პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გამყრელიძე - გარდაცვლილ გოგოს გრიპის ვირუსთან ერთად სხვა დაავადებაც ჰქონდა და გამორიცხულია, ეს ოჯახმა არ იცოდეს
გამყრელიძე - გარდაცვლილ გოგოს გრიპის ვირუსთან ერთად სხვა დაავადებაც ჰქონდა და გამორიცხულია, ეს ოჯახმა არ იცოდეს

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რი ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძე აცხა­დებს, რომ თბი­ლის­ში გარ­დაც­ვლილ 22 წლის გო­გო­ნას გრი­პის ვირუს­თან ერ­თად სხვა და­ა­ვა­დე­ბაც ჰქონ­და და გა­მო­რი­ცხუ­ლია, ამის შე­სა­ხებ ოჯახ­მა არ იცო­დეს.

რო­გორც გამ­ყრე­ლი­ძემ „ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" კი­თხვის სა­პა­სუ­ხოდ აღ­ნიშ­ნა, მას ოჯახ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია დღეს­ვე ექ­ნე­ბა.

გამ­ყრე­ლი­ძის თქმით, გარ­დაც­ვლი­ლის და­ა­ვა­დე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია, თუმ­ცა, ის პა­ცი­ენ­ტის უფ­ლე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე და­ა­ვა­დე­ბის შე­სა­ხებ ვერ ისა­უბ­რებს.

„თა­ნა­ვუგ­რძნობ ოჯახს ამ მძი­მე ტრა­გე­დი­ის გამო, რაც დღეს გამ­თე­ნი­ი­სას მოხ­და. ჩემი პა­სუ­ხი იყო და ახ­ლაც ვა­დას­ტუ­რებ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბობს კა­ნო­ნი პა­ცი­ენ­ტის უფ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, ოჯა­ხის თან­ხმო­ბის გა­რე­შე არა მაქვს უფ­ლე­ბა დე­ტა­ლებ­ზე სა­უბ­რის. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე მე გა­ვე­ცი ზო­გა­დი პა­სუ­ხი. ამ ერთი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ქალ­ბა­ტონ­მა და­რე­კა ჩემს აპა­რატ­ში, სა­ნამ ბრი­ფინ­გი და­ი­წყე­ბო­და. ბრი­ფინ­გის შემ­დეგ მე მას პი­რა­დად და­ვე­ლა­პა­რა­კე­ბი ტე­ლე­ფო­ნით და ავუხ­სნი მდგო­მა­რე­ო­ბას. კი­დევ ერთხელ ხაზს ვუს­ვამ, რომ აქ გან­ვი­თარ­და ძა­ლი­ან მძი­მე პა­თო­ლო­გია. გრი­პი იყო, ეს და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად. გრი­პი ჩვენს მო­სახ­ლე­ო­ბას ჰგო­ნია იოლი და­ა­ვა­დე­ბა და მას აი­გი­ვებს გა­ცი­ე­ბას­თან, რაც ასე არ არის. გრი­პის ვირუ­სით გა­მოწ­ვე­უ­ლი გრი­პო­ზუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა 25-30 პრო­ცენტ შემ­თხვე­ვებ­ში რთულ­დე­ბა, სამ­წუ­ხა­როდ, მათ შო­რის ფა­ტა­ლუ­რი გა­მო­სავ­ლით. სამ­წუ­ხა­როდ, გრი­პის ვირუ­სით და გარ­თუ­ლე­ბე­ბით 300-600 ათა­სამ­დე ადა­მი­ა­ნი იღუ­პე­ბა მთელ მსოფ­ლი­ო­ში. ეს არის ჯანმთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის და ამე­რი­კის და­ა­ვა­დე­ბა­თა ცენ­ტრის მო­ნა­ცე­მე­ბი. ანუ სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის სერ­თო სტა­ტის­ტი­კა მერ­ყე­ობს 0.3-დან 1 პრო­ცენ­ტამ­დე.

მე ოჯახ­თან მექ­ნე­ბა დღეს კო­მუ­ნი­კა­ცია და ამის შემ­დეგ ჩა­გა­ყე­ნებთ საქ­მის კურ­სში", - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

კი­თხვა­ზე, შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა ოჯახ­მა არ იცო­დეს გარ­დაც­ვლი­ლის დი­აგ­ნო­ზის შე­სა­ხებ, გამ­ყრე­ლი­ძემ უპა­სუ­ხა, რომ არა.

„დი­აგ­ნო­ზი გა­ფორ­მე­ბუ­ლია და ეს ოჯახ­მა იცის", - გა­ნა­ცხა­და ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ.

ავტორი:

გამყრელიძე - გარდაცვლილ გოგოს გრიპის ვირუსთან ერთად სხვა დაავადებაც ჰქონდა და გამორიცხულია, ეს ოჯახმა არ იცოდეს

გამყრელიძე - გარდაცვლილ გოგოს გრიპის ვირუსთან ერთად სხვა დაავადებაც ჰქონდა და გამორიცხულია, ეს ოჯახმა არ იცოდეს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ თბილისში გარდაცვლილ 22 წლის გოგონას გრიპის ვირუსთან ერთად სხვა დაავადებაც ჰქონდა და გამორიცხულია, ამის შესახებ ოჯახმა არ იცოდეს.

როგორც გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსის" კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, მას ოჯახთან კომუნიკაცია დღესვე ექნება.

გამყრელიძის თქმით, გარდაცვლილის დაავადების შესახებ ინფორმაცია დადასტურებულია, თუმცა, ის პაციენტის უფლებებიდან გამომდინარე დაავადების შესახებ ვერ ისაუბრებს.

„თანავუგრძნობ ოჯახს ამ მძიმე ტრაგედიის გამო, რაც დღეს გამთენიისას მოხდა. ჩემი პასუხი იყო და ახლაც ვადასტურებ, რომ საქართველოში არსებობს კანონი პაციენტის უფლებების შესახებ, რომლის თანახმადაც, ოჯახის თანხმობის გარეშე არა მაქვს უფლება დეტალებზე საუბრის. აქედან გამომდინარე მე გავეცი ზოგადი პასუხი. ამ ერთი საათის განმავლობაში ქალბატონმა დარეკა ჩემს აპარატში, სანამ ბრიფინგი დაიწყებოდა. ბრიფინგის შემდეგ მე მას პირადად დაველაპარაკები ტელეფონით და ავუხსნი მდგომარეობას. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ აქ განვითარდა ძალიან მძიმე პათოლოგია. გრიპი იყო, ეს დადასტურებულია ლაბორატორიულად. გრიპი ჩვენს მოსახლეობას ჰგონია იოლი დაავადება და მას აიგივებს გაციებასთან, რაც ასე არ არის. გრიპის ვირუსით გამოწვეული გრიპოზული დაავადება 25-30 პროცენტ შემთხვევებში რთულდება, სამწუხაროდ, მათ შორის ფატალური გამოსავლით. სამწუხაროდ, გრიპის ვირუსით და გართულებებით 300-600 ათასამდე ადამიანი იღუპება მთელ მსოფლიოში. ეს არის ჯანმთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და ამერიკის დაავადებათა ცენტრის მონაცემები. ანუ სიკვდილიანობის სერთო სტატისტიკა მერყეობს 0.3-დან 1 პროცენტამდე.

მე ოჯახთან მექნება დღეს კომუნიკაცია და ამის შემდეგ ჩაგაყენებთ საქმის კურსში", - განაცხადა გამყრელიძემ.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა ოჯახმა არ იცოდეს გარდაცვლილის დიაგნოზის შესახებ, გამყრელიძემ უპასუხა, რომ არა.

„დიაგნოზი გაფორმებულია და ეს ოჯახმა იცის", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.