ავტორი:

ჯეფ ბეზოსს სხვა ქალისთვის მიწერილი მესიჯები გამოუქვეყნეს - ვინ არის მილიარდერის რჩეული

ჯეფ ბეზოსს სხვა ქალისთვის მიწერილი მესიჯები გამოუქვეყნეს - ვინ არის მილიარდერის რჩეული

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის განქორწინება სულ უფრო სკანდალური ხდება. ჯეფ ბეზოსმა და მისმა ცოლმა მაკენზიმ რამდენიმე დღის წინ „ტვიტერზე“ საერთო განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნავენ, რომ მათი ქორწინება სრულდება, თუმცა ახლო მეგობრებად რჩებიან.

ახლახან კი ცნობილი გახდა, რომ ბეზოსი სხვა ქალზე იყო შეყვარებული. მედიის მტკიცებით, „ამაზონის“ დამფუძნებელი ბოლო თვეების განმავლობაში გადაცემის Good Day L.A წამყვანს, ლორენ სანჩეზს ხვდებოდა.

გამოცემამ National Enquirer გამოაქვეყნა მოკლე ტექსტური შეტყობინებები, რომელიც, სავარაუდოდ, ბეზოსმა სანჩეზს გაუგზავნა.

„იცი ახლა რა მინდა? შენთან ერთად დავთვრე, ოღონდ ძალიან არა, ნასვამები რომ ვიყოთ. მინდა გელაპარაკო, გისმინო, ვიცინოთ... შენთან ერთად მინდა ყოფნა. მერე კიდე ერთად დავიძინოთ და გავიღვიძოთ დილით, ერთად წავიკითხოთ გაზეთი და ერთად დავლიოთ ყავა,“ - წერდა ერთ-ერთ მესიჯში ბეზოსი ლორენს.

ლორენ სანჩეზი და ჯეფ ბეზოსი

რამდენად რეალურია მიმოწერა, „ამაზონში“ კომენტარს არ აკეთებენ. მედიასაშუალებები კი წერენ, რომ ქორწინება სანჩეზმაც დაასრულა - ის ქმარს გასული წლის შემოდგომაზე დაშორდა.

ლორენ სანჩეზი ქმართან, პატრიკ უაიტსელთან ერთად

ოთხშაბათს გავრცელებულ საერთო განცხადებაში ჯეფი და მაკენზი აღნიშნავდნენ, რომ მათ შორის არანაირი დაძაბულობა არ არის და ოთხი შვილის გაზრდას კვლავ ერთად გააგრძელებენ.

„ძალიან გაგვიმართლა, რომ ერთმანეთი ვიპოვეთ და მადლიერი ვართ ერთად გატარებული წლების გამო. 25 წლის წინ რომ გვცოდნოდა, ერთმანეთს დავშორდებოდით, მაინც ვიქორწინებდით,“ - დაწერა წყვილმა „ტვიტერზე“.

ჯეფ და მაკენზი ბეზოსები

ამასთან, განქორწინების შემდეგ მაკენზი, სავარაუდოდ, 69 მილიარდ დოლარს მიიღებს და მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ქალი გახდება.

ძმა და 82 წლის ინსტრუქტორი ქალი - კიდევ ვინ მიჰყავს ჯეფ ბეზოსს კოსმოსში: მილიარდერის ამბიციური მოგზაურობის დეტალები

"გთხოვთ, გთხოვთ აიცერით, აიცერით ახლავე" - ჯო ბაიდენი მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს

იდუმალი და აუხსნელი დაავადება, რომლითაც 20-მდე ამერიკელი დიპლომატი დაავადდა - რა მოხდა ვენაში და რას გულისხმობს ე.წ. ჰავანას სინდრომი?