პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 07:20-ზე, მთვარე კუროშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსური საქმეების გადაჭრას. ვაჭრობა და კამათი კარგს არაფერს მოგიტანთ. მოერიდეთ მგზავრობას, სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. კარგია ვარჯიში. არ გირჩევთ ქორწინებასა და ნიშნობას. გაუფრთხილდით კეფასა და ყურებს. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ინგლისში მცხოვრები ქართველი ქალის საოცარი ქმნილებები შაქრისა და ჯანჯაფილისგან - "ამ ყველაფერს გარდაცვლილ დედას ვუძღვნი"
ინგლისში მცხოვრები ქართველი ქალის საოცარი ქმნილებები შაქრისა და ჯანჯაფილისგან - "ამ ყველაფერს გარდაცვლილ დედას ვუძღვნი"

"სა­შო­ბა­ოდ ჯან­ჯა­ფი­ლის ცო­მის­გან და შაქ­რის მა­სის­გან ავა­წყე სახ­ლი. ერთ სახ­ლს მე­ო­რე მოყ­ვა, მერე წის­ქვი­ლი... შემ­დეგ მე­სა­მე სახ­ლი ავა­წყე, რო­მელ­საც სა­დარ­ბა­ზოც კი ჰქონ­და. მინ­და ეს ყვე­ლა­ფე­რი დე­დას მი­ვუ­ძღვნა..." - გვე­უბ­ნე­ბა ევ­რო­პა­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი მერი (მა­რია) ჭი­ჭი­აშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც სა­ო­ცარ ქმნი­ლე­ბებს დე­დის ხსოვ­ნას უძღვნის.

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მისი ნა­მუ­შევ­რე­ბის ხილ­ვას დიდი აჟი­ო­ტა­ჟი მოჰ­ყვა. AMBEBI.GE ხე­ლო­ვანს ინ­ტერ­ვი­უს­თვის და­უ­კავ­შირ­და:

- სა­ქარ­თვე­ლო­დან და­ახ­ლო­ე­ბით 20 წე­ლია წა­მო­სუ­ლი ვარ... 15 წელი ეს­პა­ნეთ­ში ვცხოვ­რობ­დი, ოჯა­ხიც ეს­პა­ნეთ­ში შევ­ქმე­ნი, მყავს ერთი შვი­ლი, ათი წლის - და­ნი­ე­ლი. ხე­ლოვ­ნე­ბა ჩემი ცხოვ­რე­ბის ნა­წი­ლია... ხე­ლოვ­ნე­ბის ყვე­ლა დარ­გი მომ­წონს! ბავ­შო­ბა­ში თო­ჯი­ნებს კა­ბებს ვუ­კე­რავ­დი, შემ­დეგ აქ­სე­სუ­ა­რებ­ზე გა­და­ვე­დი. ვა­კე­თებ­დი მე­გობ­რე­ბის­თვის და ჩემ­თვის. ვხა­ტავ­დი, ცო­ტას ვძერ­წავ­დი. უცხო­ეთ­ში ყოფ­ნის დროს ფო­ტოგ­რა­ფი­ამ გა­მი­ტა­ცა, რო­მელ­საც დიდ დროს ვუთ­მობ­დი...

ხე­ლოვ­ნე­ბა ჩემს ოჯახ­შიც არ იყო უცხო. მამა მხატ­ვა­რი მო­ქან­და­კეა, სა­ქარ­თვე­ლო­ში ძეგ­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა მა­მას ჩა­მოს­ხმუ­ლია, სხვა­დას­ხვა ავ­ტო­რით. ვა­მა­ყობ და მსი­ა­მოვ­ნებს, როცა ჩა­მოვ­დი­ვარ სა­ქარ­თვე­ლო­ში და ყვე­ლა კუ­თხეს მშობ­ლი­უ­რი ხელი ატყვია...

ოჯა­ხის შექ­მნის შემ­დეგ კუ­ლი­ნა­რი­ით და­ვინ­ტე­რეს­დი. ეს­პა­ნურ კერ­ძებს ვსწავ­ლობ­დი. ჩვენს რე­გი­ონ­ში გა­მო­ცხა­დე­ბულ კონ­კურ­სშიც მი­ვი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და პირ­ვე­ლი ად­გი­ლი მომ­ცეს. ამან მე­ტად და­მარ­წმუ­ნა ჩემს თავ­ში. ბოლო 4 წე­ლი­წა­დია ინ­გლის­ში ვცხოვ­რობთ... ინ­გლი­სის ორ სა­უ­კე­თე­სო რეს­ტო­რან­ში მთა­ვა­რი კონ­დი­ტე­რი ვი­ყა­ვი. მი­ვი­ღეთ ბევ­რი ტი­ტუ­ლი და მი­შე­ლი­ნის ვარ­სკვლა­ვიც. თავ­და­უ­ზო­გა­ვად ვშრო­მობ­დით. თით­ქმის 16 სა­ათს ყო­ველ­დღი­უ­რად სამ­სა­ხურ­ში ვა­ტა­რებ­დი. შე­დეგ­მაც არ და­ა­ყოვ­ნა!

როცა რა­ღა­ცას ვამ­ზა­დებ­დი, ვცდი­ლობ­დი მხატ­ვრუ­ლი და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ყო­ფი­ლი­ყო. ყო­ველ­თვის ვე­ძებ რა­ი­მე ახალს, "ვტეს­ტავ". ბევ­რჯერ არ გა­მომ­სვლია, მაგ­რამ მა­ინც გა­მი­კე­თე­ბია, მა­ნამ სა­ნამ სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გი არ მი­მი­ღია. ჩემ­თვის ვამ­ბობ ხოლ­მე: ამან რო­გორ უნდა მა­ჯო­ბოს, მა­ინც გა­ვა­კე­თებ! ვე­რა­სო­დეს ვერ ვი­ფიქ­რებ­დი რომ ასე­თი პა­ტა­რა ფი­გუ­რე­ბის გა­კე­თე­ბა ასეთ სი­ა­მოვ­ნე­ბას მო­მა­ნი­ჭებ­და! ეს ჩემი რე­ლაქ­სია, დეპ­რე­სი­ის წა­მა­ლი!

- დეპ­რე­სი­ას რა­ტომ ახ­სე­ნებთ?

- დე­დას გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ სა­ში­ნე­ლი დეპ­რე­სია და­მე­წყო... ფერი, ინ­ტე­რე­სი და­კარ­გა ყვე­ლა­ფერ­მა. სამ­სა­ხურ­საც თავი და­ვა­ნე­ბე. მქონ­და დღე­ე­ბი, როცა ჩემი ოთა­ხი­დან არ გა­მოვ­დი­ო­დი... მად­ლო­ბა ჩემს ოჯა­ხის წევ­რებს, მე­გობ­რებს, რომ მამ­ხნე­ვებ­დნენ და და­მიბ­რუ­ნეს სურ­ვი­ლი რა­ღაც გა­მე­კე­თე­ბი­ნა. ამ დროს და­ვი­წყე ამ მი­ნი­ა­ტუ­რუ­ლი სახ­ლე­ბის კე­თე­ბა (შარ­შა­ნაც გა­ვა­კე­თე, მაგ­რამ ეს გან­სხვა­ვე­ბუ­ლია) სა­შო­ბა­ოდ ჯან­ჯა­ფი­ლის ცო­მის­გან და შაქ­რის მა­სის­გან ავა­წყე სახ­ლი. ერთ სახ­ლს მე­ო­რე მოყ­ვა, მერე წის­ქვი­ლი...

შემ­დეგ მე­სა­მე სახ­ლი ავა­წყვე, რო­მელ­საც სა­დარ­ბა­ზოც კი ჰქონ­და. მინ­და ეს ყვე­ლა­ფე­რი დე­დას მი­ვუ­ძღვნა.. სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბა­რი და სა­ო­ცა­რი კუ­ლი­ნა­რი იყო! მო­მა­ვალ­ში ვა­პი­რებ ყვე­ლა­ფე­რი ისე­თი მა­სა­ლის­გან შევ­ქმნა, რო­მე­ლიც მეტ­ხანს გაძ­ლებს. ეს კი შა­ქა­რი და ცო­მია, დრო­ე­ბი­თია. ძა­ლი­ან ფა­ქი­ზი სა­მუ­შა­ოა და იო­ლად ტყდე­ბა.. იმე­დია ახლო მო­მა­ვალ­ში ჩემს პირ­ველ მი­ნი­ა­ტუ­რულ სახ­ლს, ქარ­თულ მო­ტი­ვებ­ზე გა­გი­ზი­ა­რებთ!

ყოჩაღ,
0

არაჩვეულებრივი გოგოა... ყოველმხრივ! სულ წარმატებები!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

ინგლისში მცხოვრები ქართველი ქალის საოცარი ქმნილებები შაქრისა და ჯანჯაფილისგან - "ამ ყველაფერს გარდაცვლილ დედას ვუძღვნი"

ინგლისში მცხოვრები ქართველი ქალის საოცარი ქმნილებები შაქრისა და ჯანჯაფილისგან - "ამ ყველაფერს გარდაცვლილ დედას ვუძღვნი"

"საშობაოდ ჯანჯაფილის ცომისგან და შაქრის მასისგან ავაწყე სახლი. ერთ სახლს მეორე მოყვა, მერე წისქვილი... შემდეგ მესამე სახლი ავაწყე, რომელსაც სადარბაზოც კი ჰქონდა. მინდა ეს ყველაფერი დედას მივუძღვნა..." - გვეუბნება ევროპაში მცხოვრები ქართველი მერი (მარია) ჭიჭიაშვილი, რომელიც საოცარ ქმნილებებს დედის ხსოვნას უძღვნის.

სოციალურ ქსელში მისი ნამუშევრების ხილვას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. AMBEBI.GE ხელოვანს ინტერვიუსთვის დაუკავშირდა:

- საქართველოდან დაახლოებით 20 წელია წამოსული ვარ... 15 წელი ესპანეთში ვცხოვრობდი, ოჯახიც ესპანეთში შევქმენი, მყავს ერთი შვილი, ათი წლის - დანიელი. ხელოვნება ჩემი ცხოვრების ნაწილია... ხელოვნების ყველა დარგი მომწონს! ბავშობაში თოჯინებს კაბებს ვუკერავდი, შემდეგ აქსესუარებზე გადავედი. ვაკეთებდი მეგობრებისთვის და ჩემთვის. ვხატავდი, ცოტას ვძერწავდი. უცხოეთში ყოფნის დროს ფოტოგრაფიამ გამიტაცა, რომელსაც დიდ დროს ვუთმობდი...

ხელოვნება ჩემს ოჯახშიც არ იყო უცხო. მამა მხატვარი მოქანდაკეა, საქართველოში ძეგლების უმრავლესობა მამას ჩამოსხმულია, სხვადასხვა ავტორით. ვამაყობ და მსიამოვნებს, როცა ჩამოვდივარ საქართველოში და ყველა კუთხეს მშობლიური ხელი ატყვია...

ოჯახის შექმნის შემდეგ კულინარიით დავინტერესდი. ესპანურ კერძებს ვსწავლობდი. ჩვენს რეგიონში გამოცხადებულ კონკურსშიც მივიღე მონაწილეობა და პირველი ადგილი მომცეს. ამან მეტად დამარწმუნა ჩემს თავში. ბოლო 4 წელიწადია ინგლისში ვცხოვრობთ... ინგლისის ორ საუკეთესო რესტორანში მთავარი კონდიტერი ვიყავი. მივიღეთ ბევრი ტიტული და მიშელინის ვარსკვლავიც. თავდაუზოგავად ვშრომობდით. თითქმის 16 საათს ყოველდღიურად სამსახურში ვატარებდი. შედეგმაც არ დააყოვნა!

როცა რაღაცას ვამზადებდი, ვცდილობდი მხატვრული და შემოქმედებითი ყოფილიყო. ყოველთვის ვეძებ რაიმე ახალს, "ვტესტავ". ბევრჯერ არ გამომსვლია, მაგრამ მაინც გამიკეთებია, მანამ სანამ სასურველი შედეგი არ მიმიღია. ჩემთვის ვამბობ ხოლმე: ამან როგორ უნდა მაჯობოს, მაინც გავაკეთებ! ვერასოდეს ვერ ვიფიქრებდი რომ ასეთი პატარა ფიგურების გაკეთება ასეთ სიამოვნებას მომანიჭებდა! ეს ჩემი რელაქსია, დეპრესიის წამალი!

- დეპრესიას რატომ ახსენებთ?

- დედას გარდაცვალების შემდეგ საშინელი დეპრესია დამეწყო... ფერი, ინტერესი დაკარგა ყველაფერმა. სამსახურსაც თავი დავანებე. მქონდა დღეები, როცა ჩემი ოთახიდან არ გამოვდიოდი... მადლობა ჩემს ოჯახის წევრებს, მეგობრებს, რომ მამხნევებდნენ და დამიბრუნეს სურვილი რაღაც გამეკეთებინა. ამ დროს დავიწყე ამ მინიატურული სახლების კეთება (შარშანაც გავაკეთე, მაგრამ ეს განსხვავებულია) საშობაოდ ჯანჯაფილის ცომისგან და შაქრის მასისგან ავაწყე სახლი. ერთ სახლს მეორე მოყვა, მერე წისქვილი...

შემდეგ მესამე სახლი ავაწყვე, რომელსაც სადარბაზოც კი ჰქონდა. მინდა ეს ყველაფერი დედას მივუძღვნა.. საუკეთესო მეგობარი და საოცარი კულინარი იყო! მომავალში ვაპირებ ყველაფერი ისეთი მასალისგან შევქმნა, რომელიც მეტხანს გაძლებს. ეს კი შაქარი და ცომია, დროებითია. ძალიან ფაქიზი სამუშაოა და იოლად ტყდება.. იმედია ახლო მომავალში ჩემს პირველ მინიატურულ სახლს, ქართულ მოტივებზე გაგიზიარებთ!

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"