პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აქლემის ჩლიქები" ფეხებზე - სარა ჯესიკა პარკერი, რიანა, ანუკი არეშიძე და სხვა ცნობილები უცნაური ფეხსაცმლით
"აქლემის ჩლიქები" ფეხებზე - სარა ჯესიკა პარკერი, რიანა, ანუკი არეშიძე და სხვა ცნობილები უცნაური ფეხსაცმლით

ცნო­ბი­ლი ფრან­გუ­ლი მო­დის სახ­ლის Maison Margiela-ს უჩ­ვე­უ­ლო სტი­ლის ფეხ­საც­მე­ლი Tabi (ტაბი), ბოლო დროს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ტრენ­დუ­ლია.

ფეხ­საც­მე­ლი, რო­მე­ლიც აქ­ლე­მის ჩლი­ქის ასო­ცი­ა­ცი­ას იწ­ვევს, ია­პო­ნუ­რი კულ­ტუ­რის ნა­წი­ლია. ტა­ბის პირ­ვე­ლი სი­ლუ­ე­ტი მსოფ­ლი­ოს წამ­ყვა­ნი დი­ზა­ი­ნე­რის მარ­ტინ მე­ი­სონ მარ­ჯი­ე­ლას ჩვე­ნე­ბა­ზე პირ­ვე­ლად 1989 წელს გა­მოჩ­ნდა და თან­და­თან და­იმ­კვიდ­რა ად­გი­ლი მო­დის ინ­დუსტრი­ა­ში.

რო­გორც გა­მო­ცე­მა VOGUE წერს, 1984 წელს მარ­ტინ მარ­ჯი­ე­ლა ერთ-ერთ ფეხ­საც­მლის მა­ღა­ზი­ა­ში შე­ვი­და და მე­პატ­რო­ნეს სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ფეხ­საც­მე­ლი, ია­პო­ნუ­რი კულ­ტუ­რის გავ­ლე­ნით შე­კე­რი­ლი ტაბი და­უ­ტო­ვა. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა მყიდ­ველს მო­ე­წო­ნა ტაბი და მალე ყვე­ლა მო­დე­ლი გა­ი­ყი­და.

მარ­ტინ მარ­ჯი­ე­ლა თა­ვის ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობს, რომ მას სურ­და შე­ექ­მნა ისე­თი ფეხ­საც­მე­ლი, რო­მე­ლიც სტან­დარ­ტუ­ლი ბრი­ტა­ნუ­ლი მას­კუ­ლი­ნუ­რი სტი­ლის ფერ­საც­მლის დი­ზა­ი­ნის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იქ­ნე­ბო­და. 1989 წელს მარ­ჯი­ე­ლამ პირ­ველ ჩვე­ნე­ბა­ზე ტა­ბის ძი­რებ­ზე წი­თე­ლი სა­ღე­ბა­ვი წა­უს­ვა - პო­დი­უმ­ზე მო­დე­ლე­ბი წი­თელ კვალს ტო­ვებ­დნენ, რაც მო­დის ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ცნო­ბილ ფე­ხის ანა­ბეჭ­და­დაა შე­სუ­ლი.

პოპ-ვარ­სკვლა­ვი რი­ა­ნა
მსა­ხი­ო­ბი სარა ჯე­სი­კა პარ­კე­რი

"მინ­დო­და შე­მექ­მნა "უხი­ლა­ვი“ ფერ­საც­მე­ლი, რო­მე­ლიც შიშ­ვე­ლი ფე­ხის ილუ­ზია იქ­ნე­ბო­და. მინ­დო­და შე­მექ­მნა ისე­თი ფეხ­საც­მე­ლი, რო­მე­ლიც იქ­ნე­ბო­და ყვე­ლა­ზე გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მო­დის სამ­ყა­რო­ში და თან იქ­ნე­ბო­და კომ­ფორ­ტუ­ლი" - გა­ნა­ცხა­და ერთ-ერთ გა­მო­ცე­მას­თან სა­უბ­რი­სას მარ­ტინ მარ­ჯი­ე­ლამ.

ამ სტი­ლის ფეხ­საც­მე­ლი ია­პო­ნი­ა­ში 1900-ია­ნებ­ში იყო პო­პუ­ლა­რუ­ლი, ტაბი ია­პო­ნურ საბ­რძო­ლო ხე­ლოვ­ნე­ბა­ში ისე­თი­ვე აუ­ცი­ლე­ბე­ლი ფეხ­საც­მე­ლი იყო, რო­გორც კი­მო­ნო. ტაბი თავ­და­პირ­ვე­ლად წინ­და იყო, მას ცერა თითი ჰქონ­და გა­მო­ყო­ფი­ლი, რათა სან­დალ­ში წინ­და უფრო მარ­ტი­ვად ჩა­ეც­ვათ.

Maison Margiela-ს ფეხ­საც­მე­ლი საკ­მა­ოდ ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლია - მისი ფა­სე­ბი 400-დან 900 ევ­რომ­დე მერ­ყე­ობს, ფე­რი­სა და მო­დე­ლის მი­ხედ­ვით.

ტაბი დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს რო­გორც ქარ­თველ მო­დის მიმ­დევ­რებ­ში, ასე­ვე ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლა­ვებ­ში. რამ­დე­ნი­მე თვის წინ თბი­ლი­სის მე­რის კახა კა­ლა­ძის მე­უღ­ლემ და დი­ზა­ი­ნერ­მა ანუ­კი არე­ში­ძემ "ინ­სტაგ­რამ­ში" გა­მო­აქ­ვეყ­ნა ფოტო, სა­დაც ვარ­დის­ფე­რი ტაბი აც­ვია. Maison Margiela-ს ცნო­ბი­ლი ფეხ­საც­მე­ლით იწო­ნებს თავს ულა­მა­ზე­სი ქარ­თვე­ლი მო­დელ რუსა ჩა­ჩუ­აც.

რაც შე­ე­ხე­ბა ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვა­ვებს. ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლია, რომ მომ­ღე­რა­ლი რი­ა­ნა ავან­გარ­დუ­ლი სტი­ლის და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი დი­ზა­ი­ნის სა­მო­სის მოყ­ვა­რუ­ლია. სწო­რედ ის არის ტა­ბის ერთ-ერთი აქ­ტი­უ­რი მომ­ხმა­რე­ბე­ლი. პა­პა­რა­ცე­ბის ობი­ექ­ტივ­ში „აქ­ლე­მის ჩლი­ქე­ბი­ა­ნი“ ფეხ­საც­მლით მოხ­ვდა ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბი და "ფე­ში­ო­ნის­ტა" სარა ჯე­სი­კა პარ­კე­რიც.

მო­ამ­ზა­და ეკა გა­და­ხა­ბა­ძემ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში
ავტორი:

"აქლემის ჩლიქები" ფეხებზე - სარა ჯესიკა პარკერი, რიანა, ანუკი არეშიძე და სხვა ცნობილები უცნაური ფეხსაცმლით

"აქლემის ჩლიქები" ფეხებზე - სარა ჯესიკა პარკერი, რიანა, ანუკი არეშიძე და სხვა ცნობილები უცნაური ფეხსაცმლით

ცნობილი ფრანგული მოდის სახლის Maison Margiela-ს უჩვეულო სტილის ფეხსაცმელი Tabi (ტაბი), ბოლო დროს ერთ-ერთი ყველაზე ტრენდულია.

ფეხსაცმელი, რომელიც აქლემის ჩლიქის ასოციაციას იწვევს, იაპონური კულტურის ნაწილია. ტაბის პირველი სილუეტი მსოფლიოს წამყვანი დიზაინერის მარტინ მეისონ მარჯიელას ჩვენებაზე პირველად 1989 წელს გამოჩნდა და თანდათან დაიმკვიდრა ადგილი მოდის ინდუსტრიაში.

როგორც გამოცემა VOGUE წერს, 1984 წელს მარტინ მარჯიელა ერთ-ერთ ფეხსაცმლის მაღაზიაში შევიდა და მეპატრონეს სრულიად განსხვავებული ფეხსაცმელი, იაპონური კულტურის გავლენით შეკერილი ტაბი დაუტოვა. როგორც აღმოჩნდა მყიდველს მოეწონა ტაბი და მალე ყველა მოდელი გაიყიდა.

მარტინ მარჯიელა თავის ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, რომ მას სურდა შეექმნა ისეთი ფეხსაცმელი, რომელიც სტანდარტული ბრიტანული მასკულინური სტილის ფერსაცმლის დიზაინისგან განსხვავებული იქნებოდა. 1989 წელს მარჯიელამ პირველ ჩვენებაზე ტაბის ძირებზე წითელი საღებავი წაუსვა - პოდიუმზე მოდელები წითელ კვალს ტოვებდნენ, რაც მოდის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ფეხის ანაბეჭდადაა შესული.

პოპ-ვარსკვლავი რიანა
მსახიობი სარა ჯესიკა პარკერი

"მინდოდა შემექმნა "უხილავი“ ფერსაცმელი, რომელიც შიშველი ფეხის ილუზია იქნებოდა. მინდოდა შემექმნა ისეთი ფეხსაცმელი, რომელიც იქნებოდა ყველაზე განსხვავებული მოდის სამყაროში და თან იქნებოდა კომფორტული" - განაცხადა ერთ-ერთ გამოცემასთან საუბრისას მარტინ მარჯიელამ.

ამ სტილის ფეხსაცმელი იაპონიაში 1900-იანებში იყო პოპულარული, ტაბი იაპონურ საბრძოლო ხელოვნებაში ისეთივე აუცილებელი ფეხსაცმელი იყო, როგორც კიმონო. ტაბი თავდაპირველად წინდა იყო, მას ცერა თითი ჰქონდა გამოყოფილი, რათა სანდალში წინდა უფრო მარტივად ჩაეცვათ.

Maison Margiela-ს ფეხსაცმელი საკმაოდ ძვირადღირებულია - მისი ფასები 400-დან 900 ევრომდე მერყეობს, ფერისა და მოდელის მიხედვით.

ტაბი დიდი პოპულარობით სარგებლობს როგორც ქართველ მოდის მიმდევრებში, ასევე ჰოლივუდის ვარსკვლავებში. რამდენიმე თვის წინ თბილისის მერის კახა კალაძის მეუღლემ და დიზაინერმა ანუკი არეშიძემ "ინსტაგრამში" გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ვარდისფერი ტაბი აცვია. Maison Margiela-ს ცნობილი ფეხსაცმელით იწონებს თავს ულამაზესი ქართველი მოდელ რუსა ჩაჩუაც.

რაც შეეხება ჰოლივუდის ვარსკვავებს. ყველასთვის ცნობილია, რომ მომღერალი რიანა ავანგარდული სტილის და განსხვავებული დიზაინის სამოსის მოყვარულია. სწორედ ის არის ტაბის ერთ-ერთი აქტიური მომხმარებელი. პაპარაცების ობიექტივში „აქლემის ჩლიქებიანი“ ფეხსაცმლით მოხვდა ცნობილი მსახიობი და "ფეშიონისტა" სარა ჯესიკა პარკერიც.

მოამზადა ეკა გადახაბაძემ

სევილიის ცნობილი ფლამენკოს ფესტივალი Covid-სტილში - ემოციური ფოტოები ესპანეთიდან

"შვილი გავაჩინე თუ არა, ქვეყანა დაიქცა..." - ეკა მჟავანაძე ოჯახზე, შვილებთან ურთიერთობასა და პროფესიულ საქმიანობაზე

ლეგენდარული მსახიობი, პირველი "ჯეიმს ბონდი", შონ კონერი გარდაიცვალა