სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
7 პროდუქტი, რომელიც მადას აქვეითებს - ლაშა უჩავას რეკომენდაციები ახალ წელს მომატებული კილოგრამების დასაკლებად
7 პროდუქტი, რომელიც მადას აქვეითებს - ლაშა უჩავას რეკომენდაციები ახალ წელს მომატებული კილოგრამების დასაკლებად

ახა­ლი წლის დღე­სას­წა­უ­ლე­ბის შემ­დეგ, ადა­მი­ა­ნე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა წო­ნა­ში მო­მა­ტე­ბას უჩი­ვის და ბევ­რის სურ­ვი­ლია, დი­ე­ტა რაც შე­იძ­ლე­ბა მალე და­იც­ვას, რომ სწრა­ფად გა­თა­ვი­სუფ­ლდეს "აკ­რე­ფი­ლი" კა­ლო­რი­ე­ბის­გან. ასეთ დროს უმე­ტე­სო­ბა ექიმ­საც მი­მარ­თავს.


ექიმს AMBEBI.GE-მაც მი­მარ­თა - ექი­მი-ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი, მე­დი­ცი­ნის დოქ­ტო­რი ლაშა უჩა­ვა გვე­სა­უბ­რე­ბა, რო­გორ მო­ვი­ცი­ლოთ ახალ წელს დაგ­რო­ვი­ლი კი­ლოგ­რა­მე­ბი, რო­გორ და­ვიქ­ვე­ი­თოთ შიმ­ში­ლის გრძნო­ბა და და­ვუბ­რუნ­დეთ ცხოვ­რე­ბის მშვიდ რიტმს.



"სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­გორც ყვე­ლა დღე­სას­წა­ულს, ახალ წელ­საც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად აღ­ნიშ­ნა­ვენ, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია კერ­ძე­ბი.


სა­ა­ხალ­წლო სუფ­რა გა­ჯე­რე­ბუ­ლია ნიგვზი­ა­ნი, ცხი­მი­ა­ნი და მძი­მედ მო­სა­ნე­ლე­ბე­ლი პრო­დუქ­ტე­ბით. ადა­მი­ა­ნე­ბის დიდი ნა­წი­ლი სწო­რედ სა­ა­ხალ­წლო დღე­ებ­ში 4-5 კი­ლოგ­რამს იმა­ტებს. ამი­ტომ, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მო­ვუხ­მოთ ზო­მი­ე­რე­ბას, მაგ­რამ თუ ამას ვერ ვა­ხერ­ხებთ, გა­ვა­კე­თოთ გან­ტვირ­თვის დღე­ე­ბი, რათა ორ­გა­ნიზმს ზი­ა­ნი არ მი­ვა­ყე­ნოთ და არ დარ­ჩეს მი­ღე­ბუ­ლი ცხი­მე­ბი და კა­ლო­რი­ე­ბი ჩვენს ორ­გა­ნიზ­მში.


სა­ერ­თოდ, რაც უფრო მეტს ვჭამთ, მე­ტად გა­მო­მუ­შავ­დე­ბა ჰორ­მო­ნი ინ­სუ­ლი­ნი, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლია, რომ მა­დას უფრო აღ­ვი­ვებს. შე­სა­ბა­მი­სად, მო­თხოვ­ნი­ლე­ბა საკ­ვე­ბი­სად­მი იზ­რდე­ბა.


ორ­გა­ნიზ­მში ინ­სუ­ლი­ნის და­საქ­ვე­ი­თე­ბე­ლი ქი­მი­უ­რი პრე­პა­რა­ტე­ბი არ­სე­ბობს, თუმ­ცა არ­სე­ბობს ბუ­ნებ­რი­ვი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ინ­სუ­ლი­ნის დო­ნეს აქ­ვე­ი­თებს, რაც მა­დის დაქ­ვე­ი­თე­ბა­ზეც მოქ­მე­დებს. ისი­ნი არა მარ­ტო დღე­სას­წა­უ­ლე­ბის შემ­დგომ პე­რი­ოდ­ში უნდა მი­ვი­ღოთ, ჩვე­უ­ლებ­რივ დღე­ებ­შიც.


ასე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ბუ­ნებ­რი­ვი სა­შუ­ა­ლე­ბაა და­რი­ჩი­ნი, რო­მე­ლიც დიდი რა­ო­დე­ნო­ბით შე­ი­ცავს ცე­ლუ­ლო­ზას, რაც ხელს უწყობს კუჭ-ნაწ­ლა­ვის ტრაქ­ტის გა­მარ­თულ მუ­შა­ო­ბას.


გარ­და ამი­სა, და­რი­ჩინს აქვს ბევ­რი და­დე­ბი­თი თვი­სე­ბა: ამ­ცი­რებს ინ­სუ­ლი­ნის გა­მო­მუ­შა­ვე­ბას, ასე­ვე მოქ­მე­დებს სის­ხლში შაქ­რის დო­ნის დაქ­ვე­ი­თე­ბა­ზე და ორ­გა­ნიზ­მში ხელს უშ­ლის ცხი­მის წარ­მოქ­მნას, ამ­ცი­რებს ისე­თი და­ა­ვა­დე­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის რისკს, რო­გო­რიც არის ინ­ფარ­ქტი, ინ­სულ­ტი და და­დე­ბი­თად მოქ­მე­დებს გუ­ლის კუნ­თის მუ­შა­ო­ბა­ზე. და­რი­ჩი­ნი აქ­ვე­ი­თებს ქო­ლეს­ტე­რი­ნის დო­ნეს ორ­გა­ნიზ­მში.



- რა ფორ­მით უნდა მი­ვი­ღოთ და­რი­ჩი­ნი: ჩხი­რე­ბი ჩა­ი­ში ჩა­ვაგ­დოთ, თუ დაფ­ქვი­ლი ამა თუ იმ საკ­ვებს მო­ვა­ყა­როთ?


- ორი­ვე­ნა­ი­რად შე­იძ­ლე­ბა. რაც მთა­ვა­რია, არო­მა­ტუ­ლია და მისი ყა­ვა­ზე ზე­მო­დან მოყ­რა არ არის ური­გო. შეგ­ვიძ­ლია, და­რი­ჩინს და­ვას­ხათ მდუ­ღა­რე წყა­ლი, გა­ვა­ჩე­როთ გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში და შემ­დეგ და­მატ­კბობ­ლად ნა­ტუ­რა­ლუ­რი თაფ­ლი. მი­ღე­ბუ­ლი სი­თხე ლიმ­ნის წვე­ნით გა­ვა­ჯე­როთ, რომ არო­მა­ტიც მივ­ცეთ.


ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ასე­თი კომ­ბი­ნა­ცი­აც: ჩაი და­რი­ჩი­ნით, ჯან­ჯა­ფი­ლით, ანუ იგი­ვე კო­ჭა­თი და ნა­ტუ­რა­ლუ­რი თაფ­ლით. მა­დას ესეც აქ­ვე­ი­თებს, რად­გა­ნაც ვი­ცით, ჯან­ჯა­ფილს მა­დის და­მაქ­ვე­ი­თე­ბე­ლი ეფექ­ტი აქვს, ამას­თან, ჯან­ჯა­ფილს აქვს უნა­რი, ორ­გა­ნიზმს ენერ­გია იმის­თვის შეჰ­მა­ტოს, რომ თავი სუს­ტად არ ვიგ­რძნოთ.



- თუმ­ცა ცნო­ბი­ლია, რომ ჯან­ჯა­ფი­ლი კუ­ჭის ლორ­წო­ვან გარსს აღი­ზი­ა­ნებს. რა რა­ო­დე­ნო­ბით უნდა მი­ვი­ღოთ, ეს რომ არ მოხ­დეს?


- ჩა­ი­ში, ნა­ყე­ნის სა­ხით უნდა გა­მო­ვი­ყე­ნოთ და არა საკ­ვებ პრო­დუქ­ტებ­ში. შე­საძ­ლე­ბე­ლია 2 ნა­ჭე­რი, თხლად დაჭ­რი­ლი ჯან­ჯა­ფი­ლი ერთ ულუ­ფა ჩა­ი­ში. მო­ვა­თავ­სებთ ჭი­ქა­ში, და­ვას­ხამთ წყალს, ჩა­ვაგ­დებთ და­რი­ჩი­ნის ჩხირს და მის ნა­ყენს, რო­გორც ჩაის მი­ვი­ღებთ.


ჩაის ნა­ყენ­საც შე­იძ­ლე­ბა და­რი­ჩი­ნი და ჯან­ჯა­ფი­ლი და­ვუ­მა­ტოთ და ასე­თი სა­ხით დღის გან­მავ­ლო­ბა­ში 1-2 ფინ­ჯა­ნი მი­ვი­ღოთ.



- ჯან­ჯა­ფი­ლის გარ­და კი­დევ რა პრო­დუქტს აქვს იგი­ვე ეფექ­ტი?


- ასე­თი პრო­დუქ­ტებს შო­რის, შეგ­ვიძ­ლია გან­ვი­ხი­ლოთ ყავა. დღე­ში 2 ფინ­ჯა­ნი უშაქ­რო ყავა მა­დის დაქ­ვე­ი­თე­ბა­ში გვეხ­მა­რე­ბა, ასე­ვე კვლე­ვე­ბით დად­გე­ნი­ლია, რომ ის 30 %-ით მე­ტა­ბო­ლიზმს აჩ­ქა­რებს, რაც ხელს უწყობს ცხი­მო­ვა­ნი ქსო­ვი­ლის დაწ­ვას და უხე­შად რომ ვთქვათ, ჩვენს ორ­გა­ნიზ­მში, სი­მა­ძღრის გრძნო­ბას იწ­ვევს, ხსნის თა­ვის ტკი­ვილს და აუმ­ჯო­ბე­სებს გუ­ნე­ბა-გან­წყო­ბას, ეს დი­ე­ტის დროს, სწო­რი კვე­ბი­სას მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.


რაც უნდა გა­საკ­ვი­რი იყოს, მა­დის და­საქ­ვე­ი­თებ­ლად, შეგ­ვიძ­ლია გა­მო­ვი­ყე­ნოთ თხი­ლი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ცხი­მის შემ­ცვე­ლი პრო­დუქ­ტია, ასე­ვე შე­ი­ცავს მეტ ცხი­მო­ვან მჟა­ვებს "ომე­გა 3"-ს და "ომე­გა 6"-ს, რომ­ლე­ბიც ორ­გა­ნიზ­მში ქო­ლეს­ტე­რი­ნის დო­ნეს არე­გუ­ლი­რებს, ზრდის ნივ­თი­ე­რე­ბა­თა ცვლას.


თხილ­ში და ზო­გა­დად თხი­ლე­ულ­ში არის დიდი რა­ო­დე­ნო­ბით B ჯგუ­ფის ვი­ტა­მი­ნი, რაც ნერ­ვუ­ლი იმ­პულ­სე­ბის სტი­მუ­ლა­ცი­ას ახ­დენს, ეს, თა­ვის მხრივ, ნივ­თი­ე­რე­ბა­თა ცვლას აუმ­ჯო­ბე­სებს. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ასე­ვე მას­ში შე­მა­ვა­ლი ვი­ტა­მი­ნი E - ის და­ნაყ­რე­ბის შეგ­რძნე­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს და გარ­და ამი­სა, და­დე­ბი­თად მოქ­მე­დებს კან­ზე, თმა­სა და ფრჩხი­ლე­ბის სტრუქ­ტუ­რა­ზე. იმა­ვეს თქმა შე­იძ­ლე­ბა ნუ­შ­ზე, ნი­გოზ­ზე და მი­წის თხილ­ზე, რომ­ლე­ბიც ასე­ვე აქ­ვე­ი­თებს მა­დას.



- ბოსტნე­ულ­ზე რას გვე­ტყვით?


- ჩვე­ნი ორ­გა­ნიზ­მის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია ბოსტნე­უ­ლის წვე­ნი, ეს შე­იძ­ლე­ბა გა­მო­წუ­რუ­ლი ე.წ. ფრე­ში, ან უბ­რა­ლოდ ბოსტნე­უ­ლის ნა­ხარ­ში იყოს, რო­მე­ლიც მდი­და­რია ვი­ტა­მი­ნე­ბით და მი­ნე­რა­ლე­ბით და ხელს უწყობს, რა თქმა უნდა, მა­დის დაქ­ვე­ი­თე­ბას და უზ­რუნ­ველ­ყოფს კუჭ-ნა­წა­ლა­ვის ტრაქ­ტის გა­მარ­თულ მუ­შა­ო­ბას.


ამას­თან, კო­ფე­ი­ნის შემ­ცვე­ლო­ბის გამო, შეგ­ვიძ­ლია გან­ვი­ხი­ლოთ მწვა­ნე ჩაიც. ის, კო­ფე­ინ­თან ერ­თად შე­ი­ცავს ე.წ. ნივ­თი­ე­რე­ბა კა­ტე­ხინს, რაც ხელს უწყობს სის­ხლში შაქ­რის დო­ნის დაქ­ვე­ი­თე­ბას, ასე­ვე ხელს უწყობს ნივ­თი­ე­რე­ბა­თა ცვლას.


კვლე­ვე­ბით და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია, რომ მწვა­ნე ჩაი 20-25 %-ით ორ­გა­ნიზ­მში აუმ­ჯო­ბე­სებს მე­ტა­ბო­ლურ ცვლას და აქ­ვე­ი­თებს მა­დას


თი­თო­ე­უ­ლი ჩა­მოთ­ვლი­ლი პრო­დუქ­ტი მდი­და­რია ცე­ლუ­ლო­ზით, ანუ უჯრე­დი­სით, მდი­და­რია სხვა­დას­ხვა მი­ნე­რა­ლით და ვი­ტა­მი­ნით, რაც ჩვენს ორ­გა­ნიზ­მში მა­დის დაქ­ვე­ი­თე­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს და ნივ­თი­ე­რე­ბა­თა ცვლას აუმ­ჯო­ბე­სებს.



თუ ამ მი­თი­თე­ბებს ვერ ვი­ცავთ, რა თქმა უნდა, სწო­რი კვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ვა­მა­ტებთ გარ­კვე­ულ ფერ­მენ­ტებს იმის­თვის, რომ კუჭ­ნაწ­ლა­ვის ტრაქ­ტმა იმუ­შა­ვოს, გვი­წევს გარ­კვე­უ­ლი მი­ნე­რა­ლე­ბის და ვი­ტა­მი­ნე­ბის და­მა­ტე­ბაც იმი­სათ­ვი­საც, რომ მადა და­ვაქ­ვე­ი­თოთ.



- ვი­ტა­მი­ნე­ბი წო­ნის მო­მა­ტე­ბას არ უწყობს ხელს?


- ეს კი­თხვა პა­ცი­ენ­ტე­ბის­გან ხში­რად ის­მის, როცა მულ­ტი­ვი­ტა­მი­ნე­ბის კომ­პლექსს ვუ­წერთ - დი­ე­ტის დროს, ხომ არ გა­მა­სუ­ქებს? რიგ შემ­თხვე­ვა­ში, მა­დის გაზ­რდას სწო­რედ ვი­ტა­მი­ნე­ბის დე­ფი­ცი­ტი იწ­ვევს, რაც სა­ბო­ლოო ჯამ­ში ჭარბ წო­ნას­თან და სიმ­სუქ­ნეს­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვი­ტა­მი­ნე­ბის და­მა­ტე­ბა კვე­ბა­ში არის იმის­თვის, რომ და­ვაქ­ვე­ი­თოთ მადა, არ იყოს შიმ­ში­ლის შეგ­რძნე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად, ნივ­თი­ე­რე­ბა­თა ცვლა იყოს ადეკ­ვა­ტუ­რი.

7 პრო­დუქ­ტი, რო­მე­ლიც მა­დის დაქ­ვე­ი­თე­ბა­ში და­გეხ­მა­რე­ბათ

  • და­რი­ჩი­ნი
  • ჯან­ჯა­ფი­ლი
  • ყავა
  • მწვა­ნე ჩაი
  • თხი­ლი
  • ნუში
  • ნი­გო­ზი
მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზურა
8

უმთავრესი, რაც ნებისმიერმა, ჯანმრთელმა თუ დაავადებულმა ადამიანმა უნდა გააკეთოს - ნებისმიერ სიტუაციაში საგულდაგულოდ უნდა დაღეჭოს ლუკმა და ისე გადაყლაპოს. კოსმონავტების ექიმს ნეუმივაკინს ნათქვამი აქვს - даже суп надо жевать. და კიდევ - არაჩვეულებრივი დიეტური და ყუათიანი პროდუქტია ოსპი (ჩეჩევიცა), რომელსაც მუდმივად, დაფქულ მდგომარეობაში თან ატარებდნენ ძველი ქართველი მეომრები. ძალიან მალე ანაყრებს და მისი მიღების შემდეგ შიმშილის გრძნობა ხანგრძლივად ქრება. მასში ორჯერ მეტია ცილა, ვიდრე ლობიოში

ეთერი
4

მაინტერესებს მარტო ჯანჯაფილი როგორ მივიღოთ

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

7 პროდუქტი, რომელიც მადას აქვეითებს - ლაშა უჩავას რეკომენდაციები ახალ წელს მომატებული კილოგრამების დასაკლებად

7 პროდუქტი, რომელიც მადას აქვეითებს - ლაშა უჩავას რეკომენდაციები ახალ წელს მომატებული კილოგრამების დასაკლებად

ახალი წლის დღესასწაულების შემდეგ, ადამიანების უმრავლესობა წონაში მომატებას უჩივის და ბევრის სურვილია, დიეტა რაც შეიძლება მალე დაიცვას, რომ სწრაფად გათავისუფლდეს "აკრეფილი" კალორიებისგან. ასეთ დროს უმეტესობა ექიმსაც მიმართავს.


ექიმს AMBEBI.GE-მაც მიმართა - ექიმი-ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი ლაშა უჩავა გვესაუბრება, როგორ მოვიცილოთ ახალ წელს დაგროვილი კილოგრამები, როგორ დავიქვეითოთ შიმშილის გრძნობა და დავუბრუნდეთ ცხოვრების მშვიდ რიტმს.



"საქართველოში, როგორც ყველა დღესასწაულს, ახალ წელსაც განსაკუთრებულად აღნიშნავენ, განსხვავებული და მრავალფეროვანია კერძები.


საახალწლო სუფრა გაჯერებულია ნიგვზიანი, ცხიმიანი და მძიმედ მოსანელებელი პროდუქტებით. ადამიანების დიდი ნაწილი სწორედ საახალწლო დღეებში 4-5 კილოგრამს იმატებს. ამიტომ, მნიშვნელოვანია, მოვუხმოთ ზომიერებას, მაგრამ თუ ამას ვერ ვახერხებთ, გავაკეთოთ განტვირთვის დღეები, რათა ორგანიზმს ზიანი არ მივაყენოთ და არ დარჩეს მიღებული ცხიმები და კალორიები ჩვენს ორგანიზმში.


საერთოდ, რაც უფრო მეტს ვჭამთ, მეტად გამომუშავდება ჰორმონი ინსულინი, რომელიც ცნობილია, რომ მადას უფრო აღვივებს. შესაბამისად, მოთხოვნილება საკვებისადმი იზრდება.


ორგანიზმში ინსულინის დასაქვეითებელი ქიმიური პრეპარატები არსებობს, თუმცა არსებობს ბუნებრივი საშუალებები, რომლებიც ინსულინის დონეს აქვეითებს, რაც მადის დაქვეითებაზეც მოქმედებს. ისინი არა მარტო დღესასწაულების შემდგომ პერიოდში უნდა მივიღოთ, ჩვეულებრივ დღეებშიც.


ასეთი მნიშვნელოვანი ბუნებრივი საშუალებაა დარიჩინი, რომელიც დიდი რაოდენობით შეიცავს ცელულოზას, რაც ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გამართულ მუშაობას.


გარდა ამისა, დარიჩინს აქვს ბევრი დადებითი თვისება: ამცირებს ინსულინის გამომუშავებას, ასევე მოქმედებს სისხლში შაქრის დონის დაქვეითებაზე და ორგანიზმში ხელს უშლის ცხიმის წარმოქმნას, ამცირებს ისეთი დაავადებების განვითარების რისკს, როგორიც არის ინფარქტი, ინსულტი და დადებითად მოქმედებს გულის კუნთის მუშაობაზე. დარიჩინი აქვეითებს ქოლესტერინის დონეს ორგანიზმში.



- რა ფორმით უნდა მივიღოთ დარიჩინი: ჩხირები ჩაიში ჩავაგდოთ, თუ დაფქვილი ამა თუ იმ საკვებს მოვაყაროთ?


- ორივენაირად შეიძლება. რაც მთავარია, არომატულია და მისი ყავაზე ზემოდან მოყრა არ არის ურიგო. შეგვიძლია, დარიჩინს დავასხათ მდუღარე წყალი, გავაჩეროთ გარკვეული პერიოდის განმავლობაში და შემდეგ დამატკბობლად ნატურალური თაფლი. მიღებული სითხე ლიმნის წვენით გავაჯეროთ, რომ არომატიც მივცეთ.


ასევე მნიშვნელოვანია ასეთი კომბინაციაც: ჩაი დარიჩინით, ჯანჯაფილით, ანუ იგივე კოჭათი და ნატურალური თაფლით. მადას ესეც აქვეითებს, რადგანაც ვიცით, ჯანჯაფილს მადის დამაქვეითებელი ეფექტი აქვს, ამასთან, ჯანჯაფილს აქვს უნარი, ორგანიზმს ენერგია იმისთვის შეჰმატოს, რომ თავი სუსტად არ ვიგრძნოთ.



- თუმცა ცნობილია, რომ ჯანჯაფილი კუჭის ლორწოვან გარსს აღიზიანებს. რა რაოდენობით უნდა მივიღოთ, ეს რომ არ მოხდეს?


- ჩაიში, ნაყენის სახით უნდა გამოვიყენოთ და არა საკვებ პროდუქტებში. შესაძლებელია 2 ნაჭერი, თხლად დაჭრილი ჯანჯაფილი ერთ ულუფა ჩაიში. მოვათავსებთ ჭიქაში, დავასხამთ წყალს, ჩავაგდებთ დარიჩინის ჩხირს და მის ნაყენს, როგორც ჩაის მივიღებთ.


ჩაის ნაყენსაც შეიძლება დარიჩინი და ჯანჯაფილი დავუმატოთ და ასეთი სახით დღის განმავლობაში 1-2 ფინჯანი მივიღოთ.



- ჯანჯაფილის გარდა კიდევ რა პროდუქტს აქვს იგივე ეფექტი?


- ასეთი პროდუქტებს შორის, შეგვიძლია განვიხილოთ ყავა. დღეში 2 ფინჯანი უშაქრო ყავა მადის დაქვეითებაში გვეხმარება, ასევე კვლევებით დადგენილია, რომ ის 30 %-ით მეტაბოლიზმს აჩქარებს, რაც ხელს უწყობს ცხიმოვანი ქსოვილის დაწვას და უხეშად რომ ვთქვათ, ჩვენს ორგანიზმში, სიმაძღრის გრძნობას იწვევს, ხსნის თავის ტკივილს და აუმჯობესებს გუნება-განწყობას, ეს დიეტის დროს, სწორი კვებისას მნიშვნელოვანია.


რაც უნდა გასაკვირი იყოს, მადის დასაქვეითებლად, შეგვიძლია გამოვიყენოთ თხილი. მიუხედავად იმისა, რომ ცხიმის შემცველი პროდუქტია, ასევე შეიცავს მეტ ცხიმოვან მჟავებს "ომეგა 3"-ს და "ომეგა 6"-ს, რომლებიც ორგანიზმში ქოლესტერინის დონეს არეგულირებს, ზრდის ნივთიერებათა ცვლას.


თხილში და ზოგადად თხილეულში არის დიდი რაოდენობით B ჯგუფის ვიტამინი, რაც ნერვული იმპულსების სტიმულაციას ახდენს, ეს, თავის მხრივ, ნივთიერებათა ცვლას აუმჯობესებს. მნიშვნელოვანია ასევე მასში შემავალი ვიტამინი E - ის დანაყრების შეგრძნებას უზრუნველყოფს და გარდა ამისა, დადებითად მოქმედებს კანზე, თმასა და ფრჩხილების სტრუქტურაზე. იმავეს თქმა შეიძლება ნუშზე, ნიგოზზე და მიწის თხილზე, რომლებიც ასევე აქვეითებს მადას.



- ბოსტნეულზე რას გვეტყვით?


- ჩვენი ორგანიზმისთვის აუცილებელია ბოსტნეულის წვენი, ეს შეიძლება გამოწურული ე.წ. ფრეში, ან უბრალოდ ბოსტნეულის ნახარში იყოს, რომელიც მდიდარია ვიტამინებით და მინერალებით და ხელს უწყობს, რა თქმა უნდა, მადის დაქვეითებას და უზრუნველყოფს კუჭ-ნაწალავის ტრაქტის გამართულ მუშაობას.


ამასთან, კოფეინის შემცველობის გამო, შეგვიძლია განვიხილოთ მწვანე ჩაიც. ის, კოფეინთან ერთად შეიცავს ე.წ. ნივთიერება კატეხინს, რაც ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის დაქვეითებას, ასევე ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას.


კვლევებით დადასტურებულია, რომ მწვანე ჩაი 20-25 %-ით ორგანიზმში აუმჯობესებს მეტაბოლურ ცვლას და აქვეითებს მადას


თითოეული ჩამოთვლილი პროდუქტი მდიდარია ცელულოზით, ანუ უჯრედისით, მდიდარია სხვადასხვა მინერალით და ვიტამინით, რაც ჩვენს ორგანიზმში მადის დაქვეითებას უზრუნველყოფს და ნივთიერებათა ცვლას აუმჯობესებს.



თუ ამ მითითებებს ვერ ვიცავთ, რა თქმა უნდა, სწორი კვების შემთხვევაში ვამატებთ გარკვეულ ფერმენტებს იმისთვის, რომ კუჭნაწლავის ტრაქტმა იმუშავოს, გვიწევს გარკვეული მინერალების და ვიტამინების დამატებაც იმისათვისაც, რომ მადა დავაქვეითოთ.



- ვიტამინები წონის მომატებას არ უწყობს ხელს?


- ეს კითხვა პაციენტებისგან ხშირად ისმის, როცა მულტივიტამინების კომპლექსს ვუწერთ - დიეტის დროს, ხომ არ გამასუქებს? რიგ შემთხვევაში, მადის გაზრდას სწორედ ვიტამინების დეფიციტი იწვევს, რაც საბოლოო ჯამში ჭარბ წონასთან და სიმსუქნესთანაა დაკავშირებული. აქედან გამომდინარე, ვიტამინების დამატება კვებაში არის იმისთვის, რომ დავაქვეითოთ მადა, არ იყოს შიმშილის შეგრძნება და შესაბამისად, ნივთიერებათა ცვლა იყოს ადეკვატური.

7 პროდუქტი, რომელიც მადის დაქვეითებაში დაგეხმარებათ

  • დარიჩინი
  • ჯანჯაფილი
  • ყავა
  • მწვანე ჩაი
  • თხილი
  • ნუში
  • ნიგოზი