პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მითები და რეალობა ლუგარის ლაბორატორიაზე, რომელსაც რუსები "ღორის გრიპის" გავრცელებაში ადანაშაულებენ
მითები და რეალობა ლუგარის ლაბორატორიაზე, რომელსაც რუსები "ღორის გრიპის" გავრცელებაში ადანაშაულებენ

ბოლო პე­რი­ოდ­ში ღო­რის გრი­პთან და­კავ­ში­რე­ბით სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში და სხვა­დას­ხვა სა­ეჭ­ვო სა­ი­ტებ­ზე უამ­რა­ვი დე­ზინ­ფორ­მა­ცია ვრცელ­დე­ბა ვირუ­სუ­ლად. მათ შო­რის ერთ-ერთი ის, რომ ღო­რის გრი­პი თბი­ლის­ში მდე­ბა­რე ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ი­დან გან­გებ გა­ავ­რცე­ლეს. რუ­სუ­ლი მე­დია პე­რი­ო­დუ­ლად ავ­რცე­ლებს ინ­ფორ­მა­ცი­ას იმა­ზე, რომ ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში აშშ-ს სამ­ხედ­რო და კერ­ძო კონ­ტრაქ­ტო­რე­ბი "სა­ი­დუმ­ლო ექ­სპე­რი­მენ­ტებს" ატა­რებ­ენ ადა­მი­ა­ნებ­ზე.

ნა­ტო­სა და ევ­რო­კავ­ში­რის შე­სა­ხებ სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რი ნინო ბოლ­ქვა­ძე "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ვრცელ პოსტს წერს, სა­დაც ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ის ირ­გვლივ არ­სე­ბულ მი­თებ­სა და რე­ა­ლო­ბა­ზე სა­უბ­რობს.

"მითი ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ის შე­სა­ხებ მის უშუ­ა­ლო და­ფუძ­ნე­ბამ­დე, სა­ნამ ჯერ კი­დევ პრო­ექ­ტში იყო, 2000იანი წლე­ბის და­სა­წყი­სი­დან მო­დის. თუმ­ცა, პე­რი­ო­დუ­ლად აქ­ტი­ურ­დე­ბა. ოქ­ტომ­ბერ­ში თვით პუ­ტინ­მაც კი "შეგ­ვა­ში­ნა" - იქ ცუ­დე­ბი მუ­შა­ო­ბენ და სა­შიშ ცდებს ატა­რე­ბენ ადა­მი­ა­ნებ­ზეო.

ბოლო რამ­დე­ნი­მე კვი­რაა, ღო­რის გრი­პის გავ­რცე­ლე­ბას­თან ერ­თად, კი­დევ ერთხელ გა­აქ­ტი­რუ­და ეს მითი და ამ დღე­ებ­ში ბევ­რი პოს­ტი ვნა­ხე, სა­დაც ხალ­ხი წერს - ხე­ლოვ­ნუ­რად ავ­რცე­ლებს ლუ­გა­რის ცენ­ტრი ვირუ­სებ­სო.

რუ­სუ­ლი დე­ზინ­ფორ­მა­ცია არა­ხა­ლია. გან­სა­კუთ­რე­ბით ჭირს ხოლ­მე ასე­თი დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ე­ბის მო­გე­რი­ე­ბა, როცა საქ­მე სპე­ცი­ფი­ურ თე­მებს ეხე­ბა. სა­მე­დი­ცი­ნო სფე­რო­ში სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის გარ­და სიღ­რმი­სე­უ­ლად ვე­რა­ვინ ვერ­კვე­ვით. ასეთ სა­კი­თხებ­ზე შეთ­ქმუ­ლე­ბის თე­ო­რი­ე­ბის აზ­ვირ­თე­ბა უფრო ად­ვი­ლია.

რო­გორც წესი, ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­მოწ­მე­ბით თავს ცოტა ვინ­მე თუ იღ­ლის. ელე­მენ­ტა­რუ­ლად, ლუ­გა­რის ცენ­ტრის ოფი­ცი­ა­ლურ ვებგ­ვერ­დზეც კი არ შევ­ლენ, რომ უკეთ გა­არ­კვი­ონ რა ხდე­ბა და სი­ნამ­დვი­ლე­ში რას ემ­სა­ხუ­რე­ბა ეს ცენ­ტრი. უფრო ად­ვი­ლია შეთ­ქმუ­ლე­ბის თე­ო­რი­ის და­ჯე­რე­ბა, მისი გა­და­უ­მოწ­მებ­ლად გავ­რცე­ლე­ბა და იმის წარ­მოდ­გე­ნა, რომ უპი­რა­ტე­სო­ბა გვაქვს, გავ­შიფ­რეთ რა "ამე­რი­კე­ლე­ბის მავ­ნებ­ლუ­რი გეგ­მა ქარ­თვე­ლი ერის წი­ნა­აღ­მდეგ".

რუ­სე­თის ტყუ­ი­ლე­ბი ლუ­გა­რის ცენ­ტრზე ძი­რი­თა­დად მუ­შა­ობს შემ­დე­გი პრინ­ცი­პით: შე­აგ­დე ჭორი, გას­ტყორ­ცნე ჰა­ერ­ში ტყუ­ი­ლი და მტკი­ცე­ბის ტვირ­თი აჰ­კი­დე მე­ო­რე მხა­რეს. რო­დე­საც ფაქ­ტე­ბით შე­ე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბი­ან შენს ბრალ­დე­ბებს, მხრე­ბი აი­ჩე­ჩე და თქვი: - მერე რა რომ ვერ ვა­დას­ტუ­რებთ, ხომ შე­იძ­ლე­ბა რა­ღაც კონ­კრე­ტუ­ლი მოვ­ლე­ნის შე­სა­ხებ ფაქ­ტე­ბი არ გვქონ­დეს, მაგ­რამ ის მა­ინც არ­სე­ბობ­დეს? ან ასე თქვი: - ჩვენ არ ვამ­ტკი­ცებთ არა­ფერს, ჩვენ კი­თხვებს ვსვამთ, იქ­ნებ ასეა, რო­გორც ჩვენ ვამ­ბობთ.

ზუს­ტად ასე უპა­სუ­ხეს BBC-ის ჟურ­ნა­ლისტს, რო­მე­ლიც ლუ­გა­რის ცენ­ტრზე იგორ გი­ორ­გა­ძის გავ­რცე­ლე­ბულ ბრალ­დე­ბა­ზე სა­გა­მო­ძი­ე­ბო სი­უ­ჟეტს აკე­თებ­და და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით ამ­ხი­ლა ზა­ხა­რო­ვა და გი­ორ­გა­ძე სიც­რუ­ე­ში.

რე­ა­ლუ­რი ფაქ­ტე­ბი კი ლუ­გა­რის ცენ­ტრზე ასე­თია:

  • ცენ­ტრი ამე­რი­კე­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რით აშენ­და და გა­იხ­სნა 2011 წელს, ხოლო 2013 წლი­დან ის მთლი­ა­ნად ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნულ ცენ­ტრს.
  • ცენ­ტრი ემ­სა­ხუ­რე­ბა და­ა­ვა­დე­ბა­თა გა­მომ­წვე­ვი მიკ­რო­ორ­გა­ნიზ­მე­ბის აღ­მო­ჩე­ნას და ეპი­დე­მი­ებ­თან ბრძო­ლის მე­თო­დე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბას.
  • ლუ­გა­რის ცენ­ტრის გახ­სნამ­დეც იკ­ვლევ­დნენ ქარ­თვე­ლი მე­დი­კო­სე­ბი და­ა­ვა­დე­ბებს და იმ დროს სა­ში­ში პა­თო­გე­ნე­ბი არ­ცთუ უსაფრ­თხოდ ინა­ხე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლოს ლა­ბო­რა­ტო­რი­ებ­ში, მათ შო­რის თბი­ლის­შიც. ამ­ჟა­მად კი, საკ­ვლე­ვი მა­სა­ლა/პა­თო­გე­ნე­ბი სრუ­ლი­ად უსაფრ­თხოდ არის და­ცუ­ლი ლუ­გა­რის ცენ­ტრში და უამ­რავ სა­მე­დი­ცი­ნო სფე­როს პრო­ფე­სი­ო­ნალს აქვს სა­შუ­ა­ლე­ბა იმუ­შა­ოს პა­თო­გე­ნე­ბის შეს­წავ­ლა-და­მარ­ცხე­ბა­ზე. სხვა­თა შო­რის, ამ ულტრა­თა­ნა­მედ­რო­ვე ლა­ბო­რა­ტო­რი­ით სარ­გებ­ლო­ბენ არა მხო­ლოდ ქარ­თვე­ლი, არა­მედ სხვა­დას­ხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი, მათ შო­რის ჩვე­ნი რე­გი­ო­ნი­დან.
  • აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ლუ­გა­რის ცენ­ტრში არა­ერთ რუს სპე­ცი­ა­ლისტს აქვს ნა­მუ­შე­ვა­რი და შე­სა­ბა­მი­სად, მათ შე­სა­ნიშ­ნა­ვად იცი­ან, რომ არა­ფე­რი სა­ში­ში ლუ­გა­რის ცენ­ტრში არ ხდე­ბა.
  • კი­თხვა­ზე, რა სარ­გებ­ლო­ბა მო­აქვს და "რას მი­კე­თებს ლუ­გა­რის ცენ­ტრი"? - ცენ­ტრის დამ­სა­ხუ­რე­ბის­თვის თუნ­დაც C ჰე­პა­ტი­ტის აღ­მო­ფხვრის მას­შტა­ბუ­რი პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის და­სა­ხე­ლე­ბაც კმა­რა. ეს ღო­რის გრი­პიც, ახლა რომ ყვე­ლას გვა­ში­ნებს, ლუ­გა­რის ცენ­ტრში დად­გინ­და რაც იყო, თო­რემ, სა­ვა­რა­უ­დოდ, ვერც გა­ვი­გებ­დით რას­თან გვქონ­და საქ­მე.
  • ჰო, კი­დევ ბევ­რგან წა­ვა­წყდი მო­საზ­რე­ბას, რომ თუ ასე­თი კარ­გია ეს ბი­ო­ლა­ბო­რა­ტო­რია, ამე­რი­კის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე რა­ტომ არის აკ­რძა­ლუ­ლიო. მე­გობ­რე­ბო, და­გუ­გ­ლეთ და თა­ვად დარ­წმუნ­დე­ბით, რომ აშშ-ში ასო­ბით ასე­თი ბი­ო­ლა­ბო­რა­ტო­რია მოქ­მე­დებს" - წერს ნინო ბოლ­ქვა­ძე.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ავტორი:

მითები და რეალობა ლუგარის ლაბორატორიაზე, რომელსაც რუსები "ღორის გრიპის" გავრცელებაში ადანაშაულებენ

მითები და რეალობა ლუგარის ლაბორატორიაზე, რომელსაც რუსები "ღორის გრიპის" გავრცელებაში ადანაშაულებენ

ბოლო პერიოდში ღორის გრიპთან დაკავშირებით სოციალურ მედიაში და სხვადასხვა საეჭვო საიტებზე უამრავი დეზინფორმაცია ვრცელდება ვირუსულად. მათ შორის ერთ-ერთი ის, რომ ღორის გრიპი თბილისში მდებარე ლუგარის ლაბორატორიიდან განგებ გაავრცელეს. რუსული მედია პერიოდულად ავრცელებს ინფორმაციას იმაზე, რომ ლუგარის ლაბორატორიაში აშშ-ს სამხედრო და კერძო კონტრაქტორები "საიდუმლო ექსპერიმენტებს" ატარებენ ადამიანებზე.

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ნინო ბოლქვაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე ვრცელ პოსტს წერს, სადაც ლუგარის ლაბორატორიის ირგვლივ არსებულ მითებსა და რეალობაზე საუბრობს.

"მითი ლუგარის ლაბორატორიის შესახებ მის უშუალო დაფუძნებამდე, სანამ ჯერ კიდევ პროექტში იყო, 2000იანი წლების დასაწყისიდან მოდის. თუმცა, პერიოდულად აქტიურდება. ოქტომბერში თვით პუტინმაც კი "შეგვაშინა" - იქ ცუდები მუშაობენ და საშიშ ცდებს ატარებენ ადამიანებზეო.

ბოლო რამდენიმე კვირაა, ღორის გრიპის გავრცელებასთან ერთად, კიდევ ერთხელ გააქტირუდა ეს მითი და ამ დღეებში ბევრი პოსტი ვნახე, სადაც ხალხი წერს - ხელოვნურად ავრცელებს ლუგარის ცენტრი ვირუსებსო.

რუსული დეზინფორმაცია არახალია. განსაკუთრებით ჭირს ხოლმე ასეთი დეზინფორმაციების მოგერიება, როცა საქმე სპეციფიურ თემებს ეხება. სამედიცინო სფეროში სპეციალისტების გარდა სიღრმისეულად ვერავინ ვერკვევით. ასეთ საკითხებზე შეთქმულების თეორიების აზვირთება უფრო ადვილია.

როგორც წესი, ინფორმაციის გადამოწმებით თავს ცოტა ვინმე თუ იღლის. ელემენტარულად, ლუგარის ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზეც კი არ შევლენ, რომ უკეთ გაარკვიონ რა ხდება და სინამდვილეში რას ემსახურება ეს ცენტრი. უფრო ადვილია შეთქმულების თეორიის დაჯერება, მისი გადაუმოწმებლად გავრცელება და იმის წარმოდგენა, რომ უპირატესობა გვაქვს, გავშიფრეთ რა "ამერიკელების მავნებლური გეგმა ქართველი ერის წინააღმდეგ".

რუსეთის ტყუილები ლუგარის ცენტრზე ძირითადად მუშაობს შემდეგი პრინციპით: შეაგდე ჭორი, გასტყორცნე ჰაერში ტყუილი და მტკიცების ტვირთი აჰკიდე მეორე მხარეს. როდესაც ფაქტებით შეეწინააღმდეგებიან შენს ბრალდებებს, მხრები აიჩეჩე და თქვი: - მერე რა რომ ვერ ვადასტურებთ, ხომ შეიძლება რაღაც კონკრეტული მოვლენის შესახებ ფაქტები არ გვქონდეს, მაგრამ ის მაინც არსებობდეს? ან ასე თქვი: - ჩვენ არ ვამტკიცებთ არაფერს, ჩვენ კითხვებს ვსვამთ, იქნებ ასეა, როგორც ჩვენ ვამბობთ.

ზუსტად ასე უპასუხეს BBC-ის ჟურნალისტს, რომელიც ლუგარის ცენტრზე იგორ გიორგაძის გავრცელებულ ბრალდებაზე საგამოძიებო სიუჟეტს აკეთებდა და მტკიცებულებებით ამხილა ზახაროვა და გიორგაძე სიცრუეში.

რეალური ფაქტები კი ლუგარის ცენტრზე ასეთია:

  • ცენტრი ამერიკელების მხარდაჭერით აშენდა და გაიხსნა 2011 წელს, ხოლო 2013 წლიდან ის მთლიანად ექვემდებარება საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს.
  • ცენტრი ემსახურება დაავადებათა გამომწვევი მიკროორგანიზმების აღმოჩენას და ეპიდემიებთან ბრძოლის მეთოდების შემუშავებას.
  • ლუგარის ცენტრის გახსნამდეც იკვლევდნენ ქართველი მედიკოსები დაავადებებს და იმ დროს საშიში პათოგენები არცთუ უსაფრთხოდ ინახებოდა საქართველოს ლაბორატორიებში, მათ შორის თბილისშიც. ამჟამად კი, საკვლევი მასალა/პათოგენები სრულიად უსაფრთხოდ არის დაცული ლუგარის ცენტრში და უამრავ სამედიცინო სფეროს პროფესიონალს აქვს საშუალება იმუშაოს პათოგენების შესწავლა-დამარცხებაზე. სხვათა შორის, ამ ულტრათანამედროვე ლაბორატორიით სარგებლობენ არა მხოლოდ ქართველი, არამედ სხვადასხვა საერთაშორისო სპეციალისტები, მათ შორის ჩვენი რეგიონიდან.
  • აღსანიშნავია, რომ ლუგარის ცენტრში არაერთ რუს სპეციალისტს აქვს ნამუშევარი და შესაბამისად, მათ შესანიშნავად იციან, რომ არაფერი საშიში ლუგარის ცენტრში არ ხდება.
  • კითხვაზე, რა სარგებლობა მოაქვს და "რას მიკეთებს ლუგარის ცენტრი"? - ცენტრის დამსახურებისთვის თუნდაც C ჰეპატიტის აღმოფხვრის მასშტაბური პროექტის განხორციელების დასახელებაც კმარა. ეს ღორის გრიპიც, ახლა რომ ყველას გვაშინებს, ლუგარის ცენტრში დადგინდა რაც იყო, თორემ, სავარაუდოდ, ვერც გავიგებდით რასთან გვქონდა საქმე.
  • ჰო, კიდევ ბევრგან წავაწყდი მოსაზრებას, რომ თუ ასეთი კარგია ეს ბიოლაბორატორია, ამერიკის ტერიტორიაზე რატომ არის აკრძალულიო. მეგობრებო, დაგუგლეთ და თავად დარწმუნდებით, რომ აშშ-ში ასობით ასეთი ბიოლაბორატორია მოქმედებს" - წერს ნინო ბოლქვაძე.

სალომე ზურაბიშვილი ქალიშვილთან და შვილიშვილთან ერთად - ფოტო პრეზიდენტის "ფეისბუქიდან"

"სააკაშვილის ჩამოსვლა დაგვხატავდა" - ემზარ კვიციანი

ნიკა მელია "სინოვაკით" აიცრა - ფოტო კლინიკიდან