საზოგადოება
Faceამბები
კონფლიქტები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
პოლიტიკა
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბრიტანელი, რომლის შესახებ ინფორმაციაზე 25 000 ფუნტია დაწესებული, შესაძლოა, საქართველოში იმალებოდეს - Daily Mail
ბრიტანელი, რომლის შესახებ ინფორმაციაზე 25 000 ფუნტია დაწესებული, შესაძლოა, საქართველოში იმალებოდეს - Daily Mail

ბრი­ტა­ნე­ლი მა­მა­კა­ცი, რო­მელ­საც ახალ­გაზ­რდა ქა­ლის მკვლე­ლო­ბა ედე­ბა ბრა­ლად და მას პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ტე­რე­ზა მეი და­ნე­ბე­ბის­კენ მო­უ­წო­დებს, შე­საძ­ლოა, სა­ქარ­თვე­ლო­ში იმა­ლე­ბო­დეს, ამის შე­სა­ხებ Daily Mail წერს.

გა­მო­ცე­მის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 31 ჯეკ შე­ფერ­დი სა­კუ­თარ კა­ტერს ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მარ­თავ­და, სიჩ­ქა­რის გა­და­ჭარ­ბე­ბის გამო კა­ტე­რი გა­დაბ­რუნ­და, რა­საც 24 წლის შარ­ლო­ტა ბრა­უ­ნის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა. მა­მა­კაც­მა გო­გო­ნას დახ­მა­რე­ბა არც სცა­და, სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რი კი შეც­დო­მა­ში შე­იყ­ვა­ნა. შემ­თხვე­ვა 2015 წლის დე­კემ­ბერ­ში მოხ­და, შე­ფერ­დი კი 2018 წლის ივ­ლის­ში სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის და­წყე­ბამ­დე გა­უ­ჩი­ნარ­და და მისი პოვ­ნა პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა ამ დრომ­დე ვერ შეძ­ლეს.

შარ­ლოტ ბრა­უ­ნი

ლონ­დო­ნე­ლი დე­ტექ­ტი­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც შე­ფერდს ეძე­ბენ, ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ ის ეს­პა­ნეთ­ში, ან - სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­იძ­ლე­ბა იმა­ლე­ბო­დეს.

Daily Mail პირს, რო­მე­ლიც ჯეკ შე­ფერ­დის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას მი­აწ­ვდის, 25 ათას ბრი­ტა­ნულ ფუნტს გა­დას­ცემს. იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ვინ­მე ბრალ­დე­ბუ­ლის შე­სა­ხებ ცნო­ბებს ფლობს, გა­მო­ცე­მას უნდა და­უ­კავ­შირ­დეს ნო­მერ­ზე 0203 615 1154, ან ელექტრო­ნულ ფოს­ტა­ზე reward@dailymail.co.uk

Ambebi.ge აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს პრეს­სამ­სა­ხურს და­უ­კავ­შირ­და:

"ბრი­ტა­ნელ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს­თვის აღ­ნიშ­ნულ პირ­თან და­კავ­ში­რე­ბით არ მო­უ­მარ­თავთ და ის არც ინ­ტერ­პო­ლით ძებ­ნილ­თა სი­ა­ში ფიქ­სირ­დე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა სა­ზღვრის კვე­თას, პი­რის მიერ სა­ზღვრის კვე­თის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია გა­ნე­კუთ­ვნე­ბა პერ­სო­ნა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას" - გა­ნა­ცხა­დეს პრეს­სამ­სა­ხურ­ში.

ავტორი:

ბრიტანელი, რომლის შესახებ ინფორმაციაზე 25 000 ფუნტია დაწესებული, შესაძლოა, საქართველოში იმალებოდეს - Daily Mail

ბრიტანელი, რომლის შესახებ ინფორმაციაზე 25 000 ფუნტია დაწესებული, შესაძლოა, საქართველოში იმალებოდეს - Daily Mail

ბრიტანელი მამაკაცი, რომელსაც ახალგაზრდა ქალის მკვლელობა ედება ბრალად და მას პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი დანებებისკენ მოუწოდებს, შესაძლოა, საქართველოში იმალებოდეს, ამის შესახებ Daily Mail წერს.

გამოცემის ინფორმაციით, 31 ჯეკ შეფერდი საკუთარ კატერს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა, სიჩქარის გადაჭარბების გამო კატერი გადაბრუნდა, რასაც 24 წლის შარლოტა ბრაუნის სიცოცხლე ემსხვერპლა. მამაკაცმა გოგონას დახმარება არც სცადა, სამაშველო სამსახური კი შეცდომაში შეიყვანა. შემთხვევა 2015 წლის დეკემბერში მოხდა, შეფერდი კი 2018 წლის ივლისში სასამართლო პროცესის დაწყებამდე გაუჩინარდა და მისი პოვნა პოლიციელებმა ამ დრომდე ვერ შეძლეს.

შარლოტ ბრაუნი

ლონდონელი დეტექტივები, რომლებიც შეფერდს ეძებენ, ვარაუდობენ, რომ ის ესპანეთში, ან - საქართველოში შეიძლება იმალებოდეს.

Daily Mail პირს, რომელიც ჯეკ შეფერდის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის, 25 ათას ბრიტანულ ფუნტს გადასცემს. იმ შემთხვევაში, თუ ვინმე ბრალდებულის შესახებ ცნობებს ფლობს, გამოცემას უნდა დაუკავშირდეს ნომერზე 0203 615 1154, ან ელექტრონულ ფოსტაზე reward@dailymail.co.uk

Ambebi.ge აღნიშნულ საკითხზე შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს დაუკავშირდა:

"ბრიტანელ სამართალდამცველებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის აღნიშნულ პირთან დაკავშირებით არ მოუმართავთ და ის არც ინტერპოლით ძებნილთა სიაში ფიქსირდება. რაც შეეხება საზღვრის კვეთას, პირის მიერ საზღვრის კვეთის შესახებ ინფორმაცია განეკუთვნება პერსონალურ ინფორმაციას" - განაცხადეს პრესსამსახურში.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ