პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დაიწყო აღმშენებლობის ხანა..." - აფხაზები და ოსები ხაჯიმბას და ბიბილოვის ვენესუელაში ვიზიტს ცინიკური პოსტებით ეხმაურებიან
"დაიწყო აღმშენებლობის ხანა..." - აფხაზები და ოსები ხაჯიმბას და ბიბილოვის ვენესუელაში ვიზიტს ცინიკური პოსტებით ეხმაურებიან

ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თი­სა და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნე­ბის ე.წ. ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი კა­რა­კას­ში, ვე­ნე­სუ­ე­ლას პრე­ზი­დენ­ტად მე­ო­რე ვა­დით არ­ჩე­უ­ლი ნი­კო­ლას მა­დუ­როს ინა­უ­გუ­რა­ცი­ას და­ეს­წრნენ.

ლი­დე­რი, რომ­ლის სა­პა­ტიო სტუმ­რე­ბი რაულ ხა­ჯიმ­ბა და ანა­ტო­ლი ბი­ბი­ლო­ვი არი­ან, 2013 წელს, ჩა­ვე­სის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ აირ­ჩი­ეს პრე­ზი­დენ­ტად. ად­გი­ლობ­რი­ვი ოპო­ზი­ცია მას დიქ­ტა­ტუ­რა­ში, კო­რუფ­ცი­ა­სა და ეკო­ნო­მი­კის დან­გრე­ვა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს.

მან ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნე­ბი ე.წ. და­მო­უ­კი­დე­ბელ რეს­პუბ­ლი­კად 2009 წლის სექ­ტემ­ბერ­ში ცნო და მას შემ­დეგ, რო­გორც ერთი, ასე­ვე მე­ო­რე რე­გი­ო­ნის ე.წ. პრე­ზი­დენ­ტე­ბი ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას ორ ქვე­ყა­ნას შო­რის ეკო­ნო­მი­კუ­რი და სხვა სა­ხის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას პირ­დე­ბოდ­ნენ.

და­სავ­ლუ­რი მე­დი­ის ცნო­ბით, ვე­ნე­სუ­ე­ლა­ში მო­რი­გი საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი 2018 წლის დე­კემ­ბერ­ში უნდა გა­მარ­თუ­ლი­ყო, თუმ­ცა მა­დუ­რომ რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბი მა­ის­ში ჩა­ა­ტა­რა და ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, ხმე­ბის 67%-ით გა­ი­მარ­ჯვა.

ოპო­ზი­ცი­ამ ნი­კო­ლას მა­დუ­რო არ­ჩევ­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა. და­სავ­ლე­თი და ლა­თი­ნუ­რი ამე­რი­კის ქვეყ­ნე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა მა­დუ­როს ლე­გი­ტი­მუ­რო­ბას არ ცნობ­და. ამე­რი­კამ ვე­ნე­სუ­ე­ლას და­მა­ტე­ბი­თი ეკო­ნო­მი­კუ­რი სან­ქცი­ე­ბი და­უ­წე­სა. 10-ზე მეტ­მა ქვე­ყა­ნამ, მათ შო­რის არ­გენ­ტი­ნამ, ბრა­ზი­ლი­ამ და კა­ნა­დამ, არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბი­სად­მი პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად ვე­ნე­სუ­ე­ლა­დან ელ­ჩე­ბი გა­იწ­ვია. თუმ­ცა მა­დუ­როს გა­მარ­ჯვე­ბა მი­უ­ლო­ცა რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა. მა­დუ­როს შე­დე­გე­ბი აღი­ა­რეს ჩი­ნეთ­მა, კუ­ბამ და სალ­ვა­დორ­მა.

vedomosti.ru-ს ცნო­ბით, მა­დუ­როს 6-წლი­ა­ნი მმარ­თვე­ლო­ბის ხანა და­ი­წყო, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მისი პრე­ზი­დენ­ტო­ბის პი­რო­ბებ­ში, ქვე­ყა­ნამ დე­ფოლ­ტი გა­ნი­ცა­და.

2018 წლის და­სა­წყი­სის შემ­დეგ ინფლა­ცი­ამ ვე­ნე­სუ­ე­ლა­ში უკვე 81 000%-ს მი­აღ­წია, წლის ბო­ლომ­დე კი, 1000000%-მდე ავი­და. ეს მო­ნა­ცე­მე­ბი ვე­ნე­სუ­ე­ლას ეროვ­ნუ­ლი ასამ­ბლე­ის ფი­ნან­სუ­რი კო­მი­ტე­ტის ხელ­მძღვა­ნელ­მა რა­ფა­ელ გუს­მან­მა "ტვი­ტე­რის" გვერ­დზე გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

ვე­ნე­სუ­ე­ლა­ში უკვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია ინფლა­ცი­ის ოფი­ცი­ა­ლუ­რი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი არ ქვეყ­ნდე­ბა, თუმ­ცა ექ­სპერ­ტე­ბის აზ­რით, გუს­მა­ნის მიერ მო­ტა­ნი­ლი ციფ­რე­ბი სან­დოა და ქვე­ყა­ნა­ში უმ­ძი­მე­სი სო­ცი­ა­ლუ­რი ფო­ნია. გა­ე­როს მო­ნა­ცე­მე­ბით, ბოლო ხა­ნებ­ში, ქვეყ­ნი­დან ორ მი­ლი­ონ­ზე მეტი ადა­მი­ა­ნი გა­იქ­ცა.

რო­გორც ჩანს, ანა­ტო­ლი ბი­ბი­ლოვ­მა და რაულ ხა­ჯიმ­ბამ დრო არ და­კარ­გეს და დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბის დამ­ყა­რე­ბას სხვა ქვეყ­ნებ­თა­ნაც შე­ე­ცად­ნენ. ბი­ბი­ლოვ­მა სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის თა­ვის გვერ­დზე, ნი­კა­რა­გუ­ას პრე­ზი­დენ­ტთან და­ნი­ელ რო­ტე­გა­სა და აფხა­ზე­თის ე.წ. ლი­დერ­თან რაულ ხა­ჯიმ­ბას­თან ერ­თად გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტოც ატ­ვირ­თა...

ცნო­ბის­თვის, დო­ლა­რის ყიდ­ვა ვე­ნე­სუ­ე­ლა­ში მხო­ლოდ შავ ბა­ზარ­ზეა შე­საძ­ლე­ბე­ლი, რად­გან თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ვა­ლუ­ტო ოპე­რა­ცი­ე­ბი ად­გი­ლობ­რივ­მა მთავ­რო­ბამ აკ­რძა­ლა.

"და­ი­წყო აღმშე­ნებ­ლო­ბის ხანა აფხა­ზეთ­სა და ოსეთ­ში... გი­ლო­ცავთ! ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა, ნა­ხავთ... შევ­ხვდე­ბით, კა­რა­კას­ში " - წერს სო­ხუ­მე­ლი თე­მურ პა­პა­ვა.

"წა­ვე­დით ვე­ნე­სუ­ე­ლა­ში, ამ­ბო­ბენ, კარ­გი ამინ­დე­ბი­აო და მო­ვას­წროთ... ოღონდ დო­ლა­რი იმათ არ ჰქო­ნი­ათ და რუბ­ლი ჩვენ არ გვაქვს. საჩ­ვე­ნო სი­ტუ­ა­ცი­აა..." - ამ­ბობს კონ­ჩა ოჩამ­ჩირსკი.

"სე­რი­ო­ზუ­ლი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი გარ­ღვე­ვე­ბი მო­უხ­დე­ნია აქ ჩვენს პრე­ზი­დენტს, იქი­დან გა­მოქ­ცე­უ­ლი რამ­დე­ნი­მე მი­ლი­ო­ნი ვე­ნე­სუ­ე­ლე­ლი ჩა­მო­დის თურ­მე ჩვენ­თან, თონე-ღუ­მე­ლი გა­ა­ხუ­რეთ, მშივ­რე­ბი იქ­ნე­ბი­ან... და­ი­წყო ტუ­რიზ­მის ბუმი სამ­ხრეთ ოსეთ­ში", - წერს ვლად ჩი­ბი­რო­ვი.

ავტორი:

"დაიწყო აღმშენებლობის ხანა..." - აფხაზები და ოსები ხაჯიმბას და ბიბილოვის ვენესუელაში ვიზიტს ცინიკური პოსტებით ეხმაურებიან

"დაიწყო აღმშენებლობის ხანა..." - აფხაზები და ოსები ხაჯიმბას და ბიბილოვის ვენესუელაში ვიზიტს ცინიკური პოსტებით ეხმაურებიან

ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ. ხელმძღვანელები კარაკასში, ვენესუელას პრეზიდენტად მეორე ვადით არჩეული ნიკოლას მადუროს ინაუგურაციას დაესწრნენ.

ლიდერი, რომლის საპატიო სტუმრები რაულ ხაჯიმბა და ანატოლი ბიბილოვი არიან, 2013 წელს, ჩავესის გარდაცვალების შემდეგ აირჩიეს პრეზიდენტად. ადგილობრივი ოპოზიცია მას დიქტატურაში, კორუფციასა და ეკონომიკის დანგრევაში ადანაშაულებს.

მან ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონები ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკად 2009 წლის სექტემბერში ცნო და მას შემდეგ, როგორც ერთი, ასევე მეორე რეგიონის ე.წ. პრეზიდენტები ადგილობრივ მოსახლეობას ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და სხვა სახის ურთიერთობების განვითარებას პირდებოდნენ.

დასავლური მედიის ცნობით, ვენესუელაში მორიგი საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის დეკემბერში უნდა გამართულიყო, თუმცა მადურომ რიგგარეშე არჩევნები მაისში ჩაატარა და ოფიციალური მონაცემებით, ხმების 67%-ით გაიმარჯვა.

ოპოზიციამ ნიკოლას მადურო არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა. დასავლეთი და ლათინური ამერიკის ქვეყნების უმრავლესობა მადუროს ლეგიტიმურობას არ ცნობდა. ამერიკამ ვენესუელას დამატებითი ეკონომიკური სანქციები დაუწესა. 10-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის არგენტინამ, ბრაზილიამ და კანადამ, არჩევნების შედეგებისადმი პროტესტის ნიშნად ვენესუელადან ელჩები გაიწვია. თუმცა მადუროს გამარჯვება მიულოცა რუსეთის პრეზიდენტმა. მადუროს შედეგები აღიარეს ჩინეთმა, კუბამ და სალვადორმა.

vedomosti.ru-ს ცნობით, მადუროს 6-წლიანი მმართველობის ხანა დაიწყო, მიუხედავად იმისა, რომ მისი პრეზიდენტობის პირობებში, ქვეყანამ დეფოლტი განიცადა.

2018 წლის დასაწყისის შემდეგ ინფლაციამ ვენესუელაში უკვე 81 000%-ს მიაღწია, წლის ბოლომდე კი, 1000000%-მდე ავიდა. ეს მონაცემები ვენესუელას ეროვნული ასამბლეის ფინანსური კომიტეტის ხელმძღვანელმა რაფაელ გუსმანმა "ტვიტერის" გვერდზე გამოაქვეყნა.

ვენესუელაში უკვე რამდენიმე წელია ინფლაციის ოფიციალური მაჩვენებლები არ ქვეყნდება, თუმცა ექსპერტების აზრით, გუსმანის მიერ მოტანილი ციფრები სანდოა და ქვეყანაში უმძიმესი სოციალური ფონია. გაეროს მონაცემებით, ბოლო ხანებში, ქვეყნიდან ორ მილიონზე მეტი ადამიანი გაიქცა.

როგორც ჩანს, ანატოლი ბიბილოვმა და რაულ ხაჯიმბამ დრო არ დაკარგეს და დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებას სხვა ქვეყნებთანაც შეეცადნენ. ბიბილოვმა სოციალური ქსელის თავის გვერდზე, ნიკარაგუას პრეზიდენტთან დანიელ როტეგასა და აფხაზეთის ე.წ. ლიდერთან რაულ ხაჯიმბასთან ერთად გადაღებული ფოტოც ატვირთა...

ცნობისთვის, დოლარის ყიდვა ვენესუელაში მხოლოდ შავ ბაზარზეა შესაძლებელი, რადგან თავისუფალი სავალუტო ოპერაციები ადგილობრივმა მთავრობამ აკრძალა.

"დაიწყო აღმშენებლობის ხანა აფხაზეთსა და ოსეთში... გილოცავთ! ყველაფერი კარგად იქნება, ნახავთ... შევხვდებით, კარაკასში " - წერს სოხუმელი თემურ პაპავა.

"წავედით ვენესუელაში, ამბობენ, კარგი ამინდებიაო და მოვასწროთ... ოღონდ დოლარი იმათ არ ჰქონიათ და რუბლი ჩვენ არ გვაქვს. საჩვენო სიტუაციაა..." - ამბობს კონჩა ოჩამჩირსკი.

"სერიოზული დიპლომატიური გარღვევები მოუხდენია აქ ჩვენს პრეზიდენტს, იქიდან გამოქცეული რამდენიმე მილიონი ვენესუელელი ჩამოდის თურმე ჩვენთან, თონე-ღუმელი გაახურეთ, მშივრები იქნებიან... დაიწყო ტურიზმის ბუმი სამხრეთ ოსეთში", - წერს ვლად ჩიბიროვი.

"რუსეთი თქვენს ძალისხმევას აფასებს..." - როგორ ულოცავს ვლადიმერ პუტინი ანატოლი ბიბილოვს დაბადების დღეს

ზაზა გახელაძის მეუღლე - "სუს-ის წარმომადგენელმა გვითხრა, რომ არ ვინერვიულოთ და არ ავყვეთ ემოციებს, რადგან ყველაფერი მალე დასრულდება"

ოკუპირებული ცხინვალის სასამართლომ ზაზა გახელაძეს განაჩენი გამოუტანა - რამდენ წელს გაატარებს ციხეში საქართველოს მოქალაქე