სამართალი
Faceამბები
პოლიტიკა

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქალს წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ 21 წლის წინ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ადამიანს დაეხმარა
ქალს წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ 21 წლის წინ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ადამიანს დაეხმარა

უამ­რა­ვი წლის წინ სრუ­ლი­ად უან­გა­როდ გა­კე­თე­ბუ­ლი სი­კე­თის გამო მად­ლო­ბა 89 წლის იტა­ლი­ელ­მა ქალ­მა მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მდი­და­რი ადა­მი­ა­ნის­გან კი­დევ ერთხელ მი­ი­ღო. ქვეყ­ნის სამ­ხრე­თით მდე­ბა­რე ქა­ლაქ ბრინ­დის­ში ყა­ტა­რის ყო­ფი­ლი ემი­რი ტო­რე­სა ბორ­სე­ტის მო­სა­ნა­ხუ­ლებ­ლად ჩა­ვი­და.

21 წლის წინ ყა­ტა­რის სა­მე­ფო ოჯა­ხის წევ­რე­ბი ბრინ­დი­სის პორ­ტში იახ­ტის ტექ­ნი­კუ­რად გა­სა­მარ­თად გა­ჩერ­დნენ. ქუ­ჩა­ში სა­სე­ირ­ნოდ გა­სულ ჰა­მად ბინ ხა­ლი­ფა ალ-ტა­ნიმ ტუ­ა­ლე­ტის მო­ძებ­ნა სცა­და, თუმ­ცა უშე­დე­გოდ - დღე­სას­წა­უ­ლის გამო ბა­რე­ბი და რეს­ტორ­ნე­ბი და­კე­ტი­ლი იყო, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტუ­ა­ლე­ტი კი ახ­ლოს ვერ­სად ნახა. ემირ­მა გამ­ვლე­ლებს ჰკი­თხა, სად შე­იძ­ლე­ბო­და სა­პირ­ფა­რე­შო­თი ესარ­გებ­ლა, თუმ­ცა მისი დახ­მა­რე­ბა ვე­რა­ვინ შეძ­ლო.

სა­ბო­ლო­ოდ, ყა­ტა­რის სა­მე­ფო ოჯა­ხის წევ­რს სახ­ლის კარი გა­უ­ღო ად­გი­ლობ­რივ­მა მცხოვ­რებ­მა ტე­რე­სა ბორ­სე­ტიმ. ცხა­დია, მისი წარ­მო­მავ­ლო­ბი­სა და სტა­ტუ­სის შე­სა­ხებ ქალ­მა არა­ფე­რი იცო­და. ალ-ტა­ნიმ ასე­თი უბ­რა­ლო, თუმ­ცა კე­თი­ლი ჟეს­ტი 21 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვერ და­ი­ვი­წყა. ის კვლავ ჩა­ვი­და ბრინ­დის­ში და შეძ­ლო, ტე­რე­სა მო­ე­ძებ­ნა. დაც­ვით გარ­შე­მორ­ტყმუ­ლი ემი­რი სა­ჩუქ­რით ხელ­ში ელო­და, რო­დის გა­უ­ღებ­და კარს ბორ­სე­ტი.

ქალ­მა ემი­რი სახ­ლში ძვე­ლი, ახლო მე­გობ­რის მსგავ­სად შე­ი­პა­ტი­ჟა, ძა­ლი­ან გა­უ­ხარ­და მისი კი­დევ ერთხელ ნახ­ვა, თა­ნაც - სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლად. მისი შვი­ლე­ბი და შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი იმ დროს სახ­ლში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, ამ­რი­გად - ემი­რის ვი­ზი­ტი დიდ, მხი­ა­რულ წვე­უ­ლე­ბად იქცა.

დამ­შვი­დო­ბე­ბი­სას კი ალ-ტა­ნიმ ტო­რე­სა და მისი ოჯა­ხი და­სას­ვე­ნებ­ლად ყა­ტარ­ში და­პა­ტი­ჟა.

ბორ­სე­ტი იმე­დოვ­ნებს, რომ შეძ­ლებს ყა­ტარ­ში ჩა­ვი­დეს და ემი­რი კი­დევ ერთხელ მო­ი­ნა­ხუ­ლოს.

შე­ი­ხი ჰა­მა­დი ცოლ­თან, შე­ი­ხა მო­ზას­თან და ობა­მებ­თან ერ­თად
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კიტ კელოგი - მჯერა, რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სანქციები მზადაა
ავტორი:

ქალს წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ 21 წლის წინ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ადამიანს დაეხმარა

ქალს წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ 21 წლის წინ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ადამიანს დაეხმარა

უამრავი წლის წინ სრულიად უანგაროდ გაკეთებული სიკეთის გამო მადლობა 89 წლის იტალიელმა ქალმა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანისგან კიდევ ერთხელ მიიღო. ქვეყნის სამხრეთით მდებარე ქალაქ ბრინდისში ყატარის ყოფილი ემირი ტორესა ბორსეტის მოსანახულებლად ჩავიდა.

21 წლის წინ ყატარის სამეფო ოჯახის წევრები ბრინდისის პორტში იახტის ტექნიკურად გასამართად გაჩერდნენ. ქუჩაში სასეირნოდ გასულ ჰამად ბინ ხალიფა ალ-ტანიმ ტუალეტის მოძებნა სცადა, თუმცა უშედეგოდ - დღესასწაულის გამო ბარები და რესტორნები დაკეტილი იყო, საზოგადოებრივი ტუალეტი კი ახლოს ვერსად ნახა. ემირმა გამვლელებს ჰკითხა, სად შეიძლებოდა საპირფარეშოთი ესარგებლა, თუმცა მისი დახმარება ვერავინ შეძლო.

საბოლოოდ, ყატარის სამეფო ოჯახის წევრს სახლის კარი გაუღო ადგილობრივმა მცხოვრებმა ტერესა ბორსეტიმ. ცხადია, მისი წარმომავლობისა და სტატუსის შესახებ ქალმა არაფერი იცოდა. ალ-ტანიმ ასეთი უბრალო, თუმცა კეთილი ჟესტი 21 წლის განმავლობაში ვერ დაივიწყა. ის კვლავ ჩავიდა ბრინდისში და შეძლო, ტერესა მოეძებნა. დაცვით გარშემორტყმული ემირი საჩუქრით ხელში ელოდა, როდის გაუღებდა კარს ბორსეტი.

ქალმა ემირი სახლში ძველი, ახლო მეგობრის მსგავსად შეიპატიჟა, ძალიან გაუხარდა მისი კიდევ ერთხელ ნახვა, თანაც - სრულიად მოულოდნელად. მისი შვილები და შვილიშვილები იმ დროს სახლში იმყოფებოდნენ, ამრიგად - ემირის ვიზიტი დიდ, მხიარულ წვეულებად იქცა.

დამშვიდობებისას კი ალ-ტანიმ ტორესა და მისი ოჯახი დასასვენებლად ყატარში დაპატიჟა.

ბორსეტი იმედოვნებს, რომ შეძლებს ყატარში ჩავიდეს და ემირი კიდევ ერთხელ მოინახულოს.

შეიხი ჰამადი ცოლთან, შეიხა მოზასთან და ობამებთან ერთად

თუ კორონავირუსი დაგიდასტურდებათ: როგორ უნდა იმკურნალოთ სახლის პირობებში - ჰოპკინსის უნივერსიტეტის ქართველი დოქტორის, ექიმ მამუკა მაჩაიძის რეკომენდაციები

ბატონიშვილი გიორგი უკვე 9 წლისაა - სად აღნიშნეს ბაგრატიონებმა მისი დაბადების დღე და როგორ ცხოვრობს ქართული სამეფო ოჯახი

გაიცანით ბიჭუნა, რომლის "გაცოცხლებულ" ანბანს დიდი გამოხმაურება მოჰყვა - "თითოეულზე მოთხრობას წერს, რაც შემდეგ უნდა, რომ ანიმაციად იქცეს"