი­კა­მენ­ტე­ბის იძუ­ლე­ბით მი­ღე­ბაც არ დაგ­ჭირ­დე­ბათ:


1. ციტ­რუ­სე­ბი

უმ­რავ­ლე­სო­ბა C ვი­ტა­მინს მა­შინ იღებს, რო­დე­საც უკვე გრი­პი ხვდე­ბათ, თუმ­ცა, გა­ცი­ე­ბამ­დე მისი ხი­ლის სა­ხით მი­ღე­ბა და­გეხ­მა­რე­ბათ იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის გაძ­ლი­ე­რე­ბა­ში. C ვი­ტა­მი­ნი სის­ხლის თეთ­რი უჯრე­დე­ბის შექ­მნას უწყობს ხელს, რო­მე­ლიც თა­ვის მხრივ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია ინ­ფექ­ცი­ებ­თან საბ­რძოლ­ვე­ლად. C ვი­ტა­მი­ნით მდი­და­რია:


  • გრე­იფ­რუ­ტი
  • ფორ­თო­ხა­ლი
  • მან­და­რი­ნი
  • ლი­მო­ნი

იმის გამო, რომ თქვე­ნი სხე­უ­ლი არც ინა­ხავს და არც აწარ­მო­ებს C ვი­ტა­მინს, სა­ჭი­როა მისი ბუ­ნებ­რი­ვი სა­ხით ყო­ველ­დღი­უ­რი მი­ღე­ბა, ამი­ტომ შე­გიძ­ლი­ათ ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლი­ლი ხი­ლის რამ­დე­ნი­მე წვე­თი მო­ას­ხათ ნე­ბის­მი­ერ კერძს და ისე მი­ირ­თვათ.


2. ბულ­გა­რუ­ლი წი­წა­კა

მხო­ლოდ ციტ­რუ­სი არ შე­ი­ცავს ვი­ტა­მი­ნი C-ს, ბოსტნე­უ­ლე­ბი­დან ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლია წი­თე­ლი ფე­რის ბულ­გა­რუ­ლი წი­წა­კა, რო­მე­ლიც ციტ­რუ­სებ­ზე ორ­ჯერ მეტ C ვი­ტა­მინს შე­ი­ცავს.


3. ბრო­კო­ლი

ბრო­კო­ლი ვი­ტა­მი­ნე­ბით და მი­ნე­რა­ლე­ბით სავ­სე პრო­დუქ­ტია. შე­ი­ცავს A, C და E ვი­ტა­მი­ნებს, ასე­ვე, ან­ტი­ოქ­სი­დან­ტებს და ბოჭ­კოს. ბრო­კო­ლი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ჯან­სა­ღი ბოსტნე­უ­ლია, რო­მე­ლიც კი ადა­მი­ან­მა შე­იძ­ლე­ბა მი­ი­ღოს. მთა­ვა­რია მისი მომ­ზა­დე­ბი­სას და­იც­ვათ ზო­მი­ე­რე­ბა და ზედ­მე­ტად არ გა­და­ხარ­შოთ.


4. ნი­ო­რი

ნი­ო­რი მსოფ­ლი­ოს თით­ქმის ყვე­ლა სამ­ზა­რე­უ­ლოს ნა­წი­ლია, იგი საკ­მა­ოდ კარგ არო­მატს და გე­მოს აძ­ლევს საჭ­მელს და ამას­თან ჯან­მრთე­ლო­ბის­თვი­საც აუ­ცი­ლე­ბე­ლია. ჯერ კი­დევ ად­რე­ულ სა­უ­კუ­ნე­ებ­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს ადა­მი­ა­ნებ­მა მისი ინ­ფექ­ცი­ას­თან ბრძო­ლის ეფექ­ტუ­რო­ბა.


5. ჯან­ჯა­ფი­ლი

ჯან­ჯა­ფი­ლი ერთ-ერთი ინ­გრე­დი­ენ­ტია, რო­მე­ლიც ხში­რად გა­ცი­ე­ბის დროს გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. იგი ორ­გა­ნიზმს ან­თე­ბას­თან ბრძო­ლა­ში ეხ­მა­რე­ბა და გან­სა­კუთ­რე­ბით ეფექ­ტუ­რია ყე­ლის ტკი­ვი­ლის დროს. ჯან­ჯა­ფი­ლი შე­საძ­ლოა გა­მო­ი­ყე­ნოთ გუ­ლის­რე­ვის შე­სა­ჩე­რებ­ლა­დაც.


6. ის­პა­ნა­ხი

ის­პა­ნა­ხი ბრო­კო­ლის მსგავ­სად საკ­მა­ოდ მდი­და­რია არა მარ­ტო C ვი­ტა­მი­ნით, არა­მედ ან­ტი­ოქ­სი­დან­ტე­ბით და ბეტა კა­რო­ტი­ნით, რაც ჩვენს იმუ­ნურ სის­ტე­მას ინ­ფექ­ცი­ას­თან ბრძო­ლა­ში ეხ­მა­რე­ბა.


7. ნუში

ვი­ტა­მი­ნი E არა­ნაკ­ლებ მნიშ­ნე­ლო­ვა­ნია გა­ცი­ე­ბას­თან საბ­რძოლ­ვე­ლად. თუმ­ცა, იგი სრულ­ყო­ფი­ლად ასათ­ვი­სებ­ლად სა­ჭი­რო­ებს ორ­გა­ნიზ­მში ცხი­მის არ­სე­ბო­ბას. 4-6 ცალი ნუ­შის მი­ღე­ბა 100%-ით აკ­მა­ყო­ფი­ლებს E ვი­ტა­მი­ნის ყო­ველ­დღი­ურ დო­ზას.


8. მწვა­ნე ჩაი

მწვა­ნე და შავი ჩაი ან­ტი­ოქ­სი­დან­ტე­ბის ერ­თგვა­რი სა­ხე­ო­ბაა. ისი­ნი ორ­გა­ნიზმს იმუ­ნუ­რი ფუნ­ქცი­ე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბი­ან.


9. პა­პა­ია

ეს ტრო­პი­კუ­ლი ხილი C ვი­ტა­მი­ნით მდი­და­რია. ერთ ცალ პა­პა­ი­ა­ში შე­გიძ­ლი­ათ იპო­ვოთ დღი­უ­რად რე­კო­მენ­დი­რე­ბუ­ლი С ვი­ტა­მი­ნის დიდი დოზა. მას ან­თებ-სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ეფექ­ტიც აქვს. პა­პა­ია ასე­ვე შე­ი­ცავს კა­ლი­უმს, B ვი­ტა­მი­ნებს და ზო­გა­დად ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე სა­სარ­გებ­ლო ეფექ­ტი აქვს.


10. კივი

პა­პა­ი­ას მსგავ­სად კი­ვიც სხვა­დას­ხა ვი­ტა­მი­ნით მდი­და­რი ხი­ლია. შე­ი­ცავს კა­ლი­უმს, ვი­ტა­მინ K-ს და C-ს.


11. ფრინ­ვე­ლის ხორ­ცი

რო­დე­საც ავად ხართ, ქათ­მის წვნი­ა­ნი მხო­ლოდ სა­სი­ა­მოვ­ნო კი არა სა­სარ­გებ­ლოც არის. იგი ორ­გა­ნიზმს გა­ცი­ე­ბის­გან იცავს. ინ­და­უ­რის და ქათ­მის ხორ­ცი სავ­სეა B-6 ვი­ტა­მი­ნით. იგი ეხ­მა­რე­ბა ორ­გა­ნიზმს სის­ხლის წი­თე­ლი უჯრე­დე­ბის შექ­მნა­ში.


12. მზე­სუმ­ზი­რის მარ­ცვლე­ბი

მზე­სუმ­ზი­რის თეს­ლი სავ­სეა ნუტ­რი­ენ­ტე­ბით, მათ შო­რის ფოს­ფო­რით, მაგ­ნი­უ­მით და ვი­ტა­მი­ნი B 6-ით. სავ­სეა ვი­ტა­მი­ნი E-თიც, რომ­ლის დღი­უ­რი, რე­კო­მენ­დი­რე­ბუ­ლი დო­ზის 82%, ჭი­ქის მე­ო­თხე­დი გარ­ჩე­უ­ლი მზე­სუმ­ზი­რის მარ­ცვლით შე­იძ­ლე­ბა შე­ივ­სოთ. ვი­ტა­მი­ნი E შე­სა­ნიშ­ნა­ვი ან­ტი­ოქ­სი­დან­ტია და იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა­საც უწყობს ხელს. E ვი­ტა­მინს ასე­ვე შე­ი­ცავს ავო­კა­დო და მუქი ფოთ­ლო­ვა­ნი მწვა­ნი­ლე­ბი.


13. მო­ლუს­კე­ბი

მო­ლუქსკე­ბი მდი­და­რია თუ­თი­ით, რაც ასე­ვე გა­დამ­წყვე­ტია იმუ­ნი­ტე­ტის­თვის. ბევ­რი ამ ნივ­თი­ე­რე­ბას იმ­დე­ნად დიდ ყუ­რა­დღე­ბას არ აქ­ცევს, თუმ­ცა, თუ­თია იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის სრულ­ფა­სო­ვა­ნი ფუნ­ცი­ო­ნი­რე­ბის­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია.


თუ­თი­ით მდი­და­რია:


  • კრა­ბი
  • ლობსტე­რი
  • მი­დი­ე­ბი


healthline.com-ის მი­ხედ­ვით მო­ამ­ზა­და გვან­ცა კა­კა­უ­რი­ძემ


მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კოტე
0

კრაბი-ძირძველი ქართული სიტყვა.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

13 პროდუქტი, რომელიც მენიუში უნდა შეიტანოთ იმუნიტეტის გასაძლიერებლად

13 პროდუქტი, რომელიც მენიუში უნდა შეიტანოთ იმუნიტეტის გასაძლიერებლად

თუ გსურთ ზამთრის ვირუსებისა და გრიპისგან თავის დაღწევა, ეს 13 სახეობის საკვები დაგეხმარებათ გაციების თავიდან აცილებასა და მედიკამენტების იძულებით მიღებაც არ დაგჭირდებათ:


1. ციტრუსები

უმრავლესობა C ვიტამინს მაშინ იღებს, როდესაც უკვე გრიპი ხვდებათ, თუმცა, გაციებამდე მისი ხილის სახით მიღება დაგეხმარებათ იმუნური სისტემის გაძლიერებაში. C ვიტამინი სისხლის თეთრი უჯრედების შექმნას უწყობს ხელს, რომელიც თავის მხრივ უმნიშვნელოვანესია ინფექციებთან საბრძოლველად. C ვიტამინით მდიდარია:


  • გრეიფრუტი
  • ფორთოხალი
  • მანდარინი
  • ლიმონი

იმის გამო, რომ თქვენი სხეული არც ინახავს და არც აწარმოებს C ვიტამინს, საჭიროა მისი ბუნებრივი სახით ყოველდღიური მიღება, ამიტომ შეგიძლიათ ზემოთ ჩამოთვლილი ხილის რამდენიმე წვეთი მოასხათ ნებისმიერ კერძს და ისე მიირთვათ.


2. ბულგარული წიწაკა

მხოლოდ ციტრუსი არ შეიცავს ვიტამინი C-ს, ბოსტნეულებიდან ერთ-ერთი გამორჩეულია წითელი ფერის ბულგარული წიწაკა, რომელიც ციტრუსებზე ორჯერ მეტ C ვიტამინს შეიცავს.


3. ბროკოლი

ბროკოლი ვიტამინებით და მინერალებით სავსე პროდუქტია. შეიცავს A, C და E ვიტამინებს, ასევე, ანტიოქსიდანტებს და ბოჭკოს. ბროკოლი ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი ბოსტნეულია, რომელიც კი ადამიანმა შეიძლება მიიღოს. მთავარია მისი მომზადებისას დაიცვათ ზომიერება და ზედმეტად არ გადახარშოთ.


4. ნიორი

ნიორი მსოფლიოს თითქმის ყველა სამზარეულოს ნაწილია, იგი საკმაოდ კარგ არომატს და გემოს აძლევს საჭმელს და ამასთან ჯანმრთელობისთვისაც აუცილებელია. ჯერ კიდევ ადრეულ საუკუნეებში აღმოაჩინეს ადამიანებმა მისი ინფექციასთან ბრძოლის ეფექტურობა.


5. ჯანჯაფილი

ჯანჯაფილი ერთ-ერთი ინგრედიენტია, რომელიც ხშირად გაციების დროს გამოიყენება. იგი ორგანიზმს ანთებასთან ბრძოლაში ეხმარება და განსაკუთრებით ეფექტურია ყელის ტკივილის დროს. ჯანჯაფილი შესაძლოა გამოიყენოთ გულისრევის შესაჩერებლადაც.


6. ისპანახი

ისპანახი ბროკოლის მსგავსად საკმაოდ მდიდარია არა მარტო C ვიტამინით, არამედ ანტიოქსიდანტებით და ბეტა კაროტინით, რაც ჩვენს იმუნურ სისტემას ინფექციასთან ბრძოლაში ეხმარება.


7. ნუში

ვიტამინი E არანაკლებ მნიშნელოვანია გაციებასთან საბრძოლველად. თუმცა, იგი სრულყოფილად ასათვისებლად საჭიროებს ორგანიზმში ცხიმის არსებობას. 4-6 ცალი ნუშის მიღება 100%-ით აკმაყოფილებს E ვიტამინის ყოველდღიურ დოზას.


8. მწვანე ჩაი

მწვანე და შავი ჩაი ანტიოქსიდანტების ერთგვარი სახეობაა. ისინი ორგანიზმს იმუნური ფუნქციების გაძლიერებაში ეხმარებიან.


9. პაპაია

ეს ტროპიკული ხილი C ვიტამინით მდიდარია. ერთ ცალ პაპაიაში შეგიძლიათ იპოვოთ დღიურად რეკომენდირებული С ვიტამინის დიდი დოზა. მას ანთებ-საწინააღმდეგო ეფექტიც აქვს. პაპაია ასევე შეიცავს კალიუმს, B ვიტამინებს და ზოგადად ადამიანის ჯანმრთელობაზე სასარგებლო ეფექტი აქვს.


10. კივი

პაპაიას მსგავსად კივიც სხვადასხა ვიტამინით მდიდარი ხილია. შეიცავს კალიუმს, ვიტამინ K-ს და C-ს.


11. ფრინველის ხორცი

როდესაც ავად ხართ, ქათმის წვნიანი მხოლოდ სასიამოვნო კი არა სასარგებლოც არის. იგი ორგანიზმს გაციებისგან იცავს. ინდაურის და ქათმის ხორცი სავსეა B-6 ვიტამინით. იგი ეხმარება ორგანიზმს სისხლის წითელი უჯრედების შექმნაში.


12. მზესუმზირის მარცვლები

მზესუმზირის თესლი სავსეა ნუტრიენტებით, მათ შორის ფოსფორით, მაგნიუმით და ვიტამინი B 6-ით. სავსეა ვიტამინი E-თიც, რომლის დღიური, რეკომენდირებული დოზის 82%, ჭიქის მეოთხედი გარჩეული მზესუმზირის მარცვლით შეიძლება შეივსოთ. ვიტამინი E შესანიშნავი ანტიოქსიდანტია და იმუნური სისტემის ფუნქციონირებასაც უწყობს ხელს. E ვიტამინს ასევე შეიცავს ავოკადო და მუქი ფოთლოვანი მწვანილები.


13. მოლუსკები

მოლუქსკები მდიდარია თუთიით, რაც ასევე გადამწყვეტია იმუნიტეტისთვის. ბევრი ამ ნივთიერებას იმდენად დიდ ყურადღებას არ აქცევს, თუმცა, თუთია იმუნური სისტემის სრულფასოვანი ფუნციონირებისთვის უმნიშვნელოვანესია.


თუთიით მდიდარია:


  • კრაბი
  • ლობსტერი
  • მიდიები


healthline.com-ის მიხედვით მოამზადა გვანცა კაკაურიძემ


ბათუმში, ზღვის სანაპიროზე პირველი დამსვენებლები გამოჩდნენ - ტურისტული სეზონი დაიწყო (ფოტოები)

ღალატი და წლების შემდეგ გამჟღავნებული ძალადობის ფაქტები...  - ცნობილი ქართველი წყვილები, რომლებიც სკანდალურად დაშორდნენ

"ითხოვე და მოგეცემა" - წყვილი, რომელიც წლების წინ წაჩხურუს მთავარანგელოზის ტაძარში უფალს შვილის მიცემას ევედრებოდა, წელს იმავე ტაძარში შვილთან ერთად მივიდა (ფოტო)