ტყიბულში ავტოსაგზაო შემთხვევას 35 წლის მამაკაცი ემსხვერპლა. ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით, ტყიბულის ცენტრში მოხდა.
"ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტის ინფორმაციით, სწრაფად მოძრავი ავტომანქანა ახალგაზრდა მამაკაცს დაეჯახა, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა.
ადგილობრივების განცხადებით, სამი ახალგაზრდა უბანში გადაადგილდებოდა, ერთ-ერთს მსუბუქი ავტომანქანა იმ დროს დაეჯახა, როდესაც საკუთარ ბინასთან იმყოფებოდა.
როგორც შსს-ში განაცხადეს, ავტომანქანის მძღოლი დადგენილია და საგამოძიებო მოქმედებები 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს.