პოლიტიკა
მსოფლიო

13

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 00:43-ზე და გაგრძელდება 14 ივნისს, შაბათს – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
კონფლიქტები
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სალომე ზურაბიშვილის პირველი პრესკონფერენცია პრეზიდენტის რანგში - მთავარი მესიჯები ჟურნალისტებთან შეხვედრიდან
სალომე ზურაბიშვილის პირველი პრესკონფერენცია პრეზიდენტის რანგში - მთავარი მესიჯები ჟურნალისტებთან შეხვედრიდან

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა პირ­ვე­ლი პრეს­კონ­ფე­რენ­ცია გა­მარ­თა და სამი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში თა­ვი­სი საქ­მი­ა­ნო­ბა მი­მო­ი­ხი­ლა, ასე­ვე შე­ე­ხო ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე მნიშ­ვნე­ლო­ვან მოვ­ლე­ნებ­საც.

"ნელ-ნელა ვეჩ­ვე­ვით აქა­ურ პი­რო­ბებს და ნელ-ნელა მი­დის ის აუ­ცი­ლე­ბე­ლი რე­მონ­ტი, რა­საც აქა­უ­რი შე­ნო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სა­ჭი­რო­ებ­და. ასე­ვე ვა­კომ­პლექ­ტებთ ჩვენს გუნდს, და­წყე­ბუ­ლია ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის რე­ორ­გა­ნი­ზა­ცია. ასე­ვე და­ვი­წყეთ რე­გი­ო­ნებ­ში გას­ვლა და პირ­ვე­ლი გას­ვლა იყო სა­მეგ­რე­ლო­ში. გა­ი­მარ­თა სა­ა­ხალ­წლო ღო­ნის­ძი­ე­ბა ზუგ­დიდ­ში, ვი­ყა­ვით ასე­ვე ენ­გუ­რის ხიდ­ზე და ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე ნი­შან­დობ­ლი­ვი იყო, რომ და­ვათ­ვა­ლი­ე­რეთ რუ­ხის სა­ა­ვად­მყო­ფო, რო­მე­ლიც ერთი მხრივ, ძა­ლი­ან შთამ­ბეჭ­და­ვია, თუმ­ცა მე­ო­რე მხრივ, ჯერ კი­დევ არ არის ამოქ­მე­დე­ბუ­ლი. მი­მაჩ­ნია, რომ უთუ­ოდ პრი­ო­რი­ტე­ტი უნდა იყოს, რომ ის უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ამოქ­მედ­დეს. ეს აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რო­გორც რე­გი­ო­ნის­თვის, ასე­ვე ნდო­ბის ამაღ­ლე­ბის­თვის", - გა­ნა­ცხა­და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

ნა­ხეთ ვი­დეო: "გრი­პი არ მჭირს" - სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტებს მას შემ­დეგ, რაც სა­უ­ბა­რი ხვე­ლე­ბამ შე­ა­წყვე­ტი­ნა

მან კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა პრე­ზი­დენ­ტის ფონდში დარ­ჩე­ნი­ლი სახ­სრებ­თან და­კავ­ში­რე­ბით და აღ­ნიშ­ნა, რომ ფონდში დარ­ჩე­ნი­ლი სახ­სრე­ბი სა­ა­ხალ­წლო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის და­ფი­ნან­სე­ბას, რამ­დე­ნი­მე წიგ­ნის გა­მო­ცე­მას და ნი­ჭი­ე­რი ახალ­გაზ­რდა მუ­სი­კო­სის­თვის კლარ­ნე­ტის შეს­ყიდ­ვას მოხ­მარ­და.

„მინ­და მო­გახ­სე­ნოთ, რომ პრე­ზი­დენ­ტის ფონდში დარ­ჩე­ნი­ლი ნაშ­თი გა­მო­ვი­ყე­ნეთ. ერთი მხრივ, ეს სა­ა­ხალ­წლო ღო­ნის­ძი­ე­ბებს მოხ­მარ­და და ასე­ვე, რამ­დე­ნი­მე ჩვენს მიერ გა­და­წყვე­ტილ ზო­მებს. ერთ-ერთი ასე­თი იყო რამ­დე­ნი­მე წიგ­ნის გა­მო­ცე­მა - შშმ პი­რის, მი­მო­ზა ცა­ნა­ვას ერ­თტო­მე­უ­ლი, გუ­რამ დო­ჩა­ნაშ­ვი­ლის წიგ­ნის „ბრმად­ყო­ფი­ლის“ მე­სა­მე ტომი, ჟურ­ნა­ლი „ხიდი“, რო­მე­ლიც ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის და აფხაზ ძმებ­თან ნდო­ბის აღ­დგე­ნის­თვის ერთ-ერთი ჟურ­ნა­ლია, რომ­ლის ექ­ვსი თვის გა­მო­ცე­მა და­ვა­ფი­ნან­სეთ. ასე­ვე ნი­ჭი­ე­რი ახალ­გაზ­რდა მუ­სი­კო­სის­თვის შე­ვის­ყი­დეთ კლარ­ნე­ტი, რო­მე­ლიც დარ­ჩე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს სა­კუთ­რე­ბა­ში, მაგ­რამ დრო­ე­ბით მფლო­ბე­ლო­ბა­ში გა­და­ე­ცე­მა ამ ნი­ჭი­ერ ახალ­გაზ­რდას. მე მო­გიწ­ვევთ გა­და­ცე­მის ცე­რე­მო­ნი­ა­ზე და ვუ­სურ­ვებ მას დიდ წარ­მა­ტე­ბებს“, - გა­ნა­ცხა­და ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე­ო­ბის კან­დი­და­ტებს, ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ არ შე­იძ­ლე­ბა პრე­ზი­დენ­ტმა რო­მე­ლი­მე მო­სა­მარ­თლის მი­მართ პო­ზი­ცია გა­მო­ხა­ტოს.

"რაც შე­ე­ხე­ბა იმას, თუ რა არის რო­მე­ლი­მე მო­სა­მარ­თლის მი­მართ ჩემი პო­ზი­ცია, მე არ ვარ პო­ლი­ტი­კუ­რი პერ­სო­ნა, არც ოპო­ზი­ცი­ა­ში და არც პო­ზი­ცი­ა­ში, ამი­ტომ ჩემ­გან სრუ­ლი­ად მი­უ­ღე­ბე­ლი იქ­ნე­ბა, რო­მე­ლი­მე მო­სა­მარ­თლე­ზე გა­მოვ­თქვა ჩემი პი­რა­დი პო­ზი­ცია, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა თქვენც და ბევ­რმა სხვა­მაც იცით. მე, რო­გორც პრე­ზი­დენტს, არ მაქვს პო­ზი­ცია რო­მე­ლი­მე მო­სა­მარ­თლის მი­მართ, არც იმის მი­მართ, თუ რო­გორ უნდა შე­იქ­მნას სია, რო­მე­ლიც უზე­ნა­ეს სა­სა­მარ­თლოს და­ა­კომ­პლექ­ტებს. ერ­თა­დერ­თი რამ შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ რაც ეხე­ბა უზე­ნა­ეს სა­სა­მარ­თლოს, ის ეხე­ბა სა­სა­მარ­თლოს მი­მართ ნდო­ბას და ნდო­ბის ყვე­ლა­ზე მა­ღალ რისკს. ამ­დე­ნად, ეს ყვე­ლა­ფე­რი მო­ი­თხოვს ყვე­ლა­ზე ფრთხილ პრო­ცე­დუ­რებს. მე მი­ვე­სალ­მე­ბი იმას, რომ ის, რაც აღ­მოჩ­ნდა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის აჩ­ქა­რე­ბუ­ლი პრო­ცე­დუ­რად, დღეს არის გა­და­ტა­ნი­ლი სხვა ფორ­მატ­ში და ვი­მე­დოვ­ნებ, რომ ეს მის­ცემს ყვე­ლას დროს, იმის­თვის, რომ გა­ი­აზ­რონ კრი­ტე­რი­უ­მე­ბი და ეს ყვე­ლა­ფე­რი იყოს ისე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი, რომ ამ პრო­ცე­დუ­რე­ბის შე­დე­გად სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გაჩ­ნდეს უფრო მა­ღა­ლი ნდო­ბა სა­სა­მარ­თლოს მი­მართ", - აღ­ნიშ­ნა პრე­ზი­დენ­ტმა.

სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა ასე­ვე უპა­სუ­ხა ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის შე­კი­თხვას მმარ­თველ გუნდში არ­სე­ბულ და­პი­რის­პი­რე­ბა­ზე.

"ჩემი შე­სა­ფა­სე­ბე­ლი არ არის ის პრო­ცე­სე­ბი, რო­მე­ლიც მიმ­დი­ნა­რე­ობს მმარ­თვე­ლი გუნ­დის შიგ­ნით. რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა ეს პრო­ცე­სე­ბი, ჩემი გა­და­სა­წყვე­ტი არ არის. მე თუ მე­კი­თხე­ბით ჩემს პი­რად გრძნო­ბებს გუნ­დის რო­მე­ლი­მე წევ­რის მი­მართ, ეს არ არის ის ად­გი­ლი, სა­დაც მე ჩემი პი­რა­დი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი უნდა გა­გი­ზი­ა­როთ რო­მე­ლი­მე წევ­რის მი­მართ და სხვა­თა­შო­რის, კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი მაქვს ყვე­ლა მო­ნა­წი­ლეს­თან, ვინც ჩაბ­მუ­ლია ამ პრო­ცე­სებ­ში. ერ­თა­დერ­თი იმას ვი­ტყო­დი, რომ მო­ვე­დი რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი და და­ვი­წყე საქ­მი­ა­ნო­ბა ამ ფუნ­ქცი­ა­ში იმ იმე­დით, რომ მე ვიქ­ნე­ბო­დი ერ­თგვა­რი შე­რი­გე­ბის პრე­ზი­დენ­ტი. იმე­დი მაქვს, რომ ის შე­რი­გე­ბა, რო­მე­ლიც სხვა­ნა­ი­რად მქონ­და წარ­მოდ­გე­ნი­ლი, ასე­ვე გავ­რცელ­დე­ბა მმარ­თველ გუნ­დზე და რომ ეს დღე­ვან­დე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი დის­კუ­სი­ე­ბი თუ დე­ბა­ტე­ბი ამ პრო­ცე­სე­ბის ირ­გვლივ, არ გა­და­იქ­ცე­ვა რამე უფრო ღრმა და­პი­რის­პი­რე­ბად. იმა­ში კი­დევ უფრო დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ამ ქვე­ყა­ნას მეტი და­წყნა­რე­ბა, მეტი კონ­სენ­სუ­სი სჭირ­დე­ბა მთა­ვარ სა­კი­თხებ­ზე და მემ­გო­ნი, რომ სწო­რედ სა­სა­მარ­თლო, მისი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა და მის მი­მართ ნდო­ბა ერთ-ერთი სა­კი­თხია, რომ­ლის ირ­გვლივ ყვე­ლა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი უნდა იყოს" - გა­ნა­ცხა­და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

ასე­ვე შე­ე­ხო უკ­რა­ი­ნის ეკ­ლე­სი­ის ავ­ტო­კე­ფა­ლი­ის სა­კითხს და აღ­ნიშ­ნა, რომ "ეს არის ძა­ლი­ან სენ­სი­ტი­უ­რი სა­კი­თხი, რო­მე­ლიც პი­რა­დად მის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი"

"უკ­რა­ი­ნის ეკ­ლე­სი­ის ავ­ტო­კე­ფა­ლი­ის სა­კი­თხი არის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. მინ­და და­ვი­წყო იმით, რომ ეს არის ძა­ლი­ან სენ­სი­ტი­უ­რი სა­კი­თხი, რო­მე­ლიც პი­რა­დად ჩემ­თვის და მე მგო­ნი ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნის­თვის არის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, რად­გან ჩვენ კარ­გად ვი­ცით და გვახ­სოვს, თუ რა მნიშ­ვნე­ლო­ბა შე­ი­ძი­ნა სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის ავ­ტო­კე­ფა­ლი­ის აღ­დგე­ნამ 1917 წელს ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბი­სა და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღ­დგე­ნის­თვის მო­მა­ვალ­ში. ჩვენ­თან ეს არის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის სა­წინ­და­რი, ეს არის ჩვე­ნი ის­ტო­რი­უ­ლი გზა, სა­დაც სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მან­ძილ­ზე სწო­რედ ეკ­ლე­სია იყო წინა პლან­ზე და ეკ­ლე­სია ქმნი­და სა­ხელ­მწი­ფოს სიძ­ლი­ე­რეს, ასე­ვე მისი გან­ვი­თა­რე­ბის სა­წინ­დარს ყვე­ლა მხრივ. თუმ­ცა ეს არ არის უკ­რა­ი­ნის ის­ტო­რი­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა. ჩვენ სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რი ქვეყ­ნე­ბი ვართ და ერ­თნა­ი­რი გა­მოც­დი­ლე­ბა არ გვაქვს, მაგ­რამ ეს მნიშ­ვნე­ლო­ბა ყვე­ლას­თვის არ­სე­ბობს. ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი იქ­ნე­ბო­და ჩემ­თვის უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხის­თვის მი­ლოც­ვა ამ ავ­ტო­კე­ფა­ლი­ის, რად­გან ეს არის ჩემ­თვის ძა­ლი­ან ბუ­ნებ­რი­ვი ჩვე­ნი ის­ტო­რი­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მაგ­რამ დღეს მე, რო­გორც ადა­მი­ა­ნი არ გე­სა­უბ­რე­ბით, მე ვარ პრე­ზი­დენ­ტი და მაქვს ძა­ლი­ან დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა", - გა­ნა­ცხა­და პრე­ზი­დენ­ტმა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

სალომე ზურაბიშვილის პირველი პრესკონფერენცია პრეზიდენტის რანგში - მთავარი მესიჯები ჟურნალისტებთან შეხვედრიდან

სალომე ზურაბიშვილის პირველი პრესკონფერენცია პრეზიდენტის რანგში - მთავარი მესიჯები ჟურნალისტებთან შეხვედრიდან

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პირველი პრესკონფერენცია გამართა და სამი კვირის განმავლობაში თავისი საქმიანობა მიმოიხილა, ასევე შეეხო ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვან მოვლენებსაც.

"ნელ-ნელა ვეჩვევით აქაურ პირობებს და ნელ-ნელა მიდის ის აუცილებელი რემონტი, რასაც აქაური შენობის მდგომარეობა საჭიროებდა. ასევე ვაკომპლექტებთ ჩვენს გუნდს, დაწყებულია ადმინისტრაციის რეორგანიზაცია. ასევე დავიწყეთ რეგიონებში გასვლა და პირველი გასვლა იყო სამეგრელოში. გაიმართა საახალწლო ღონისძიება ზუგდიდში, ვიყავით ასევე ენგურის ხიდზე და ჩემთვის ყველაზე ნიშანდობლივი იყო, რომ დავათვალიერეთ რუხის საავადმყოფო, რომელიც ერთი მხრივ, ძალიან შთამბეჭდავია, თუმცა მეორე მხრივ, ჯერ კიდევ არ არის ამოქმედებული. მიმაჩნია, რომ უთუოდ პრიორიტეტი უნდა იყოს, რომ ის უახლოეს მომავალში ამოქმედდეს. ეს აუცილებელია, როგორც რეგიონისთვის, ასევე ნდობის ამაღლებისთვის", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ნახეთ ვიდეო: "გრიპი არ მჭირს" - სალომე ზურაბიშვილი ჟურნალისტებს მას შემდეგ, რაც საუბარი ხველებამ შეაწყვეტინა

მან კომენტარი გააკეთა პრეზიდენტის ფონდში დარჩენილი სახსრებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ფონდში დარჩენილი სახსრები საახალწლო ღონისძიებების დაფინანსებას, რამდენიმე წიგნის გამოცემას და ნიჭიერი ახალგაზრდა მუსიკოსისთვის კლარნეტის შესყიდვას მოხმარდა.

„მინდა მოგახსენოთ, რომ პრეზიდენტის ფონდში დარჩენილი ნაშთი გამოვიყენეთ. ერთი მხრივ, ეს საახალწლო ღონისძიებებს მოხმარდა და ასევე, რამდენიმე ჩვენს მიერ გადაწყვეტილ ზომებს. ერთ-ერთი ასეთი იყო რამდენიმე წიგნის გამოცემა - შშმ პირის, მიმოზა ცანავას ერთტომეული, გურამ დოჩანაშვილის წიგნის „ბრმადყოფილის“ მესამე ტომი, ჟურნალი „ხიდი“, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიების და აფხაზ ძმებთან ნდობის აღდგენისთვის ერთ-ერთი ჟურნალია, რომლის ექვსი თვის გამოცემა დავაფინანსეთ. ასევე ნიჭიერი ახალგაზრდა მუსიკოსისთვის შევისყიდეთ კლარნეტი, რომელიც დარჩება სახელმწიფოს საკუთრებაში, მაგრამ დროებით მფლობელობაში გადაეცემა ამ ნიჭიერ ახალგაზრდას. მე მოგიწვევთ გადაცემის ცერემონიაზე და ვუსურვებ მას დიდ წარმატებებს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს, ზურაბიშვილი ამბობს, რომ არ შეიძლება პრეზიდენტმა რომელიმე მოსამართლის მიმართ პოზიცია გამოხატოს.

"რაც შეეხება იმას, თუ რა არის რომელიმე მოსამართლის მიმართ ჩემი პოზიცია, მე არ ვარ პოლიტიკური პერსონა, არც ოპოზიციაში და არც პოზიციაში, ამიტომ ჩემგან სრულიად მიუღებელი იქნება, რომელიმე მოსამართლეზე გამოვთქვა ჩემი პირადი პოზიცია, რომელიც შეიძლება თქვენც და ბევრმა სხვამაც იცით. მე, როგორც პრეზიდენტს, არ მაქვს პოზიცია რომელიმე მოსამართლის მიმართ, არც იმის მიმართ, თუ როგორ უნდა შეიქმნას სია, რომელიც უზენაეს სასამართლოს დააკომპლექტებს. ერთადერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ რაც ეხება უზენაეს სასამართლოს, ის ეხება სასამართლოს მიმართ ნდობას და ნდობის ყველაზე მაღალ რისკს. ამდენად, ეს ყველაფერი მოითხოვს ყველაზე ფრთხილ პროცედურებს. მე მივესალმები იმას, რომ ის, რაც აღმოჩნდა საზოგადოებისთვის აჩქარებული პროცედურად, დღეს არის გადატანილი სხვა ფორმატში და ვიმედოვნებ, რომ ეს მისცემს ყველას დროს, იმისთვის, რომ გაიაზრონ კრიტერიუმები და ეს ყველაფერი იყოს ისე ჩატარებული, რომ ამ პროცედურების შედეგად საზოგადოებაში გაჩნდეს უფრო მაღალი ნდობა სასამართლოს მიმართ", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილმა ასევე უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას მმართველ გუნდში არსებულ დაპირისპირებაზე.

"ჩემი შესაფასებელი არ არის ის პროცესები, რომელიც მიმდინარეობს მმართველი გუნდის შიგნით. როგორ განვითარდება ეს პროცესები, ჩემი გადასაწყვეტი არ არის. მე თუ მეკითხებით ჩემს პირად გრძნობებს გუნდის რომელიმე წევრის მიმართ, ეს არ არის ის ადგილი, სადაც მე ჩემი პირადი ურთიერთობები უნდა გაგიზიაროთ რომელიმე წევრის მიმართ და სხვათაშორის, კარგი ურთიერთობები მაქვს ყველა მონაწილესთან, ვინც ჩაბმულია ამ პროცესებში. ერთადერთი იმას ვიტყოდი, რომ მოვედი როგორც საქართველოს პრეზიდენტი და დავიწყე საქმიანობა ამ ფუნქციაში იმ იმედით, რომ მე ვიქნებოდი ერთგვარი შერიგების პრეზიდენტი. იმედი მაქვს, რომ ის შერიგება, რომელიც სხვანაირად მქონდა წარმოდგენილი, ასევე გავრცელდება მმართველ გუნდზე და რომ ეს დღევანდელი პოლიტიკური დისკუსიები თუ დებატები ამ პროცესების ირგვლივ, არ გადაიქცევა რამე უფრო ღრმა დაპირისპირებად. იმაში კიდევ უფრო დარწმუნებული ვარ, რომ ამ ქვეყანას მეტი დაწყნარება, მეტი კონსენსუსი სჭირდება მთავარ საკითხებზე და მემგონი, რომ სწორედ სასამართლო, მისი დამოუკიდებლობა და მის მიმართ ნდობა ერთ-ერთი საკითხია, რომლის ირგვლივ ყველა გაერთიანებული უნდა იყოს" - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ასევე შეეხო უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხს და აღნიშნა, რომ "ეს არის ძალიან სენსიტიური საკითხი, რომელიც პირადად მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი"

"უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი არის ძალიან მნიშვნელოვანი. მინდა დავიწყო იმით, რომ ეს არის ძალიან სენსიტიური საკითხი, რომელიც პირადად ჩემთვის და მე მგონი ძალიან ბევრი ადამიანისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ჩვენ კარგად ვიცით და გვახსოვს, თუ რა მნიშვნელობა შეიძინა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენამ 1917 წელს ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და დამოუკიდებლობის აღდგენისთვის მომავალში. ჩვენთან ეს არის დამოუკიდებლობის საწინდარი, ეს არის ჩვენი ისტორიული გზა, სადაც საუკუნეების მანძილზე სწორედ ეკლესია იყო წინა პლანზე და ეკლესია ქმნიდა სახელმწიფოს სიძლიერეს, ასევე მისი განვითარების საწინდარს ყველა მხრივ. თუმცა ეს არ არის უკრაინის ისტორიული გამოცდილება. ჩვენ სხვადასხვანაირი ქვეყნები ვართ და ერთნაირი გამოცდილება არ გვაქვს, მაგრამ ეს მნიშვნელობა ყველასთვის არსებობს. ძალიან მარტივი იქნებოდა ჩემთვის უკრაინელი ხალხისთვის მილოცვა ამ ავტოკეფალიის, რადგან ეს არის ჩემთვის ძალიან ბუნებრივი ჩვენი ისტორიული გამოცდილებიდან გამომდინარე, მაგრამ დღეს მე, როგორც ადამიანი არ გესაუბრებით, მე ვარ პრეზიდენტი და მაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა", - განაცხადა პრეზიდენტმა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები