პოლიტიკა
კონფლიქტები

13

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 00:43-ზე და გაგრძელდება 14 ივნისს, შაბათს – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როსტოვში, 5000 წლის წინანდელ სამარხში ქართველი გოგოს ნეშთი აღმოაჩინეს - "თამარი მშობიარობას გადაჰყოლია..."
როსტოვში, 5000 წლის წინანდელ სამარხში ქართველი გოგოს ნეშთი აღმოაჩინეს - "თამარი მშობიარობას გადაჰყოლია..."

სა­ქარ­თვე­ლო­ში თით­ქმის არა­ვინ იცის, რომ როს­ტო­ვის მუ­ზე­უმ­ში ქარ­თვე­ლი ქა­ლის, თა­მა­რის ბი­უს­ტი ინა­ხე­ბა. საქ­მე იმა­შია, რომ როს­ტო­ვის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე 5000 წლის წი­ნან­დე­ლი სა­მარ­ხი აღ­მო­ა­ჩი­ნეს, სა­დაც რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნის ნეშ­თია ნა­პოვ­ნი, მათ შო­რის არის ქარ­თვე­ლი ქა­ლის ნეშ­თი. ამ­ბავ­ზე, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში თით­ქმის არა­ვინ იცის, მკვლე­ვა­რი კა­ხა­ბერ ჭიღ­ლა­ძე Ambebi.ge-ს ესა­უბ­რა:

- როს­ტოვ­ში არის აღ­მო­ჩე­ნი­ლი 5000 წლის წი­ნან­დე­ლი ადა­მი­ა­ნის ნეშ­თე­ბი. იქი­დან ერთ-ერთი 25 წლის ქა­ლია. როს­ტო­ვის მუ­ზე­უმ­ში მისი ნეშ­თი გა­მო­იკ­ვლი­ეს და ან­თრო­პო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვით დად­გინ­და მისი ქარ­თუ­ლი წარ­მო­მავ­ლო­ბა, ამი­ტო­მაც თა­ვის ქა­ლის­გან ბი­უს­ტი გა­ა­კე­თეს და თა­მა­რი და­არ­ქვეს. სამ­წუ­ხა­როდ, ამ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს მოვ­ლე­ნა­ზე სა­ქარ­თვე­ლო­ში არა­ფერს ამ­ბო­ბენ. რო­გორც ჩანს, ჩვე­ნე­ბი როს­ტოვ­ში ბა­რად ჩა­დი­ოდ­ნენ. ეს ახალ­გაზ­რდა ქალი მე­თაფ­ლე აღ­მოჩ­ნდა. იქ იყ­ვნენ ასე­ვე მე­სა­ქონ­ლე­ე­ბი, რომ­ლებ­საც თან ბრინ­ჯა­ოს ნა­კე­თო­ბე­ბი ჰქონ­დათ, რაც ნიშ­ნავს რომ იმ დროს მე­ტა­ლურ­გი­ას ეწე­ოდ­ნენ.

- არ­სე­ბობს ვი­დეო, სა­დაც რუ­სე­ბი თა­ვად სა­უბ­რო­ბენ ამ აღ­მო­ჩე­ნა­ზე...

- დიახ... ვი­დე­ო­ში სა­უ­ბა­რია იმა­ზე, რომ როს­ტო­ვის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე აღ­მო­ჩე­ნი­ლია 5000 წლის წი­ნან­დე­ლი სა­მარ­ხი, სა­დაც რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნის ნეშ­თი იპო­ვეს. ეს სა­მარ­ხი ეგ­ვიპ­ტის სა­მარ­ხებ­ზე ძვე­ლი აღ­მოჩ­ნდა! უფრო მე­ტად ერთი გო­გო­ნა­თი და­ინ­ტე­რეს­დნენ, რად­გან აღ­მოჩ­ნდა, რომ ის 25 წლის ასაკ­ში მშო­ბი­ა­რო­ბას გა­დაყ­ვა. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, გა­ზა­ფხულ­ზე კავ­კა­სი­ი­დან როს­ტო­ვის დაბ­ლობ­ში გა­და­ვიდ­ნენ და ეს გო­გო­ნა, თა­მა­რა ზა­ფხულ­ში და­ი­ღუ­პა... სხვე­ბი იყ­ვნენ მე­სა­ქონ­ლე­ე­ბი, ასე­ვე კარ­გი მე­ტა­ლურ­გე­ბი, რად­გან ბრინ­ჯა­ოს დახ­ვე­წი­ლი სამ­კა­უ­ლი აღ­მო­აჩ­ნდათ.

- ბი­უსტს თა­მა­რი რა­ტომ და­არ­ქვეს?

- მისი ქარ­თუ­ლი წარ­მო­მავ­ლო­ბა და­ად­გი­ნეს ან­თრო­პო­ლო­გებ­მა და ამი­ტომ უწო­დეს ქარ­თუ­ლი სა­ხე­ლი - თა­მა­რი. ეს ყორ­ღა­ნი არის ეგ­ვიპ­ტის პი­რა­მი­დებ­ზე ძვე­ლი! ეს იმის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბაა, რომ მტვარ-არაქ­სის კულ­ტუ­რა უძ­ვე­ლე­სია მსოფ­ლი­ო­ში და რომ ის ქარ­თვე­ლე­ბის კულ­ტუ­რა იყო! რაც ასე­ვე დას­ტურ­დე­ბა გე­ნე­ტი­კუ­რად-ჰაპ­ლოჯ­გუ­ფე­ბით და ან­თრო­პო­ლო­გი­უ­რად-ბლუ­მენ­ბა­ხის კვლე­ვე­ბით! ეს კი­დევ ერთხელ ადას­ტუ­რებს, რომ მტვარ-არაქ­სის კულ­ტუ­რა და თეთრკა­ნი­ან ევ­რო­პე­ი­დელ­თა სა­წყი­სი კავ­კა­სი­აა და ქარ­თუ­ლია! ჩვენ­თან ვი­საც კი უთხა­რი ამის შე­სა­ხებ, არა­ვინ იცო­და, მეც­ნი­ე­რებ­ზე მაქვს სა­უ­ბა­რი! არა­და 30 ნეშ­თი იპო­ვეს და ყვე­ლა ქარ­თვე­ლი, კავ­კა­სი­ე­ლი… სამ­კა­უ­ლე­ბიც და კე­რა­მი­კუ­ლი ნა­კე­თო­ბაც კავ­კა­სი­უ­რია!

- რა­ტომ გაქვთ ეჭვი, რომ თა­მა­რი თუში იყო?

- იმი­ტომ რომ თუ­შე­თი პი­რი­ქი­თა-ჩრდი­ლო კავ­კა­სი­აა და ყვე­ლა­ზე ახ­ლო­საა მაგ სა­მარ­ხებ­თან! და რაც მთა­ვა­რია ეს ფაქ­ტი ადას­ტუ­რებს, რომ მტკვარ-არაქ­სის კულ­ტუ­რი­დან ისაზ­რდო­ე­ბა მა­ი­კო­პი­სა და იამ­ნა­ი­ას კულ­ტუ­რე­ბი და არა პი­რი­ქით, რო­გორც ამის წარ­მო­ჩე­ნა­საც ცდი­ლო­ბენ ზო­გირ­თი რუსი ვაი-მეც­ნი­ე­რე­ბი.

ვი­დეო, სა­დაც რუ­სე­ბი როს­ტოვ­ში აღ­მო­ჩე­ნილ სა­მარხზე სა­უბ­რო­ბენ

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

როსტოვში, 5000 წლის წინანდელ სამარხში ქართველი გოგოს ნეშთი აღმოაჩინეს - "თამარი მშობიარობას გადაჰყოლია..."

როსტოვში, 5000 წლის წინანდელ სამარხში ქართველი გოგოს ნეშთი აღმოაჩინეს - "თამარი მშობიარობას გადაჰყოლია..."

საქართველოში თითქმის არავინ იცის, რომ როსტოვის მუზეუმში ქართველი ქალის, თამარის ბიუსტი ინახება. საქმე იმაშია, რომ როსტოვის ტერიტორიაზე 5000 წლის წინანდელი სამარხი აღმოაჩინეს, სადაც რამდენიმე ადამიანის ნეშთია ნაპოვნი, მათ შორის არის ქართველი ქალის ნეშთი. ამბავზე, რომელიც საქართველოში თითქმის არავინ იცის, მკვლევარი კახაბერ ჭიღლაძე Ambebi.ge-ს ესაუბრა:

- როსტოვში არის აღმოჩენილი 5000 წლის წინანდელი ადამიანის ნეშთები. იქიდან ერთ-ერთი 25 წლის ქალია. როსტოვის მუზეუმში მისი ნეშთი გამოიკვლიეს და ანთროპოლოგიური კვლევით დადგინდა მისი ქართული წარმომავლობა, ამიტომაც თავის ქალისგან ბიუსტი გააკეთეს და თამარი დაარქვეს. სამწუხაროდ, ამ უმნიშვნელოვანეს მოვლენაზე საქართველოში არაფერს ამბობენ. როგორც ჩანს, ჩვენები როსტოვში ბარად ჩადიოდნენ. ეს ახალგაზრდა ქალი მეთაფლე აღმოჩნდა. იქ იყვნენ ასევე მესაქონლეები, რომლებსაც თან ბრინჯაოს ნაკეთობები ჰქონდათ, რაც ნიშნავს რომ იმ დროს მეტალურგიას ეწეოდნენ.

- არსებობს ვიდეო, სადაც რუსები თავად საუბრობენ ამ აღმოჩენაზე...

- დიახ... ვიდეოში საუბარია იმაზე, რომ როსტოვის ტერიტორიაზე აღმოჩენილია 5000 წლის წინანდელი სამარხი, სადაც რამდენიმე ადამიანის ნეშთი იპოვეს. ეს სამარხი ეგვიპტის სამარხებზე ძველი აღმოჩნდა! უფრო მეტად ერთი გოგონათი დაინტერესდნენ, რადგან აღმოჩნდა, რომ ის 25 წლის ასაკში მშობიარობას გადაყვა. როგორც აღმოჩნდა, გაზაფხულზე კავკასიიდან როსტოვის დაბლობში გადავიდნენ და ეს გოგონა, თამარა ზაფხულში დაიღუპა... სხვები იყვნენ მესაქონლეები, ასევე კარგი მეტალურგები, რადგან ბრინჯაოს დახვეწილი სამკაული აღმოაჩნდათ.

- ბიუსტს თამარი რატომ დაარქვეს?

- მისი ქართული წარმომავლობა დაადგინეს ანთროპოლოგებმა და ამიტომ უწოდეს ქართული სახელი - თამარი. ეს ყორღანი არის ეგვიპტის პირამიდებზე ძველი! ეს იმის მტკიცებულებაა, რომ მტვარ-არაქსის კულტურა უძველესია მსოფლიოში და რომ ის ქართველების კულტურა იყო! რაც ასევე დასტურდება გენეტიკურად-ჰაპლოჯგუფებით და ანთროპოლოგიურად-ბლუმენბახის კვლევებით! ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მტვარ-არაქსის კულტურა და თეთრკანიან ევროპეიდელთა საწყისი კავკასიაა და ქართულია! ჩვენთან ვისაც კი უთხარი ამის შესახებ, არავინ იცოდა, მეცნიერებზე მაქვს საუბარი! არადა 30 ნეშთი იპოვეს და ყველა ქართველი, კავკასიელი… სამკაულებიც და კერამიკული ნაკეთობაც კავკასიურია!

- რატომ გაქვთ ეჭვი, რომ თამარი თუში იყო?

- იმიტომ რომ თუშეთი პირიქითა-ჩრდილო კავკასიაა და ყველაზე ახლოსაა მაგ სამარხებთან! და რაც მთავარია ეს ფაქტი ადასტურებს, რომ მტკვარ-არაქსის კულტურიდან ისაზრდოება მაიკოპისა და იამნაიას კულტურები და არა პირიქით, როგორც ამის წარმოჩენასაც ცდილობენ ზოგირთი რუსი ვაი-მეცნიერები.

ვიდეო, სადაც რუსები როსტოვში აღმოჩენილ სამარხზე საუბრობენ

"ნაპრალიდან მარცხენა ბლოკიც დინამიკაშია... ვარაუდს, რომ უფრო მეტი მასა დაიძვრება, საფუძველი აქვს" - თეა გოდოლაძე აზომვების პირველად შედეგებს აქვეყნებს

"ჭყონდიდის ეპარქიაში ვანდალიზმის ფაქტი არ დასტურდება, ნესტმა კედლის მხატვრობა დააზიანა" - საპატრიარქო

"დამიდასტურდა ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი და ვესტუბულოპათია" - რას წერს კახა კალაძე კლინიკიდან?